შესვლა

ვიდეოსერვისი

News

მიიღეთ მაქსიმალური ხარისხი მინიმალური თანხის გადახდით, ჩვენ ვართ ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოს გარანტი.


გთავაზობთ ვიდეო გადაღებას



1. სადღესასწაულო დღეები: ბანკეტი ქორწილი ნათლობა ზეიმი და სხვ.
2. ოფიციალური შეხვედრები
3. მხატვრული და დოკუმენტური ფილმები
4. ვიდეო რგოლები
5. რეკლამები
6. კლიპები
7. თქვენს მიერ გადაღებული ვიდეოს მონტაჟი და კორექტირება




დაგვიკავშირდით: 247-78-62 ან 599-33-60-11





არის ვალენტინობა ქრისტიანული დღესასწაული?

სტატიები

არის ვალენტინობა ქრისტიანული დღესასწაული?


აგერ უკვე რამდენიმე წელია ჩვენში არაეკლესიური საზოგადოება 14 თებერვალს ვალენტინობას (სიყვარულის დღეს) დიდი ზეიმით აღნიშანავს. გაზეთი, ტელევიზია და საკონცერტო აფიშები ამ დღის მოახლოებას თუ დადგომას გვაუწყებენ. საგაზეთო სტატიებიდან და ტელეგადაცემებიდან ვიგებთ, რომ 14 თებერვალი მღვდელი ვალენტინის მოსახსენებელი დღეა, რომელიც შეყვარებულებს ჩუმად აუღლებდა. ვინ იყო ვალენტინი? ის, რასაც ჩვენ დღეს 14 თებერვალს აღვნიშნავთ არის კი ქრისტიანული დღესასწაული?

14 თებერვალს რომის კათოლიკური ეკლესია ორ წმინდანს უკავშირებს: რომაელ მღვდელ ვალენტინს და ტერნის ეპისკოპოსს, აგრეთვე ვალენტინს, ორივე კლავდიუს II მეფობის დროს 269 წ. ეწამა. პირობითად მათი წამების თარიღად 14 თებერვალი იქნა აღიარებული. მათ შესახებ განსხვავებული აზრი არსებობს. კათოლიკე თეოლოგების ერთი ნაწილი თვლის, რომ ისინი განსხვავებული მოწამეები იყვნენ, რომელთაგან ერთი რომიდან 60 კმ დაშორებით, ხოლო მეორე via Flaminiana-ს გზაზე დაკრძალეს. მეორე მოსაზრების მიხედვით აღმოცენდა ერთი მოწამის ორი კულტი, რადგანაც ეპისკოპოსი ვალენტინი სიკვდილით დასასჯელად ჯერ რომში ჩაიყვანეს, ხოლო შემდეგ კი ტერნში გამოასალმეს სიცოცხლეს. წამების შემდეგ ორივე მოწამეს თავი მოჰკვეთეს. 469 წ. რომის პაპმა გელასიუსმა 14 თებერვალი ვალენტინის ხსენების დღედ დააწესა. მისი კულტი უკვე IV ს. წარწერებიდან ჩანს. ვალენტინის თაყვანისცემა, რაოდენობის მიუხედავად, ერთი წმინდანის სახეში გაერთიანდა. ვფიქრობთ, დროთა ვითარებაში სხვადასხვა რწმენა-წარმოდგენებიც შეჯერდა და ვალენტინს დაუკავშირდა. ფიქრობენ, რომ 14 თებერვალს ვალენტინის დღესასწაულს წარმართული ფესვები უნდა ჰქონდეს. ვინაიდან მისი ცხოვრება არ იძლევა ცნობებს, რომელთა მიხედვითაც იგი შესაძლოა არშიყობისა და შეყვარებულთა მფარველი ყოფილიყო (იხ. E.A. Livingstone, Oxford Eoncise Dictionary of the Cristian Church, 2000, p. 601). თუმცა, ვფიქრობთ, მოგვიანებით, ხალხური გადმოცემების მიხედვით, მღვდელი ვალენტინი (და არა ეპისკოპოსი) შეყვარებულთა მფარველად და მეოხად მიიჩნეოდა. ტრადიციის მიხედვით კლავდიუს II (გოთიკუსმა) რომელიც ომებს აწარმოებდა, ჩათვალა რა, რომ დაოჯახებული მეომრები ცუდად იბრძოდნენ, რომის იმპერიაში აკრძალა ახალგაზრდების დაქორწინება. მღვდელი ვალენტინი კი შეყვარებულ წყვილებს ჯვარს სწერდა. იგი ქრისტიანი მოწამეების დახმარებისა და ჯვრისწერების აღსრულებისათვის შეუპყრიათ და სასტიკად უცემიათ. ლეგენდის მიხედვით, ციხეში ყოფნისას იგი დამტყვევებლის ბრმა ქალიშვილს დაახლოვებია და კიდევაც შეჰყვარებია. სიკვდილის წინ მისთვის სასიყვარულო ბარათი მიუწერია, რომელიც ასე მთავრდებოდა: „შენი ვალენტინისაგან“. ალბათ აქედან მომდინარეობს ევროპული ხალხური ტრადიცია, რომლის მიხედვით ვალენტინობას გაგზავნილი ბარათით ვაჟი თავისი რჩეულის ვალენტინი ხდება, ხოლო გოგონა კი ვალენტინა.

