Files.Pirveli.Ge » გვერდი 28
 
Информация к новости
  • Просмотров: 6593
  • Автор: admin
  • Дата: 22 სექტემბერი 2016
22 სექტემბერი 2016

მადლობა (dgiuri.com)

Категория: სტატიები

მადლობა (dgiuri.com)


დღეს არის მადლობის საერთაშორისო დღე :)

სასაცილოა თითქოს, მაგრამ სინამდვილეში ამას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ!

გაიხსენეთ, რამდენ ხალხს აქვს ჩვენთვის სიკეთე გაკეთებული, რამდენს ვუყვარვართ, რამდენი მეგობარი და კეთილისმსურველი გვყავს, რამდენი დამსახურება აქვთ სხვებს ჩვენს მიმართ...

დაურეკეთ, მიწერეთ და მადლობა გადაუხადეთ!

მე მადლობას ვუხდი ჩემს ბებიებს და ბაბუებს, ვინც გამზარდა და წერა/კითხვა მასწავლა, აგრეთვე მანქანის ტარება (თუ არა, ეს რომელიღაც ბიძამ მასწავლა მგონი) და უბრალოდ შრომა - საბოლოო ჯამში ჩემგან ჩამოყალიბდა ის ადამიანი, რომელიც ეხლა აქ ზის და ბლოგზე რაღაც სისულელეებს წერს.

მადლობა მშობლებს, რომ გვერდში მიდგანან ამდენი ხანია და თავისი კრიტიკული შენიშვნებით ცხოვრებას მიხალისებენ.

მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებიც ... ეუფ, ამას ცალკე პოსტი უნდა მგონი.

მადლობა სკოლის მასწავლებლებს და საერთოდ, მთელს ჩემს სკოლას - თავისუფალ ადამიანად რომ გამზარდეს, იმისათვის.

მადლობა ყველა იმ ხალხს, ვისთანაც ჩემი ცხოვრების განმავლობაში სტუმრად ყოფნა მომიწია (იაპონიიდან დაწყებული ერევნით დამთავრებული) - მათი დახმარებით ახალი ჰორიზონტები დავინახე
(მიუხედავად იმისა, რომ ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქითაც კი ვარ ნამყოფი, სვანეთსა და ხევსურეთამდე ვერ მიმიღწევია)

მადლობას ვუხდი ჩემს მეზობლებს, ჩემს ნათესავებს და ნაცნობებს, თანამშრომლებს და კოლეგებს, კურსელებს და კლასელებს - ამ უკანასკნელებს განსაკუთრებით, იმიტომ რომ ბოლო დროს თითქოს თავიდან დავმეგობრდით, ერთმანეთი ისევ ვიპოვნეთ და ეს ძალიან კარგია (არ არის ცუდი).

მადლობა აგრეთვე... ჩემს მტრებს. ხალხს, ვისაც ჩემი შურს. იმათ, ვინც არ მიცნობს და ვერსაოდეს გამიცნობს. ვისაც უნდა, რომ ხელი და ფეხი მომტყდეს. ვისაც არ უნდა, რომ რამე წარმატებას მივაღწიო. ბოროტ და უბრალოდ, სულელ ხალხსაც ვუხდი მადლობას - თქვენი დამსახურებაცაა იმაში, თუ ვინ ვარ მე, და რა ადამიანი დავდექი (ამ ყველაფერს ისე ვწერ, თითქოს ეხლა გავხდი 18 წლის და თავი მომაქვს...)

ხოო, ჩემი საიტის ძვირფას სტუმრებსაც მადლობა ბევრი კომენტარისათვის :)

მეგობრებს კი მაინც ყველაზე განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ.
Информация к новости
  • Просмотров: 2211
  • Автор: admin
  • Дата: 7 აგვისტო 2016
7 აგვისტო 2016

ვინ და რატომ არ მიდის არჩევნებზე?!

Категория: News



4 წლიანი მმართველობა და საოცნებო ხელისუფლება. ვინ უცხადებს მმართველ გუნდს ნდობას? მიდიან თუ არა ამომრჩევლები არჩევნებზე? ნახეთ ჩვენს სიუჟეტში.
Информация к новости
  • Просмотров: 2536
  • Автор: admin
  • Дата: 28 აპრილი 2016
28 აპრილი 2016

უფასო მგზავრობა წინასააღდგომოდ 1-დან 2 მაისის ჩათვლით გაგრძელდება

Категория: ---



აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ინიციატივით, სატრანსპორტო კომპანიის მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს 1-დან 2 მაისის ჩათვლით უფასოდ მოემსახურება.
Информация к новости
  • Просмотров: 1686
  • Автор: admin
  • Дата: 14 აპრილი 2016
14 აპრილი 2016

რა იცის საზოგადოებამ დედაენის დღის შესახებ?

