Files.Pirveli.Ge » გვერდი 3
 
Информация к новости
  • Просмотров: 2248
  • Автор: admin
  • Дата: 15 მაი 2021
15 მაი 2021

მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელთა ცოლობასაც არასოდეს ინანებთ

Категория: სტატიები

მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელთა ცოლობასაც არასოდეს ინანებთ


ამბობენ, რომ ქორწინება თავისებური "ლატარიაა", არავინ იცის წინასწარ მოიგებ თუ წააგებ. თუმცა, გარისკვად მაინც ღირს იმის გაგება, იქნებ რამხელა სიხარული გელოდებათ წინ. ქალისთვის იმის გარკვევა, თუ კონკრეტულად რომელ მამაკაცს დაუკავშიროს ბედი ხშირად რთულია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დაოჯახებამდე ადამიანები სულ სხვაგვარად იქცევიან. ქორწინების შემდეგ კი შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს და ერთ დროს რომანტიკული შეყვარებულის ნაცვლად, ხელში მობუზღუნე ან სულაც დესპოტი და აუტანელი ქმარი შეგრჩეთ. ასტროლოგია ზუსტად ამაში გეხმარებათ და დღეს ზუსტად იმაზე გიამბობთ, ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული მამაკაცის ცოლობა ღირს თვალის დაუხამხამებლად ყოველგვარი ფიქრის გარეშე...

კურო - კურო, პირველი მიწის ნიშანია და ამასთან ერთად, მის ზოდიაქოს სიყვარულის პლანეტა მართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მამაკაცი ერთგულებასთან ერთად საკმაოდ რომანტიკული და მოსიყვარულეა. თუმცა, რაკიღა მიწის ნიშანია ზომიერად ჯიუტი და პრინციპულიც იქნება. კუროს არ უყვარს აჩქარება, ამიტომ ნუ დააჩქარებთ მოვლენებს მასთან ურთიერთობაში. მიეცით საშუალება, რომ გადაწყვეტილება აუჩქარებლად, მშვიდ ფონზე მიიღოს. სამაგიეროდ, თქვენი ქორწინება მომავალში საოცრად რომანტიკული და მყარი იქნება.

კირჩხიბი - ამ ზოდიაქოს ნიშანს მთვარე მართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მამაკაც კირჩხიბს ჩანასახშივე იდეალურად ესმის ქალის ფსიქოლოგია. მთვარე ხომ თავის მხრივ ქალური ენერგეტიკის მმართველი პლანეტაა. მამაკაცი კირჩხიბი ბუნებით ფრთხილი, ემოციური და სენსიტიურია. ის ძალიან ბუტია და წყენიაა, ამიტომ თუ მასთან სერიოზული კავშირი გინდათ სიტყვებს და მიმართვის ტონს გაუფრთხილდით ხოლმე. უხეშობა და უტაქტობა კირჩხიბს თქვენ მიმართ გრძნობებს დიდი ხნით გაუცივებს. ამასთან ერთად, მას აუცილებლად სჭირდება, რომ ქალმა ერთდროულად მოირგოს დედისა და ცოლის ფუნქციები. შესაბამისად, თუკი თქვენ ამ ორი ფუნქციის შეთავსება არ გაგიჭიდებათ, მამაკაც კირჩხიბთან ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება გელით.

თხის რქა - ასევე მიწის ნიშანია, თუმცა მის ხასიათში მშობლიური სტიქია გაცილებით უფრო მძაფრადაა გამოვლენილი ვიდრე კუროს შემთხვევაში იმიტომ რომ, თხის რქას დამატებით არა ვენერა, არამედ პირქუში სატურნი მართავს. რაც იმას ნიშნავს, რომ მამაკაცი თხის რქა ხშირად ერთი შეხედვით უხეში, ცივი და უემოციო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. შინაგანად კი თხის რქები საოცრად მოწესრიგებული, ერთგული და გაწონასწორებული ინდივიდები არიან. თხის რქის გულის მოსაგებად ხანგრძლივვადიანი ურთიერთობა დაგჭირდებათ. ამასთან ერთად, მის მრავალრიცხოვან სანათესავოსაც უნდა მოაწონოთ თავი. თუკი თხის რქა დარწმუნდა, რომ ჭეშმარიტად მშვიდი, ღირსეული და პატივსაცემი ქალი ხართ, აუცილებლად შემოგთავაზებთ საკუთარ გულსა და ხელს სამომავლოდ. თავად კი თავის მხრივ უზომოდ მზრუნველი, ერთგული თუმცა კი ცოტა ემოციურად ცივი მეუღლე იქნება
Информация к новости
  • Просмотров: 5329
  • Автор: admin
  • Дата: 11 მაი 2021
11 მაი 2021

Opera Final

Категория: პროგრამები/soft

Opera  Final


ეს არის ყველასათვის ცნობილი ბრაუზერის უახლესი ვერისია, ყველამ გადმოწერეთ ეს ვინც ოპერას ხმარობთ ძალიან მაგარია, ბევრი რამ არის განახლებული დიზაინიც მთლიანად შეცვლილია...
Информация к новости
  • Просмотров: 1951
  • Автор: admin
  • Дата: 10 მაი 2021
10 მაი 2021

ქამა სოკოს სალათა ლურჯი ყველით

Категория: სტატიები

ქამა სოკოს სალათა ლურჯი ყველით


ქამა სოკოს სალათა ლურჯი ყველით
დრო
10 წთ
ულუფა
2
სირთულე
მარტივი

ინგრედიენტები:
ქამა სოკო 8 ცალი
სალათის ფოთლები 1 კონა
ლურჯი ყველი (გორგონძოლა, როკფორი და სხვა) 50 გ
ძმარი ბალზამიკო 1 ს/კ
ყურძნის წიპწის ზეთი 1 ს/კ
თაფლი გემოვნებით
ტაბულა
მომზადების წესი:

სოკო თხელ ფირფიტებად დავჭრათ, ყველი – დავაქუცმაცოთ.
სალათის ფოთლები თეფშზე დავაწყოთ, ზედ დავაწყოთ სოკოს ნაჭრები და ყველი.
თაფლი და ბალზამიკო ავურიოთ. სალათას მოვასხათ ზეთი და თაფლისა და ბალზამიკოს სოუსი.
Информация к новости
  • Просмотров: 2074
  • Автор: admin
  • Дата: 9 მაი 2021
9 მაი 2021

"შვილი რომ გაეთბო, ესკობარმა 2 მილიონი დოლარი დაწვა" - "კოკაინის მეფის" ცხოვრება და სიკვდილი

Категория: სტატიები

"შვილი რომ გაეთბო, ესკობარმა 2 მილიონი დოლარი დაწვა" - "კოკაინის მეფის" ცხოვრება და სიკვდილი


დასაწყისი

პაბლო ემილიო ესკობარ გავირია 1949 წლის 1-ლ დეკემბერს, კოლუმბიაში, მედელინიდან 40 კილომეტრის დაშორებით, რიონეგროში დაიბადა. პაბლოს მამა ფერმერი იყო, დედა კი - სკოლის მასწავლებელი. ოჯახში თანატოლების მსგავსად პაბლოსაც უყვარდა ლეგენდარულ კოლუმბიელ "ბანდიტოსებზე" საგმირო ამბების მოსმენა. იმაზე, თუ როგორ ძარცვავდნენ მდიდრებს და ეხმარებოდნენ ღარიბებს.

პაბლომბავშვობ ღარიბ უბანში გაატარა, არც ისე სანიმუშო მოსწავლე იყო, ამიტომ 16 წლისა სკოლიდან გამოუშვეს და მისი დანაშაულებრივი ცხოვრებაც იმ დროიდან დაიწყო. თავდაპირველად ძარცვავდა საფლავებს, იპარავდა საფლავის ქვებს და მანქანებს, გარშემო კრიმინალები შემოიკრიბა და საკუთარი ბანდაც შექმნა.

