Files.Pirveli.Ge » გვერდი 4
 
Информация к новости
  • Просмотров: 4074
  • Автор: admin
  • Дата: 28 აპრილი 2021
28 აპრილი 2021

15 აპრილი – სიყვარულის დღე. გილოცავთ!!!

Категория: News

15 აპრილი – სიყვარულის დღე. გილოცავთ!!!



გაზაფხულის შუა თვის, შუა რიცხვს – 15 აპრილს უკვე 22 წელიწადია საქართველოში სიყვარულის დღეს აღნიშნავენ.
ეს დღესასწაული წლების წინ, ჩვენმა თანამემამულემ, ქართველმა ბესო ჩუბინიძემ დააარსა, მის მეუღლეს მიუძღვნა და თან კონცერტით აღნიშნა ვარსკვლავებთან ერთად . 1993 წელს, მან პირველად შესთავაზა საზოგადოებას სიყვარულის დღის დაარსების იდეა და ერთი წლის შემდეგ მარადიულ ტრადიციას საფუძველი ჩაუყარა. . ქართული სიყვარულის დღის დაარსების იდეა მას 1993 წელს გაუჩნდა თავად ეს რიცხვი კი, უკეთილშობილესმა ადამიანმა, მწერალმა, ცხონებულმა გიგა მახვილაძემ შესთავაზა, ისე რომ სულ არ იცოდა, რომ ამ იდეის ავტორიც, ამ დღეს იყო დაბადებული. ეს დღე მისი დაბადების დღეცაა და ასე ამბობს: რომ 15 აპრილი გაზაფხულის ცენტრია და გაზაფხულის – ანუ სიყვარულის ცენტრში ვარ დაბადებული და ამით ბედნიერი ვარო…

გილოცავთ ყველას!!!
Информация к новости
  • Просмотров: 3785
  • Автор: xovle
  • Дата: 26 აპრილი 2021
26 აპრილი 2021

9 აპრილის საიდუმლო (2007/GEO/DVDRip)

Категория: ვიდეო/videos / ფილმები/movies

9 აპრილის საიდუმლო (2007/GEO/DVDRip)


დასახელება: 9 აპრილის საიდუმლო
წელი: 2007
ჟანრი: დოკუმენტური
გამოშვება: საქართველო, რუსთავი 2
რედაქტორი: თომა ჩაგელიშვილი
რეჟისორი: დემნა ჯაფარიძე

ფილმის შინაარსი:
რატომ გადასცემდა უშიშროება მოსკოვს არასწორ ინფორმაციას, ვინ იყო დაინტერესებული პატიაშვილის ფიასკოთი და ვის აძლევდა ხელს საქართველოში ვითარების დამძიმება. რატომ არ დაუჯერა ხალხმა საქართველოს პატრიარქს, რომელიც მომიტინგეებს სისხლისღვრის შესახებ აფრთხილებდა? - დოკუმენტური ფილმი ამ კითხვებზე გასცემს პასუხს. ფილმში ნახავთ დემონსტრაციის დარბევის უნიკალურ კადრებს - 18 წლის წინ გადაღებული ვიდეოფირის ყველაზე სრულ ვერსიას!!
Информация к новости
  • Просмотров: 15887
  • Автор: admin
  • Дата: 25 აპრილი 2021
25 აპრილი 2021

გილოცავთ ბზობას!

Категория: News

გილოცავთ ბზობას!



ბზობა - ბაიაობა
უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში


მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ეს გახლავთ ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.

„...ერი მრავალი, რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესო მოვალს იერუსალემდ, მოიღეს რტოები დანაკის კუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა! კურთხეულ არს მომავალი, მეუფე ისრაელისაი!“, - ასე აღწერს იოანე მახარებელი მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის ამბავს.

მაცხოვრის შესვლა იესუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა. უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს უფალს. ეს ზეიმი წინასწარ არავის მოუმზადებია, ის ადამიანთა ყველაზე წმინდა, ყველაზე წრფელი გრძნობების უეცარი და, შეიძლება ითქვას, უფლის მიერ შთაგონებული გამოხატულება იყო. ასე ხდება, როცა ადამიანი ხარობს ღვთის დიდებულებისა და მისთა საკვირველთა საქმეთა გამო.

ამავე დროს, წმიდა სახარება საცნაურს ხდის იმ ფაქტს, რომ უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, ყოველთვის გაურბოდა მიწიერ პატივსა და დიდებას. ის თავმდაბლობითა და სიმშვიდით იფარავდა თავს ამქვეყნიური ზეობისაგან.

