Files.Pirveli.Ge » გვერდი 10
 
Информация к новости
  • Просмотров: 4441
  • Автор: admin
  • Дата: 17 იანვარი 2021
17 იანვარი 2021

პასკა - რეცეპტი

Категория: სტატიები / tutorials

პასკა - რეცეპტი


ინგრედიენტები:

2/3 ჭიქა რძე
20-25 გრამი დროჟი
3-4 კვერცხის გული
2 + 2/3 ჭიქა ფქვილი
½ ჭიქა შაქარი
1/3 ჩაის კოვზი მარილი
60-80 გრამი კარაქი
½ ჩაის ჭიქა ქიშმიში, ცუკატები
გემოვნებით ლიმონის ცედრა
გემოვნებით ვანილინი
გემოვნებით დაჭრილი ნიგოზი


მომზადების წესი: - თბილ რძეში ჩავყაროთ 1 ჩაის კოვზი შაქარი და დროჟი, მოვურიოთ, დავამატოთ 1/3 ჭიქა ფქვილი, ავურიოთ და გავაჩეროთ თბილ ადგილას რათა კარგად გაფუვდეს. კვერცხის გულები და შაქარი ავსრისოთ გათეთრებამდე დავამატოთ კარაქი, ვანილინი, გაფუებული დროჟი და 2 ჭიქა ფქვილი (თუ ცომი თხელი გამოგივიდათ, დაამატეთ კიდევ ცოტაოდენი ფქვილი დაახლოებით 1/3 ჩაის ჭიქა). გამზადებული მასა დავდგათ თბილ ადგილას და დავაცადოთ სანამ მოცულობაში არ მოიმატებს 2-ჯერ. (ცომს ზემოდან აუცილებლად დააფარეთ, რათა ზედაპირი არ მოუხმეს). შემდეგ გამზადებულ ცომში შეურიეთ ქიშმიში და ცუკატები და ჩადეთ ცხიმწასმულ ფორმაში. როდესაც ფორმაში ცომი 2-ჯერ მოიმატებს (გაფუვდება), შედგით აირღუმელში 180 გრადუს ტემპერატურაზე, გამოაცხვეთ. მზა პასკას მოაყარეთ შაქრის პუდრა
Информация к новости
  • Просмотров: 3784
  • Автор: n1ka7
  • Дата: 16 იანვარი 2021
16 იანვარი 2021

bob marley - megamix

Категория: მუსიკა/music

bob marley - megamix


ეს არის ბობ მარლის ძაან მაგარი სიმღერა გადაწერეთ ყველამ და დატოვეთ კომენტარები !
Информация к новости
  • Просмотров: 5893
  • Автор: admin
  • Дата: 16 იანვარი 2021
16 იანვარი 2021

ჩუმად მინატრე

Категория: მუსიკა/music

ჩუმად მინატრე


კაი სიმღერაა მემგონი მოგეწონებათ

ნინი ბადურაშვილი-ჩუმად მინატრე
Информация к новости
  • Просмотров: 201202
  • Автор: admin
  • Дата: 15 იანვარი 2021
15 იანვარი 2021

ugulavas dieta

Категория: სტატიები

ugulavas dieta


დ ი ე ტ ა

30 დღეში გარანტირებულია 15 კილოგრამდან 20 კილოგრამამდე დაკლება.
აღნიშნული დიეტის დაცვა საჭიროა ზუსტად, არ შეიძლება არცერთი კომპონენტის შეცვლა, წინააღმდეგ შემთხვევეაში უკუქმედება გარანტირებულია. ამ დიეტის დროს ორგანიზმი იწმინდება შლაგებისგან. ამ დიეტის დროს ორგანიზმში იწვება ცხიმები. დიეტის დროს ბევრი წყლის დალევა რეკომენდირებული არ არის. დალიეთ მაქსიმუმ 3-4 ჭიქა წყალი. დიეტაში აღნიშნული პროდუქტების გარდა არ მიიღოთ არაფერი.