27 წლის პაბლო ესკობარმა ცოლად მოიყვანა მარია ვიქტორია ჰენაო ველეჯო, რომელიც იმ დროისთვის მხოლოდ 15 წლის იყო. წყვილს ორი შვილი - ვაჟი ხუანი და გოგონა - მანუელა ჰყავდა. "შემიძლია ერთმანეთს ჩავანაცვლო ყველაფერი, მაგრამ ვერასდროს ვერაფერს ვანაცვალებ ჩემს ცოლ-შვილს", - ამბობდა ნარკობარონი.

"შვილი რომ გაეთბო, ესკობარმა 2 მილიონი დოლარი დაწვა" - "კოკაინის მეფის" ცხოვრება და სიკვდილი


1971 წელს ესკობარის ბანდამ გაიტაცა ბიზნესმენი დიეგო ეჩევარიო. მის სანაცვლოდ გამტაცებლებმა რამდენიმე მილიონი მოითხოვეს, საბოლოოდ ბიზნესმენი მოკლეს, ამბავი კი უმალ გავრცელდა კოლუმბიაში, მომხდარმა გაახარა ღარიბი მოსახლეობა, რადგან ეჩევარიო, როგორც ამბობენ, ღარიბების განსაკუთრებული ექსპლუატატორობით გამოირჩეოდა.

1972 წელს ესკობარი მედელინში უკვე ყველაზე ცნობილი ავტორიტეტული დამნაშავე იყო.

ამერიკელთა 1970-იანელ თაობას მხოლოდ მარიხუანა აღარ აკმაყოფილებდა, უფრო ძლიერი ნარკოტიკი ესაჭიროებოდა. მალე ამერიკაში გაჩნდა კოკაინი, რაზეც პაბლომ თავისი დანაშაულებრივი ბიზნესის აწყობა დაიწყო. ცოტა ხანში ესკობარი კოლუმბიის კოკაინის ინდუსტრიას თითქმის სრულად აკონტროლებდა. მოგვიანებით მან და მასთან დაახლოებულმა სამმა ბიზნესმენმა შექმნეს მედელინის ნარკოკარტელი. ეს იყო უმსხვილესი კარტელი, რომელიც აშშ-ში კოკაინს ავრცელებდა.

კოკაინის გადასატანად ისინი თვითმფრინავებსა და წყალქვეშა ნავებსაც კი იყენებდნენ.

"დონ-პაბლო" პოლიტიკაში და აშშ-ს პრეზიდენტი ნარკობარონთა წინააღმდეგ

პაბლო ესკობარმა ბედი პოლიტიკაშიც ცადა. მან თავისი კანდიდატურა კოლუმბიის კონგრესში წარადგინა და 32 წლის კონგრესმენის შემცვლელი გახდა. კონგრესში არჩევის შემდეგ, ის კოლუმბიის პრეზიდენტობაზე ოცნებობდა, მაგრამ საარჩევნო რბოლაში კოკაინის ბინძური ფულის ჩადების წინააღმდეგ იუსტიციის მინისტრმა როდრიგო ლარა ბონიამ ფართო კამპანია გააჩაღა. ამის გამო, 1984 წელს ესკობარი კოლუმბიის კონგრესიდან გარიცხეს. სრულიად მოულოდნელად იუსტიციის მინისტრი მოკლეს, შურისძიების კვალი კი ესკობართან მიდიოდა.

1980-იან წლებში ამერიკის პრეზიდენტი რეიგანი ნარკობარონთა წინააღმდეგ ილაშქრებს, ის ავალებს სამართალდამცველ უწყებებს ბრძოლას ნარკობარონთა წინააღმდეგ არა მარტო აშშ-ში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, მათ შორის კოლუმბიაშიც.

ამერიკელებმა კოლუმბიის ხელისუფლებას ესკობარისა და რამდენიმე მსხვილი ბიზნესმენის გადაცემა მოსთხოვეს. სამართალდამცავთა მცდელობების მიუხედავად, პაბლომ შეძლო და პოლიციას დაემალა, ის მხოლოდ ერთი პირობით ჩაბარდებოდა, თუ კოლუმბიაში მოიხდიდა სასჯელს და არ მოხდებოდა მისი ექსტრადირება აშშ-ში

"შვილი რომ გაეთბო, ესკობარმა 2 მილიონი დოლარი დაწვა" - "კოკაინის მეფის" ცხოვრება და სიკვდილი


ესკობარმა რამდენჯერმე შეძლო ციხისთვის თავის დაღწევა, საბოლოდ კი, 1991 წელს ის ჩაბარდა ხელისუფლებას, თუმცა ციხეც კი, სადაც ის ჩაჯდა, მისი საკუთრება იყო და ნამდვილად არ ჰგავდა ციხეს. აუზი, კაზინო, ღამის კლუბი, ჯაკუზი, სპორტული მოედანი - ასეთი იყო "ლა კათედრალი", ციხე, სადაც პაბლო ეკსობარი სასჯელს იხდიდა. ასეთი ყოფის გამო, 1992 წლის 22 ივლისს პრეზიდენტმა გავირიამ ესკობარის ნამდვილ ციხეში გადაყვანა ბრძანა, მაგრამ ესკობარმა პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო და ციხიდან გაიქცა.

პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის სიკვდილი

1990-იან წლებში პაბლო ესკობარი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო. მისი სიმდიდრე 30 მილიარდ დოლარს აღემატებოდა. ის ამერიკის ძებნილი ნარკობარონების სიას ედგა სათავეში და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დამნაშავე გახლდათ.

1993 წლის 1-ლ დეკემბერს, ესკობარს 44 წელი შეუსრულდა, იცოდა, რომ ეძებდნენ, ამიტომ ცდილობდა, ტელეფონით ნაკლები ელაპარაკა, თუმცა ოჯახის მონატრებამ თავისი ქნა და ვაჟს დაურეკა. პოლიციამ მას მარტივად მიაგნო, სახლს, რომელშიც ესკობარი იმალებოდა, ალყა შემოარტყეს. სპეცრაზმელებმა კარი შეამტვრიეს და შიგნით შეიჭრნენ, ესკობარის მცველმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, თვითონ მძიმედ დაჭრილი ფანჯრიდან გადმოვარდა. ესკობარმა გაქცევა სცადა და ფანჯრიდან სახურავზე აძვრა. გაისმა სროლის ხმა და ესკობარი უგონოდ დაეცა. არსებობს ვარაუდი, რომ ის სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა, თუმცა ზოგი ფიქრობს, რომ "დონ-პაბლომ" თავი მოიკლა...

იმავე წლის 3 დეკემბერს ათასობით კოლუმბიელმა მედელინის ქუჩები გაავსო. ესკობარის დაკრძალვას 25 000 ადგილობრივი მაცხოვრებელი დაესწრო. ზოგი ნარკობარონის სიკვდილს განიცდიდა, სხვები კი სიხარულს გამოხატავდნენ.

გთავაზობთ საინტერესო ცნობებს პაბლო ესკობარის შესახებ:

თავის ერთ-ერთ უზარმაზარ სამფლობელოში - პუერტო ტრიუნფოში ესკობარმა საკუთარი ზოოპარკი მოაწყო, სადაც უამრავი სპილო, ჟირაფი, ჰიპოპოტამა და სხვა ცხოველები ბინადრობდნენ.

ღარიბმა მოსახლეობამ, რომელთაც ესკობარი ეხმარებოდა, ნარკობარონს ზედმეტსახელად რობინ ჰუდი უწოდა. ამას გარდა მისი ზედმეტსახელი იყო "დონ პაბლო" და "ელ პატრონა".


"შვილი რომ გაეთბო, ესკობარმა 2 მილიონი დოლარი დაწვა" - "კოკაინის მეფის" ცხოვრება და სიკვდილი


გავრცელებული ხმებით, ესკობარს 4000 ადამიანი ჰყავს მოკლული, მათ შორის 200 მოსამართლე, 1000 პოლიციელი, ჟურნალისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები. "ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ღმერთი ვარ, თუ ვიტყვი, რომ რომელიმე ადამიანი უნდა მოკვდეს, ის იმავე დღეს კვდება".

როდესაც ესკობარის ოჯახი სამართალდამცავებს ემალებოდა, პაბლოს ქალიშვილი მანუელა ავად გახდა. შვილი რომ გაეთბო, ესკობარმა 2 მილიონი დოლარი დაწვა.

