Files.Pirveli.Ge » გვერდი 12
 
Информация к новости
  • Просмотров: 6424
  • Автор: n1ka7
  • Дата: 24 დეკემბერი 2020
24 დეკემბერი 2020

Photoshop CS

Категория: პროგრამები/soft

Photoshop CS


ეს არი Photoshop CS . გადაწერეთ ვისაც დაგჭირდებათ სხვა საიტზე ვერ ნახავთ
Информация к новости
  • Просмотров: 5063
  • Автор: n1ka7
  • Дата: 21 დეკემბერი 2020
21 დეკემბერი 2020

skype recorder 1.5

Категория: პროგრამები/soft

skype recorder 1.5


ამას დიდი ახსნა არ ჭირდება სათაურიდანაც მიხვდებით რაცაა . გადაწერეთ ყველამ
Информация к новости
  • Просмотров: 13151
  • Автор: admin
  • Дата: 20 დეკემბერი 2020
20 დეკემბერი 2020

Adobe Photoshop CS v8.0

Категория: პროგრამები/soft

Adobe Photoshop CS v8.0


ეს ყველამ იცით რაც არის Adobe Photoshop CS v8.0 ცოტა ძველი მარა კაია
Информация к новости
  • Просмотров: 4183
  • Автор: admin
  • Дата: 19 დეკემბერი 2020
19 დეკემბერი 2020

HTML pad+Crack

Категория: პროგრამები/soft / ვებმასტერისთვის/for

HTML pad+Crack


ეს არის HTML პლოკნოტი, ამის მეშვეობით შეგიძლიათ გააკეთოთ საიტის დიზაინი, ეს პროგრამა ვებმასტერებს გაუადვილებს სამუშაოს..
Информация к новости
  • Просмотров: 6532
  • Автор: n1ka7
  • Дата: 18 დეკემბერი 2020
18 დეკემბერი 2020

gom player

Категория: პროგრამები/soft

gom player


ესეც ცნობილი პროგრამა gom player[s]. გადაწერეთ ვისაც არ გაქვთ კაი ვერსიაა
Информация к новости
  • Просмотров: 42939
  • Автор: n1ka7
  • Дата: 17 დეკემბერი 2020
17 დეკემბერი 2020

nero 6-6-0-12

Категория: პროგრამები/soft

nero 6-6-0-12


ბევრ საიტზე არ დევს nero ასე რომ გადაწერეთ ყველამ და იმედია ყველამ იცით რაცაა nero
Информация к новости
  • Просмотров: 12548
  • Автор: admin
  • Дата: 17 დეკემბერი 2020
17 დეკემბერი 2020

Counter strike 1.6 1.2

Категория: თამაშები/games

Counter strike 1.6 1.2


დასახელება: CS 1.6 1.2
ჟანრი: 3D-შუთერი
ინტერფეისის ენა: ENG

ინფორმაცია თამაშის შესხებ:
ყველაზე ცნობილი, ლეგენდარულმა და ყველასთვის საყვარელმა
თამაშმა Counter Strike 1.6 სადაც ორი დაჯგუფება
ტერორისტებისა და ფორსების იბრძვიან ერთმანეთის წინააღმდეგ
უკვე დიდი ხნის წინათვე დაიპყრო გეიმერთა უმრავლესობის გული,
და ვფიქრობ მას დავიწყება კიდე კარგახანს არ უწერია
მისი უნიკალური თამაშის მახასიათებლების გამო, ამის გასაგებად თქვენც
აუცილებლად უნდა გამოცადოთ ტყვიის გასროლის ხმის და
მისი სიზუსტის და აზარტის გემო.
თამაშის ქართულ ვერსიაში CS-2.0 გამოსწორებულია უამრავი დეფექტი
ის რაც არ მოგვწონდა, გამოსწორებულია გემოვნებიანად და რაც მთავარია
ყოველგვარი ზედმეტობების და შეცდომების გარეშე, დამზადებულია 100% სუფთად

ეს სხვა დანარცჰენისგან იმით განსხვავდება რომ 100% მუშაა მე გამოვცადე!!!!
Информация к новости
  • Просмотров: 39017
  • Автор: admin
  • Дата: 16 დეკემბერი 2020
16 დეკემბერი 2020

GTA IV - კოდები

Категория: თამაშები/games

GTA IV - კოდები


მოკლედ კოდის ასაკრეფად ვაკეთებთ შემდეგ კობინაციებს. თამაშის დროს კლავიატურაზე ვაწვებით ზევით მიმართულ ისარს, გამოვა ტელეფონი ამის შემდეგ კიდევ ერთხელ ვაწვებით ისარს [Up] და ვიწყებთ ნომრის შეყვანას:

ესეც კოდები (ანუ ნომრები რომელზე დარეკვის შემდეგაც კოდის შესაბამისი მოქმედება შესრულდება)

948-555-0100 - ინფორმაცია მუზონის შესახებ
938-555-0100 - გამოიწერე Jetmax
625-555-0150 - გამოიწერეSanchez
625-555-0100 - გამოიწერეNRG-900
486-555-0150 - იარაღების კომპლექტი 1
486-555-0100 - იარაღების კომპლექტი 2
482-555-0100 - სიცოცხლის, ტყვიების და აბჯარის შევსება
468-555-0100 - ამინდის შეცვლა
362-555-0100 - ჯავშნის აღდგენა
359-555-0100 - გამოიწერეAnnihiliator
267-555-0150 - დაიმატე პოლიციის ძებნის ვარსკვლავი
267-555-0100 - მოიშორე პოლიცია
227-555-0175 - გამოიწერე Comet
227-555-0168 - გამოიწერე SuperGT
227-555-0147 - გამოიწერეTurismo
227-555-0142 - გამოიწერე Cognoscenti
227-555-0100 - გამოიწერე FIB Buffalo


დასარეკად დააჭირეთ Enter-ს!
Информация к новости
  • Просмотров: 4675
  • Автор: admin
  • Дата: 15 დეკემბერი 2020
15 დეკემბერი 2020

როგორ მოვუაროთ თმას

Категория: სტატიები

თმის მოვლა ერთგვარი ჰიგიენაა, თმა სხვადასხვა ტიპის არსებობს- სწორი, ხვეული, ტალღოვანი.. ადამიანმა მისი თმის ტიპი აუცილებლად უნდა იცოდეს და მოუაროს გარემო პირობების შესატყვისად.

რამოდენიმე რჩევა რომელიც თმის მოვლაში დაგეხმარებათ და აგრეთვე როგორ ვუმკურნალოთ დაზიანებულ თმას

როგორ მოვუაროთ თმას


აუცილებლად გაიკეთეთ ქოქოსის ზეთის მასაჟი - ეს ზრდის თმას, მაგრამ ქოქოსის ზეთი აუცილებლად უნდა მოიხარშოს ხახვთან ერთად..
თვეში ერთხელ შეიმოკლეთ 1 სანტიმეტრით
აუცილებლად უნდა მიირთვათ- ხილი, ხაჭო, ბოსტნეული - ეს თმის სიჯანსაღეს უწყობს ხელს
მოკლე თმა უმჯობესია თმის ძირებიდან დაივარცხნოთ, გრძელი თმის ვარცხნას კი ბოლოებიდან ძირებისაკენ აუყვეთ

როგორ მოვუაროთ თმას


არ შეიღებოთ თმა ხშირად - ის აუხეშებს და აფუჭებს თმას
მიიღეთ D ვიტამინი
არ გამოიყენოთ თმის საშრობები ყოველდღიურად

როგორ მოვუაროთ თმას


დაზიანებულ თმას სჭირდება:

დატენიანება. გამოიყენეთ თმის ნიღბები და ბალზამი, თუმცა თუ თმა გცვივათ უმჯობესია შეარჩიოთ მსუბუქი შამპუნი ბალზამის გარეშე და ერიდოთ ”მძიმე” ნიღბებს. თმის კანს უმკურნალეთ დაბანვის შემდეგ, საუკეთესო საშუალება თმის ძირებში შესაზილი ზეთიანი კაპსულებია, თმის დატეხილი ღეროებისთვის კი ნიღბები, რომელთა ჩამობანაც საჭირო არ არის;
ქლორილებულ და მარილიან (აუზში და ზღვაში) ცურვის შემდეგ გამოიყენეთ თმის დამცავი საშუალებები;
მზისგან თავი დაიცავით ქუდით, თმის ძირები კი დამცავი საშუალებით დანამეთ;
ზაფხულში, როდესაც თმა მეტად შრება მოერიდეთ მის ხშირ დაბანვას;
შეარჩიეთ რბილი და ნაზი შამპუნი, უმჯობესია ბუნებრივ საშუალებებზე დამზადებული;

როგორ მოვუაროთ თმას


როგორ მოვუაროთ თმას


როგორ მოვუაროთ თმას


როგორ მოვუაროთ თმას
Информация к новости
  • Просмотров: 4760
  • Автор: admin
  • Дата: 14 დეკემბერი 2020
14 დეკემბერი 2020

რაც გინდათ ის დაარქვით

Категория: სტატიები

რაც გინდათ ის დაარქვით


როდესაც შენ ყიდულობ პროფესიონალ ფოტოაპარატს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ გექნება ბევრი კარგი სურათები... ეს იმას ნიშნავს, რომ შენს მეგობრებს ექნება უამრავი კარგი სურათი )))

პირველი წესი სახლის უბორკისთვის: მოაშორო შენი თავი კომპიუტერს...

დედიკო, დედიკო, მიყიდე ძაღლი, გთხოვ... - მერე შენ მოუვლი მას? - აწი შენ კიდე არ იყიდო ავადმყოფი!

ყვირის დედა? - გაჩუმდი, ყვირის მამა? - გაჩუმდი, ყვირის შეყვარებული? - მოაკეტინე კოცნით!

ყველაზე საშიში ადამიანი - ადამიანი სტატუსის გარეშე. საერთოდ არ იცი რა ტარაკნები აქვს თავში

კარგია როდესაც მაიკაზე აბსტრაქტული სისულელე ახატია , გადაგესხა სოუსი - ვერ შეამჩნევ :D

პირველი წერილი: "იქნება შამპანური და მანდარინები'. მეორე წერილი:" დედა გვერდით იყო, იქნება არაყი' :D

ყველაზე საშინელი სასჯელი - ასწავლო ბებიას სმს-ის გაგზავნა ან თუნდაც კომპის ათვისება

რაც გინდათ ის დაარქვით


გიყვარდეს ის, მისწერე, დაურეკე. ის კი მოუყვება მეგობრებს თუ როგორ დასდევ მას ;)

რას ფიქრობთ, როცა თქვენს ყოფილს ხედავთ ქვიშაში ყელამდე ჩამარხულს? - ცოტა ქვიშაა ))

წყალში ჩავარნდილმა შოკოლადმა პანიკა გამოიწვია ბასეინზე :D

- შეხედე, ვარსკვლავი ვარდება! ჩაიფიქრე სურვილი. - მე მინდა, რომ შენ ცოლად მომიყვანო. - უი, ნახე, უკან გაბრუნდა.

რაც გინდათ ის დაარქვით


- საყვარელო, რა გიყვარს ჩემში ყველაზე მეტად? იდეალური ტანი თუ ლამაზი სახე? - შენი იუმორის გრძნობა, საყვარელო ))

მიდიან ქუჩაში პესიმისტი და ოპტიმისტი და შემთხვევით ძაღლის რაღაცას დააბიჯეს ფეხი. პესიმისტი: ვაიმე, ეს რას დავაბიჯეთ ფეხი რაა! ოპტიმისტი: სამაგიეროდ ნახე, რა ახალია!

ბიჭებო, რატომ იცინიხართ, როცა გოგოები ტუშს ვისმევთ გაღებული პირით? თქვენ გინახავთ თქვენი სახე როცა იპარსავთ?

ჩემი დღეები ცარიელია, როგორც ლიფი შენი ახალი გოგოსი :D

მე გავერთიანდი ცხოველების დასაცავ საზოგადოებაში... ხომ ხედავ, როგორ განვიცდი შენზე )))

მე მიყვარს ჩემი საყვარელი ადამიანი და მასაც ვუყვარვარ მე! ჩვენ ერთად ვართ ერთი წელია და ერთად ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ თავს! !! წაიკითხეთ? - ახდება :D

არ არის საინტერესო ელაპარაკო იმას, ვისაც ყველაფერი "კარგად" აქვს და "არაფერს" არ აკეთებს ))

ყველა ცოტათი შინდება, როდესაც მოდის წერილი: "შეიძლება ერთი კითხვა დაგისვა"?

-დე, როგორ არის ტვინი მოწყობილი? - დამანებე თავი, - ნუ როგორ არის მოწყობილი ტვინი? - შემეშვი, მე თავი სხვა რამით მაქვს გაჭედილი

ყველა გოგონა ოცნებობს მოისმინოს ფრაზა: "საყვარელო, მიატოვე კოსმეტიკის ხმარება, შენ მე მის გარეშეც პრინცესა მყევხარ :*:*:"

არ მიანდო საიდუმლო მეგობარს, მეგობარსაც ჰყავს მეგობრები...

როდესაც მე მინდა რამე ჭკვიანური მოვისმინო, მე ვიწყებ ლაპარაკს... ))))

დაპრუწე ტუჩები, გაიკეთე სათვალეები, შენითვე გადაიღე სურათი და მორჩა ვარსკვლავი ხარ ოდნოკლასნიკის ან ფეისბუქის ))

ნერვებს მიშლიან გამყიდველები - კონსულტანტები ძვირადღირებული მაღაზიების, რომლებიც ყოველთვის გიყურებენ, როგორც ბომჟს )))

ალბათ ყველაგოგოს აქვს გარდერობში გახეული კოლგოტკები და ინახება ის იმისთვის, რომ მერე "ნუ, შარვლის შიგნით მაინც არ გამოჩნდება"....

5:50-მშვენიერია, კიდე შემიძლია დავიძინო
6:50 - უნდა ავდგე... 6:57-ვდგები ერთი, ორი... .. 9:40 შენი დ&^&^%

ყველაზე ლამაზი თვალები იმას აქვს, ვისაც ნანახი აქვს ბედნიერება.

თუ დიდი ხანი უყურებ გოგოს, ნახავ მის გათხოვებას ;)

რაც გინდათ ის დაარქვით


- პრივეტ. რას აკეთებ? - ვიდს, რომ ყველაფერი კარგადაა ))

თუ დროულა არ აკოცე, შეიძლება სამუდამოდ დარჩეთ მეგობრებად :|
-ალო, პრივეტ, როგორ ხარ? - ცუდად! - რატომ? - ავადვმყოფობ! - რითი? - შენით! - გამოჯანმრთელდი ))

როდესაც ბავშვები ვიყავით ვიძინებდით თოჯინებთან და რბილ სათამაშოებთან ერთად... ეხლა კი ცრემლიანი თვალებით, ნაუშნიკებით ყურში...

თუ მართლა სჭირდები მას, ის მოგწერს მაშინაც კი, როცა ონლაინში ორიათასი მეგობარი ჰყავს!

მართალია ფულში არ არის ბედნიერება, მაგრამ უკეთესია ლიმუზინში იტირო, ვიდრე ავტობუსში

- შენ რა ტირიხარ? - არა, ე, მძინავს. - მაგრამ მე ვხედავ რო ტირიხარ! - არა, დე. ეს თვალები ტირიან. და მე... მძინავს.

ერთხელ, ერთმა კაცმა ჰკითხა ღმერთს:"რატომ არიან ყველა გოგონები საყვარლები, სათუთები და ნაზები, ხოლო ქალები სწერვები და ბ&*&^ი?". და მან მიიღო პასუხად: "გოგონებს ვქმნი მე, ხოლო ქალებად მათ აქცევთ თქვენ!"

სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია... წავალ, გავივლი...