როდესაც მაცხოვარი მიუახლოვდა ბეთბაგესა და ბეთანიის მთას, რომელსაც ზეთისხილის მთა ეწოდება, ორი მოწაფე უახლოეს სოფელში გაგზავნა, რათა მიეყვანათ მისთვის შესასვლელშივე დაბმული ვირი და ჩოჩორი, რომლის ზურგზეც ჯერ არავინ მჯდარიყო. მოციქულებმა ბრძანება შეასრულეს. ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება ზაქარიასი: „და პოვა იესო ვირი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა წერილ არს: ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კიცვსა ვირისასა“ (იოანე 12, 14-15).

იერუსალიმისაკენ დიდებით მიმავალი ხალხი სამოსელს უფენდა გზაზე, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მაცხოვარს. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!“ (მათე 21, 9).

ბზის ან პალმის მშვენიერებით ეკლესია უფრო ცხოვლად გამოხატავს უფლის დიდებით შესვლად იერუსალიმში. ეს დიდი ხნის ტრადიციაა. V საუკუნის სასულიერო მოღვაწე, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი წმიდა პროკლე, თავის ერთ-ერთ სიტყვაში ასე ამბობს: „ხელთ ვიპყრათ პალმის ტოტები და შევეგებოთ დიდებით მომავალს უფალს ჩვენსას“.

ღმერთი კი ყოველ ჩვენგანს სთხოვს, სულიერად შეეგებოს მას, სამოსლის ნაცვლად გული გაუფინოს კიცვზე მჯდომ მეუფეს, მხურვალე ლოცვა და თაყვანისცემა კი ბზის ტოტებივით მიართვას და ისე მიიღოს უფალი საკუთარ სულში, როგორც იერუსალიმში.

იერუსალიმს დიდებით შესვლით უფალმა მორწმუნეებს სიყვარულის გამომჟღავნების საშუალება მისცა, ხოლო მოძულეებსა და მტრებს - მისი შეცნობისა და სინანულად მოქცევისა.

მოამზადა შალვა კეკელიამ
ჟურნალი „კარიბჭე“, აპრილი, 2004 წ.
Информация к новости
  • Просмотров: 6168
  • Автор: admin
  • Дата: 25 აპრილი 2021
25 აპრილი 2021

ბზობა

Категория: News

ბზობა


საიტის ყველა მომხმარებელს და სრულიად საქართველოს ვულოცავ, ბზობის ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, გაიხარეთ, იყავით ჯანმრთელნი და ბედნიერნი




ჯვარცმამდე ერთი კვირით ადრე უფალი თავის მოწაფეებთან ერთად იერუსალიმისაკენ გაემართა. ქალაქს რომ მიუახლოვდნენ, ზეთისხილის მთასთან შეჩერდა და თავის ორ მოწაფეს უთხრა: როგორც კი შეხვალთ იმ დაბაში, რომელიც თქვენს თვალწინაა გადაშლილი, მაშინვე შენიშნავთ ერთი ღობის კარზე მიბმულ ვირსა და მის ჩოჩორს. ახსენით და ორივე აქ მომგვარეთ. თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით, რომ უფალს სჭირდება ისინი და მაშინვე გამოგატანთ

მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც იესომ უბრძანა: მოჰგვარეს ვირი და მისი ჩოჩორი. იესო შეჯდა ჩოჩორზე, რომელზედაც მოწაფეებმა სამოსელი დაუფინეს და იერუსალიმისაკენ გზა განაგრძო.

ხალხის უმრავლესობა სიხარულით ხვდებოდა მას. ზოგი სამოსელს უგებდა ფეხქვეშ, ზოგი ფინიკისა და პალმის ტროებს ჭრიდა და იმას უფენდა.

ისინი, ვინც წინ მიუღძოდნენ იესო ქრისტეს და ისინიც, ვინც უკან მიჰყვებოდნენ, ხმამაღლა ადიდებდნენ მას და ამბობდნენ: „დიდება მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!“

მთელი ქალაქი შეძრა იესოს გამოჩენამ. იგი შევიდა იერუსალიმის ტაძარში და მრავალი სასაწაული მოახდინა. დიდებთან ერთად იესო ქრისტეს შესახვედრად უამრავი პატარა ბავშვი იყო მოსული. ისინი დიდებს ბაძავდნენ და მათთან ერთად ადიდებდნენ უფალს.

იესოს მტრებს შეშურდათ მისი; განრისხდნენ და მკაცრად მიმართეს მას: არ გესმის, რას ამბობენ? შენ, როგორც ღმერთს, ისე გადიდებენ. რატომ არ გააჩუმებ მათ?

იესომ მიუგო: არ გაგიგიათ, რომ ჩვილი ბავშვები ქებით დაამტკიცებენ უფლის მოსვლას? ეგენი თუ გაჩუმდებიან, ქვები იღაღადებენ ღვთის ქება-დიდებას.