როგორ დავიწყოთ დიეტა: ...
Информация к новости
  • Просмотров: 6152
  • Автор: admin
  • Дата: 14 იანვარი 2021
14 იანვარი 2021

Media Player Classic 6.4

Категория: პროგრამები/soft

Media Player Classic 6.4


ეს არის ახალი მედია ფლეიერ კლასიკი

ეს პლეიერი ძალიან სწრაფია
Информация к новости
  • Просмотров: 4359
  • Автор: admin
  • Дата: 14 იანვარი 2021
14 იანვარი 2021

ვახტანგ ჯავახაძე / არაფერი დაგვიკარგავს

Категория: ლიტერატურა

ვახტანგ ჯავახაძე / არაფერი დაგვიკარგავს


ვახტანგ ჯავახაძე


* * *

არაფერი დაგვიკარგავს:
არც რწმენა და
არც ენა,
ერთადერთი შოთა გვყავს და
ორად ორი არსენა.

ურწმუნოებს ვედავები
და ვარწმუნებ უვიცებს,
გვყვანან:
ოთხი ლესელიძეც
და ცხრა ხერხეულიძეც.

ზოგჯერ უკან მივიხედავ
და თითებზე დავითვლი:
ოთხი ვახტანგ მეფე მოდის
და თორმეტი დავითი....
Информация к новости
  • Просмотров: 3131
  • Автор: admin
  • Дата: 13 იანვარი 2021
13 იანვარი 2021

რომელი საათია?

Категория: ლიტერატურა

რომელი საათია?


ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.

გულში მწუხარებამ ღამე გაათია…

მაინც არ მასვენებს მწარე სინანული,

რომელი საათია? რომელი საათია?

ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება,

მთელი შემოდგომა თავზე დამათია.

ახლა მხოლოდ სამი იყოს, შეიძლება.

რომელი საათია? რომელი საათია?

სამის, შეიძლება, არის მესამედი,

მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია,

კივის სადგურიდან ზარი მეცამეტე -

რომელი საათია? რომელი საათია?

ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,

ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.

ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი,

რომელი საათია? რომელი საათია?

ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხასი

თითქო შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,

აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!

რომელი საათია? რომელი საათია?

იყო შარლ ბოდლერი: “მწარე და ძვირფასი

თრობის საათია, ღვინის საათია!” -

ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე:

რომელი საათია?
Информация к новости
  • Просмотров: 9779
  • Автор: admin
  • Дата: 12 იანვარი 2021
12 იანვარი 2021

Mail.ru Agent

Категория: პროგრამები/soft

Mail.ru Agent


ეს პატარა პროგრამა გახლავთ mail.ru-ს აგენტი ..მსგავსი yahoo , skype,icq- mesenjeris..
თუ მანდ გაქვთ e-mail გახსნილი, აღარ დაგჭირდებათ mail.ru-ზე შესვლა,შეგიძლიათ კომპიუტერიდანვე შეამოწმოთ თქვენი ელ-ფოსტა და პირდაპირ გააგზავნოთ წერილები
Информация к новости
  • Просмотров: 4545
  • Автор: admin
  • Дата: 11 იანვარი 2021
11 იანვარი 2021

save2pc Light 3.23

Категория: პროგრამები/soft

save2pc Light 3.23


save2pc Light 3.23 save2pc არის უფასო პროგრამა ვიდეოების გადმოსაწერად YouTube-დან. უბრალოდ ჩააგდებთ სასურველი ვიდეოს ლინკს პროგრამის ჩარჩოში, მიუთითებთ პაპკას სადაც გინდათ რომ ჩაწერილი იყოს ვიდეო და დანარჩენს save2pc თვითონ გააკეთებს
Информация к новости
  • Просмотров: 3821
  • Автор: admin
  • Дата: 10 იანვარი 2021
10 იანვარი 2021

სტატუსები

Категория: სასაცილო/humor

სტატუსები


* თუ ორმოს გითხრიან, ხელს ნუ შეუშლი, დააცადე… ამოთხარონ… და მალე იქ აუზი გააკეთე

* თუ თვლით რომ უცოდველი ხართ, მაშინ ექიმს მიმართეთ სკლეროზის თაობაზე.