იმისათვის, რომ ხელისუფლებას ექსტრადიციის შესახებ კანონი შეეცვალა, ესკობარმა კოლუმბიას 10 მილიარდი დოლარი შესთავაზა.

მთელი 7 წლის განმავლობაში ესკობარი ჟურნალ "ფორბსის" სიაში უცვლელ ადგილს იკავებდა, როგორც ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში.

ესკობარის ბიზნესი დიდი და მრავალფეროვანი იყო,ის მოიცავდა მანქანებს, თვითმფრინავებს ვერტმფრენებს, ნავებს, მან ასევე იყიდა 2 წყალქვეშა ნავი, რათა კოკაინი ამერიკაში გადაეტანათ.

ესკობარს ყველაზე მეტად ექსტრადიციის ეშინოდა. მიუხედავად ყველაფრისა, მას არ სურდა, რომ სიცოცხლის უკანაკსნელი წლები ამერიკის ციხეში გაეტარებინა. "მირჩევნია ჩემი სხეული განისვენებდეს კოლუმბიის მიწაზე, ვიდრე აშშ-ში, ციხეში".

მიუხედავად მისი უამრავი სისხლიანი საქმისა და გარიგებისა, ესკობარმა რამდენიმე პროგრამა შეიმუშავა ღარიბი კოლუმბიელების დასახმარებლად. ის ფულს ურიგებდა ეკლესიებსა და საავადმყოფოებს, დააფუძნა გაჭირვებულთა თავშესაფრები, სადაც ხალხი უფასოდ იღებდა საკვებს, მანვე ააშენა პარკები და სპორტული მოედნები...

ესკობარმა თავისი სახელი და პოპულარობა იმაში გამოიყენა, რომ ის აერჩიათ კოლუმბიის კონგრესში. "ყველას აქვს თავისი ფასი, მთავარია გაარკვიო ვინ რამდენი ღირს", - ხშირად იმეორებდა თურმე "კოკაინის მეფე".
Информация к новости
  • Просмотров: 2415
  • Автор: admin
  • Дата: 8 მაი 2021
8 მაი 2021

განკითხვის ღამე 3 / The Purge: Election Year (2016/RUS/WEB-DLRip) ONLINE

Категория: ვიდეო/videos / ფილმები/movies

განკითხვის ღამე 3 / The Purge: Election Year (2016/RUS/WEB-DLRip) ONLINE


წელი: 2016
ჟანრი: ბოევიკი, საშინელება, თრილერი, ფანტასტიკა
ხანგრძლივობა: 01:48:28
გახმოვანება: რუსული (დუბლირებული) [სუფთა ხმა]
რეჟისიორი: ჯეიმს დემონაკო
როლებში: ფრენკ გრილო, ელიზაბეტ მიტჩელი, მაიკელტი უილიამსონი, ჯოზეფ ჯულიან სორია, ბეტი გებრიელი, ტერი სერპიკო
ფილმის შესახებ:
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იდეალურ მომავალში, სადაც განკითხვის ღამე, საერთაშორისო ტრენდად გადაიქცა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამერიკის აეროპორტებში, ტურისტები ჩამოდიან, რადგან წელიწადში ერთხელ, აქ ამერიკაში - ყველაფერი ნებადართულია!

IMDB რეიტინგი: 6,5/10 (5,809 ხმა)
Кинопоиск რეიტინგი: 7.12 (110 ხმა)
Информация к новости
  • Просмотров: 1991
  • Автор: admin
  • Дата: 5 მაი 2021
5 მაი 2021

ქართველი ლექტორი, რომელმაც 33 სტუდენტი ოჯახს გამოგლიჯა და საკუთარი რელიგია შექმნა

Категория: სტატიები

ქართველი ლექტორი, რომელმაც 33 სტუდენტი ოჯახს გამოგლიჯა და საკუთარი რელიგია შექმნა


1994 წლის ზაფხულში ტექნიკური უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის მეორადი ფაკულტეტის რელიგიის
ლექტორმა რეზო ბაქრაძემ 33 სტუდენტთან (22 ბიჭი და 11 გოგო) ერთად საქართველო დატოვა. ისინი ხუთი წლის განმავლობაში თურქეთში ცხოვრობდნენ, შემდეგ კანადაში გადავიდნენ. მშობლებმა ზუსტად არ იციან, რატომ გაჰყვნენ მათი შვილები უცხოეთში ჩუმად საკუთარ ლექტორს, სტუდენტების უმრავლესობას დღეს გვარ-სახელი და სოციალური სტატუსი შეცვლილი აქვს. გვარ-სახელი შეცვლილი აქვს რეზო ბაქრაძესაც. მას თეოფილე მალაქიას სახელით იცნობენ. გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტები "საყვარელ ლექტორს" გენერალს ეძახდნენ, გენერალმა საკუთარი სექტა ჩამოაყალიბა და სავარაუდოდ, სტუდენტები სწორედ ამ სექტის წევრები არიან. თუმცა, რას ასწავლის თეოფილე მალაქიას მოძღვრება, უცნობია.
სხვადასხვა წყაროების ცნობით, თეოფლე მალაქია საკუთარ სტუდენტებთან ერთად ტორონტოში ერთ ბანაკად ცხოვრობს, გოგონების უმეტესობა მისი ცოლი გახდა. შვილებიც გაუჩინეს და საქართველო დაივიწყეს. რამდენიმე წლის წინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც მალაქიას საყვარელი სტუდენტი ბიზნემენებს მოუწოდებდა დაეფინანსებინათ ისინი, რადგან ევანგელისტური ეკლესიის აშენება სურდათ. ეს ჩანაწერი ერთ-ერთი სტუდენტის დედამ ინტერნეტში ნახა. ყველა მათგანი, რომელიც მალაქიამ ტორონტოში წაიყვანა, განათლებულია, რამდენიმე ენას ფლობენ, ყველა მათგანი წარმატებულია და დასაქმებული. აქვთ საერთო ყულაბა, რომელსაც სწორედ თეოფილე მალაქია განკარგავს. ამბობენ, რომ რეზო ბაქრაძეს ზემოქმედების საოცარი უნარი აქვს. მას ვერ აკავებს ვერც ერთი ქვეყნის პოლიცია, რადგან სტუდენტები საკუთარი ნებით გაჰყვნენ.

თავდაპირველად რეზო ბაქრაძემ სტუდენტები თურქეთში გადაიყვანა, მას ამაში დალი ყარაულაშვილი დაეხმარა. ბაქრაძე და მისი სტუდენტები სწორედ მასთან ცხოვრობდნენ თურქეთში.

"1994 წლის ივლისში რეზო ბაქრაძემ დამირეკა თურქეთში და მითხრა, რომ ოჯახთან ერთად უნდოდა ჩამოსვლა და მე, რა თქმა უნდა, დახმარებაზე უარი არ მითქვამს. ერთ კვირაში სასტუმროს პერსონალი მატყობინებს, შენ გკითხულობენო. ჩავედი და სასტუმროს წინ საბჭოური ტიპის წითელი ავტობუსიდან რეზო ჩამოვიდა, ხელი ჩამომართვა, მომესალმა. ვკითხე, მეუღლე და შვილი სად არიან-მეთქი. მიპასუხა, ავტობუსში არიანო. ვუთხარი, ჩამოვიდნენ და ავტობუსი გაუშვი-მეთქი და გაეღიმა, მარტო არა ვართო. ავტობუსში რომ ავედი, შოკში ჩავვარდი, ავტობუსში 33 სტუდენტი იჯდა. რა ხდება-მეთქი, ვკითხე რეზოს და მითხრა, კანადაში გვინდა გასვლა და უნდა დაგვეხმაროო… 36 ადამიანი ჩემს სასტუმროში დავაბინავე", - იხსენებს ყარაულაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში. დალი ყარაულაშვილი რეზო ბაქრაძის სტუდენტი იყო. ის ამბობს, რომ ბაქრაძე სტუდენტებს ცხვრებს ეძახდა და ამბობდა, ამათ რასაც მინდა იმას გავაკეთებინებ, თუ მინდა კლდიდან გადახტებიანო.