როცა მოსაღამოვდა, უფალმა დატოვა იერუსალიმი და ბეთანიაში წავიდა.

ამ დიდებული დღის მოსაგონებლად ქრისტიანები საზეიმო წირვა-ლოცვას ასრულებენ და ასე დღესასწაულობენ იესო ქრისტეს დიდებით შესვლას იერუსალიმში. მაგრამ ვინაიდან, ცხელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან ფინიკისა და პალმის რტოები ძნელად მოიპოვება, ქართველები მის ნაცვლად სიმბოლურად უფალს ბზის ტოტებს უფენენ და ასე გამოხატავენ მისდამი თაყვანისცემას.
Информация к новости
  • Просмотров: 2175
  • Автор: admin
  • Дата: 23 აპრილი 2021
23 აპრილი 2021

ტაქსი გამოძახებით

Категория: სტატიები

ტაქსი გამოძახებით


ტაქსი გამოძახებით "ნოსტალგია"
ტელ: 2200 200


ტაქსი გამოძახებით "სერვის ლუქსი"
ტელ: 2535 535


"ტაქსი დავინჩი"
ტელ: 210 50 50; 555 55 12 67


ვებ-გვერდი
"09 თბილისის ტაქსი"
ტელ: 09; 237 50 87


"ომეგა ტაქსი"
ტელ: 0790 37 77 37; 237 78 77


ვებ-გვერდი
ტაქსი გამოძახებით "ტაქსი გრუპი"
ტელ: 274 74 74; 591 18 91 91


ტაქსის გამოძახების სამსახური "Maxim"-ი
ტელ: 2 60-60-60


ვებ-გვერდი
ტაქსი გამოძახებით “GIG TAXI”
ტელ: 278 78 78; 273 79 30


ტაქსი გამოძახებით "პეგასი 2009 "
ტელ: 2 37 80 66


"TAXI CALL CENTRE"
ტელ: 2 300 200


"CITY-TAXI"
ტელ: 2 474 474; 2 474 477; 593 774 474
Информация к новости
  • Просмотров: 2411
  • Автор: admin
  • Дата: 22 აპრილი 2021
22 აპრილი 2021

თამარ მეფე

Категория: სტატიები

თამარ მეფე


თამარი გამოსახული ვარძიის მონასტრის ერთ-ერთ ფრესკაზე

თამარ მეფე

თამარი, თამარ მეფე (დ. დაახ. 1160 — გ. 1213, შესაძლოა 1210 ან 1207) — საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველი აღმოჩნდა. თამარი ატარებდა ტიტულს: "მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი". მემატიანე მას მოიხსენიებს, როგორც: "დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი"[საჭიროებს წყაროს მითითებას].
1179 წელს მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. 1184 წელს, მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რთული ვითარება შეიქმნა; ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. 1185 წელს გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს, მისი სურვილის წინააღმდეგ, შერთო ანდრეი ბოგოლიუბსკის შვილი იური, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია "გიორგი რუსის" სახელით. ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს. მეფე თამარი მეორედ დაქორწინდა დაახლოებით 1189 (ან 1187) წელს დავით სოსლანზე.
თამარის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ეს ძლიერება არ ემყარებოდა ქვეყნის შინაგან საწარმოო ძალთა განვითარებას, გაერთიანებული ფეოდალური მონარქიის ეკონომიკური ძლიერების ძირითად წყაროს სამხედრო ნადავლი და ხარკი შეადგენდა და ქვეყნის გაერთიანება ეფემერული ხასიათისა იყო.[1][2] ისტორიკოსთა მეორე ნაწილის აზრით, გაერთიანებული საქართველოს სიძლიერე შესაფერის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა. [3][4][5]თამარის მეფობის პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, რომელთგან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1195 წლის შამქორისა და 1203 წლის ბასიანის ბრძოლები.

თამარ მეფე


გეგუთის სასახლის ნანგრევები. გიორგი III-ის და თამარის სამეფო სასახლე.