* ”ხალხი რომლებიც დილაობით დარბიან, 1000-ჯერ უფრო ცოტა იხოცება, იმიტომ რომ ისინი 1000-ჯერ ცოტანი არიან.”

* მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე: ყველაზე მეტი ვიტამინები აფთიაქშია.

* თუ მტერი არ გნებდებათ, მაშინ სხვა მტერი უნდა იპოვოთ

* ჯობია სიყვარულმა გაგაგიჟოთ, ვიდრე ბუნებრივად იყოთ გიჟი.

* ძნელია ფული იპოვნო ბნელ ოთახში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ ოთახში პირველად შეხვედით.

* თუ გეუბნებიან: ”ხელს არ შეგიშლით”. ესე იგი, დახმარებას არ აპირებენ.
Информация к новости
  • Просмотров: 12436
  • Автор: admin
  • Дата: 9 იანვარი 2021
9 იანვარი 2021

აკაკი წერეთელი / ციცინათელა

Категория: ლიტერატურა

აკაკი წერეთელი / ციცინათელა

აკაკი წერეთელი


ციცინათელა



ჩემო ციცინათელა!
რად მიჰფრენ ნელა-ნელა?
შენმა შორით ნათებამ
დამწვა და დამანელა!

ანათებ და კარგი ხარ,
მე თუმც არას მარგიხარ!..
ჩემი იყო, ის მინდა,
შენ კი სხვისი ბარგი ხარ!..

აბრეშუმის პეპელა,
ფუტკარი და წურბელა,
შენზედ სარგებლიანი
შენ გენაცვალოს ყველა!..
...
Информация к новости
  • Просмотров: 5079
  • Автор: admin
  • Дата: 9 იანვარი 2021
9 იანვარი 2021

DVD X Player Professionnel 4.1 Portable (თხოვნა)

Категория: პროგრამები/soft

DVD X Player Professionnel 4.1 Portable (თხოვნა)


DVD X Player Professionnel 4.1 Portable - პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგცემთ გახსნათ ნებისმიერი კოდირებული DVD..მას აქვს უამრავი ფორმატის მხარდაჭერა: DVD-VideoVCD/SVCD, Dolby Digital AC-3, MPEG Audio Layer-3 (MP3), Windows Media Audio (WMA), AIFF/AU/SND/WAV/MIDI, Video Object File (VOB), Windows Media Video, VCD/SVCD, DAT, MPG, MPEG-2/1 Video...

link.ge/6 mb
Информация к новости
  • Просмотров: 9547
  • Автор: hacker703
  • Дата: 8 იანვარი 2021
8 იანვარი 2021

Free Video To Mp3 Converter

Категория: პროგრამები/soft / ვებმასტერისთვის/for

Free Video To Mp3 Converter

ამით თქვენ შეძლებთ ნებისმიერი ვიდეო გადააკეთოთ მუსიკათ,თან შეგიძლიათ ხარისხის არჩევა.მოკლედ მაგარია და გადაწერეთ.კომენტარები არ დაგავიწყდეთ.

Download
Информация к новости
  • Просмотров: 21650
  • Автор: admin
  • Дата: 7 იანვარი 2021
7 იანვარი 2021

ჭაბუა ამირეჯიბი / დათა თუთაშხია (ამონარიდები)

Категория: ლიტერატურა

ჭაბუა ამირეჯიბი / დათა თუთაშხია  (ამონარიდები)


ჭაბუა ამირეჯიბი


დათა თუთაშხია


(ამონარიდები)



ბოროტ კაცს შეეშინდეს, იქნება, კანონის და სამაგიეროსი და იმ განზრახულ ბოროტებას აღარ ჩაიდენს მაშინ, მართალია ეს, მაგრამ ბოროტი იმის ბოროტია, რომ კანონიერ გზას მონახავს და ისე იზამს თავისას. კანონს ის შეუძლია მარტო, რომ თვალსაჩინო ბოროტების მაგიერ, ძნელად შესამჩნევს ჩაადენინებს ჩამდენს.