მღვდელი ვალენტინი ეპილეფსიით დაავადებულთა მფარველადაც იყო მიჩნეული. გადმოცემის მიხედვით, მას თავად სჭირდა ეს დაავადება.

როგორც ვთქვით, მოგვიანებით ვალენტინი შეყვარებულების მფარველ წმინდანად მიიჩნეოდა. დღემდე ევროპასა და ამერიკაში 14 თებერვალს სასიყვარულო ბარათებს, საჩუქრებს, ყვავილებს, ტკბილეულს უგზავნიან შეყვარებულები ერთმანეთს. ხალხური ტრადიციის მიხედვით ვალენტინი თავის სიცოცხლეში ბავშვებს საკუთარი ბაღიდან ჩუქნიდა ყვავილებს. როდესაც მღვდელი დაატყვევეს, ბავშვები მიდიოდნენ მასთან და სიყვარულის ნიშნად ციხის გისოსებიან სარკმელში ესროდნენ ყვავილებს.

ვალენტინის სასიყვარულო ურთიერთობებთან კავშირს, როგორც თავად ეკლესიის ისტორიის კათოლიკე და პროტესტანტი სპეციალისტები მიიჩნევენ, მისი ხსენების დღეს უძველესი რომაული წარმართული დღესასწაულის აღნიშვნა უნდა დასდებოდა საფუძვლად.

რომაული კალენდრის მიხედვით თებერვალი წლის ბოლო თვე იყო და სემანტიკურად განწმენდას ნიშნავდა. მართლაც, ამ თვეში ფებრუები (Februa) ანუ განწმენდის რიტუალები ტარდებოდა. ძველ რომში 14 თებერვალს იუნონასადმი მიძღვნილი დღესასწაული აღინიშნებოდა. მას რომაელები ქალების, ქორწინების ქალღმერთად, რომაელი ღმერთებისა და ქალღმერთების დედოფლად მიიჩნევდნენ. ამ დღეს ფრინველთა დაწყვილების დღესასწაულიც ყოფილა. მომდევნო დღედ, 15 თებერვალი ლუპერკალიის დღესასწაულს ეძღვნებოდა. ასევე ნაყოფიერების წარმართული დღესასწაული, რომელიც მგლის კულტს უკავშირდებოდა. ღვთაებას ლუპერკი (Lupus-მგელი) ეწოდებოდა. ეს დღესასწაული რემუსსა და რომულუსსაც უკავშირდებოდა. როგორც ცნობილია, ლეგენდის მიხედვით რომის დამაარსბლების გადამრჩენლად მგელია მიჩნეული. ჩვენ აქ არ შევეხებით ლუპერკალის აღწერას. მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ დღესასწაულის ღამეს რომაელი გოგონების სახელები იწერებოდა ფურცლებზე და ჯამში იდებოდა. ვაჟი იღებდა ქაღალდს და ვიცი ქაღალდიც შეხვდებოდა. ის გოგონა მისი პარტნიორი იქნებოდა.