Категория: News



დღეს 14 აპრილს, სრულიად საქართვლო დედაენის დღეს აღნიშნავს. რა იცის ამ დღესთან დაკავშირებით მოსახლეობამ და როგორია მათი პასუხები ამას უკვე ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ, რომელიც რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით გადავიღეთ.
Информация к новости
  • Просмотров: 45923
  • Автор: admin
  • Дата: 11 აპრილი 2016
11 აპრილი 2016

მოუწესრიგებელი ავტოპარკინგი თბილისში

Категория: News



მოუწესრიგებელი ავტოპარკინგი და მასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორია საზოგადოების აზრი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და რა გზები არსებობს არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად. ტელეკომპანია ტივი "მაქსი" გთავაზობთ სიუჟეტს, რომელიც თბილისის ქუჩებში რეალურ ფაქტებზე გადავიღეთ.
Информация к новости
  • Просмотров: 2386
  • Автор: admin
  • Дата: 5 ივნისი 2015
5 ივნისი 2015

უვიზო რეჟიმის ქვეყნები საქართველოს მოქალაქეთათვის

Категория: სტატიები

უვიზო რეჟიმის ქვეყნები საქართველოს მოქალაქეთათვის


უვიზო რეჟიმის ქვეყნები საქართველოს მოქალაქეთათვის. ინფორმაცია მოპოვებულია საერთაშორისო საავიაციო ჯგუფ “star alliance”-ისა და “sky team”-ის მონაცემთა ბაზიდან.
უვიზო მიმოსვლის წესები ხშირად იცვლება, ამიტომ მგზავრობის დაწყებამდე, ნუ ენდობით ბოლომდე წარმოდგენილ ინფორმაციას და გთხოვთ რომ ხელახლა გადაამოწმოთ.
ანტიგუა და ბარბუდა– უვიზოდ 1 თვე
სომხეთი– უვიზო
აზერბაიჯანი– უვიზო
ბანგლადეში– ვიზა ჩასვლისას, ფასი 50$
ბაჰამის კუნძულები – უვიზოდ 3 თვე
ბარბადოსი – უვიზოდ 28 დღე
ბელარუსი – უვიზო
ბოლივია – ვიზა ჩასვლისას ფასი 51$
ბრაზილია – უვზო
ბურუნდი – ვიზა ჩასვლისას (ეს ეხება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს სადაც ბურუნდის წარმომადგენლობა არ არის)
კამბოჯა – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას, ფასი 20$
კაპო ვერდე – ვიზა ჩასვლისას (ეხება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს სადაც კაპო ვერდეს წარმომადგენლობა არ არის)
კუკის კუნძულები – უვიზოდ 31 დღე
კუბა – უვიზოდ 30 დღე
ჯიბუტი – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას
დომინიკა – უვიზოდ 21 დღე
ეკვადორი – უვიზოდ 90 დღე
ეგვიპტე – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას
გამბია – ვიზა ჩასვლისას (ეხება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს სადაც გამბიის წარმომადგენლობა არ არის)
გრენადა – უვიზოდ 3 თვე
ჰაიტი – უვიზოდ 3 თვე
ირანი – 15 დღიანი ვიზა ჩასვლისას (ჩასვლამდე ინტერნეტით მოპოვებული უნდა იქნას ავტორიზაციის კოდი www.mfa.gov.ir)
იამაიკა – ვიზა ჩასვლისას ფასი 20$
იორდანია – ვიზა ჩასვლისას
ყაზახეთი – უვიზო
კენია – 3 თვიანი ვიზა ჩასვლისას
სამხრეთ კორეა – უვიზოდ 30 დღე (იმ შემთხვევაში თუ ჩახვალთ ჟეჯუს კუნძულზე)
კოსოვო – უვიზო
ქუვეითი – 3 თვიანი ვიზა ჩასვლისას
ყირგიზეთი – უვიზო
ლიბანი – 3 თვიანი ვიზა ჩასვლისას
ლაოსი – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას ფასი 30$ (აუცილებელია მიმწვევის მითითება)
მაკაო – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას
მადაგასკარი – 90 დღიანი ვიზა ჩასვლისას
მალაიზია – უვიზოდ 1 თვე
მალდივის კუნძული – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას
მავრიკია – 60 დღიანი ვიზა ჩასვლისას
მიკრონეზია – უვიზოდ 30 დღე
მოლდოვა – უვიზო
მონღოლეთი – უვიზო
მოზამბიკი – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას, ფასი 25$
ნამიბია – უვიზოდ 3 თვე
ნეპალი – 90 დღიანი ვიზა ჩასვლისას, ფასი 100$
ნიკარაგუა – ვიზა ჩასვლისას
ნიუე – უვიზოდ 30 დღე
პალაუ – ვიზა ჩასვლისას (მაქსიმუმ 90 დღე)
რუანდა – ვიზა ჩასვლისას (ეხება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს, სადაც რუანდის წარმომადგენლობა არ არის)
სამოა – 60 დღიანი ვიზა ჩასვლისას
შრი-ლანკა – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას
სენტ ლუსია– უვიზოდ 6 კვირა
სენტ ვინსენტი და გრენადა – უვიზოდ 1 თვე
სირია– ვიზა ჩასვლისას
ტაჯიკეთი – უვიზო
ტანზანია – ვიზა ჩასვლისას ფასი 50$
აღმოსავლეთ ტიმორის კუნძულები – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას ფასი 30$
ტოგო – 7 დღიდან 6 თვემდე ვიზა ჩასვლისას (პასპორტი ჩამოგერთმევათ და მეორე დღეს დაგიბრუნდებათ პასპორტი ვიზით)
თურქეთი – უვიზოდ 3 თვე
უგანდა – ვიზა ჩასვლისას ფასი 50$
უკრაინა – უვიზო
უზბეკეთი – უვიზო
ზამბია – ვიზა ჩასვლისას ფასი 50$
Информация к новости
  • Просмотров: 2132
  • Автор: admin
  • Дата: 26 მაი 2015
26 მაი 2015