ბავშვობაში, როდესაც დასაძინებლად მიდიოდით და სათამაშოს იღებდით, თქვენც ფიქრობდით, რომ სხვა სათამაშოები გაგინაწყენდებოდათ? და მერე ყველას იღებდით...
რაც გინდათ ის დაარქვით

ბავშვობაში, როდესაც დედა პურის მოსატანად გაგიშვებდათ, თქვენც მოჭმული ბატონი მოგქონდათ?

მე ბავშვობაში მინდოდა ვყოფილიყავი დიდი, იმისთვის, რომ, როცა პარკს ვატარებდი, არ მინდოდა ის მიწას შეხებოდა..

მივდივარ ავტობუსით, ვზივარ ბიჭის წინ, მას კი საოცრად ლამაზი თვალები აქვს. ვერ ვცილდები ისე ვუყურებ... ჩემი გაჩერებაა, მე ვდგები, ის კი მიყურებს და მეუბნება: "გოგონი, თქვენც ლამაზი თვალები გაქვთ"... ))))

თუ ბიჭი გოგოს ექცევა ისე, როგორც პრინცესას, ესეიგი ის გაზარდა დედოფალმა... ♥

გაიღიმე! დიახ, დიახ! შენ ეკრანს მიღმა! სტატუსები გეძღვნება შენ ))))
Информация к новости
  • Просмотров: 6624
  • Автор: admin
  • Дата: 14 დეკემბერი 2020
14 დეკემბერი 2020

აბორტი- საინტერესო ფაქტები

Категория: სტატიები

აბორტი- საინტერესო ფაქტები


აბორტი – ეს არის ორსულობის შეწყვეტა მის ნებისმიერ ვადაზე. კონტრაცეფციისაგან განსხვავებით, რომლის მიზანია არ მოხდეს ჩასახვა, აბორტი არის უკვე განვითარებული ნაყოფის მოცილება. ე.ი. ეს არის მკვლელობა უკვე ცოცხალი არსებისა მიუხედავად მეთოდისა (მედიკამენტოზური, ინსტრუმენტალური, ვაკუუმ–ასპირაცია) და ნაყოფის ზომებისა. თუ კონტრაცეფცია ძალიან არ ეწინააღმდეგება ბუნებას – ქალს ხომ ყოველდღე არ შეუძლია განაყოფიერდეს, აბორტი ყოველთვის არაბუნებრივი საქციელია, რომლისთვისაც საზღაური საკუთარი ჯანმრთელობაა. ჩვენ არ შევჩერდებით ბავშვთამკვლელობის ფსიქიკურ მომენტებზე და მორალის კითხვას ვერავის დავუწყებთ, შეულამაზებლად განვიხილავთ მხოლოდ ფიზიკურ შედეგებს.

აბორტი- საინტერესო ფაქტები


1. ნაყოფი საშვილოსნოს კედელზე პლაცენტითაა მიმაგრებული და მისი იძულებით აგლეჯა იწვევს საკმაოდ ძლიერ სისხლდენას, რაც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო აღმოჩნდეს. სისხლდენა აბორტის შემდეგ არის ნიშანი სანაყოფე კვერცხის არასრული მოცილებისა ან საშვილოსნოში წარმოქმნილი ჭრილობისა. ამიტომ ასეთი სისხლდენა საშინაო პირობებში არ შეიძლება შეჩერდეს, საჭიროა ექოკონტროლი და ექიმის კონსულტაცია.

2. ემბრიონის მოცილების შემდეგ საშვილოსნოში აუცილებლად ჩნდება ზედაპირული ჭრილობა, ხოლო სისხლი საუკეთესო არეა მიკრობთა გამრავლებისათვის. ამიტომ აბორტის ყველაზე უფრო ხშირი და სახიფათო გართულება არის ინფექცია და საშვილოსნოს ანთება – ენდომეტრიტი. ჯერ მწვავე, შემდეგ ქრონიკული. არ არის გამორიცხული სეფსისის განვითარებაც. რა თქმა უნდა სეფსისი შედარებით იშვიათია, მაგრამ ქრონიკული ენდომეტრიტი პრაქტიკულად 100%–ით გაქვთ გარანტირებული. ობიექტურად ჩივილები საერთოდაც რომ არ გქონდეთ (ტემპერატურა, ტკივილი, გამონადენი), ნებისმიერი ჭრილობის შეხორცება მუდამ ანთებაა, ხოლო აბორტის დროს საშვილოსნოში მიკრობები ყოველთვის ხვდებიან საშოდან. როგორი სტერილობაც არ უნდა დაიცვას ექიმმა, თქვენი საშო ხომ არასტერილურია!

აბორტი- საინტერესო ფაქტები


საშვილოსნოს კედლების არასაკმარისი შეკუმშვა, მისი ყელის ნაადრევი სპაზმი ხელს უწყობს სისხლის დაგროვებას საშვილოსნოში და აძლიერებს ანთებას. ამიტომ სისხლიანი გამონადენის არარსებობა აბორტის შემდეგ, ისევე როგორც ძლიერი გამონადენი, პოტენციურად სახიფათო სიმპტომია და აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

ქრონიკულ ენდომეტრიტს მივყავართ საშვილოსნოს შიდა შრეში ცვლილებებამდე, რასაც შეიძლება მოჰყვეს ემბრიონის მიმაგრების უუნარობა, ე.ი. უნაყოფობა. ეს აბორტის შორეული შედეგია, რომელიც აბორტის გაკეთებისას სულაც არ არის აქტუალური თქვენთვის, მაგრამ გავა დრო და შეიძლება კიდევ მოინდომოთ შვილის ყოლა, მაგრამ უკვე გვიან იქნება. ქრონიკული დაავადება ადვილად შეიძლება ავიცილოთ, მაგრამ პრაქტიკულად შეუძლებელია განვკურნოთ.

უფრო “უწყინარი” გამოვლინება ქრონიკული ენდომეტრიტისა არის მუდმივი და პერიოდული ტკივილები მუცლისა და წელის არეში, მენსტრუალური ციკლის დარღვევები. გარკვეულწილად მდგომარეობა შეიძლება შეგიმსუბუქოთ კარგად დაგეგმილმა და ინდივიდუალურად დოზირებულმა ფიზიოთერაპიამ, მაგრამ არა ყოველთვის.

3. ორსულობა მისი პირველივე დღიდან არის მთელი ორგანიზმის გადაწყობა – პირველ რიგში მისი მარეგულირებელი სისტემების ნერვული და ჰორმონალური სისტემებისა. ზოგი ჰორმონის სინთეზირება მცირდება, ზოგისაც იზრდება. ყოველივე ეს ხდება კანონზომიერად, ქალის ორგანიზმში ჩადებული გენეტიკური პროგრამის მიხედვით. აბორტი ეს არის მთელი ამ პროცესის მკვეთრი შეწყვეტა, უძლიერესი სტრესი, რომელიც არ შეიძლება ცუდი შედეგის გარეშე დასრულდეს. ეს შედეგები გამოუცნობია – მენსტრუაცია შეიძლება უფრო იშვიათი და ნაკლებად სისხლმდენი გახდეს, ან პირიქით, განვითარდეს საშვილოსნოდან სისხლდენები, ნებისმიერ შემთხვევაში მენსტრუაცია უფრო მტკივნეული ხდება ქრონიკული ენდომეტრიტის გამო. საშვილოსნოსა და საკვერცხეების გარდა აბორტის შედეგად ზიანდება:

– ფარისებრი ჯირკვალი, რამაც შეიძლება მისი დაავადების გამწვავებამდე მიგიყვანოთ, თუ ასეთი აბორტამდე გაწუხებდათ,

– თირკმელზედა ჯირკვლები (როგორც ყველა სტრესზე), შედეგად შეიძლება მამაკაცური ჰორმონების გამომუშავებამ მოიმატოს თქვენს ორგანიზმში აქედან გამომდინარე კოსმეტიკური შედეგებით და სტრესებისადმი მდგრადობის შემცირებით,

– ჰიპოფიზი, რასაც შეუძლია უკლებლივ ყველა სასქესო ჯირკვლის დისფუნქცია გამოიწვიოს და მიგვიყვანოს არა ანთებითი, არამედ ცენტრალური წარმოშობის უშვილობამდე.