დღესასწაულის განმავლობაში ყმაწვილების დაწყვილება ზოგჯერ მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ხანდახან კი, როდესაც ისინი იზრდებოდნენ, ქორწინდებოდნენ კიდევაც. სწორედ წილისყრის ეს წესი დაუკავშირდა ევროპაში (რაც მეტნაკლებად დღემდე ტრადიციულია) 14 თებერვალს, ვალენტინის დღეს, რასაც ვფიქრობთ დაემატა ლეგენდა ზემოთხსენებული ბარათის შესახებ, რომელიც სიკვდილის წინ მოწამემ ბრმა გოგონას გაუგზავნა. თებერვალი ხომ ქრისტიანული „სასიყვარულო“ თვე იყო, ამას მრავალი, დღემდე შემორჩენილი წარმართული ქართული წეს-ჩვეულებაც მოწმობს, რომლებიც განსაკუთრებით უხვადაა საყველიერო ხალხურ დღესასწაულებში.

მართლმადიდებელი ეკლესია 14 (27) თებერვალს არ მოიხსენიებს ვალენტინის სახელით ცნობილ წმინდანს. იგი მოიხსენიებს: ინტერმანის ეპისკოპოსს, მღვდელმოწამე ვალენტინეს (უალენტინე) 30 (12.08) ივლისი, წმიდა მოწამე ვალენტინე ხუცესს - 6 (19) ივლისი, წმიდა ვალენტინოს (ვალენტინე) - 24 (6.05) აპრილი, წმიდა ვალენტინის - 16 (29) თებერვალი და 9 (22) მარტი. მათ არ აქვთ კავშირი 14 თებერვლის ვალენტინთან.

ამრიგად ვალენტინობის დღესასწაული სრულიად უცხოა მართლმადიდებლური სამყაროსათვის. იგი არც კათოლიკური ეკლესიის მიერ აღინიშნება, რაც დაგვიდასტურა ვატიკანის საელჩომ საქართველოში. იგივე აზრი დაფიქსირებულია ე. ლივინგსტონის Oxford Eoncise Dictionary of the Cristian Church, 2000, p. 601.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წიაღში მოღვაწეობდა წმიდანი, რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო ჩვენში მართლმადიდებლობის განმტკიცებას და აღორძინებას. იგი არა მარტო თბილისის მფარველია, არამედ ანიჭებს ადამიანებს შვილიერებასა და ოჯახურ ბედნიერებას. და რაც მეტად ცხოვრობს ადამიანი ღვთისთვის სათნოდ, მით მეტად ეძლევა მას წყალობა ღმერთის წმიდანების და მათ შორის წმიდა მამა დავით გარეჯელის. მამა დავითი, ყველა ჩვენგანის დიდი მოძღვარი, შემწეობას, ოჯახურ ბედნიერებასა და შვილიერებას დღესაც უხვად ანიჭებს მასთან საშველად რწმენით მისულ თვითოეულ ჩვენთაგანს. ნუ დაივიწყებთ მას, სასოებით ევედრეთ, ის ხომ ჩვენთვის ლოცულობს ღვთის წინაშე, ჩვენთვის ოჯახურ ბედნიერებასა და სიყვარულს შესთხოვს უფალს.

ნინო ღამბაშიძე
ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი

ამერიკელი მედიკოსის ბუნებრივი ანტიბიოტიკი

სტატიები

ამერიკელი მედიკოსის ბუნებრივი ანტიბიოტიკი


ყველაზე ეფექტური ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც კურნავს თითქმის ყველა ანთებას და ინფექციას, ამერიკელმა დოქტორმა რიჩარდ შულცმა წარმოადგინა.