26 მაისი –საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

Категория: სტატიები

26 მაისი –საქართველოს დამოუკიდებლობის დღე


26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს.
1917 წლის რუსეთში მომხდარ ბურჟუაზიულ რევოლუციას მონარქიის დამხობა და იმპერიის დაშლა მოჰყვა. საქართველოში ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული საბჭო, რომელიც, ფაქტობრივად, ქვეყანას მართავდა. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ აირჩიეს ნოე ჟორდანია.

1918 წლის 26 მაისს მიღებულ იქნა “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი”, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამი იყო: “მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო. მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველი მხრით მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავისი ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო, საქართველო მტრისაგან დაეცვა. რუსეთის დიდი რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დატოვა ამიერკავკასია. “დარჩნენ რა თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკაკასიამ თვით იდვეს თავს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერისი ორგანოებიც შეჰქმნეს; მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა. ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს. ამისდა თანახმად, საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის ნოემბრის 22-ს არჩეული საქართველოს ეროვნულ ყრილობის მიერ, დღეს აცხადებს:

დამოუკიდებლობის აქტი1)ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

2)დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაა.

3)საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.

4)საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი – მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.

5)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.

6)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს.

7)დამფუძნებელი კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნული უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.
Информация к новости
  • Просмотров: 3779
  • Автор: admin
  • Дата: 23 მაი 2015
23 მაი 2015

გილოცავთ ნიკოლოზობას

Категория: სტატიები

გილოცავთ ნიკოლოზობას


წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მაშინ ეს მხარე რომის იმპერიის კუთვნილება იყო. მძიმე დევნას განიცდიდა ქრისტეს მებრძოლი, ახლადდაარსებული ეკლესია. რომის იმპერატორმა ვალერიანმა, წარმართული ღმერთების ერთგულმა თაყვანისმცემელმა, მთელს იმპერიაში გასცა განკარგულება, რომ ედევნათ ქრისტიანები. დევნას განიცდიდნენ არა მარტო ღვთისმსახურნი, ერის ხალხიც. მათ თავიანთ მწყემსმთავრებთან ერთად აწამებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ. სწორედ ამ დროს დაიბადა წმინდა ნიკოლოზი...

Информация к новости
  • Просмотров: 5738
  • Автор: admin
  • Дата: 12 მაი 2015
12 მაი 2015

ანდრეა პირველწოდებულის ხსენების დღე!

Категория: News

ანდრეა პირველწოდებულის ხსენების დღე!


წმ. ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. წმიდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხმა, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. მაცხოვრის გამოჩენისას, წმიდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: „აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ“. ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ იესოს. შემდეგ კი ანდრია ძმასთან, პეტრესთან მივიდა, მესიის პოვნა ახარა, ისიც იესოსთან მიიყვანა და მას დაუმოწაფა. ქრისტეს დამოწაფებული ძმები კვლავ ჩვეულ საქმიანობას განაგრძობდნენ და თევზაობით ირჩენდნენ თავს. ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მოუწოდა მას: „მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა“. რის შემდეგაც ისინი განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმეებიც გახდნენ.