არყით აღგზნებული კაცის გონებაში ბინდი ისადგურებს, მისი ენა სიმახინჯისა და დაუნდობლობის ენაა. ღვინით აღგზნებული კაცის გუნებაში ნათელი დგება, მისი ენა სილამაზისა და სიყვარულის ენაა. არაყი - მსჯავრია, ღვინო - მიტევება. განგებამ ღვინის სიყვარული გვიბოძა, რომ ჩვენი აზრისათვის მშვენიერება და სიკეთე მიენიჭებინა. ფიქრისა და საუბრის სარბიელად სუფრა მოგვიჩინა, სუფრავე დაგვითქვა ადგილად, სადაც ერთმანეთისათვის მხოლოდ კეთილი სურვილი ითქმის და საგნისათვის მხოლოდ პირუთვნელი შეხედულება. ქართული სუფრა ქართულ სიმღერას ჰგავს: სხვადასხვა ხმაზე ვმღერით და კონტრაპუნქტში ვერთიანდებით. არ არსებობს თანხმობა იმ თანხმობაზე დიდი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობით მიიღწევა.....[spoiler][/spoiler]
Информация к новости
  • Просмотров: 4543
  • Автор: admin
  • Дата: 7 იანვარი 2021
7 იანვარი 2021

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა

Категория: News

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა


უფალმა, ადამის მოდგმა რომ ეხსნა, კაცობრივი ბუნების მიღება ინება და დედად ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი გამოიჩია.

ძველი აღთქმის წიგნებში ბევრგან გვხვდება წინასწარმეტყველება ღვთისმშობლის შესახებ. ეზეკიელ წინასწარმეტყველს იგი დახშულ ბჭედ ეჩვენა: „რომელი არავინ განვლო, გარნა ღმერთმან და დახშული ჰგიეს ბჭეი იგი“ (ეზ. 44:2); დანიელ წინასწარმეტყველი ამბობდა: „მთისაგან ლოდი თვინიერ ხელისაგან კაცისა გამოკუეთილი“ (დან. 2:34), რაც იესო ქრისტეს უმამაკაცოდ შობას გულისხმობდა, ხოლო ესაია ღაღადებდა: „აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძეჲ“ (ესაია 7:14).

მოსემ ღვთისმშობელი შეუწველ მაყვლოვნად იხილა სინას მთაზე, გედეონმა - საწმისად, დავითმა - ტარიგად, ოსე წინასწარმეტყველმა უხრწნელ ქალწულად ჰქადაგა, ეზეკიელმა - სიწმინდის ბჭედ, დანიელმა - შეურყეველ მთად, ესაიამ - იესეს ძირად.

ქრისტიანულ ლიტერატურაში არსებობს იაკობის აპოკრიფული თხზულება „შობა მარიამისა“ (აპოკრიფი ბერძნული სიტყვაა და „დაფარულს“ ნიშნავს. მოგვიანებით ეს სახელი ეწოდა არაკანონიკურ წიგნებს, თუმცა ზოგიერთ აპოკრიფულ თხზულებას წმინდა ეკლესია იწყნარებს, თუკი მათი თხრობა არ ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას), რომელიც დაწვრილებით მოგვითხრობს, თუ როგორ შეეძინათ იოაკიმესა და ანას მომავალი მშობელი განკაცებული უფლისა.

ყოვლადწმიდა ქალწული გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მისი მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა, პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი გახლდათ. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი არ ეძლეოდა. ასე მიაღწიეს მათ ხანდაზმულობამდე, მაგრამ იმედი არ დაუკარგავთ, რომ ღმერთი, რომლისთვისაც არაფერია შეუძლებელი, შვილს მომადლებდა მათ. იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს, რომ ახალშობილს ტაძარში მსახურებისათვის უფალს მიუძღვნიდნენ. ებრაელები უშვილობას ღვთის სასჯელად მიიჩნევდნენ, ამიტომ იოაკიმე და ანა თანამემამულეთაგან მრავალ უსამართლო ყვედრებას ისმენდნენ. ერთ-ერთ დღესასწაულზე მართალ იოაკიმეს იერუსალიმის ტაძარში უფლისათვის მსხვერპლის შეწირვა სურდა, მაგრამ მღვდელმთავარმა უარი უთხრა. მოხუცი ღრმა მწუხარებით აივსო, უდაბნოს მიაშურა და ორმოცი დღე მარხვასა და ლოცვაში გაატარა.