როგორც შულცი ირწმუნება, სუპერ ანტიბიოტიკი ძალიან ეფექტური ბუნებრივი საშუალებაა, საუკეთესო თვისებებით გამოირჩევა და ბალახების ნაყენისგან მზადდება. მიუხედავად ამისა, მედიკოსის თქმით, ნაყენი იმდენად ძლიერია, რომ მისი გამოყენებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

რეცეპტი მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებს შეიცავს.

შემადგენლობა:

ნატურალური ვაშლის ძმარი

ახალი ცხარე წიწაკა - 100 გრამი

წითელი ხახვი - 500 გრ

ნიორი - 500 გრ

პირშუშხა - 500 გრ

ჯანჯაფილის ფესვები - 250 გრ

წვრილად დაჭრილი ინგრედიენტები მოათავსეთ შუშის ჭურჭელში, დაასხით ძმარი ისე, რომ დაიფაროს. ნაყენი შეინახეთ ბნელ ადგილას, 2-დან 6 კვირის განმავლობაში. გემოვნებისთვის შეიძლება თაფლის დამატება.

საკმარისია 1 ჩაის კოვზი ნაყენი 100 მლ წყალში გახსნათ და დღეში 5-6-ჯერ მიიღოთ. ბუნებრივი ანტიბიოტიკი არ შეიცავს ტოქსინებს.

ნაყენი ძლიერი მატონიზირებელი საშუალებაა და აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინს, არეგულირებს ორგანიზმში მჟავიანობის დონეს, არის ძლიერი ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტივირუსული თვისებების, არეგულირებს საქმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.

Painkiller : Black Edition (PC)

თამაშები/games

Painkiller : Black Edition (PC)


ინფორმაცია თამაშზე
დასახელება : Painkiller Black Edition
ჟანრი : Action (ექშენი)
გამოსვლის თარიღი : 2008
პლათფორმა : PC
ენა : ინგლისური

თამაშის აღწერა
შენ ხარ Painkiller, და შენი ფუნქციაა გაწმინდო მიდამო უსიცოცხლო არსებებისგან. შენი მიზანია გაანადგურო სამი დემონური "არტიფაქტი" (ძველი ნივთი), რომლებიჩ თავისი ენერგიით ბნელეთს ბადებს. შენ უნდა განაგრძო შენი მიზანის შესრულება სანამ არ გაანადგურებ ყველაფერს, რაც ბოროტებას, ბნელეტს ასაზრდოვებს. შენ უნდა გაიარო მკვდარ სხეულების ნარჩენებში და საბოლოოდ გაანადგურო მიზანი. ამ სამუშაოს შესრულება მოგიწევთ ჯუნგლებში, დაბურულ ტყეებში, ციხესიმაგრეებში, პადვლებში და ბევრ სხვა მსგავს ადგილებში. ...

თამაშის მახასიათებლები
* თქვენ მოგიწევთ ჯგუფურად მოქმედი მონსტრების განადგურება, რომლებიც ორგანიზებულად დადიან და ემორჩილებიან თავიანთ ლიდერს.
* თქვენ აღჭურვილობაში იქნება: "დრაბავიკი", "გრანატამიოტი", ... თქვენ შეძლებთ თქვენი იარაღის გაძლიერებასაც რომლებიც შესაძლოა 4 ჯერ გაძლიერდეს თავდაპირველ მდგომარეობასთან სედარებით.
* გამოყენებულია უმაღლესი ტექნოლოგიები თმაშის დამზადებაში, რომლებიც თამაშა სძენს მაღალ ხარისხს და განუმეორებელ სპეცეფექტებს.
* თამაშის დროს შეგიძლიათმოიპოვოთ სპეციალური ნემსი, "მორფინი", რომელიც გაგაძლიერებთ და ხელს შეგიწყობთ მტერის ადვილად გამარცხებაში.