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, „რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა“ საქადაგებლად, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით. ყოვლადწმიდა ქალწულმა მოუწოდა წმიდანს და ღვთის ნება აუწყა, შემდეგ ფიცარი მოითხოვა, „დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისსა“. ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ეს სიწმიდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა და დიდ ღვაწლს შემდგარი, აკურთხა. წმიდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ კი შავიზღვისპირეთს მიაშურა, „შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების“.

სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები, რომელიც, გადმოცემით, თავად წმიდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია.

ნეტარს მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს ურწმუნოთაგან, მაგრამ ღვთისა და პატიოსანი ხატის მეოხებით ყველაფერი მადლობით დაითმინა, „ვიდრემდის ყოველნივე მოაქცივნა და მოიყვანა სარწმუნოებად“. იმ ადგილას, სადაც მოციქულმა ღვთისმშობლის ხატი დაასვენა, „ფრიად შუენიერი და დიდი“ წყარო აღმოცენდა. ამ სასწაულმა მრავალ წარმართს გაუნათა გონება და შეუდგნენ ქრისტეს მაცხოვნებელ სწავლებას. მოციქულმა ახალმოქცეულთ დაუდგინა მღვდლები და დიაკვნები. „დაუდგინა წესი და საზღვარი სარწმუნოებისა“, აუგო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი, სადაც ფიცარზე ზეციური დედოფლის ნაბოძები ხატიდან სასწაულებრივ გადასული ასლი დააბრძანა. ამის შემდეგ უფლის რჩეულმა გადაიარა ფერსათის მთა და აქ ჯვარი აღმართა (სწორედ ამის გამო ეწოდა ამ მთას „რკინის ჯვარი“). მოციქული შემდეგ სოფელ აწყურში მივიდა, რომელიც ადრე სოსანგეთად იწოდებოდა. ამ დროს ამ მხარის გამგებელი იყო ქვრივი სამძივარი, რომელსაც ერთადერთი ვაჟი ჰყავდა. სწორედ ამ დროს მას შვილი მოჰკვდომოდა. ქვრივს შეატყობინეს, რომ იქ იყო ერთი ადამიანი, რომელიც უცნობ ღმერთზე ლოცულობდა. ამ ცნობამ მას გულში იმედი ჩაუსახა და მოციქული თავისთან იხმო. წმიდა ანდრიამ ქვრივი დედაკაცის ერთადერთი ძე მკვდრეთით აღადგინა. გახარებულმა ქალმა მადლობით ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, თავის შვილთან ერთად მოინათლა და სამცხის მთავრებს წერილი მისწერა, ამ ამბავს ატყობინებდა და ყველას თავისთან იხმობდა. „ვითარცა ესმა მესხთა ამბავი ესე საკვირველი, მსწრაფლ შეკრბეს ყოვლით კერძო და იქმნა სიმრავლე ერისა ფრიადი“. მოვიდნენ საკერპოს მსახურნიც. ხალხი ორად გაიყო; ნაწილი იძახდა, „ჯერ არს თაყუანის-ცემად, რომელმა ესე ვითარი სასწაული აღასრულა“, სხვები კი კვლავ ცრუ ღმერთების ერთგულნი რჩებოდნენ. ცილობა რომ ჩაეცხროთ, გადაწყვიტეს, საკერპოში ღვთისმშობლის ხატი შეებრძანებინათ, შემდეგ კი კარი დაეხშოთ. მაცხოვრის მსასოებლებს - ქრისტეს მიმართ, კერპთმსახურებს კი - თავიანთი ღვთაებისადმი უნდა ელოცათ. დახშულ ტაძართან მცველები დააყენეს. დილით, როცა კარი გააღეს, ყველამ იხილა „კერპები ქუეყანად დათხეულნი და სახედ მტუერისა შემუსრვილნი, ხოლო ხატი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა ბრწყინვიდა, ვითარცა მზე, დიდებითა და პატივითა“. წმიდა ანდრიამ აწყურში მოაწყო ეკლესია და მცირე ეკვდერში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა, შემდეგ კი ახალმოქცეულ სამწყსოს განეშორა და გზა განაგრძო: იყო კლარჯეთში, არტაანკოლაში, პართეთში, სომხეთში, შემდეგ კი იერუსალიმში წავიდა.