და საერთოდ უძლიერესი სტრესი, რომელსაც აბორტი ჰქვია, ახდენს ორგანიზმში სუსტი წერტილების, ქვემწვავედ მიმდინარე დაავადებების პროვოცირებას და გამოვლინებას. ადამიანის ორგანიზმი ერთიანი შეთანხმებული სისტემაა, რომლის ერთი კომპონენტის დაზიანებაც (აბორტის დროს კი ბევრი რამ ზიანდება), აუცილებლად აზიანებს სხვა დანარჩენებსაც.

ამიტომ აბორტი გართულებების გარეშე არ არსებობს. ძლიერი, ჯანმრთელი ადამიანი, მტკიცე ფსიქიკით, ტკივილის ატანის უნარითა და კარგი გენეტიკით მაშინვე ვერ გრძნობს ყველაფერს. უარყოფითი შედეგები ყოველთვის სახეზეა, უბრალოდ ისინი შეიძლება გვიან გამოვლინდეს თანაც წინასწარი ჩივილების გარეშე – სასურველი შვილის გაჩენის უუნარობით.

უნდა გვახსოვდეს, რომ აბორტისშემდგომი გართულებების ალბათობა და სიმძიმე არ არის დამოკიდებული ორსულობის ვადაზე და არც მის რიგითობაზე (პირველი ორსულობაა თუ არა), არც აბორტის მეთოდზე. ეს არის სასჯელი საკუთარი უპასუხისმგებლობისათვის.
Информация к новости
  • Просмотров: 5214
  • Автор: admin
  • Дата: 14 დეკემბერი 2020
14 დეკემბერი 2020

სასაცილო და საინტერესო სტატუსები

Категория: სასაცილო/humor

სასაცილო და საინტერესო სტატუსები


სრულიადში ნახავთ MSN-ის რამოდენიმე სასაცილო სტატუსებს

- You can take my breath away!!! stay away from me I don’t want do die Now.
თქვენ მე სუნთქვას მიკრავთ!!! დამანებეთ თავი მე არ მინდა სიკვდილი.

- U made me smile so wide……..I can eat a banana side ways.
თქვენ შეგიძლიათ იმდენად ძლიერ გამაცინოთ რომ ბანანი გვერდულად შევჭამო.

- Don’t hate me because I m good, Hate me because I know it!!
არ შემიძულოთ რადგან მე კარგი ვარ, შემიძულეთ რადგან მე ეს ვიცი!!!

- He Took Me Fr0m a Bar. He Took Me In His Car. He Took My T0p 0ff. He Puts His Lips 0n Mine,But D0n’t W0rry I’m a Bottle 0f Wine..
მან წამომიყვანა ბარიდან. ჩამსვა მანქანაში. გამხადა. შემეხო ტუჩებით, მაგრამ ნუ ღელავ, მე ღვინის ბოთლი ვარ.

- LOVE IS THE MISUNDERSTANDING BETWEEN TWO FOOOLS!
სიყვარული არის გაუგებრობა სულელებს შორის.

- Loved by FEW Hated by MANY Feared by ALL.
უყვარდა ყველას, სძულდა ბევრს, ეშინოდა ყველას.

- Love can sometimes be magic… But magic can sometimes just be an illusion!!
სიყვარული ხანდახან შეიძლება ჯადოსნური იყოს, მაგრამ ჯადოსნობა ხანდახან შეიძლება უბრალოდ ილუზია იყოს.

- Everyone says you only fall in love once but thats not true, everytime I hear your voice I fall in love all over again.
ყველა ამბობს რომ ნამდვილი სიყვარული ერთხელ მოდის, მაგრამ ეს სიმართლე არაა, ყოველთვის როცა შენი ხმა მესმის თავიდან მიყვარდები.

- i removed L from LOVER…….n now its all OVER !!!
მე ამოვშალე ასო L სიტყვა LOVER-დან……. და ახლა ეს ყველაფერი დამთავრდა.

- DONT SAY YOU LOVE ME UNLESS U REALLY MEAN IT, CUZ I MIGHT DO SOMETHING CRAZY LIKE BELIEVE IT.
არ მითხრა რომ გიყვარვარ სანამ ამაში არ დარწმუნდები, იმიტომ რომ შეიძლება რაიმე სიგიჟე გავაკეთო თუ ეს დავიჯერე.

- if u learn, u know more if u know more, u forget more ,if u forget more,u know less. so why learn.+1
თუ სწავლობ, მეტი იცი, თუ მეტი იცი, მეტი გავიწყდება, თუ მეტი გავიწყდება, ცოტა იცი. რატომ ვსწავლობთ?

- A good lawyer knows the law, a great lawyer knows the judge.
კარგმა იურისტმა იცის კანონი, დიდი იურისტი იცნობს მოსამართლეს.

- Don`t dial my Heart number it is already engaged to Someone else.
არ აკრიფო ჩემი გულის ნომერი, ის უკვე დაკავებულია.

- no NIck just CLICK. (ამას არ უნდა თარგმნა)

- I broke her heart , She broke my jaw.
მე მისი გული გავტეხე, მან ჩემი ყბა.

- w8 . i’m scanning your brain .. 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 .. ERROR!! No brain detected!! ;)
მე შენს ტვინს ვასკანერებ. 1- 9 8 7 6 5 4 3 2 1 …ტვინი აღმოჩენილი არაა.

- u hate me not bcz i m ignoring u but bcz i m beautiful !!
შენ მე გძულვარ ოღონდ იმიტომ არა რომ არ მოგწონვარ, იმიტომ რო მშვენიერი ვარ.

- Don’t hate the player, HATE the game!
ნუ შეიძულებ მოთამაშეს, გძულდეს თამაში

- girls are like phones, we like to be held and talked too, but if u press the wrong button u’ll be disconnected!
გოგოები ტელეფონებივით არიან, ჩვენ გვიყვარს მათთან ლაპარაკი, მაგრამ თუ არასწორ ღილაკს დააწვები კავშირი გაწყდება.

- There are no stupid questions, just stupid ppl!
არ არსებობს სულელური შეკითხვა, არსებობს სულელი ხალხი.
Информация к новости
  • Просмотров: 7398
  • Автор: admin
  • Дата: 13 დეკემბერი 2020
13 დეკემბერი 2020

ანეგდოტები

Категория: სასაცილო/humor

ანეგდოტები


შვილო, გიორგი, ნუ ურტყავ მაგ ბავშვს ჩაქუჩს თორე გაოფლიანდები და გაცივდები.

ჭიჭიკიას ექიმმა შარდის ანალიზის მოტანა დაავალა. ჭიჭიკიამ იფიქრა, გასინჯვით ვერაფერი გამიგო, ანალიზით რას გაიგებსო და თავის შარდს დაამატა ცოლის, ქალიშვილის და ვაჟიშვილის შარდი. მერე ცოტა ბენზინი შეურია მანქანიდან. პასუხი მეორე დღეს მიიღო: “შენ პროსტატა გაწუხებს, შენს ცოლს შაქარი აქვს, გოგო შალიკიას საყვარელია, ბიჭს ტრიპერი აქვს, მანქანას “ვკლადიშები” გამოუცვალე”.

ნარკომანი ზის ლამპიონის ძირას. მივა მეორე ნარკომანი და ლამპიონზე ეკითხება:
-აუ ეს მზეა თუ მთვარეა???
ეს ახედავს,დააკვირდება და პასუხობს:
აუ არ ვიცი ძმა ამ უბნელი არ ვარ…

მიხოს ცოლი გარდაეცვალა. გავიდა ხანი და შვილები დაისვა სალაპარაკოდ. –შვილებო, ცოლი უნდა შავირთო, ნებაი მრთავთ? –არა, მამი,–ერთხმად უპასუხეს შვილებმა,–დედიჩვენის შემდეგ სხვა ქალი დედაი ვერ დავუძახებთ. –კარგი, მაშინა–ჩაფიქრდა მიხო,–რუს დედინაცვალ მოგიყვანთ და ორივეს მამა დაგვიძახეთ

გურული ნერწყვს გადაყლაპავს და მოიწამლება….