მინიმალური სისტემური მოთხოვნები
პროცესორი : Pentium 4, (1.5 GH)
ოპერატიული მეხსიერება: 512 MB
ვიდეო კარტა : 64 MB
თავისუფალი ადგილი დისკზე : 8 GB
ზომა : 4 GB

პიერ დუკანის ცილოვანი დიეტა

სტატიები

პიერ დუკანის ცილოვანი დიეტა


ფრანგი დიეტოლოგის პიერ დუკანის დიეტა 2000 წელს გამოჩნდა და მალე პოპულარობა მოიპოვა. დიეტის მენიუს შემადგენლობაში ცალსახად ცილები (იგივე პროტეინები) ჭარბობს ყველა სხვა პროდუქტს, რის გამოც მას “ცილოვან დიეტაც” ეწოდა. ამ მეთოდით უამრავმა ადამიანმა დაიკლო, მათ შორის ბევრმა პოპულარულმა ვარსკვლავმა, რამაც დიეტის ეფექტურობას უფრო ავტორიტეტი შესძინა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დუკანის დიეტას არამარტო დადებითი გამოხმაურებები ჰქონდა – უცხოურ პრესაში პარალელურად გამოჩნდა დიეტის სავალალო შედეგით დაზარალებული პაციენტების ისტორიებიც. გარდა ამისა დიეტა თავისი არადაბალანსებული რაციონის გამო ექიმების კრიტიკის ქარცეცხლშიც მოხვდა და დუკანისათვის სამედიცინო პრაქტიკის უფლების ჩამორთმევაც კი დადგა დღის წესრიგში.

ახლა კონკრეტულად დიეტის შესახებ. პიერ დუნკანის დიეტის მეთოდოლოგია ოთხი ფაზისაგან შედგება, რომელთა დაცვის შემდეგ მიიღწევა სასურველი შედეგი.

პირველი ფაზა - შეტევა:


ყველაზე რთული ეტაპი – დაშვებულია მხოლოდ 72 სახის პროდუქტი (იხ. სტატიის ბოლოს):

უნდა შეასრულოთ ყველაფერი წესების მიხედვით და არ გადაუხვიოთ დაწყებულ გზას. დასაწყის ეტაპზე არაა გამორიცხული დისკომფორტი განსხვავებული საკვების და რაციონის გამო. პირველი ფაზის დროს იკლებთ 2-დან 6კგ.-მდე. პირში სიმშრალის შეგრძნება და არც თუ ისე სასიამოვნო სუნი დუკანის დიეტის თანამდევი ნიშნებია.

პირველი ფაზის ხანგრძლივობას ადამიანი ინდივიდუალურად განსაზღვრავს, ეს დამოკიდებულია მიზანზე, საწყის წონაზე და ორგანიზმის უნარზე რამდენად სწრაფად შეუძლია გადაერთოს კვების რაციონის ცვლილებებზე. უნდა გესმოდეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არაა აუცილებელი საკუთარი თავის წამება. არა აქვს მნიშვნელობა რამდენად შორს ხართ წასული სიმსუქნეში, შედეგს წვალების გარეშეც მიაღწევთ, უბრალოდ ფაზის ხანგრძლივობა შედარებით გაიზრდება.

პირველი ფაზის ხანგრძლივობა:

10-20 ზედმეტი კგ – პირველი ფაზის ხანგრძლივობაა 3-5 დღე;

20-30 ზედმეტი კგ – პირველი ფაზის ხანგრძლივობაა 5-7 დღე;

30-ზე ზედმეტი კგ – პირველი ფაზის ხანგრძლივობაა 7-10 დღე;

ყურადღება: დუკანის დიეტის პირველი ფაზა არ შეიძლება გაგრძელდეს 10 დღეზე მეტი. რეკომენდირებული ვადის გაზრდამ შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს და ზიანი მიაყენოს თქვენს ორგანიზმს.