იერუსალიმთან ანდრია სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად ისევ საქართველოში დაბრუნდა. ისინი ქართლში შევიდნენ, განამტკიცეს ქრისტიანობა და „დაჰყვნენ დასავლეთით, განვლეს ტაოს კერძო ქვეყანა ვიდრე ჭოროხამდე“, იყვნენ სამეგრელოსა და სვანეთში. სვიმონი და ანდრია აფხაზეთში წავიდნენ „ხოლო დიდი ანდრეა სვიმონითურთ... შევიდეს ქუეყანასა აფხაზეთისასა და უქადაგეს სიტყუა იგი ღუთის-მეცნიერებისა და მრავალთა სიხარულით შეიწყნარეს ქადაგება იგი და მუნ დაუტევა ნეტარმან ანდრეა სვიმონ კანანელი სხვათა თანა მოწაფეთა და თავად ჯიქეთისა ქუეყანად ავიდა“. ჯიქეთის მკვიდრმა მოსახლეობამ არა მარტო უარი განაცხადა მისი ქადაგების მიღებაზე, არამედ მოციქულის მოკვლაც კი გადაწყვიტა. მათი სიჯიუტე და უხეში გონება რომ დაინახა, მოციქულმა მიატოვა ისინი და წავიდა. წმიდა ანდრია მოციქული სკვითთა ქვეყანაში, დღევანდელ რუსეთშიც ყოფილა. მდინარე დნეპრს აჰყოლია იმ ადგილამდე, სადაც ამჟამად ქალაქი კიევი მდებარეობს.

უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა, პატრა (საბერძნეთი) იყო, წმიდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმნათ, არამედ დაეკიდათ ნეტარი. წმიდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს, წმიდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. უღმრთო ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმიდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. მეომრები დიდხანს ამაოდ ცდილობდნენ მის ჩამოხსნას. წმიდანმა „აღიხილნა თუალნი ზეცად და მადლობა შესწირა უფალს და აკურთხნა მორწმუნენი იგი ჯუარსა დამოკიდებულმან“. და ასე, ღვთისადმი მადლობით აღესრულა წმიდანი. ქალაქის მმართველის ცოლმა მოციქულის ცხედარი ჯვრიდან ჩამოხსნა და პატივით მიაბარა მიწას. რამდენიმე საუკუნის შემდეგ კონსტანტინე დიდი ზეობისას წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით დაასვენეს კონსტანტინეპოლში და წმიდა მოციქულთა ტაძარში დააბრძანეს ლუკა მახარებლისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით.

ხშირად, ჩვენი ისტორიის ავბედითობის გამო, ჩვენი ეკლესიის სამოციქულო წარმომავლობა ეჭვქვეშ დგებოდა. ამის დასტურია წმიდა გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებაში აღწერილი ერთ-ერთი ეპიზოდი, სადაც წმიდა გიორგი ანტიოქიის პატრიარქის წინაშე შემდეგი სიტყვებით იცავდა საქართველოს ეკლესიის თვითმყოფადობას: „წმიდაო მეუფეო, შენ იტყვი, თავისა მის მოციქულთაჲსა პეტრეს საყდარზე ვზიო. ხოლო ჩუენ პირველწოდებულისა და ძმისა თვისისა მწოდებელისა ნაწილნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი. და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი - სვიმეონს ვიტყვი კანანელსა - ქუეყანასა ჩუენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ამათ წმიდათა მოციქულთა განათლებულნი ვართ. და ვინაჲთგან ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარგვიყოფიეს. და არცა ოდეს წუალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩუენი, და ყოველთა უარისმყოფელთა და მწუალებელთა შევაჩუენებთ და დავსწყევთ. ამას საფუძველსა ზედა მართლმადიდებლობისასა და მცნებათა და ქადაგებათა ზედა წმიდათა მათ მოციქულთასა მტკიცე ვართ“.

შევთხოვოთ ჩვენს შემწესა და მფარველს წმიდა ანდრიას:

წმიდაო მოციქულო, მოციქულთა უპირატეს წოდებულო ანდრია, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 18(225), 2003 წ.
Информация к новости
  • Просмотров: 4064
  • Автор: admin
  • Дата: 7 იანვარი 2015
7 იანვარი 2015

Alilo- ალილო-გილოცავთ ქრისტეს შობას

Категория: News

Информация к новости
  • Просмотров: 16816
  • Автор: admin
  • Дата: 1 იანვარი 2015
1 იანვარი 2015

საახალწლო ლექსები

Категория: ლიტერატურა

საახალწლო ლექსები


თოვლის შვილიშვილი
გაუჭირდა თოვლის პაპას,

ხვნეშით დადის, წამლებს ყლაპავს.