ცხოვრების ადრეული წლები

გიორგი III XII საუკუნის 50-იან წლებში ოსთა მეფის, ხუდდანის ასულ ბურდუხანზე დაქორწინდა. ამ ქორწინებას გარკვეული პოლიტიკური მიზანიც ჰქონდა — ჩრდილოეთის მეზობლებთან კავშირის განმტკიცება. თავის მხრივ, ბურდუხანი გამორჩეული ქალი ყოფილა. მას განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებს და დიდ შეფასებას აძლევს ბასილი ეზოსმოძღვარი[6].
1160 წელს გიორგი III-სა და ბურდუხანს შეეძინათ ქალიშვილი – თამარი. თამარმა იმ დროისთვის სათანადო აღზრდა-განათლება მიიღო. თამარს თავისი გონიერებით ადრევე მიუქცევია ყურადღება. მას განსაკუთრებულად მზრუნველობდა მამიდა (დემეტრე I-ის ასული, გიორგი III-ის და) რუსუდანი, რომელიც ხორასნის სულთნის ცოლყოფილი იყო და დაქვრივების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ფაქტობრივად, თამარი და თავისი და მამიდასთან იზრდებოდნენ.
ორბელთა შეთქმულების შემდეგ მეფე გიორგიმ „შემყრელმან შვიდთავე სამეფოთა მისთამან აწჳა დედოფალთა დედოფალი, ბედნიერი და სჳანი ცოლი მისი ბურდუხან და შვილი მათი თამარ, ნათელი და ბრწყინვალება თუალთა მათთა, და მანიაკი ყოველთა მეფეთა, და გჳრგჳნი ყოველთა ჴელმწიფეთა ... მეფე ყო თამარ, თანადგომითა ყოველთა პატრიაქთა და ებისკოპოზთა, დიდებულთა იმიერთა და ამიერთა, ვაზირთა და სპასალართა და სპასპეტთა ... და დაადგა გჳრგჳნი ოქროსა თავსა მისსა“[7]. ეს მოხდა 1179 წელს. მეფემ დიდიდებულები დააფიცა თამარის ერთგულებაზე.[8] ამის შემდეგ, სახელმწიფოში ცხოვრება ჩვეული წესით გაგრძელდა. გიორგი III კვლავ აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში. დაახლოებით ამავე ხანებში გარდაიცვალა ბურდუხან დედოფალი.
მამა-შვილის ერთობლივი მმართველობის ხანაში, 1179 წელს საგანგებო საკანონმდებლო კრება მოუწვევიათ, რომლის მთავარი მიზანი ქვეყანაში გახშირებული პარვისა და ყაჩაღობის მოსპობა იყო. კრებამ ამ დანაშაულის ჩამდენთათვის სასჯელის უმაღლესი ფორმა — ჩამოხრჩობა დააწესა.[9][10][8][11]
1184 წლის 27 მარტს, ვნების კვირის სამშაბათს, კახეთში გარდაიცვალა გიორგი III. თბილისში ისნის ციხეში მყოფ თამარს მამის გარდაცვალება შეატყობინეს. პატრიარქმა და დიდებულებმა სამშვილდეში მყოფ რუსუდანს ამცნეს ეს ამბავი და თბილისში ჩამოიყვანეს. გიორგი III მცხეთაში დაკრძალეს და იმავე წელს გადაასვენეს საქართველოს მეფეთა საძვალეში –გელათში.
გიორგი III-ს მიერ დიდებულებზე მოპოვებულმა მნიშვნელოვანმა გამარჯვებამ ქვეყნის ცენტრალიზებას შეუწყო ხელი. დიდგვაროვანთა უფლებების აღდგენისთვის ხელსაყრელი დრო სწორედ მეფის გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ თამარი ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში გამეფდა, დიდგვაროვანმა ფეოდალებმა, ეს საკმარისად არ მიიჩნიეს და მისი ხელახლა მეფედ კურთხევა გადაწყვიტეს.
სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი ფეოდალთა პროტესტს სამეფო კარის ჯერ კიდევ გიორგი მესამისეული პოლიტიკის წინააღმდეგ[12][13]. ეს პროტესტი თანდათანობით კიდევ უფრო გამძაფრდა. ფეოდალებმა, „იმიერთა და ამიერთა“, ერთხმად განაცხადეს, რომ ისინი გიორგი III-ის დროს დაწინაურებულ უგვარო მოხელეებს აღარ დაემორჩილებოდნენ. ასეთებად მიიჩნიეს ამირსპასალარი ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი. სამეფო კარი დათმობაზე წავიდა და ეს მოხელეები თანამდებობებიდან გადააყენა. ამის შემდეგ ფეოდალებს შორის ამ თანამდებობების ხელში ჩაგდებისთვის ბრძოლა დაიწყო.