პირველი ფაზის მენიუ:

„შეტევის“ ფაზაში უპირატესად ჭარბობს ცილოვანი საკვები. დუკანი რეკომენდაციას უწევს ქათმის და წიწილის ხორცს (აუცილებლად კანის გარეშე), მჭლე ლორი, ხბოს ღვიძლი, ნებისმიერი სახის თევზი (მოხარშული, შებოლილი, გრილზე მომზადებული, მაგრამ არა შემწვარი) და ზღვის პროდუქტებს. შემწვარი საკვები მთლიანად აკრძალულია. ხორცის კერძების გარდა შეიძლება მოხარშული კვერცხის (დღეში 2ც.) და უცხიმო რძის პროდუქტების მიღება. შეგიძლიათ საჭმელს საკმაზები, სანელებლები, მარილი დაამატოთ მცირე რაოდენობით, ისე რომ კერძი გემრიელი და არომატული იყოს. მთავარია არ გამოიყენოთ გემოს არომატიზატორები.

აუცილებელია:

– დუკანი ავალდებულებს ყოველდღიურად 1,5 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს ჭამას – ეს წესი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგავიწყდეთ! (ქატო შეგიძლიათ მიიღოთ უცხიმო კეფირთან ან იოგურტთან ერთად, ან რძის ფაფის სახით)

– ყოველდღიურად 20 წუთიანი ფეხით გასეირნება ან სპორტით დაკავება

– დღეში არანაკლებ 2 ლიტრი სითხის მიღება (ყავა და ჩაი შედის ამ რაოდენობაში)

რაციონიდან ამოიღეთ:

– სუფთა სახის შაქარი. დაშვებულია მხოლოდ შაქრის შემცვლელი ძალიან მცირე დოზით.

– მოხარშული: ბატის, იხვის, ღორის, ცხვრის ხორცი; ხბოს და კურდღლის ცხიმიანი ნაწილის ხორცი. აკრძლულია ყველა ამ სახეობის ხორცი მცირე რაოდენობითაც კი.

პიერ დუკანის ცილოვანი დიეტა


მეორე ფაზა - მონაცვლეობა:


მეორე ფაზაში გადადიან ისინი, ვინც პირველი ფაზის დაცვის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია შედეგს. გააგრძელებთ თუ არა, ამას თქვენ წყვეტთ, რადგან თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენს ჯანმრთელობაზე და თქვენ უნდა იფიქროთ ფრანგი ექიმის დიეტის გაგრძელების მიზანშეწონილობაზე.

ამ ეტაპზე წინა ფაზის დაშვებულ 72 პროდუქტს ემატება 28 პროდუქტი ხილის და ბოსტნეულის სახით (იხ. სტატიის ბოლოში):

მეორე ფაზა გრძელდება იქამდე, სანამ არ მიაღწევთ თქვენს ოპტიმალურ წონას (საშუალოდ 2-დან 6-თვემდე). ამ ფაზის დროს უნდა მოხდეს ცილოვანი საკვების და ბოსტნეულის მონაცვლეობა. საკვები რეჟიმების მონაცვლეობა დასაკლები წონის რაოდენობაზე დამოკიდებული:

– 10კგ.-ზე – ცილები – ცილები/ბოსტნეული 1/1 დღე (1 დღე ცილები, მეორე დღე ცილები/ბოსტნეული; შეიძლება 3/3 ან 5/5 ვარიანტი)

– 10კგ.-ზე მეტი – 5/5 დღის მონაცვლეობა

მეორე ფაზის მენიუ:

ნუ დაივიწყებთ, რომ დუკანის დიეტის ძირითად პროდუქტს შვრიის ქატო წარმოადგენს. ამ ფაზის დროს ყოველ დღე უნდა ჭამოთ 2 სუფრის კოვზი შვრიის ქატო. ქატოს შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერი ბოსტნეული, გარდა სახამებლის შემცველის (ავოკადო, ოსპი, პარკოსნები, ბარდა, კარტოფილი). დაშვებული პროდუქტების სურვილისამებრ მომზადება შეგიძლიათ: მოხარშვა, გამოცხობა, გამოშრობა (არა შეწვა). ბრინჯის და სხვა მარცვლოვანი ღერღილის ჭამა ასევე აკრძალულია, რადგან ისინი დიდი რაოდენობით სახამებელს შეიცავენ.