დავბერდიო, - ასე ამბობს, -

მხნედ ვიყავი შარშან ამ დროს!



საჩუქრების დიდი გუდა

ძლივს ასწია, შველა უნდა.



შუბლზე ცვარი მოიწმინდა:
– თოვლის შვილიშვილი მინდა!
ვასილ გულეური








საახალწლო სიზმარი

ახალი წლის ღამეა

და სასწაულს ველი,

მალე დაჰკრავს თორმეტჯერ –

მიდის წელი ძველი.



ნაძვის ხესთან ვზივარ და

არ ჩამთვლიმოს, ვცდილობ.

თოვლის პაპას რომ დავხვდე,

არ მსურს, დავიძინო.



გარეთ ცივა, სახლში კი

საამურად თბილა...

ჰოდა, შუაღამემდე

ჩამეძინა ტკბილად.



თოვლის პაპა მესიზმრა

და სიზმარი ახდა –

როცა გამომეღვიძა,

საჩუქრები დამხვდა.



ასე ჩუმად რად მოდის

თოვლის პაპა, ნეტავ?

შუაღამეს რად უცდის,

დღე რატომ ვერ ვხედავ?



ნატვრადა მაქვს ქცეული

თოვლის პაპის ნახვა...

კიდევ ერთ წელს მის მოსვლას
სად ვუცადო ახლა?..
ვასილ გულეური





ციკოს თოვლის პაპა

ახლა წლამდე ცოტა დარჩა,

მოადგება აგერ, მთებს.

მუხის ძირას ციყვი ციკო

თოვლის პაპას აკეთებს.



მოაგროვა სამი გუნდა,

არ დასჭირდა წვალება.

ორ ცალ კერკეტ კაკალს უდებს

თოვლის პაპას თვალებად.



ტანზე კოხტად ჩაურიგა

ყავისფერი ღილები.

განა მართლა ღილებია –

გაკროლილი თხილები.



სტაფილო აქვს ცხვირის ნაცვლად –

ციკო მართლა არ ხუმრობს.

მხოლოდ ქუდი ვერ იშოვა,

თავზე რომ დაახუროს.



ფუღუროსკენ გაეშურა,

იქნებ, რამე მოძებნოს...

თოვლის პაპა მარტო დარჩა

და თავისთვის ოცნებობს:



“მალე ქუდსაც დავიხურავ,

ხელში ჯოხსაც დავიჭერ.

სულ პირველი მე გავიგებ

ახალი წლის ნაბიჯებს!..”



უცებ, მართლა ნაბიჯების

ხმა მოისმა შორიდან.

გაუკვირდა თოვლის პაპას –

ნუთუ, უკვე მოვიდა?



მაგრამ, არა, ახალი წლის

ნაბიჯები როდია,

ეს კურდღელი ამბაკო და

თაგვი თენგო მოდიან.



დაინახეს თოვლის პაპა...

რა გგონიათ, რა მოხდა?

ცოტა ხანში, როცა ციკო

ხიდან დაბლა ჩამოხტა,



იქ რაც დახვდა, დამშვიდებით

აბა, როგორ უცქიროს –

თოვლის პაპა უღილებოდ,

უთვალებოდ, უცხვიროდ!
ვასილ გულეური



საახალწლო

ჩირი, ვაშლი, ჩურჩხელა,

შოკოლადის ფილა,

მოგილოცავთ სუყველას

ახალი წლის დილას!

ოქრო გოგო-ბიჭებო,

დამიბერდით ტკბილად!
გივი ჭიჭინაძე




როდის მოვა თოვლის პაპა
მაშინ, როცა დეკემბერი წავა,
გზას დაუთმობს იანვარს და თოვას,
პატარებო, ახალი წლის ღამეს,
თოვლის პაპა საჩუქრებით მოვა.