სვანი იჩხუბებს მამამისთან და წავა სახლიდან. რამოდენიმე თვეში მოსდის წერილი,გახსნის და ცარიელი ფურცელია. მამა:-კიდე არ მელაპარაკება ეს შობელძაღლი

ქირურგი ეუბნება თავის პაციენტ რაჭველს:
- თავიდან მიმიწევს შენი გაკვეთა, იმიტომ, რომ შენს მუცელში ცალი ხელთათმანი დამრჩა.- მაგიზა ნუ გამჭრი, ექიმო, დავდგები ფეხზე და ახალ ხელთათმანებს გიყიდი!..

სვანი ჩადის მარშუტკიდან და არ აქვს ფული.მძღოლს ეუბნება:
-პანჩური დამარტყი,-დაარტყავს.
-კიდე დამარტყი-დაარტყავს
სვანი თავის მეგობარს გასძახებს :
ზაურ, შენი გადახდილია!

სვანი ვეფხისტყაოსანს ზეპირად ისწავლის და ხელზე ჯვარს დაისვავს არ დამავიწყდესო

სვანს აჩვენებენ ჭას და ეტყვიან:
შენი წინაპრები აქედან სვამდნენ წყალსო.
სვანი:ვახ მაგ შობელძაღლებს რამხელა კისერი ქონიათო…

მიხოს ეკთხებიან რამ მოკლა შენი სიდედრი?
-შხამიანი სოკო შეჭამა და…
-და თვალი რატომ ქონდა დალურჯებული?
- თავიდან არ ჭამდა…!!

მთვრალი უვლის გარშემო ჭას, თან თავისთვის ბუტბუტებს:
- სადმე თუ არ გადავძვერი, ამ ღობეს ბოლო არ უჩანს რა…

სვანი დგას ავტობუსის გაჩერებასთან, მივიდა მეორე სვანი და ეკითხება:
- შენ რა ნომერს უცდი?
-მე 2 ნომერს, შენ?
-მე 5 ნომერს.
მოვიდა 25 ნომერი ავტობუსი და ორივე ავიდა

სვანი ჩავარდება ორმოში, წვალობს წვალობს და ვერ ამოდის. დაიღალა და დაჯდა. რომ დაiსვენა ასე თქვა:
- ერთხელ კიდე ვცდი და თუ ვერ ავედი მერე სახლში წავალო

სვანი კედლის ხალიჩაზე წამოწვება.

სვანს თავისი ხვრინვა შეაწუხებს და მეორე ოთახში გავა.

ორი სვანი ცხენებს იყიდიან და ფიქრობენ, როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგანო. ერთი ეტყვის მეორეს: -მოდი კუდები დავაჭრათო. დააჭრიან ორივე ცხენს კუდს და მაინც ვერ არჩევენ. მარჯვენა ყურებსაც მოაჭრიან, მერე მარცხენას, ცხენები ისევ ერთნაირია. ბოლოს ერთი იტყვის: -მოდი, მაშინ თეთრი შენი იყოს და შავი – ჩემიო…

კორეული რესტორანში კაცი შედის ძაღლთან ერთად და ადმინისტრატორი საყვედურობა: -აქ საკუთარი საჭმლით შემოსვლა აკრძალულია.

გადავირიე კაცო, გუშინ ეს რა წავიკითხე… -ამბობს სვანი, ქვრივი ქალები ქმრებზე დიდ ხანს ცხოვრობენ თურმე.

რა გითხრა შენმა ცოლმა, საყვარელთან ჩახუტებულს რომ შემოგისწრო? -არაფერი, ორი კბილი ისედაც ამოსაღები მქონდა

მამი, მამი სკოლაში დიდთავას მეძახიან. -მერე შვილო სცემე. -ხო მაგრამ როგორ, ვიწრო დერეფნებში დარბიან.

სვანი თავის მოკვლას გადაწყვეტს, შემთხვევით შეეშლება და თავის ტყუპისცალ ძმას მოკლავს.

-სანიტარო, საით მივდივართ? -მორგში. -მე ხომ ჯერ ცოცხალი ვარ? -ჯერ არც მივსულვართ.

სვანს ეტყვიან ბავშვი მომინათლეო.- მე მონათვლისა არ ვიცი, ჩემიც სხვას მოვანათლიეო-უპასუხებს სვანი

რაჭველს პურზე გაგზავნიან და თან ეტყვიან: -თუ ერთ მაღაზიაში არ იყოს, მეორედან წამოიღე. ცოტა ხნის შემდეგ რაჭველი ხელცარიელი ბრუნდება. -პური რატომ არ მოიტანე? – ჰკითხავენ. -ორივე მაღაზიაში იყო და რომლიდან წამოვიღო?

ბავშვები საუბრობენ:
- მამაჩემს იმდენი ფული აქვს, რომ შეუძლია მთელი თბილისი იყიდოს!
- მამაჩემს ვეტყვი, რომ არ მიჰყიდოს!

სვანი ურეკავს შეყვარებულს,დღეს ჩემთან არავინ არ იქნება და ამოდიო.მივა შეყვარებული და მართლა არავინ დახვდება სახლში.

სომხები ქეიფობენ და ყველა გამვლელს ეუბნებიან: – თქვი ღმერთმა მარტო სომხისთვის გვამუშაოსო. ქართველები არ იძახიან და სომხები მაგრად ცემენ. გამოივლის იმერელი და იმასაც იგივეს მოთხოვენ. იმერელი ეტყვის: – ღმერთმა ოღონდ სომხისთვის მამუშაოს და თუ უნდა შაბათ -კვირასაც არ დამასვენოსო. სომხებს გაუხარდებთ, დასვამენ იმერელს და მაგრად აქეიფებენ. მერე ერთს ეჭვი შეეპარება და იმერელს შეეკითხება: – რად მუშაობ? – მეკუბოვე ვარ! – უპასუხებს იმერელმა…

-მამა და შვილი სეირნობენ -შვილი: მამა ლოთი რას ნიშნავს? -მამა: აი ხო ხედავ იქ 4 ხე როა, ხოდა ლოთებს 8-დ ეჩვენებათ, ხო მიხვდი? -შვილი: კი მივხვდი, მაგრამ იქ 4 კი არა 8 ხეა.

სვანი არჩევნებზე ფარგალს წაიღებს შემოსახაზად…

ხეზე იჯდა ორი ჩიტი, მეორე განსაკუთრებით…. :D:D:D

გურული ქუჩაში დგას უსაქმურად, ხედავს პოლიციელს თხა მოყავს, დაინტერესებული გურული მიმართავს: სად მიგყავს მაგი ძაღლი? პოლიციელი გამწყრალი ხმით მიმართავს : აგი ძაღლი კი არა, თხაა! მერე მე თხას ვეკითხები შენ კი არა.

გურული ქუჩაში დგას უსაქმურად, ხედავს პოლიციელს თხა მოყავს, დაინტერესებული გურული მიმართავს: სად მიგყავს მაგი ძაღლი? პოლიციელი გამწყრალი ხმით მიმართავს : აგი ძაღლი კი არა, თხაა! მერე მე თხას ვეკითხები შენ კი არა.

ორი ყრუ ხვდება ერთმანეთს: -აბანოში მიდიხარ? -არა, აბანოში მივდივარ. -მე მეგონა აბანოში მიდიოდი.

ზღარბი სარკეში ჩაიხედება და იტყვის:-ვარდზე მეტი ეკლები აქვთ ლამაზებს

სვანი ზის წიქარაზე და მიაქროლებს. გადააგდო სავარცხელი, გადააგდო ბოთლი. წიქარა ეკითხება: – რა დაგრჩა გადასაგდებიო? სვანმა: – სალესავიო. ხოდა შე ჩემის მო*****ის შვილო უკან მაინც გადააგდე თორემ დავიღალე კლდეებზე სიარულით და ხეების ჭრითო…

კოჭლი ომში წასასვლელად ემზადება. ცოლი ეუბნება: -ნეტავ დაეტიო სახლში, ახლა იქ აუშალე სნაიპერს ნერვები.