მისი თქმით, ბაქრაძე სტუდენტებს თავისუფალი სექსისკენ ან მასტურბაციისკენ მოუწოდებდა. არ უყვარდა ილია ჭავჭავაძე და ქართული ენა; ამბობდა, რომ საქართველოში ცხოვრება მძიმე იყო. ყარაულაშვილი იმ დღესაც იხსენებს, როცა მესიის სახლში "საყვარელი ლექტორის" და მისი სტუდენტების საიდუმლო შეკრება ნახა.

"მახსოვს, ერთხელ, მასთან სახლში მოულოდნელად სტუმრად მივედი, საღამო ხანი იქნებოდა, მისი სამუშაო ოთახი ჩაბნელებული იყო. რომ შევედი, ხმები მომესმა და სიბნელეშივე გამოვაცხადე, ვინ ვიყავი და შუქი ავანთე, რეზო ამაზე გაგიჟდა. ოთახში რკინის საწოლზე წამოწოლილ რეზოს აქეთ-იქიდან ახალგაზრდა სტუდენტი გოგოები ესხდნენ, ზოგი რეზოს ფეხზე იყო მიყრდნობილი, ზოგი – მუცელზე,


ზოგი თავზე ხელსაც უსვამდა "მომავალ მესიას", თავი ჰარამხანაში მეგონა. რაც შეეხებათ ბიჭებს, ზოგი სკამზე იჯდა, ზოგი – იატაკზე, ზოგიც კედელზე იყო მიყრდნობილი. როგორც ჩანს, ლექტორი ქალებთან სიახლოვის დროს უკეთესად ქადაგებდა, თანაც სიბნელეში", - ჰყვება ყარაულაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

თეოფილე მალაქიას სახელს დაუკავშირეს 2009 წელს 18 წლის მარიამ მახნიაშვილის გაუჩინარებაც. მარიამ მახნიაშვილი ტორონტოში ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობდა, ის სკოლიდან გაუჩინარდა. მოგვიანებით კი, 50 წლის მამაკაცთან ერთად "მაკდონალდსში" ნახეს, რომელსაც რუსულად და გერმანულად ესაუბრებოდა. დააკავეს მარიამ მახნიაშვილის მამა, რომელიც სასჯელს განზრახ მკვლელობის ბრალდებით იხდის. მოგვიანებით, კანადის სამეფოს პოლიციამ გაავრცელა ცნობა, რომ ქართველი მოზარდი მარიამ მახნიაშვილი, რომელიც ტორონტოდან უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა, შესაძლოა, ქალაქ ოკოტოკსში ყოფილიყო. პოლიციის ინფორმაციით, მახნიაშვილი ოკოტოკსში ნახეს, სადაც ის ტურისტებს ინდიელების ტრადიციულ სუვენირებს სთავაზობდა. თუმცა მისი კვალი ისევ გაუჩინარდა. მარიამ მახნიაშვილის ცხედარი 2012 წელს ტორონტოს ხეობაში იპოვეს. დაკრძალვაზე დასწრების საშუალება გამომძიებლების და მარიამის მეგობრების გარდა არავის მისცეს. მკვლელობის მიზეზად თვითმკვლელობა განიხილებოდა, რასაც ოჯახი არ ეთანხმება. შვილის დაკრძალვაზე მისვლის საშუალება არ მისცეს მარიამის მამას, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა. მახნიაშვილის საქმე 2014 წელს დაიხურა, თუმცა პასუხი, რა გახდა ახალგაზრდა გოგონას გაუჩინარების და მკვლელობის მიზეზი, დღემდე არ არსებობს.
Информация к новости
  • Просмотров: 7189
  • Автор: admin
  • Дата: 2 მაი 2021
2 მაი 2021

აღდგომა

Категория: News

აღდგომა


ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს… გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიხარულს…

აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით.
აღდგომას წინ ყველაზე დიდი და მძიმე მარხვა უსწრებს. დღესასწაულის შესახვედრად მორწმუნეები სულიერად ემზადებიან.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ბოლო კვირას ენიჭება.
აღდგომამდე ერთი კვირით ადრე ბზობა – ანუ ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შებრძანება იზეიმება.
ორშაბათიდან კი ვნების კვირეული იღებს სათავეს.
ვნების კვირეულში თითოეული დღე გარკვეული მნიშვნელობის მატარებელია.
განსაკუთრებით გამოყოფენ ხუთშაბათს – საიდუმლო სერობის დღეს, როდესაც მაცხოვარი ზიარების საიდუმლოს აწესებს და წითელ პარასკევს – ქრისტეს ჯვარცმის დღეს. ეს ყველაზე მძიმე დღეა თითოეული ქრისტიანისათვის. პარასკეობით წითლად ღებავენ კვერცხებს, რაც მაცხოვრის მიერ ჩვენთვის დაღვრილი სისხლის სიმბოლოა.
ვნების კვირეულის მძიმე დღეების დაგვირგვინებად კვირა – მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული იქცევა. დღე, რომელიც ნებისმიერი მორწმუნესათვის უდიდესი სიხარულის მომტანია.

აღდგომა


მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღსდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა.
ოთხივე სახარების თანახმად, ღმრთისმშობლისგან უბიწოდ შობილი ქრისტეს ჯვარცმა პარასკევს, ებრაელთა პასექის დღესასწაულზე აღესრულა. ეს უდიდესი მწუხარების დღეა ნებისმიერი მორწმუნესათვის. თუმცა მესამე დღეს – კვირას მწუხარებას სიხარული ენაცვლება და ქრისტიანები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ.

325 წელს ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით, დღესასწაულის თარიღის გამოთვლა გაზაფხულის ბუნიობის (დღისა და ღამის თანასწორობა) მიხედვით ხდება. ბუნიობის შემდეგ, სავსე მთვარის მომდევნო კვირას მორწმუნეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობენ
Информация к новости
  • Просмотров: 6417
  • Автор: admin
  • Дата: 2 მაი 2021
2 მაი 2021

დიდი პარასკევი - იესო ქრისტეს წმიდა ვნებათა ხსენება

Категория: სტატიები

დიდი პარასკევი - იესო ქრისტეს წმიდა ვნებათა ხსენება


დღეს დამოეკიდების ძელსა, რომელმან დაჰკიდა ქვეყანა წყალთა ზედა; გვირგვინსა ეკალთაგან დაიდგამს ანგელოსთა მეუფე; ტყუილსა ძოწეულსა შეიმოსს, რომელმან შეჰმოსნა ცანი ღრუბლითა; ყვრიმლის-ცემასა ნებსით თავს-დებს, რომელმან იორდანეს განათავისუფლა ადამ; სამსჭვალითა განიმსჭვალვის სიძე ეკლესიისა; ლახვრითა განიგმირვის ძე იგი ქალწულისა; თაყვანის-ვჰსცემთ ვნებათა შენთა ქრისტე, თაყვანის ვჰსცემთ ვნებათა შენთა ქრისტე, თაყვანის ვჰსცემთ ვნებათა შენთა ქრისტე, გვიჩვენენ ჩვენ დიდებულიცა შენი აღდგომა.

დღეს კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა. დღეს მოხდა ღმერთის საშინელი განსჯა... სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული: არასდროს დაუცინიათ ღმერთისთვის ასე საშინლად. მოხარხარე ჯოჯოხეთი ჩასახლდა დღეს ადამიანში და დასცინა ღმერთსა და ყოველივე ღვთაებრივს. დღეს დასცინეს მას, ვისაც არასდროს გაუცინია. დღეს დაამცირეს ის, ვინც მოვიდა ჩვენს განსადიდებლად; დღეს ვტანჯავთ მას, ვინც მოვიდა ტანჯვისაგან ჩვენს განსათავისუფლებლად; დღეს სიკვდილს ვანიჭებთ მას, ვინც მარადიული ცხოვრება მოგვიძღვნა.