ყველაფერი დაუჯერეთ მშობლებს,
სწავლით გული გაუხარეთ, თორემ,
თოვლის პაპა ურჩ და ზარმაც ბავშვებს,
დამიჯერეთ, უსაჩუქროდ ტოვებს.
ნათია ჯანაშია



წერილი თოვლის ბაბუას
ჩემო თოვლის ბაბუა,
მენატრები ძალიან,
გავიგე, რომ ბავშვებთან
გულით მოგიხარია.
ისიც ვიცი, ხურჯინი
საჩუქრებით სავსე გაქვს,
ალბათ როგორ დაგღალა
მძიმე ტვირთის ტარებამ!
ჰოდა, თოვლის ბაბუა,
იცი, მე რას ვნატრულობ?
საახალწლოდ ეგ სავსე
ხურჯინი რომ მაჩუქო!
ლელა ცუცქირიძე


გუნდა-გუნდა
გუნდა-გუნდა, თოვლის გუნდა,
გაგორდება, სადაც უნდა,
გაეპარა დედა თოვლს და
კარუსელზე შემოსკუპდა.
დედა თოვლი ფიფქებს აფრქვევს:
- ჩემი გუნდა სად არის?
მის ძებნაში გადათოვლა
თოვლმა მთელი ქალაქი.
გაიხარეს პატარებმა:
- ფანტელები ცვივა ციდან,
ეს რა კარგად მოგვილოცა
თოვლმა ახალი წლის დილა
ლელა ცუცქირიძე



გამოცანები
ნათია ჯანაშია
***
როცა თოვს, ციდან რა ცვივა?
არ უნდა ბევრი ფიქრი,
ბამბის პატარა ფთილას ჰგავს,
გამოიცანით! (ფიფქი)


***
აღმართ-აღმართ დავატარებთ,
როცა ფიფქი ცვივა ციდან,
დაღმართებში არხეინად
დაგვაქროლებს. რაა? (ციგა)


***
თოვლისაგან გავაკეთე,
რა ახურავს თავზე? – ტაფა!
ცხვირი კურდღელს მოუპარავს,
თქვით, რა არის? (თოვლის პაპა)



***
ყინვისაგან როცა წვეთებს
ეყინება ბოლოები,
საწვეთურებს რა ჰკიდია?
გამჭვირვალე?.. (ლოლუები)





საახალწლო სიმღერა

თეთრი ციდან ფიფქი ცვივა,

გვირილების ხელაო...

ჩქარა ტაში,

ჩქარა ტაში,

აბა, დელი-დელაო!

ჩვენს ნაძვის ხეს შემოევლოს

წიფელა და თელაო.

ეს რა კარგი,

რა ლამაზი

დილა გაგვითენდაო.

თეთრი ციდან ფიფქი ცვივა,

გვირილების ხელაო...

ჩქარა ტაში,

ჩქარა ტაში,

აბა, დელი-დელაო!

ჯანსუღ ჩარკვიანი





თოვლის ბაბუა

გადმოლახა ზღვები და

გადმოლახა მთები -

მოდის თოვლის ბაბუა

დათოვლილი მხრებით,

დათოვლილი წარბებით,

დათოვლილი თმებით.

მოჰყავს დათუნიები

მოაქვს საჩუქრები.

გარეთ ცივი ქარია,

ათოვს მთებს და ველებს.

ალბათ სცივა ბაბუას -

ვინ გაუთბობს ხელებს?

როცა მოვა, ვიცეკვებთ

და გულს გავიხარებთ,

გაზაფხულის მოსვლამდე

არ გავუშვებთ გარეთ.

მორის ფოცხიშვილი





საახალწლო

რაც ძველია, ძველია,

ძველია და მიდის.

დღეს ახალი წელია,

ზეიმია დიდი.

დაფიფქული წარბებით,

დათრთვილული ქუდით

თოვლისპაპა მოვიდა

თოვლი მოაქვს გუდით.

აბა, ჩქარა, ბავშვებო,

გავანძრიოთ ხელი,

თორემ დაგვიძველდება

ეს ახალი წელი.

მორის ფოცხიშვილი




ნაძვის ხეო

ნაძვის ხეო,

ნატვრის ხეო,

გული ლხენით აგვივსეო.

ნუ დაგვღალე,

თოვლის ბაბუ,

საჩუქრები გვაღირსეო.

გივი ჭიჭინაძე



ნაძვის ხეო

ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო,

ლამაზო და მშვენიერო,

როგორ მინდა შენს გარშემო

ვიცეკვო და დავიმღერო!

თბილ ოთახში მოგიწვიეთ,

გაერთო და ჩვენც გაგვართო.

ყინვასა და სიცივეში

რა გინდოდა ტყეში მარტო?

ხედავ, სახე გაგიბრწყინდა,

დაგვიმშვენე ბავშვებს მხარი,

ახალი წლის სტუმარი ხარ,

ჩვენი ზამთრის მეგობარი.

ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო,

ლამაზო და მშვენიერო,

როგორ მინდა შენს გარშემო

ვიცეკვო და დავიმღერო!
იოსებ გრიშაშვილი




ნაძვის ხის სიმღერა

მოვა, როცა მთა და ბარი

თეთრ ნაბადში გაეხვევა.