ორი სომეხი ენიძლავება ერთმანეთს: მოდი ჩავყვინთოთ და ვინც უფრო მალე ამოყვინთავს იმან სახინკლე იკისროსო მეორე დღის საინფორმაციო: – იპოვეს ორი დამხრჩვალი სომეხი.

სვანი გრამატიკის გაკვეთილზეა.
-შენ იბან, მეც ვიბან, ისიც იბანს, რა დროა?
-ახალი წელი

სვანმა თავი მოიკლა და 9 ტყვია ამოუღეს თავიდან

ქუთაისის საგიჟეთიდან გაიქცევიან გიჟები. – არიქა სასწრაფოდ ხიდი გადაკეტეთ, გურიაში თუ შეგვასწრეს მერე ვეღარ გავარჩევთო

ორი დაქალი ხვდება ერთმანეთს – როგორ ხარ? – დავიღალე ყოველ წელს ბავშვს ვაჩენ, აღარ შემიძლია. – მერე ცადე 2 წელი ქმართან არ დაწვე. – ვცადე არ მშველის.

ბავშვი პასტას გადაყლაპავს და სასწრაფოში რეკავენ სასწრაფომ გამოვდივართო და სანამ მოხვალთ რა ვქნათო? მანამდე ფანქრით წერეთო…

სვან პროგრამისტს ბავშვი დაეკარგა და google.com-ით ეძებდა

იმერლები გაბრაზდებიან, რატომ უნდა იყოს უმეტესი ანეგდოტი გურულებზეო და უდანბოში ხიდს ააშენებენ, პრეზენტაციის დროს გაიხედავენ და რას ხედავენ?! გურული ხიდზე ზის და თევზაობს…

გურიაში ჩამევიდა თბილისელი სტუმარი და ნაბახუსევს ზევიდნენ მდინარეზე გასაგრილებლად. გურული ეუბნება:
-ჩამოი ძამა წყალშიო
-ვერა, ტრუსიკი მქონია წინ გარღვეულიო. უპასუხა თბილისელმა
-ეიფარე წინ ხელი და ჩამოდი
-არა, უკანაც გარღვეული მაქ
-აბა რეზინას აკვლევინებ ძამა თაავს??

გურულს დაეჯახა მანქანა.გადმოხტა მანქანიდან ახალგაზრდა ბიჭი და წაქცეულ გურულს ეხვეწება:
-ადექი რა ბიძია გეხვეწები რააა…ადექი ბიძია რააა,არ დამღუპო ბიძია გეხვეწები ადექი რააა…
გურული ახელს თვალს და პასუხობს:
-ვიდექი ბიძია მარა დამაყენე?!

გურული წეიყვანს შვილს აბანოში. ბიჭს დოუსრიალდება ფეხი და მამამისს ჩამეეკიდება სასქესო ორგანოზე. გურული უჩივა:
– კიდო კაი დედაშენს არ გამოყევი თვარა ხო დაასხამდი ტვინსო

კახელი ღამით საშინელ სეტყვაში მოყვა, თავი კოპებით აქვს სავსე. ამ დროს გაიელვა.
-ხო ხო გაუნათე არ ამაცილოსო. გაბრაზდა კახელი

სვანი მიდის სახლში და ცოლს ეუბნება:
-იცი, დღეს ტაქსის მძღოლი გადავაგდეო.
ცოლი ეკითხება: როგორო?
სვანი პასუხობს: ფული მივეცი და ტაქსში არ ჩავუჯექიო..

10 შოტლანდიელში ერთს შარვალი აცვია, დანარჩენს კი კაბა და ეკითხებიან: -რატომ აცვია ერთს შარვალი, დანარჩენებს კი კაბები? -ის ძმაო პიდარას*ია. -პასუხობენ შოტლანდიელები.

სვანი ფარდას აუთოვებს და გადავარდება…

ჭიჭიკიას ზურგზე დიდი ჭადრაკის დაფა ახატია, ბიჭიკია ეუბნება: -რა არის ბიჭო ჭადრაკის დაფარომ არ დაგეხატა, რაიმე ნორმალური ვერ მოიფიქრე? -შენ ბევრს ნუ ლაპარაკობ და ერთი D4-ზე მომფხანე მანდ

სვანი თუთიყუშს იყიდის, და ერთ თვეშ სვანი ლაპარაკს ისწავლის.

კახელი დაასაფლავებს სიდედრს, სახლში რომ მივა უცებ კრამიტი ჩამოვარდება და თავზე დაეცემა.
კახელი წამოდგე და შეიგინება და იტყვის:
- უკვე ზეცაშია ქალბატონი

რაჭველი აღსარებაზე მივიდა ეკლესიაში.
-შევცოდე მამაო.
-რა შვილო ჩემო?
-მეგრელი მოვატყუე.
-ეგ ცოდვა კი არა, სასწაულია შვილო ჩემო

სვანი არის მარშუტკის მძღოლი
ერთხელ მარშუტკაში ბებერი ქალი
ამოვა და ეს სვანი ადგილს დაუთმობს

ორი სომეხი ხვდება ერთმანეთს: – რა მაგარი საათი გიკეთია!!! – ჰო, მამაჩემმა მომყიდა, სიკვდილის წინ…

რაჭველები ძროხას ყიდიან. მივა იმერელი და ფასს ეკითხება. -500 ლარი, შენი ჭირი მე. -რა ამბავია 500 ლარი, ეს ძროხა ნემსის ყუნწში გეეტევა ისეთი გამხდარია. -რას ამბობ, კაცო, ძროხა ნემსის ყუნჭში რავა გაეტევა? -წავალ ახლა, მოვიტან ნემსს და ნახავთ როგორ გეეტევა. იმერელი წავა. რაჭველები საფიქრალში ჩავარდებიან, რა ვქნათ ეს ძროხა მართლა ნემსის ყუნწში რომ გაეტიოსო. ბოლოს ერთ-ერთი რაჭველი მეორეს ეტყვის: -ბიჭო, მოდი ძროხას კუდი გოუკვანძოთ…

კორპუსის წინ ბავშვი დგას და ყვირის: -დედა; დედაა; დედააა; დეედააა; დეეედაააა. ბოლოს როგორც იქნა დედამ გამოიხედა: -რა იყო? -მამას დაუძხე რა.

წარწერა ბაიკერის ზურგზე: -თუ შეგიძლია ამ წარწერის წაკითხვა, ე. ი. ჩემს უკან მჯდომი ქალი გადავარდა

სვანი მრგვალი მაგიდის კუთხეში ზის.

მეგრელი ზის ლიანდაგზე სვანი მივა და ეტყვის ძმურად ცოტა ჩაიჩოჩე

განცხადება ზოოპარკში: ნუ შეაშინებთ სირაქლემას! იატაკი ბეტონისაა!

სვანს ფეხსაცმელი მოუჭერს და ტკივილგამაყუჩებელს დალევს

სვანს თავის მოკვლა უნდა და შეუვარდება ერთ მანქანს ბორბლებში და არ მოკვდება.
მერე შეუვარდება მეორეს მაგრამ არც ეხლა მოკვდება, მესამესაც შეუვარდება და მაშინაც არ მოკვდება და ბოლოს მოიფიქრებს რომ მოძრავ მანქანას შეუვარდეს…

ცოლი ტელეფონზე ლაპარაკობს: -ვინ იყო? – ეკითხება ქმარი. -დედაჩემი. მგონი, სანახევროდ გაგიჟდა. -რას ერჩი გამოკეთებულა.

გურული ორმოში ჩავარდება, ცოტახანში ვიღაც გამოივლის და ეუბნება: გამვლელი: -დამელოდე თოკს მოვიტან და ამოგიყვან. გურული: -ახლა ამას უცადე კიდო!