თამარ მეფე


მეფობის ადრეული წლები და პირველი ქორწინება
დიდიგვაროვანთა პროტესტი ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო, როცა მეჭურჭლეთუხუცესმა ყუთლუ-არსლანმა, რომელსაც ბევრი თანამოაზრე ჰყავდა, თამარს ახალი მოთხოვნები წაუყენა. მისი მოთხოვნებით ისანში ახალი სახელმწიფო ინსტიტუტი, ე. წ. „კარავი“ უნდა დაარსებულიყო.
ისანში მდებარეობდა მეფის სასახლე და საქართველოს სამეფოს უმაღლესი ინსტიტუტი – სახელმწიფო დარბაზი. დარბაზის მოწვევა მხოლოდ მეფის სურვილზე იყო დამოკიდებული, ამჯერად კი ყუთლუ-არსლანის დასი მოითხოვდა, რომ სასახლის გვერდით კარავი ყოფილიყო დადგმული. ამ კარავში, მეფისგან დამოუკიდებლად და მეფის დაუსწრებლად, სახელმწიფო მართვა-გამგეობასა და უზენაეს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საქმეები უნდა განხილულიყო. ყუთლუ-არსლანის დასის გეგმით, მეფეს კანონმდებლობითი უფლება უნდა ჩამორთმეოდა და მთლიანად ამ ახალ ინსტიტუტს გადასცემოდა, ხოლო მეფეს მხოლოდ აღმასრულებელი ფუქციები დარჩებოდა. ყუთლუ-არსლანის მოწინააღმდეგეებმა თამარ მეფეს ამ დასის ხელმძღვანელის შეპყრობა ურჩიეს . თამარის მრჩევლებს ეგონათ, რომ ყუთლუს დაჭერა ამბოხებულთა მოძრაობას ჩაახშობდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
აჯანყებულებთან მოსალაპარაკებლად თამარ მეფემ კრავაი ჯაყელი და ხუაშაქ ცოქალი, ორი გამოჩენილი მანდილოსანი მიაგზავნა. შეთანხმება ურთიერთდათმობით გახდა შესაძლებელი. „კარავის“ დაარსების იდეა უარყოფილი იქნა, თუმცა, ამის სანაცვლოდ, თამარ მეფემ დარბაზის უფლებები გაზარდა.

უფლებები გაზარდა.
ყუთლუ-არსლანის პოლიტიკური დასის დაშოშმინების შემდეგ, საქართველოს მეფემ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. თამარის ბრძანებით მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელისა და ვაზირის თანამდებობა ანტონმა მიიღო. ამირსპასალარად დაინიშნა სარგის ჯაყელი.[14]
მიუხედავად ამისა, დიდგვაროვანი ფეოდალები მნიშვნელოვან ძალაუფლებას კვლავ ინარჩუნებდნენ. ისინი აქტიურად ერეოდნენ თამარის პირად ცხოვრებაშიც. ეს ნათლად გამოჩნდა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დედოფლის ქორწინების საკითხი დადგა. დიდგვაროვნები თამარის საქმროდ მათთვის მისაღებ კანდიდატურას ეძებდნენ. ასეთად მათ იური ბოგოლიუბსკი (გიორგი რუსი) მიიჩნიეს. თუმცა, ზოგი დიდებული თამარის იური ანდრეის ძეზე დაქორწინების წინააღმდეგი იყო; ისინი თამარს ურჩევდნენ, კავშირი ბიზანტიის მმართველებთან დაემყარებინა, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
უფლისწული იური როსტოვ-სუზდალის დიდი მთავრის, ანდრეის შვილი იყო. ანდრეის გარდაცვალების შემდეგ, სამთავროში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. იური სამთავროდან გააძევეს, რის შემდეგაც ჩრდილოეთ კავკასიაში წავიდა[15]. სწორედ იქ მოხდა ქართველი დიდებულების დაკავშირება მასთან. წყაროების მიხედვით, საქართველოს მეფე ამ ქორწინების წინააღმდეგი იყო. „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“ გადმოგვცემს თამარის პასუხს შეთავაზებულ წინადადებაზე:
კაცნო, ვითარ ღირს არს შეუტყობელი ეს ქმნად? არა ვიცით კაცისა ამის უცხოსა ქცევა და საქმე, არცა მჴედრობისა, არცა ბუნებისა, და არცა ქცევისა. მაცალეთ, ვიდრემდის განიცადონ ყოველთა სიკიეთე, განა სიდრკუე მისი.
მიუხედვად ამისა, ეს ქორწინება მაინც შედგა. თამარის ორივე ისტორიკოსი ერთხმად აღიარებს, რომ იური უფლისწულს ცუდი ზნე აღმოაჩნდა – მას მემთვრალეობაში, მამათმავლობასა და ზოოფილიაში სდებდნენ ბრალს [17][18][19]. თამარმა აღნიშნულის შესახებ დარბაზს მოახსენა, რომელმაც იური ანდრეის ძის საქართველოდან ექსორიაქმნის (გაძევების) შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. „წარიყვანეს ექსორია-ქმნად, გარნა აურაცხელითა ლარითა, სიმდიდრითა და საჭურჭლითა“[20]. საქართველოდან განდევნილმა იური ბოგოლიუბსკიმ თავი კონსტანტინოპოლს შეაფარა. წყაროთა ცნობით, ეს ფაქტი ქორწინებიდან ორი-ორნახევარი წლის შემდეგ მომხდარა. [21][22]
იური დარბაზის გადაწყვეტილებას არ შეეგუა და 1191 წელს აჯანყება დაიწყო. იგი თავისი მხარდამჭერი რაზმით საქართველოში ერზრუმის გზით შემოვიდა. აჯანყებას ბევრმა დიდებულმა დაუჭირა მხარი, მათგან აღსანიშნავია: გუზანი – კლარჯეთისა და შავშეთის მმართველი, ბოცო – სამცხის სპასალარი და ვარდან დადიანი — მსახურთუხუცესი. აჯანყებულებმა იური გეგუთში გადაიყვანეს და იქ მეფედ გამოაცხადეს. თამარ მეფე თავიდან ამ რთული ვითარების მოგვარებას მოლაპარაკების გზით ცდილობდა, ამ მიზნით მან აჯანყებულებს საგანგებო მოციქულები გაუგზავნა. შეთანხმებას მეამბოხეები არ დათანხმდნენ. თამარის ჯარმა აჯანყებულთა ნაწილი ჯავახეთში, თმოგვსა და ერუშეთის შუა ნაწილში დაამარცხა[23]. როდესაც ქართლში მყოფმა მეამბოხეებმა ჯავახეთის ჯგუფის დამარცხების ამბავი გაიგეს, უბრძოლველად გაიქცნენ თარგი:სად. გამარჯვებულ სამეფო კარს ამბოხებულთა წინააღმდეგ დიდი სისასტიკე არ გამოუჩენია. იური ანდრეის ძე უვნებელი გაუშვეს, ის კვლავ კონსტანტინოპოლში წავიდა.[24] რაც შეეხება სხვა ამბოხებულებს, არც ისინი დაუსჯიათ, როგორც ამას კანონი ითვალისწინებდა, თუმცა ყველა მათგანს თანამდებობები ჩამოართვეს [25].
1193 წელს იური ხელმეორედ შემოიჭრა საქართველოში, ამჯერად რანის მხრიდან, მაგრამ კამბეჩოვანში (ძრირითადად, დღევანდელი ქიზიყის ტერიტორია) ბრძოლისას მარცხი განიცადა.