მეორე ფაზის დროს დაშვებულია სხვადასხვა სახის საკმაზების და სპეციების გამოყენება, თუმცა ზომიერად. როცა შედეგი დაგაკმაყოფილებთ, გადადიხართ მესამე ეტაპზე.

აუცილებელია:

– დღეში 2 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს მიღება;

– შეკრულობის შემთხვევაში შეგიძლიათ 1 სუფრის კოვზი ხორბლის ქატოს გამოყენება;

– შეეცადეთ რძის პროდუქტების ნორმას 1კგ-ს არ გადააჭარბოთ;

– სვით დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი;

– ყოველდღიური გასეირნება გაზარდეთ 30 წუთამდე.

პიერ დუკანის ცილოვანი დიეტა


მესამე ფაზა - განმტკიცება:


სახელის მიხედვით ძნელი მისახვედრი არაა, რომ დიეტის ეს ეტაპი მიღწეული შედეგის განსამტკიცებლადაა საჭირო.

მესამე ფაზის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაკლებულ კილოგრამებზე. თითოეულ დაკლებულ კილოგრამზე არანაკლებ 10 დღე უნდა დახარჯოთ გასამყარებლად. ანუ თუ დაიკლეთ 7კგ., განსამტკიცებლად 70 დღე დაგჭრდებათ.

ამ გრაფიკს მკაცრად უნდა მისდიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არა მარტო ვერ განამტკიცებთ მიღწეულ შედეგს, არამედ მოკლე დროში დაუბრუნდებით იმ წონას, საიდანაც დაიწყეთ.

მესამე ფაზის მენიუ:

– დაშვებულია პირველი ფაზის ყველა პროდუქტის გამოყენება;

– დაშვებულია მეორე ფაზის ყველა ბოსტნეულის გამოყენება;

– აუცილებელია ყოველ დღე ხილის ერთი პორცია (200გრ.) სალათის მიღება (აკრძლულია ყურძენი, ბანანი, ბალი);

– დაშვებულია დღეში არაუმეტეს ორი ნაჭრი პურის მიღება;

– დაშვებულია დღეში არაუმეტეს 40გრ. მწიფე ყველის გამოყენება;

– აუცილებელია სახამებლის შემცველი პროდუქტების გამოყენება (კარტოფილი, ბრინჯი, ბარდა, ლობიო, მაკარონის ნაწარმი), მაგრამ არა უმეტეს ორჯერ კვირაში;

– ყოველდღიური ფეხით სეირნობა არ უნდა იყოს 25 წუთზე ნაკლები.

ყურადღება: შვრიის ქატოს რაოდენობა გაზარდეთ 2,5 სუფრის კოვზამდე დღეში.

მესამე ფაზის პერიოდში არაუმეტეს კვირაში ერთი დღისა, შეგიძლიათ მოიწყოთ სადღესასწაულო დღე – ეს ნიშნავს, რომ ამ დღეს შეგიძლიათ შეჭამოთ რაც თქვენ გესიამოვნებათ, მაგრამ მხოლოდ კვირაში ერთხელ!

მეოთხე ფაზა - სტაბილიზაცია:


ყველაზე სასიამოვნო და ნანატრი ფაზა. სტაბილიზაციის პერიოდში მხოლოდ ორი წესი უნდა დაიცვათ:

– აუცილებელია დღეში არანაკლებ 3 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს ჭამა;

– კვირაში ერთხელ პროტეინის (ცილების) დღე მოაწყეთ.

დანარჩენ დროს არცერთ პროდუქტში არ ხართ შეზღუდული.

ამ ეტაპიდან დუკანი უფრო აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას უწევს რეკომენდაციას. რაც უფრო მეტი აქტიურობა, მით უკეთესი. ეს საშუალებას მოგცემთ ნაკლებად შეიზღუდოთ კვებაში.