გურული ორმოში ჩავარდება, ცოტახანში ვიღაც გამოივლის და ეუბნება: გამვლელი: -დამელოდე თოკს მოვიტან და ამოგიყვან. გურული: -ახლა ამას უცადე კიდო!

გურული ორმოში ჩავარდება, ცოტახანში ვიღაც გამოივლის და ეუბნება: გამვლელი: -დამელოდე თოკს მოვიტან და ამოგიყვან. გურული: -ახლა ამას უცადე კიდო!

ღმერთი არიგებს ცხვირებს. მივა რუსი და ეუბნება: – პატარა და აპრეხილი ცხვირი მინდაო. მისცემს. ქართველი მივა – მე სწორი და ლამაზი ცხვირი მინდაო. მერე მივა სომეხი და ეკითხება: – რა ღირსო? -უფასოაო… ხოდა ყველაზე დიდი მომეცითო!

ბაზარზე იყიდება ტვინები და კაცი ათვალიერებს, ყველაზე ძვირი სვანის ტვინი ღირს. კაცს გაუკვირდა და გამყიდველს ეკითხება: – სვანის ტვინი რატომ ღირს ყველაზე ძვირი? გამყიდველი: – უხმარია და იმიტომ.

ორმა მთვრალმა კაცმა ტაქსის მძღოლის გაშაყირება მოინდომა და მძღოლს ჰკითხეს: – ძმაო ნაგავს არ წაიღებ. კი ბატონო დასხედით – უპასუხა ტაქსის მძღოლმა

მეგრელს ასამართლებენ და მოსამართლე გაისროკება

სამი ბანანი ფილმის ყურებას აპირებს.
წავა ერთი და მოიტანს მაიმუნებზე დოკუმენტურ ფილმს.
- აუ რა გაახურე შენ მაგ უჟასებით საქმე

-გურული ხარ??
-კი მარა ვმკურნალობ.

ზღარბი იყურება სარკეში და ღიღინებს: -ვარდზე მეტი ეკლები აქვთ ლამაზეებს

სიცხეა, ჯალათს დამნაშავე სასჯელის აღსასრულებლად მიჰყავს.
– გამიშვი რა, – ეხვეწება პატიმარი.
– არა.
– დავიღალე სიარულით.
– შენ რა გიჭირს, მე უკან უნდა დავბრუნდე.

სვანს სუნთქვა დაავიწყდება და მოკვდება.

ნარკომანები ბირჟაზე დგანან. გამოიარა ზანგმა.
- ეს ვინ არი, ტო? – იკითხა ერთმა.
- ეს სომალელი ლტოლვილია! – დაასკვნა მეორემ.
- ვა, სომალიც დავკარგეთ?! – გადაირია მესამე.

სვანი მობილურზე 8 იანს გამორთავს.

კახელი სპრაიტს იყიდის, დახედავს და წაიკითხავს, იყავი ის ვინც ხარ.
დალევს და ვირად გადაიქცევა

მასწავლებელი მიმართავს კლასს:
- აბა, ის ვისაც თავი სულელი ჰგონია, ფეხზე წამოდგეს.
კარგა ხნის შემდეგ ერთი გოგონა წამოდგება.
- სოფი, მართლა სულელი გგონია თავი? – ეკითხება მასწავლებელი.
- არა, მაგრამ ძალიან შემებრალეთ, ფეხზე მარტო რომ იდექით, – პასუხობს სოფი.

სვანი თევზაობს და ჭიაყელები გამოელევა…
ადგება ქაღალდზე დაწერს- “ჭიაყელა” და ანკეს გამოაბამს…
ცოტა ხანში ანკესს ამოიღებს და ქაღალდზე დახვდება წარწერა-”თევზი”

სვანი მამა შვილს არიგებს:
- შვილო ქალაქში, რომ ჩახვალ სულ თქვენობით უნდა ისაუბროო
შვილი მოისმენს მამის დარიგებას – ჩავა ქალაქში დაინახავს მაღალ შენობებს და იტყვის:
- ეს რამხელა თქვენობები აუთქვენებიათო

ყველა თუ წაიკითხეთ დარწმუნებული ვარ ერთზე მაინც გაგეღიმებოდათ :D:D:D

წყარო: ჩემი კომპიუტერი
Информация к новости
  • Просмотров: 4285
  • Автор: admin
  • Дата: 11 დეკემბერი 2020
11 დეკემბერი 2020

ჩაკნორიზმები

Категория: სასაცილო/humor

ჩაკნორიზმები


ჩაკნორიზმების კიდევ ერთი ახალი კრებული.
შერლოკ ჰოლმსის ძმა ჩაკმა მოკლა მის თვალწინ მაგრამ გამოძიება მაინც ჩიხში შევიდა
რატომ გაჩნდა დედამიწა? – იმიტომ რომ გაჩენილიყო ჩაკი.
მხოლოდ ჩაკს შეუძლია გაასწროს ყველაზე სწრაფ ცხოველს პანტერას( რო დაჰკრავს ფეხს და იიიი დანკიტი დინკიტი:) )
მხოლოდ ჩაკ ნორისს შეუძლია დაწეროს ბილეთი ყოველდგე და მერე არ თქვას ერთმა გამისხაო
ჩაკნორისს ჩრდილი არ აქვს სიბნელეს ეშინია მისი
მანქანამ გადააჭარბა ბგერის სიჩქარეს ჩაკმა სინათლის
ჩაკნორისს პრესის კუნთი კეფაზეც აქვს
გინესის წიგნი ჩაკნორისის დაწერილია
არავითარი მონადირე წითელქუდა და ბებო ჩაკმა გადაარჩინა
BMW ჯობია MERSEDES–ს მხოლოდ ერთი რამით ტუ მასში ზის ჩაკი
ჩაკს შუძლია გამოთვალოს 276 ხარისხად 663, კალკულაორი აქვს და..
ჩაკ ნორისის მკერდის თმას საკუთარი თმა აქვს
ჩაკის კბილს თვით აღდგენის უნარი აქვს
როცა ჩაკი ოკეანეში შედის წყლის დონე მაღლა იწევს
ტიტანიკი არ დაეჯახა აიზბერგს (ჩაკი თევზაობდა და…)
მხოლოდ ჩაკს შეუძლია შუაგამისას ზაგრის მიგება პლაჯზე
მის მსოფლიო სინამდვილეში არის ბრძოლა ჩაკის დამლაგებლის თანამდებობისთვის
ჩაკს შეუძლია უმანქანოდ მოასრიალოს
სნიკერსს შეუძლია წაუჩაკნორისოს
როცა ჩაკს ეძინა ცოცხლად დამარხეს, ამის შედეგად გაჩნდა ვულკანი ვეზუვი
ჩაკნორისის შვილები ერთმანეთის გარე ბიძაშვილები არიან
მხოლოდ ჩაკს შეუძლია გადათარგმნოს ინგლისურად “ჩემი კაი ნიკალაი”
ჩაკს შეუძლია “ტოტალიზატორი” “ბანდარსენი” “ბეგევანი” ეს სამივე სიტყვა ერთდროულად თქვას
ჩაკ ნორისს შეუძლია სიგარეტს არ ეწოდეს და დაგიტოვოს
თუ შენ გაქვს 5 დოლარი და ჩაკსაც აქვს 5 დოლარი ჩაკს სენზე მეტი ფული აქვს
ერთხელ როცა ჩაკი მასტურბაციით იყო დაკავებული რკინასთან მოუხდა შეხება და ამის შედეგად გაჩნდა ოპტიმუს პრაიმი
ჩაკს შეუძლია იცხოვროს სახლში, რომელიც ჯერ ვარც კი დაპროექტებულა
შესანიშნავი ოთხეული ჩაკმა ცალი ხელით გალახა
ჩაკს შეუძლია ქარტული სიმღერა სამ ხმაში გაშალოს
ჩაკს შეუძლია ნეკა თიტი დაგანახოს მაგრამ მაინც გეწყინება
Информация к новости
  • Просмотров: 4820
  • Автор: admin
  • Дата: 11 დეკემბერი 2020
11 დეკემბერი 2020

გჯერა გოგოს და ბიჭის “მეგობრობის” ?