საკუთარი ხალხისაგან უარყოფილი სამყაროს მეუფე ჯვარზედ აღესრულა; ზეციური სიყვარული გაითელა ადამიანური სიძულვილით; ნათელი ჭეშმარიტი შეურაცხყოფილი იქნა სიცრუითა და ადამიანური ღალატით. რა ჩააცხრობდა ზეციური მამის მრისხანებას, როგორი ღვაწლი გამოისყიდდა კაცობრიობის ამ ახალი ცოდვით დაცემას. რას წარმოადგენდა მთელი სამყარო და თვით ზეციური ძალები ძე ღმრთისას დანთხეული სისხლის თუნდაც ერთი წვეთის წინაშე?.. გოლგოთიდან ყველაფერი ხელისგულივით მოჩანდა. ნათელი იყო ყოველივე და სამყარო განაჩენს ელოდა. განაჩენი წარმოითქვა ნაგვემი, შეურაცხყოფილი, ტანჯული ძე კაცისას მიერ: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.

აღსრულდა რაღაც დიადი, განუზომლად მნიშვნელოვანი და იდუმალი. მოხდა დაცემული ადამის აღდგინება, ქრისტეში ადამიანის ღმერთთან შეერთება, ცოდვების წარხოცვა, სიცოცხლის განახლება. მამის მიერ მოცემული საქმე აღასრულა ძემ. მამისადმი სრული მორჩილების გზა ბოლომდე განვლო. აღსრულდა ადამიანური სიმართლეც: ის სიყვარული, რაც ერთმა შეიძლება ყველას მისცეს, მიეცა ქვეყანას; ის ბოროტება, როგორიც შეიძლება ამ სოფელმა ერთს დაატეხოს, ქრისტეს ხვედრი შეიქნა. კაცობრიობამ გოლგოთაზე გაასამართლა ქრისტე, მაგრამ გოლგოთაზევე გასამართლდა კაცობრიობაც. გოლგოთაზევე დასრულდა ადამის მოდგმის ქრისტიანობამდელი ისტორია. მართალია, იუდეველებმა ჯვარს აცვეს უფალი, მაგრამ სამაგიეროდ თითქმის მთელმა მაშინდელმა წარმართულმა სამყარომ თაყვანი სცა ჯვარცმულს, როგორც ღმერთს და ამით ქრისტეს ვნების გზა სამყაროს გადარჩენის, ბოროტებისა და ცოდვის უფსკრულიდან მისი აღმოყვანის გზად აღიარა. ქრისტეს ჯვართან ჯვარცმისას შეკავშირდა სამყაროს მთელი ბოროტება და იქვე, ჯვარცმისას, ჯვართან მოხდა ამ ბოროტების დამარცხება. დამარცხება, ასე რომ სწყუროდათ ბოროტებისა და ძალადობის გარემოცვაში მცხოვრებ სიმართლის მაძიებელთ.

ქრისტეს ჯვრით დასრულდა ძველი ცხოვრება და დაიწყო ახალი, რომელშიც აღორძინდა ადამიანის სული. გოლგოთაზე ნათლად გამოიკვეთა საშინელება გზისა, კაცობრიობა რომ ვიდოდა ქრისტემდე. ადამიანს საშუალება მიეცა სინანულისა. გოლგოთა იყო ბრძოლა სიკეთისა ბოროტებასთან, ნათლისა ბნელთან, ქრისტესი ამა სოფლის თავადთან.

და ქრისტემ სძლია ამ სოფელს!
Информация к новости
  • Просмотров: 12468
  • Автор: admin
  • Дата: 1 მაი 2021
1 მაი 2021

დიდი ხუთშაბათი

Категория: News

დიდი ხუთშაბათი

აჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს, მაშინ უსჯულო იუდა ვეცხლისმოყვარებისა სენითა დაბნელდებოდა და უსჯულოთა მსაჯულთა შენ, მართალსა მსაჯულსა, მიგცემდა. იხილეთ, ჰოი, მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვეცხლისაჲ, რომელმან მისთჳს შიშთჳლ-იბა. და ივლტოდით უძღებისა მისგანს სენისა, რომელმან მოძღუარსა თჳსსა ზედა ესევითარი იკადრა. არმედ, რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგენ, კაცთ-მოყუარე ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა!

ღეს დაასრულა მაცხოვარმა საფუძველი ახლისა აღთქმისა, დღეს მან მოწაფეთა თვისთა უკანასკნელნი თვისნი დიდნი მცნებანი და სწავლანი, ოდეს დააწესა მან უმთავრესი ქრისტიანული საიდუმლო ზიარებისა, დღეს მისცა მათ უმაღლესი სახე და მაგალითი ქრისტიანული სიმდაბლისა და სიყვარულისა, დაბანა რა ფერხნი მათნი. ერთი სიტყვით, როგორადაც აღდგომა ქრისტესი არის დაგვირგვინება მისისა საქმისა და ჩვენი სჯულისა, მზგავსადვე დღევანდელი დღე იყო შევსება და დასრულება მისისა სჯულის დებისა“.

წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

საიდუმლო სერობა

უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა. ეს დღე დიდ ხუთშაბათად იწოდება. ორი დღის შემდეგ ეგვიპტის ტყვეობიდან მათი გამოხსნის აღსანიშნავად ებრაელები უდიდეს დღესასწაულს პასექს ზეიმობდნენ. დღესასწაულის წინა საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ, ოჯახის უფროსი ერთი წლის ბატკანს ან თიკანს კლავდა, მთლიანად წვავდა და ოჯახთან ერთად შეექცეოდა. პასექის მიღება წინა დღითაც შეიძლებოდა, განსაკუთრებით - გალილეიდან მოსულთათვის. უფალმა, რაკი იცოდა, რომ თავი პასექის დღესასწაულზე უნდა შეეწირა, სერობა სწორედ წინა დღეს, ხუთშაბათს გამართა.

სად აღესრულა საიდუმლო სერობა

ბეთანიიდან მომავალმა მოწაფეებმა არ იცოდნენ, სად უნდა ეჭამათ პასექი, უფალმაც არაფერი უთხრა მათ, რათა მღვდელმთავრებთან შეთანხმებულ იუდას დროზე ადრე არ გაეცა იგი. მაცხოვარმა პასექის მოსამზადებლად პეტრე და იოანე გააგზავნა და უთხრა, რომ იერუსალიმის კარიბჭესთან კოკით მიმავალი კაცი შეხვდებოდათ. სახლში, რომელშიც იგი შევიდოდა, პატრონი მათთვის გამზადებულ ოთახს დაახვედრებდათ.

იუდას მხილება

საღამოს უფალი მოციქულებთან ერთად მივიდა იმ სახლში. როცა პასექის საჭმელად დასხდნენ, მაცხოვარმა მოწაფეებს ამცნო, რომ ერთ-ერთი მათგანი გასცემდა. მოციქულები გაოგნებულნი ეკითხებოდნენ, ვინ იქნებოდა გამცემი. უფლისადმი ერთგულებაში ეჭვი არავის ეპარებოდა, მაგრამ სწამდათ, რომ უფალმა მათი გულისნადები მათზე უკეთ იცოდა. უფლისაგან ფარულად მხილებულმა იუდამ წარბი არ შეიხარა და კადნიერად იკითხა, ვინ არისო გამცემი. რაკი ფარულმა მხილებამ არ გაჭრა, მაცხოვარმა სხვებისგან შეუმჩნევლად პირდაპირ უთხრა იუდას, რომ სწორედ ის იყო გამცემი. იუდაზე არც ამან გაჭრა. მაშინ უფალმა მოციქულებს დაუფარავად განუცხადა, რომ გამცემი მასთან ერთად ჯამში ამოაწობდა ლუკმას. ასეთი მოქმედებით უფალმა გვიჩვენა, რომ ცოდვილის გადარჩენას ბოლომდე უნდა ვეცადოთ.

ზიარების საიდუმლო

ძველაღთქმისეული პასექის დასრულების შემდეგ უფალმა აიღო პური, აკურთხა, გატეხა, მოწაფეებს საჭმელად მისცა და უთხრა: „ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული, ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა“ (ლუკ. 22, 19), - შემდეგ აიღო სასმისი, მისცა მათ და უთხრა: „სუთ ამისაგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მათ. 26, 27-28). ამით უფალმა დააწესა ახალი აღთქმის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო - ზიარება.