თამარ მეფე


მეორე ქორწინება
გიორგი რუსის გაძევების შემდეგ თამარის ქმრობის მსურველნი კვლავ გამოჩნდნენ. ესენი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის უფლისწულები, ქრისტიანები თუ მუსლიმანები. მაგრამ ახალი ქორწინების საკითხის გადაწყვეტა უკვე იოლი აღარ იყო – ბევრი კანდიდატი უარით გაისტუმრეს. საქართველოში ჩამოვდა აღსართან შირვანშაჰი, რომელიც თამარის ქმრობის ღირსად ჩათვლის შემთხვევაში „რჯულის დაგდების“ მზადყოფნაში იყო. თუმცა აღსართანს უარი უთხრეს.
რუსუდან დედოფალი თამარის შესაფერის საქმროდ ოსთა უფლისწულს, დავით სოსლანს მიიჩნევდა. ქართულ ისტორიოგრაფიაში განმტკიცებულია მოსაზრება, რომ დავით სოსლანი ოსეთში დამკვიდრებული ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი იყო. ეს შტო მომდინარეობს სრულიად საქართველოს მეფის გიორგი I-ისა და ალდე დედოფლისს ვაჟის დემეტრესგან. დემეტრეს დარჩა ძე, რომელიც, ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური ბრძოლების გამო თავის ბებია ალდესთან ერთად ოსეთში გადაიხვეწა[საჭიროებს წყაროს მითითებას]. მხითარ გოშის ცნობით, „თამარმა, გიორგი მეფის ასულმა, განიშორა პირველი ქმარი, რუსთა მეფის ძე და შეირთო სხვა ქმარი, ალანთა სამეფოდან, თავისი ნათესავი დედის მხრიდან, სახელით სოსლანი, რომელიც გამეფებისას დავითად იწოდა“.
თამარი დავით სოსლანთან ქორწინებას დათანხმდა. ამის შემდეგ, დიდებულები რუსუდან დედოფლისა და „გაზრდილი მისი“ დავითის წამოსაყვანად ოსეთში გაემართნენ. ქორწილის მსვლელობას, რომლის გამართვაც დიდუბის სასახლეში („სანახებსა ტფილისისა“) გადაწყდა, რუსუდანი ხელმძღვანელობდა. დღემდე მოღწეულია თამარის ქორწილისათვის მიძღვნილი ხალხური ლექსები.
ქორწინება 1187 (ან 1189) წელს მოხდა. ამიერიდან, მეფე თამარი და დავით სოსლანი ქვეყნის საშინაო და საგარეო საქმეებს შეთანხმებულად განაგებდნენ.