უფალმა შეისმინა ცოლ-ქმრის ვერდება. მთვარანგელოზმა გაბრიელმა ანას აცნობა, რომ იგი მალე დედა გახდებოდა, ხოლო მისი ნაშობი განდიდდებოდა. გახარებულმა ქალმა მადლიერების ნიშნად მაშინვე აღთქმა დადო, რომ ბავშვს უფალს შესწირავდა. ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც აუწყა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და მალე მემკვიდრე შეეძინებოდა.

გავიდა ხანი და ანამაც იმშობიარა. მას ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც მარიამი უწოდეს.

მარიამი ერთი წლისა რომ გახდა, იოაკიმემ დიდი ლხინი გადაიხადა და მღვდელმთავრები, მღვდლები, მწიგნობრები და პატივსაცემი მოხუცები მიიწვია. მღვდელმთავრებმა და მღვდლებმა ჩვილი დალოცეს და ღმერთს მისი კურთხევა შესთხოვეს.

შობა ყოვლადწმიდა ქალწულისა მარიამისა, ვინც თავისი უმანკო სხეულით განკაცებული უფალი იტვირთა, ქრისტიანთა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ღვთისმშობელმა თავისი სიწმინდითა და სათნოებით არა მხოლოდ ყველა მოკვდავს, ყველა ანგელოზსაც გარდაამეტა, ღვთის ცოცხალ ტაძრად იქცა, როგორც მას წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია უგალობს, გახდა „ზეციური ბჭე, რომლითაც ქრისტე ამქვეყნად მოვიდა ჩვენს სულთა სახსნელად“.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას. როგორც მისდამი მიძღვნილ ერთ-ერთ საგალობელშია, „უპატიოსნესი ქერუბიმთა და აღმატებით უზესთაესი სერაფიმთა“.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ყველას შემწე და მეოხია, მაგრამ საქართველოსა და ქართველებს იგი განსაკუთრებიტ მფარველობს. ეს იმიტომ, რომ, საღვთო გადმოცემის თანახმად, ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია. როცა მოციქულები წილს ყრიდნენ, ვის რომელ მხარეში ექადაგა ქრისტეს რჯული, ღვთისმშობელს საქართველო ხვდა წილად, მაგრამ დედაღვთისას უფალი გამოეცხადა და აუწყა, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება, და ისიც აღუქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. ასე რომ, ღვთისმშობლის ნაცვლად საქართველოში ანდრია პირველწოდებული გამოგზავნეს.

საქართველო რომ ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ იმყოფება, ეს ღვთის დიდი წყალობაა, მაგრამ ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაც. წყალობას, მადლიერების გარდა, ღირსეულად მიღებაც სჭირდება, რადგან წყალობა მხოლოდ მაშინაა ჯილდო, როცა ერთულად მსახურებ უფალს; თუ უღირსად ექცევი ბოძებულ მადლს, იგი სასჯელად იქცევა.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას მართლმადიდებელი ეკლესია 21 (ძვ. სტ. 8) სექტემბერს დღესასწაულობს. ამ დღეს ტაძრებში საგანგებო საგალობლებს აღავლენენ - ადიდებენ ყოვლადწმიდა ქალწულს, ვითარცა კიბეს, რომელამც ცა და დედამიწა შეაერთა, როცა ხორციელად შვა უფალი, და ვითარცა „მაყვალს შეუწველს“, რადგან დაიტია ღმერთი და არ დაიწვა.

მოამზადა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“, № 8, სექტემბერი, 2004 წ.
^