როგორც სახარება გვასწავლის, ზიარების გარეშე ცხონება შეუძლებელია. ღირსეულად მიღებული უფლის სისხლი და ხორცი დემონებს განაგდებს ჩვენგან და მცველად ანგელოზებს უხმობს. ქრისტიანები ერთი ბარძიმიდან ვიღებთ პურსა და ღვინოს, რომელიც მღვდელმსახურის მიერ სულიწმიდის მოხმობით რეალურად გარდაიქცევა იესო ქრისტეს წმინდა სისხლად და ხორცად. ზიარების შემდეგ ქრისტე ჩვენში შემოდის. მასთან ზიარებით ერთმანეთთანაც ვერთიანდებით, ვხდებით ქრისტეს სხეულის - ეკლესიის ჭეშმარიტი წევრები, რომლის თავი თავად უფალი იესო ქრისტეა.

ფერხთბანა

შემდეგ უფალმა ზედა შესამოსელი გაიხადა, არდაგი (შესამშრალებელი ნაჭერი) წელზე შემოირტყა, წყალი საბანელში ჩაასხა და მოწაფეებს ფეხები დაბანა. ამით მან ქრისტიანული სიმდაბლისა და სიყვარულის უმაღლესი მაგალითი გვიჩვენა და გვასწავლა, რომ ერთმანეთსაც ასეთივე მორჩილებით ვემსახუროთ. მორჩილება თავი და ბოლოა ყოველგვარი სათნოებისა.

იუდას განზრახვის მიუხედავად, უფალმა პირველს სწორედ მას დაბანა ფეხები, მაგრამ ვერც ამით შეძლო მისი ბოროტების ალაგმვა.

ადამიანს შემოქმედისგან თავისუფალი ნება აქვს მინიჭებული, ამიტომ მაცხოვარი ცდილობს, იუდამ არა ძალდატანებით, არამედ საკუთარი ნებით თქვას უარი თავის განზრახვაზე. ადამიანთა გამოხსნაც თავისუფალი ნებით უნდა მოხდეს.

* * *

დიდ ხუშაბათს წმიდა ეკლესია ამ დღეს აღსრულებულ ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, როდესაც მაცხოვარმა წესად დადო წმიდა ზიარების საიდუმლო (ევქარისტია), მაცხოვრის მიერ თავისი მოწაფეების ფეხთბანას, ნიშნად უდიდესი სიმდაბლისა და მათდამი უსაზღვრო სიყვარულისა, გეთსემანიის ბაღში ლოცვას და იუდას გამცემლობას. მიუხედავად იმისა, რომ სათანადოდ მომზადებულ  მორწმუნეს ზიარება წლის ნებისმიერ დროს შეუძლია, არსებობს დიდ ხუთშაბათს ზიარების ქრისტიანული ტრადიცია. ამ დღეს უზიარებლად დატოვება ერთ-ერთ მძიმე სასჯელად ითვლებოდა, თუმცა მცდარია შეხედულება, თითქოს დიდი ხუთშაბათის ზიარება რაიმეთი აღემატებოდეს სხვა დღეებში მიღებულს. უფლის სისხლი და ხორცი მარად უცვლელია.

მოამზადა ალექსანდრე კაპანაძემ
ჟურნალი „კარიბჭე“, აპრილი, 2004 წ.

დიდი ხუთშაბათი

მთავარეპისკოპოსი სერაფიმ სობოლევი „სიტყვა დიდ ხუთშაბათს“

„წმიდა საიდუმლოთა ღირსეული ზიარებისათვის“

დიდი ხუთშაბათი

დიდ ხუთშაბათს დააგვირგვინა მაცხოვარმა ყოველი თავისი სწავლანი უმშვენიერესი და უტკბილესი სიტყვებით, რომლითაც ნუგეში სცა და გამოეთხოვა საყვარელ მოწაფეებს.

ამ დღეს შესრულდა უფლის სერობა, რომელშიც გარკვეული საიდუმლოა ჩადებული. მართლმადიდებელ ეკლესიაში სრულდება 7 საიდუმლო: ნათლისღება, ზიარება, მირონცხება, აღსარება, მღვდლობა, ქორწინება და ზეთის კურთხევა. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესთაგან საიდუმლოს წარმოადგენს ზიარება.

„და ვითარცა ჰსჭამდეს იგინი, მიიღო იესო პური და ჰმადლობდა და განჰსტეხა, და მიჰსცა მოწაფეთა თვისთა და ჰრქუა მათ: მიიღეთ და ჰსჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი“ (მათე 26, 27).

იესო ჰმადლობდა, სანამ განსტეხდა პურს. მაცხოვარი ამით გვასწავლის, რომ ჩვენც უნდა ვმადლობდეთ ღმერთს მუდამ. ჩვენი მადლიერება შემოქმედს არაფერს მატებს, ჩვენ კი მასთან გვაახლოებს და როდესაც ტაძარში სრულდება ჟამის წირვა (ბერძნულიდან „ეუხარისტია“), ეს ნიშნავს იმას, რომ აღვავლენთ უფლისადმი მადლობას. ეს არის განსხვავება მისი მრავალი მოწყალებისა ჩვენზე.

იესო ქრისტე ძველი აღთქმიდან არაფერს არ არღვევს, ის აღასრულებს. როგორც მოგეხსენებათ, ებრაელები პასექის დღესასწაულს უფლის მიერ ეგვიპტის ტყვეობიდან გამოხსნის მოსაგონებლად აღნიშნავენ ნისანის 14 რიცხვში (მარტი-აპრილი), მზის ჩასვლის შემდგომ თუმცა კი პასექის მიღება უფრო ადრეც შეიძლებოდა, განსაკუთრებით გალილეიდან მოსულთათვის. მაცხოვარი, როგორც ძველი ყველა წესის აღმსარებელი, სარგებლობს ამ წესით და სერობასაც ნისანის 13 რიცხვის ხუთშაბათს აღასრულებს, დანიშნული დროიდან ერთი დღით ადრე. ეს იმის გამო, რომ ჯვარზე დაკანონებული საპასექო სერობის დღეს უნდა მიეტანა თავი თვისი მსხვერპლად. როგორც პასექი ჭეშმარიტ ტარიგს, პურის ნაჭრებს ურიგებს მოციქულთ, რითაც სიმბოლურად განასახიერებდა აღთქმული ქვეყნის სიუხვეს, მომდინარეს რძითა და თაფლით. ხანდახან ამ ადათის შესრულებით, ოჯახის უფროსი განსაკუთრებულ კეთილმოსურნეობას გამოხატავდა მისდამი, ვისაც განტეხილ პურს აწოდებდა.

უფალი ჯვარს ეცვა ჩვენთვის და თავი თვისი მიგვიძღვანა საგზლად. ამიტომ მუდამ უნდა ვმადლობდეთ, როგორც ჩვენს მაგიერ, ასევე ყველას მაგიერ. ამით შევძლებთ მომაკვდინებელი ცოდვის, შურის, აღმოფხვრას ჩვენში და სიყვარულის დანერგვას, ადამიანი უძლური ხდება შურდეს მისი, ვის მაგივრადაც ჰმადლობს.

„და მიიღო სასუმელი და ჰმადლობდა და მიჰსცა მათ და ჰრქუა: სუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მათე 26, 27-28).

უფლის სისხლი, ღირსეულად მიღებული, შორს განაგდებს ჩვენგან დემონებს და უხმობს ანგელოზთ მცველად. და როგორ ჭირდება დღეს ქვეყნიერებას ანგელოსთა მფარველობა. ჯვარზე დანთხეულმა ამ წმიდა სისხლმა განწმიდა კაცობრიობა. ეს სისხლია ჩვენი სულების მხსნელი, განმბანელი ცოდვებისაგან.