თამარ მეფე


საგარეო პოლიტიკა
მუსლიმანი მეზობლები
თამარ მეფე ყოველმხრივ ცდილობდა, რომ მამის, გიორგი III-ისა და დიდი პაპის, დავით IV აღმაშენებლის პოლიტიკური კურსი განეგრძო როგორც საშინაო, ისე საგარეო საქმეებში. ამ პერიოდში თურქები უკიდურესად შევიწროებულები იყვნენთარგი:ვისგან. მდგომარეობამ ისინი აიძულა გაერთიანებასა და კოალიციურ ლაშქრობაზე ეფიქრათ. მათ ბაღდადის ხალიფას მიმართეს და განზრახული ლაშქრობის მოწყობაში დახმარება სთხოვეს. ბაღდადის ხალიფა ფაქტობრივად აღმოსავლეთის მუსლიმანური რელიგიის მეთაურად თვლიდა თავს და ქრისტიანების წინააღმდეგ „მართლმორწმუნეთა დასაცავად“ ყოველთვის მზად იყო. ხალიფამ ლაშქრობის მოსაწყობად დიდი თანხები გამოჰყო.
იმ დროისთვის, ირანის ადარბადაგანის მმართველი აბუ-ბაქრი, ერთპიროვნული მბრძანებელი გახდათარგი:სად. სწორედ აბუ-ბექრმა ისარგებლა ხალიფას მატერიალური დახმარებით და მისი მოწოდებაც თავის სასარგებლოდ გამოიყენა. მან აღმოსავლეთის თურქთა თარგი:? დიდძალ ლაშქარს მოუყარა თავი. აბუ-ბექრი პირველად შირვანისკენ გაემართა. შირვანშაჰი აღსართანი და მისი სიძე ამირ-მირმანი ვერ გაუმკლავდნენ მტერს. შირვანი საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყანა იყო, შესაბამისად, საქართველოს შირვანის მიმართ გარკვეული ვალდებულებაც ეკისრა.
საქართველოს სამეფო კარის გადაწყვეტილებით დიდძალი ლაშქარი შეიკრიბა. ქართველთა ლაშქარი ბრძოლისათვის გაემართა, შამქორისაკენ. ცხენოსანთა ლაშქარი მტკვრის მარჯვენა ნაპირიდან დაიძრა და მდინარე ხრამიდან შამქორისწყლამდე მანძილი დღე-ღამეში გაიარა. შამქორის ბრძოლა 1195 წელს გაიმართა
ისტორიული ქალაქი შამქორი მდინარე შამქორისწყლის მარცხენა ნაპირზე მდებარეობდა და მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი იყო. აბუ ბაქრი ქალაქში გამაგრდა, ამიტომ ქართული ლაშქრის მთავარი დარტყმის ობიექტად ქალაქი შეირჩა. ციხესიმაგრეზე შეტევას, ლაშქრის მარჯვენა ფრთა ახორციელებდა. დავით სოსლანის რაზმი ცუდი გზების გამო დაყოვნდა. მისმა მოსვლამ არსებითად შეცვალა ბრძოლის ვითარება. ამ ბრძოლაში გამარჯვება ქართველებს ხვდათ წილად.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელში აღმოჩნდა კავკასიის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტები: განძა, ანისი, კარი, თურქთა გავლენა რეგიონში მნიშვნელოვნად შეცირდა. ციხე-ქალაქი კარი თავისი სიძლიერით გამოირჩეოდა და მთელ ამიერკავკასიაში თურქთა საიმედო საყრდენად ითვლებოდა. ბასილი ეზოსმოძღვარი გადმოგვცემს რომ, „მრავლით ჟამთაგან“ იბრძოდნენ კარისათვის სარგის თმოგველი, შალვა თორელი და მესხნი. მათ კარის ირგვლივ არსებული ყველა ქალაქი და სოფელი დაიმორჩილეს, კარის აღება კი ვერ შეძლეს. თამარ მეფემ ქალაქის ასაღებად დავით სოსლანი გააგზავნა, თვითონ თამარი ჯავახეთში დადგა და აქ დაელოდა „ამბავსა მათსა“. ქართველებმა შეძლეს ციხე-ქალაქის აღება და ეს ტერიტორია უშუალოდ საქართველოს შემოუერთეს. კარის აღებას უდიდესი პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან იგი ანის-არზრუმის დიდ სავაჭრო გზაზე მდებარეობდა.
მუსლიმანურმა სახელმწიფოებმა საქართველოს წინააღმდეგ ახალი ლაშქრობის წამოწყება გადაწყვიტეს. ამჯერად ამ ლაშქრობას სათავეში მცირე აზიის თურქული სახელმწიფო, რუმის სასულთნო ჩაუდგა. რუმის სულთანმა რუქნადინმა 400,000 მეომარი შეკრიბა. მან საგანგებო მოციქული გამოუგზავნა თამარს, რომელთაც მეფეს კადნიერი წერილი გადასცეს: «მე ნუქარდინ. სულტანი ყოვლისა ცისა-ქუეშისა უმაღლესი, მიმსგავსებული ძლიერებასა ანგელოზთასა, თანამდგომი ღმრთისა, მოვლინებული მოჰმედისაგან მოგიმცნობ მეფესა ქართველთასა თამარს.
ყოველი დიაცი რეგუენია და შენ გიბრძანებია ქართველთა აღებად ჴრმალთა და ღმრთისაგან საყუარელისა ისლემთა ერისა დაჴოცად მუსულმანთა.
და კუალად ნათესავსა ზედა თავისუფალსა დადებად ხარკი ყმებური. და აწ მე მოვალ, რათა უსაჯო სამართალი სახლსა სპარსთასა და განგწუართო შენ და ერი ეგე შენი არაოდეს კადრებად აღებად ჴრმლისა, რომელი ღმერთსა ჩუენდა უბოძებია. ხოლო ცხოვნებით იგი ოდენ ვაცხოვნო, რომელმან უწინარეს მოსლვისა ჩემისა თაყუანისმცეს წინაშე კარვისა ჩემისა და აღიაროს ქადაგება მოჰამად მოციქულისა, და უარ ყოს სჯული შენი და ჴელითა თჳსითა იწყოს წინაშე ჩემსა ლეწად ჯუარისა, რომლისა მიმართ დაგიცთ ცუდი სასოება, და აწ მოელოდი ნაცვალსა ჩემსა, რომელი შეამთხჳე სპარსთა.
თამარის პირველ ისტორიკოსთან დაცულია ცნობა, რომ რუქნადინის ელჩს წერილის გადაცემის შემდეგ, მეფისათვის უღირსი სიტყვებით მიუმართავს:„უკეთუ მეფემან თქუენმან დაუტეოს სჯული, იპყრას სულტანმან ცოლად; და უკეთუ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად სულტნისა“. ამ სიტყვებს რომ ამბობდა ელჩი, მხარგრძელი წამოდგა „და უხეთქა ჴელითა პირსა, და ვითარცა მკუდარი დაეცა და იდვა“