Категория: სტატიები

გჯერა გოგოს და ბიჭის “მეგობრობის” ?


- შენ ჩემი დაიკო ხარ ! ; ) ამ რეპლიკის მოსმენისგან, ხშირად მომღიმარი თუ თვითკმაყოფილებით აღსავსე გოგონები ალბათ კარგი ხასიათით ბრუნდებიან სახლში, ურთიერთობენ “სკაიპით”,”ფეისბუქით” თუ სხვადასხვა საკონტაქტო საშუალებებით დიდი ხნის, თუ ახლად შეძენილ “ძამიკოსთან”, “ძმაკაცთან” თუ უბრალოდ მეგობართან , რომელთანაც შესამჩნევად აქვთ მოხსნილი სხვადასხვა სახის კომპლექსები, არიან მშვიდად და დაცულად გრძნობენ თავს “უღვიძლო ძმის” ყოლით, ენდობიან და ხშირად შეყვარებული წყვილების ალერსისგანაც რთულია გაარჩიო ახალი მეგობრების სითბო ერთმანეთში… ბევრი აზრი შეიძლება გამოითქვას ამ ურთიერთობის თაობაზე, ეს პოსტიც სწორედ ამ საკითხს ეხება და კერძოდ პასუხობს კითხვას: არსებობს გოგოს და ბიჭის (ნამდვილი) მეგობრობა?

პირველ რიგში მინდა განვმარტო ადამიანების ურთიერთობის დასახელებების მნიშვნელობა , რაც დამერწმუნეთ ბევრმა არ იცის და ალბათ დასჭირდება რომ გაიგოს :

ნაცნობი: ადამიანი რომელსაც იშვიათად ვხვდებით მაგრამ ვესალმებით, მხოლოდ და მხოლოდ. არ ვართ გახსნილები, მაგრამ არ ვერიდებით ხშირად (უხერხულობის გამო) თუნდაც გადაკოცნას.

ამხანაგი: სამწუხაროდ, ეს მშვენიერი სიტყვა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თითქმის აღარც გამოიყენება ახალგაზრდობაში. ამხანაგი ადამიანია, რომელთანაც თბილი ურთიერთობა გვაქვს, ხშირად შეიძლება გავუბათ დიალოგიც შეხვედრისას, მაგრამ ეს არ ხდება სისტემატიურად, ანუ ეს ურთიერთობა არ არის სიღრმისეული.

მეგობარი: მეგობარი ადამიანია, რომელიც არის ჩვენი ხშირი მესაიდუმლეა , გიყვართ ერთად დროის გატარება და გსიამოვნებთ ერთმანეთთან ურთიერთობა. (ჩვენს დროში “მეგობრის” სტატუსმა საუბედუროდ უკან გადაინაცვლა ამხანაგის და ნაცნობის ადგილას , სამაგიეროდ დამკვიდრდა სიტყვა ” ძმაკაცი”; “დაქალი”, იშვიათად თუ ვხმარობთ “საუკეთესო მეგობარი”.) დღეს კი ჩვენ თუ ვინმესთან “ვმეგობრობთ” , თავისუფლად შეიძლება ვიღაცამ დედა შეაგინოს , ჩვენ კი დიდად არც კი გვაინტერესებს .. – მეგობარია , ძმაკაცი კიარა!.

ბევრი აზრი შეიძლება გამოითქვას ამ საკითხის შესახებ… ზოგი ამბობს, რომ არსებობს.. ზოგმაც შეიძლება მკაცრად უარყოს ამ პოსტის არსებობა, მაგრამ რეალობა სულ სხვანაირია. წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი (ბიჭებმა) გოგონებისთვის ძმობის დაფიცების პერიოდში. მართლა გავუწევთ მას პატიოსან ძმობას? (იმედია ხვდებით რა საკითხსაც ვგულისხმობ) სამწუხაროდ ეს საკითხი უფრო ჩვენშია პრობლემური და არა გოგონებში. ხშირად ისინი უფრო არიან მსხვერპლნი და იმედგაცრუებულნი. უამრავი ადამიანის მაგალითი შეიძლება იყოს მოყვანილი, როდესაც გოგონების მიერ აღიარებული ძამიკოსგან ჰქონიათ შემთხვევა სიყვარულის ახსნის. საბოლოოდ ასეთი ურთიერთობა უმეტესად სავალალოდ სრულდება.. ზოგ შემთხვევაში კარგადაც, თანხმობით და ოჯახის შექმნით.. ასეთი მაგალითებიც მრავლად არსებობს და მათთან კითხვით “არსებობს თუ არა ქალის და კაცის ნამდვილი მეგობრობა”.. კერძოდ მე ასეთი პასუხი მივიღე “არა.. მეც ასე მეგონა ადრე.. არც კი ვფიქრობდი რაიმე სერიოზულს , მართლა “ნამდვილი მეგობრებივით” ვიყავით როგორც და-ძმა .. მაგრამ ხედავ ეხლა როგორი ოჯახი გვაქვს”.. მართლაც ლამაზი და იდილიური ოჯახი აქვს მას..

მაგრამ მის აზრს 100%-ით ვერ დავეთანხმები, რადგან რა თქმა უნდა ერთგული ადამიანებიც არსებობენ.. ისეთი რომ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, შეძენილ “დაიკოზე” ცუდი არც კი გაიფიქროს, ან იმ დაიკომ არ გაიფიქროს ცუდი მეგობარ ბიჭზე, რაც ალბათ დღევანდელობის დიდ პრობლემას წარმოადგენს. თვითონაც ბევრის მომსწრე ვყოფილვარ. მეც უარვყოფდი ამ აზრს და ვეწინააღმდეგებოდი ისეთ ადამიანებს, ვისაც გოგო და ბიჭის მეგობრობის არ ჯეროდა , სანამ თვითონ არ ჩავვარდი ასეთ მდგომარეობაში და 12 წლის უახლოესმა მეგობარმა ყველფერი არ ჩაშალა. მიუხედავად ასეთი ფაქტების სიხშირისა, მეორე ან მესამე დღეს ისევ გრძელდება ამნაირი ადამიანების და-ძმობა , სიცილით, ჭორაობით, სხვადასხვა თემებზე ლაპარაკით და რათქმაუნდა სხვა რამეებითაც, რასაც შეიძლება ორიდან რომელიმე სულაც ვერ ამჩნევდეს.

ჩემი აზრით ეს საკითხი პრობლემაა.. პრობლემა ჩვენი ქვეყნის, რადგან სქვა ქვეყნებში ასე არ არის.. არ არის ღალატი, რადგან არ არსებობს ბიჭს და გოგოს შორის გამოგონილი და-ძმობა. დღეს ჩემ თვალწინაც ბევრი ადამიანია ამის მსხვერპლი , გოგოც და ბიჭიც.. როდესაც ვხედავ 2 შეხმატკბილებულ ადამიანს, ვიცი დღეს ეს ბევრს უკვირს , წარმოიდგენს და თან ვერ ხვდება:”როგორ შეიძლება მე მასზე ცუდი ვიფიქრო, ან მან შემომხედოს მე სხვა თვალით”.. ვიცი ასეთი რეაქცია შეიძლება მოყვეს ამ აზრს , მაგრამ , როგორც მე , ასევე ასეთი ადამიანებიც ოდესღაც შეიცვლიან აზრს და ეს შეიძლება დიდი ტკივილის ფასად დაუჯდეს. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა არსებობენ ერთგული მეგობრებიც.. მართალია შეიძლება სანთლით დაძებარი, მაგრამ არიან.. მეც ვიცნობ ბევრ ასეთს , სამწუხაროდ ეს ძალიან მცირე ნაწილია ჩვენი თაობის.. იმედია ცოტათი მაინც გაიაზრებს ყოველი თქვენგანი ამ საკითხს.. დაკვირვებით შეხედეთ ყველას და ყველაფერს, თუ, რასაკვირველია, გაწუხებთ ეს პრობლემა.
^