არსებობს მეტად საყვარელი სიტყვა - „მეგობარი“ ე.ი. ორი ან ჯგუფი მოსიყვარულე ადამიანებისა, რომლებიც იმდენად ახლო სულიერ კავშირში არიან ერთმანეთთან, რომ ფიზიკური გამოვლინებით, როგორც ხალხური ტრადიცია გადმოგვცემს, ერთი გობიდან საკვების თანაზიარნი არიან. და რაოდენ უფრო მეტად თანაზიარნი ხდებიან ქრისტიანები, როდესაც ერთი ბარძიმიდან იღებენ პურსა და ღვინოს, რომელიც მღვდლის მიერ სული წმიდის გარდამოწვევით გარდაიქცევა რეალურ იესო ქრისტეს წმიდა სისხლად და ხორცად. წმიდა ზიარების მიღების შემდგომ უფალი იესო ქრისტე შემოდის ჩვენში და ჩვენს სხეულში დაივანებს. ვეზიარებით ქრისტეს, ვერთიანდებით ერთმანეთთან. ჭეშმარიტად ქრისტეს სხეულის (ეკლესიის) წევრები ვხდებით. რაოდენ უფრო მეტია სიყვარული ჩვენს შორის, ვიდრე ჩვეულებრივ მეგობრებს შორის. სწორედ იმისათვის განაზავა მან თავისი სხეული და შეგვირწყა, რომ შევიქმნეთ ერთნი, როგორც ერთი სხეული, რომლის თავი არის ქრისტე. ეს მხოლოდ ჩვენს მიმართ უფლის ძლიერი სიყვარულის გამო მოხდა. უფალი გვასაზრდოებს თავისი სხეულით იმისთვის, რომ შევიქმნეთ მეტად კეთილშობილნი, ჩვენთვის ზრუნავს ამ ქვეყნად და მით-უფრო იზრუნებს იმქვეყნად, მარადიულობაში. ჩვენს ტაძარში მორწმუნეთა ზიარების დროს სრულდება გალობა: „ხორცი ქრისტესი მივიღოთ და უკვდავებისა წყაროსა გემო ვიხმიოთ“.

წმიდა ტრაპეზით გარდამოედინება სულიერი წყარო. მასზეა ხე დანერგილი, რომელიც ისხამს მარად უჭკნობ ნაყოფს. ეს წყარო ანაყოფიერებს გვალვებს, წარმოქმნილს ჩვენს სულში. ეს წყარო არის სინათლის, რომელიც გამოსცემს სხივებს ჭეშმარიტებისას, რაოდენ მნიშვნელოვანი ყოფილა უმთვრესი და უმაღლესი საიდუმლო ზიარებისა, რომელიც დააფუძნა მაცხოვარმა დღევანდელ დღეს. ეს არის საიდუმლო ჩვენი სარწმუნოებისა, რომელიც თუ სასოებით და ღირსებით იქნა მიღებული, გამოსცვლის კაცის ბუნებას. ნებისმიერ დღეს შეუძლია ადამიანს ეზიაროს, თუ სათნადოდ იქნა მომზადებული, მაგრამ არსებობს ქრისტიანული ტრადიცია ზიარებისა დიდ ხუთშაბათს. ერთ-ერთ მძიმე სასჯელად ითვლებოდა, თუ ამ დღეს ვინმეს უზიარებლად დატოვებდნენ.

ჩვენს ტაძრებში წმიდა ზიარების წინ ხშირია ხმაური. გავისენოთ სახარებიდან, რომ ანგელოზნი აღმატებულნი ჩვენზე, რა პატივით და მოწიწებით იდგნენ უფლის საფლავთან, სადაც უკვე აღარ ესვენა მაცხოვარი, რამეთუ აღმსდგარი იყო. ჩვენ კი, მივეახლებით რა წმიდა ტრაპეზს, სისხლსა და ხორცს უფლისა, შფოთით, განკითხვით, რა პატიებას მივიღებთ? როგორ შეგვიძლია ვეზიაროთ ამ მსხვერპლს თუ გული და გონება ჩვენი არ არის განწმენდილი, დამდაბლებული და ღია სიყვარულისა და ჭეშმარიტების დასავანებლად?

„და აღსდგა სერობასა მისგან და დაჰსდუა სამოსელი თვისი, და მიიღო არდაგი, და მოირტყა იგი და მიიღო წყალი და შთაასხა საბანელსა მას და იწყო ბანად ფერხთა მოწაფეთა თვისთა“ (იოანე 13, 4-5).

დააწესა რა მაცხოვარმა უმთავრესი ქრისტაინული საიდუმლო ზიარებისა, დაბანა ფერხნი მოწაფეთა, მისცა მათ უმაღლესი სახე და მაგალითი ქრისტიანული სიმდაბლისა და სიყვარულისა. იგი არ არის ამაყი ბელადი. ხალხი თავის სახელით რომ მიჰყავს, ის თავისი მოწაფეების მორჩილი მსახურია და ქვეყანაზე პირველობას, დიდებას ან თაყვანისცემას არ ეძიებს. ქრისტე ასწავლის მოციქულთ, რომ მათაც ერთმანეთს უნდა დაბანონ ფეხი. „რამეთუ სახე მიგეც თქუენ, ეგრეთ თქუენცა ჰყოფდეთ“ (იოანე 13, 5).

ამ დღეს ქრისტიანი უნდა იხსენებდეს განსხვავებული გრძნობით და სასოებით. ამ დღეს მაინც უნდა დაივიწყოს სოფელი და ყოველი ამაოება, განუშორებლად, სულითა და გულით უნდა იყოს მაცხოვართან და ეზიაროს მის ჯვარსა და ვნებებს.

იუდა, ქრისტეს მოწაფეთაგანი, ტრაპეზის მონაწილე და მიმღებელი უფლის აურაცხელი სიკეთეებისა, ხდება გამცემი, იესომ იცის მისი განზრახვა, მაგრამ პირველად მას ბანს ფერხს. უფალს უნდა ამით შეაჩეროს ბოროტ განზრახვაში, ქრისტეს შეეძლო იუდას სიბოროტის ალაგმვა, მაგრამ ადამიანს აქვს შემოქმედისაგან მინიჭებული ნების თავისუფლება, იუდას აძლევს თავისუფლებას თავისი ნებით და არა ძალდატანებით დაატოვებინოს ბოროტი გადაწყვეტილება, ასე ხდება ადამიანთა გამოხსნაც. ხოლო თავისუფალი ნებით უნდა მოხდეს ხსნა კაცობრიობისა და არა უფლის ძალდატანებით.

იესო ქრისტე ფეხს ბანს იუდას მაშინ, როდესაც იცის რომ გასცემს, მასზე ზრუნავს უკანასკნელ დღემდე. აქ ჩანს უფლის მზრუნველობა და უსაზღვრო სიყვარული ნებისმიერი ცოდვილის მიმართ. ქრისტე ფეხთბანით გვასწავლის მორჩილებას, რომელიც თავი და ბოლოა სათნოებისა. თავისი ხელით ასხამს საბანელში წყალს, სხვას კი არ ავალებს! ამით უნდა შევიმეცნოთ, რომ როდესაც ვაკეთებთ სიკეთეს, მთელი მოდომებით უნდა გავაკეთოთ.