დაშვებული ცილების დიდი შემცველობის 72 სახეობის პროდუქტის სია:
12 სახეობის ხორცი:
1. სტეიკი
2. ძროხის სუკი და ჩალაღაჯი (ძროხის ხორცი, რომელიც ფილეს მსგავსია)
3. როსტბიფი – სქელი მხარე (პირველი 4-5 ნეკნი), თხელი (შემდეგი 4-5 ნეკნი)
4. ენა
5. გრიზონის ხორცი (გამოყვანილი)
6. ხბოს ესკალოპი
7. ხბოს ნეკნები
8. ხბოს ღვიძლი და თირკმელები
9. უცხიმო ლორი
10. უცხიმო ბეკონი
11. ქათმის და წიწილის ხორცი
12. კურდღლის ხორცი.
25 სახეობის თევზი:

1. ვირთევზა
2. ხეკი
3. სამეფო დორადა
4. ატლანტიკის დიდთავა (Hoplostethus atlanticus)
5. ხმალთევზა
6. პალტუსი
7. პალტუსი შებოლილი
8. პიქშა
9. საიდა
10. კამბალა
11. ღლაბუტა
12. ლავრაკი (ზღვის ქორჭილა)
13. სკუმბრია
14. ვირთევზა
15. კეფალი
16. სკაროსი
17. ბარაბული
18. სარდინი
19. ორაგული
20. ორაგული გამოყვანილი
21. ზღვის ენა (Solea solea)
22. სურიმი (თევზის ფარში)
23. თინუსი
24. თინუსი საკუთარ სოუსში
25. ტიურბო (Psetta maxima)
18 სახეობის ზღვის პროდუქტი:
1. ჩვეულებრივი ბუკცინუსი (Buccinum undatum)
2. კალმარი
3. მოლუსკები
4. ცერასტოდერმა
5. ზღვის სავარცხელა
6. კიბორჩალა
7. კრევეტები
8. ნაცრისფერი კრევეტი
9. კრილი
10. ასთაკვი (ომარები)
11. ხამანწკა
12. ლანგუსტი
13. ნორვეგიული ასთაკვი
14. ორსაგდულიანი მოლუსკები
15. ზღვის ზღარბი
16. რვაფეხა
17. მელანთევზა
18. კიბო
9 სახეობის შინაური ფრინველის ხორცი:
1. სირაქლემა
2. მწყერი
3. წიწილა
4. შინაური ფრინველის ღვიძლი
5. ინდაური
6. მტრედი
7. დედალი მწყერი
8. ქათამი
9. ქათმის ან ინდაურის ბარკალი (ცხიმის და კანის გარეშე)
2 სახეობის კვერცხი:
1. ქათმის
2. მწყერის
6 სახეობის რძის პროდუქტი:
1. ნატურალური უცხიმო იოგურტი ან ასპარტამით (სახარინი) არომატიზირებული
2. ოჯახური უცხიმო თეთრი ყველი
3. უცხიმო ხაჭო
4. ხაჭოს კვერი (სიროკი) ჰემოგენიზირებული
5. ხაჭოს კვერი (სიროკი) დამდნარი ცხიმის მცირე შემცველობით
6. უცხიმო რძე
მეორე ეტაპი – მონაცვლეობა (კრუიზი)

დაშვებულია I ეტაპის 72 პროდუქტი + 28 სახეობის ბოსტნეული
1. არტიშოკი
2. სატაცური
3. ბადრიჯანი
4. ჭარხალი
5. მანგოლდი (ფურცვლოვანი ჭარხალი),
6. ბროკოლი
7. სტაფილო
8. ნიახური
9. შამპინიონები
10. ყველა სახეობის კომბოსტო (ბრიუსელის, ყვავილოვანი, კოლრაბი, წითელი),
11. პალმის გული
12. კიტრი
13. ყაბაყი
14. ვარდკაჭაჭა
15. ისპანახი
16. კამა
17. რომაული სალათი
18. სატაცურის ლობიო
19. თალგამი
20. ხახვი
21. მჟაუნა
22. პრასი
23. წითელი წიწაკა
24. გოგრა
25. ბოლოკი
26. ყველა სახის მწვანე სალათი
27. სოიო
28. პომიდორი
შემდეგი წინა
{banner_sochikebi}

ნავიგაცია

ბოლო სიახლეები საიტის სრული ვერსია