პატარების საოცნებო

საახალწლო ნაძვის ხე ვარ!

ჩამოვიყვან თოვლის პაპას,

მხარზე ხურჯინგადაკიდულს,

ჩამოვიტან ნამცხვარს, ქადას,

ჩურჩხელას და შაქარყინულს.

მალხაზებო, მანანებო,

ვარსკვლავების სადარებო,

მოდით ჩემთან, საჩუქრები

დაგირიგოთ, პატარებო! -

სიმღერებით ცა მთოვარი

გაათბეთ და გაადარეთ,

ეს ახალი წელიწადიც

ბედნიერად გაატარეთ!

ნოდარ დუმბაძე



საახალწლო

- ახალი წლის საღამოა,

ქარი ქრის და ფიფქი ცვივა,

თოვლის საბანს რომ იხურავ,

ნაძვის ხეო, არა გცივა?

- არა მცივა, პატარებო,

მე ღიმილი თქვენი მათბობს

და გისურვებთ, რომ თქვენს გულშიც

არასდროს არ დაიზამთროს.

ზამთარია, მაგრამ გული

არ გითბებათ ყველას განა?

ხედავთ? თოვლის ბაბუამაც

საჩუქრები მოგიტანათ.

უღრან ტყიდან მოვიჩქარი,

ისე ძლიერ შემიყვარდით,

მე მოვედი, რომ ახალი

მოგილოცოთ წელიწადი.

ნოდარ დუმბაძე




საახალწლო კარნავალზე

ტანში ჟრუანტელი მივლის,

ახალი წლის დილა დგება,

ფიფქი -თოვლის შვილობილი

ხელზე მტრედად

მაფრინდება.

მელაკუდა რა ხანია

აღარ დასდევს კუდში იხვებს,

დათვი, თითქოს ბატკანია,

თავს გვიკრავს და

ხმას არ იღებს.

მგელს არა აქვს სულაც შიში,

თოვლის პაპა როცა ჩნდება,

ჩვენთან ერთად დგება რიგში

და საჩუქარს ელოდება.

მორის ფოცხიშვილი




მრავალ-მრავალ ახალ წელს

ნაძვის ხეზე ჩიტი ჯდება,

ოქროს ნისკარტს მაღლა სწევს,

საქართველოს სადიდებლად

მრავალ, მრავალ ახალ წელს!

ჩემი გული სიხარულით,

რა თქმა უნდა, ახლაც ძგერს,

მშვიდობა და სიყვარული,

მრავალ, მრავალ ახალ წელს!

მორის ფოცხიშვილი



უცნაური ორთქმავალი

საახალწლო ნაძვის ხეზე

ქალაქისკენ მომავალი

ნიავქარზე უფრო მალი -

დგას ბაქანზე ორთქმავალი.

დაგანახათ წამით ნეტავ,

უცნაური არის მეტად.

ერთმანეთზე გადაბმული,

ჩანს თერთმეტი სათაგური.

წინ ეწევა დიდი კასრი

და იმ კასრზე კბილებბასრი

ულვაშა და კუდფუმფულა

ფისუნია დასკუპულა.

მემანქანის ფორმა შვენის,

მემანქანის ქუდიც ხურავს

და ტკბილი ხმით უხმობს თაგვებს,

თან ხითხითებს ეშმაკურად:

- ვისაც უნდა ქალაქისკენ

უბილეთოდ გავაქროლო,

აბა, ჩქარა ამობრძანდეს,

ერთი წამი დაგვრჩა მხოლოდ.

გივი ჭიჭინაძე
Информация к новости
  • Просмотров: 16868
  • Автор: admin
  • Дата: 1 იანვარი 2015
1 იანვარი 2015

ლექსები ახალ წელზე

Категория: ლიტერატურა

ლექსები ახალ წელზე


- ახალი წლის საღამოა,

ქარი ქრის და ფიფქი ცვივა,

თოვლის საბანს რომ იხურავ,

ნაძვის ხეო, არა გცივა?



- არა მცივა, პატარებო,

მე ღიმილი თქვენი მათბობს

და გისურვებთ, რომ თქვენს გულშიც

არასდროს არ დაიზამთროს.



ზამთარია, მაგრამ გული

არ გითბებათ ყველას განა?

ხედავთ? თოვლის ბაბუამაც

საჩუქრები მოგიტანათ.



უღრან ტყიდან მოვიჩქარი,

ისე ძლიერ შემიყვარდით,

მე მოვედი, რომ ახალი

მოგილოცოთ წელიწადი.
Назад Вперед
^