იუდა ვერ ჭვრეტს ქრისტეს მოძღვრების სათნო სულს. ამჯერად კი რწმენა ქრისტეს, როგორც მესიის არაჭეშმარიტებაზე, კიდევ უფრო განუმტკიცდა. ჭეშმარიტი მესია, ფიქრობდა ის, თავს არ დაიმცირებდა მონის მოვალეობის შესრულებით. იგი მოწაფეებს ფეხს კი არ დაბანდა, არამედ როგორც მეფე მედიდურად და ამაყად წარუძღვებოდა მათ იუდეველი ხალხის განთავისუფლების აღსასრულებლად. მოძღვარმა მოწაფის ამგვარი განწყობა, ბუნებრივია, იცოდა. „შეჰსძრწუნდა სულითა, და ჰსწამა და ჰსთქუა: „ამინ, ამინ გეტყვი თქვენ: ვითარმედ ერთმან თქვენგანმან მიმცეს მე“ (იოანე 13, 21) იუდას ეძლევა სინანულის საშუალება, ქრისტეს მისი ხსნა და გადარჩენა უნდა. უფრო ადრე ეუბნება მოწაფეებს: „ერთი თქვენგანი ეშმაკი არს“ (იოანე 6, 70). ქრისტე აჩვენებს იუდას, რომ იცნობს მას, როგორც გამცემელს, მაგრამ საჯაროდ არ ამხელს. იცოდა რა ქრისტემ მისი ვერცხლისმოყვარეობია, ფულის პარვა, ყველანაირად ცდილობს, გააღვიძოს მასში სინანული (ფულის შესანახი გუადრუცი ქრისტემ მას მიაბარა). ქრისტეს მზრუნველობა იუდას მიმართ უსაზღვროა. ის თვით ყაჩაღის სულსაც მოათვინიერებდა. მაგრამ იუდა შეუკავშირდა ეშმაკს. სატანა ერთბაშად არ შემოდის ადამიანში. ის ჯერ მრავალ თავდასხმას აწყობს. შემდეგ, როდესაც ადამიანში დაინახავს მიღების მზადყოფნას, მთლიანად ჩასახლდება და დაიპყრობს მას. საშინელია ვერცხლისმოყვარეობა. ის ხურავს ადამიანის გულს, თვალსა და ყურს და პირუტყვის დონემდე დაჰყავს იგი. არ აძლევს საშუალებას სინდისზე დაფიქრებისა. ის ადამიანს ყურმოჭრილ მონად გადააქცევს. ხშირ შემთხვევაში ეს სნეულება მსოფლიოში მრავალი ომი, სისხლისღვრა, წმიდა პავლე მოციქული მასზე დამონებულს უწოდებს კერპთმსახურს.

ყოველ ზემოთქმულ მაგალითებს, მოქმედებებს, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სწავლას დღეს წმიდა ეკლესია გამოხატავს ლოცვებით, გალობით, რომელიც განსაკუთრებული გულმოდგინებით უნდა ისმინოს ქრისტიანმა. გრძნობა ანუ კაცის გულის მოძრაობა მართავს მის ცხოვრებას და საქმეს. ჭკუას და გონებას ისე არ ემორჩილება კაცი, როგორც გულის წადილს. გავუხსნათ უფალს ჩვენი გულები, დავემორჩილოთ და ნუ შევეწინააღმდეგებით მას, მარად გვახსოვდეს უფლის სიტყვები: „მცნებასა ახალსა მოგცემთ თქუენ, რათა იყუარებოდეთ ურიერთას...“ (იოანე 13, 34).

ნატო ბოკერია
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 14 (116), 2001 წ.

Информация к новости
  • Просмотров: 5787
  • Автор: admin
  • Дата: 29 აპრილი 2021
29 აპრილი 2021

Mercedes Wallpapers

Категория: სურათები/photo

Mercedes Wallpapers


დასახელება: Mercedes-Benz wallpapers
ფორმატი: JPG
გამოშვების წელი: 2016
ხარისხი: საუკეთესო
Информация к новости
  • Просмотров: 2013
  • Автор: admin
  • Дата: 29 აპრილი 2021
29 აპრილი 2021

ერთი დღე კათარზისში

Категория: News



როგორ ცხოვრობენ წლების შემდეგ მოხუცები, ხანდაზმულთა პანსიონათ კათარზისში და როგორია მათი ერთი დღე? ჩვენი გადამღები ჯგუფი კათარზისს ეწვია და ერთი დღე მათთან ერთად გაატარა. გთავაზობთ ჩვენს მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რეალურ ფაქტზე დაყრდნობით.
Информация к новости
  • Просмотров: 9798
  • Автор: admin
  • Дата: 29 აპრილი 2021
29 აპრილი 2021

9 აპრილი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

Категория: სტატიები

9 აპრილი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე


საქართველოს უახლეს ისტორიაში 9 აპრილი შევიდა როგორც დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ. ამ დღეს ქართველი ერის ზეიმს სევდის ელფერიც დაჰკრავს... ეს დღე 1989 წლის 9 აპრილს მთავრობის სასახლესთან საბჭოთა არმიის ნაწილების მიერ სასანგრე ნიჩბებით აჩეხილი გოგო-ბიჭების ხსოვნის დღეც არის...

ერთ-ერთ მიტინგზე თამრიკო ჭოველიძის მამას უკითხია ჩემი ქალიშვილი ტყუილად ხომ არ დაღუპულაო...


არა! ტყუილად არ დაღუპულა! ათასობით ხალხი დაიხოცა აფხაზეთში, მაგრამ ომი მაინც წავაგეთ! ამ გოგო-ბიჭების სიკვდილით კი 9 აპრილის ომი იქნა მოგებული!

ბატონმა ზვიადმა და საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და 9 აპრილი, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა, ამით მათ არა მარტო ქართველი ერი, არამედ ჭირისუფლებიც გაამხნევეს და უკვდავჰყვეს დაღუპულთა სახელები ამ დღესთან ერთად!

სამარადისო ხსოვნა მათ:

აზა ადამია
ნათია ბაშალეიშვილი
ეკა ბეჟანიშვილი
ნატო გიორგაძე
თამუნა დოლიძე
თინა ენუქიძე
ნინო თოიძე
ზაირა კიკვიძე
მანანა ლოლაძე
თამარ მამულაშვილი
მამუკა ნოზაძე
ნანა სამარგულიანი
მარინე ჭყონია-სამარგულიანი
ელისო ჭიპაშვილი
თამარ ჭოველიძე
მზია ჯინჭარაძე
ნოდარ ჯანგირაშვილი
მანანა მელქაძე
გია ქარსელაძე
შალვა ქვასროლიაშვილი

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

ყველაფერი კი 4 აპრილს სამედიცინო ინსტიტუტიდან აგორებული მანიფესტაციით დაიწყო! ქართველი სტუდენტი ახალგაზრდობის მოთხოვნას მთელმა საქართველომ დაუჭირა მხარი! არ დარჩენილა მთელ საქართველოში ერთი საწარმოც კი რომელიც არ გაიფიცა და არ შეუერთდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნას! გაიფიცნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ ზღვაში გასული თევზსაჭერი გემებიც კი... საოცარი სიყვარული, საოცარი ერთსულოვნება და პატივისცემა იგრძნობოდა ერთმანეთის მიმართ!

ფეხზედამდგარი საქართველოს შეჩერება შეეძლო მხოლოდ უხეშ ძალას და 9 აპრილის გამთენიისას, საბჭოთა არმიის ნაწილება სისხლიანი დილა გაუთენეს სრულიად საქართველოს, მაგრამ მტერმა ერის დამორჩილება და დაჩოქება მაინც ვერ შესძლო!

ამ წერილის ბოლოს შემოგთავაზებთ ლექსს, დაწერილს სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის მაშინდელი სტუდენტის ნანი აბულაძის მიერ, იგი წაკითხულ იქნა მიკროფონით 9 აპრილის გამთენიისას მომიტინგეთა წინაშე, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ჯალათთა მიერ გაშვებულმა მომწამვლელმა გაზმა კინაღამ სიცოცხლეს გამოასალმა ავტორი!

ქართველი მამულში ათამადეთ,
სტუმარი ვერ გასწევს თამადობას!
სხვა რჯული ვერა იქმს დავითობას,
სხვა რჯული ვერა იქმს თამარობას!

ქართველებს მამული დაანებეთ,
განწირულს ღვთის მადლი ლოცავს;
მის მიერ აგებულ ტაძარში,
ქართულად ათქმევინეთ ლოცვა!

ამინ!
Информация к новости
  • Просмотров: 7679
  • Автор: piruza
  • Дата: 28 აპრილი 2021
28 აპრილი 2021

NOD32 ANTIVIRUS

Категория: პროგრამები/soft

NOD32 ANTIVIRUS


nod32 ბოლო ვერსიაა
Информация к новости
  • Просмотров: 4532
  • Автор: reload.ge
  • Дата: 28 აპრილი 2021
28 აპრილი 2021

9 აპრილიდან 27 წელი გავიდა

Категория: ვიდეო/videos

9 აპრილიდან 27 წელი გავიდა


1989 წლის 9 აპრილიდან 27 წელი გავიდა, 27 წლის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან ასობით ადამიანი მივიდა
Информация к новости
  • Просмотров: 1778
  • Автор: admin
  • Дата: 28 აპრილი 2021
28 აპრილი 2021

კომფორტულია თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება

Категория: News

^