თამარის ბრძანებით ჯარის შეკრება დაიწყეს. მეფე ვარძიაში მივიდა და იქ ღვთისმშობელს შეავედრა ქართველების ჯარი.
ქართველთა ლაშქარი ბასიანში მივიდა, სადაც სულთანი იყო დაბანაკებული ბასიანის ბრძოლა 1203 წელს გაიმართა. ხანგრძლივი ბრძოლის დროს ზაქარია გაგელს, შალვა და ივანე ახალხციხელებს ცხენები დაუხოცეს, სარდლებიბრძოლას ქვეითად განაგრძობდნენ. ქართველთა ლაშქარში, ამ ფაქტმა მცირედი არეულობა გამოიწვია თუმცა, დავით სოსლანმა ბრძოლის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი გადაჯგუფება განახორციელა – მან ცხენოსანთა რაზმი მოწინააღმდეგის გვერდებზე შეტევისთვის მოამზადა, მარცხენა ფრთას თვითონ ჩაუდგა სათავეში, ხოლო მარჯვენაზე ზაქარია მხარგრძელი განაწესა. შეტევა ერთდროულად განხორციელდა. დავით სოსლანის მიერ დასახულმა გეგმამ გაამართლა: მტერი პანიკაში ჩავარდა და ბრძოლა ქართველების გამარჯვებით დასრულდა. ბასიანის ბრძოლაში ქართველების გამარჯვებას, უდიდესი პოლიტიკური ნიშვნელობა ჰქონდა, საქართველომ კიდევ უფრო განიმტკიცა თავისი პოზიციები რეგიონში და სამხრეთის საზღვრები სრულიად გაამაგრა.

ტრაპიზონის იმპერია
თამარ მეფის სახელთანაა დაკავშირებული ტრაპიზონის იმპერიის შექმნა. ძლიერი საქართველოს სამეფო თავის გავლენას ავრცელებდა სამხრეთით, მათ შორის, შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე.
XIII საუკუნის დასაწყისიდან ბიზანტიის იმპერიაში კომნენოსებისა და ანგელოსების დინასტიებს შორის დიდ შინაპოლიტიკური დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რამაც სახელმწიფო ეკონომიკურად დაასუსტა. 1202 წელს დაიწყო მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა, ლიბო შამპანიელის სარდლობით. 1201 წელს, ლიბოს გარდაცვალების შემდეგ, ლაშქრობას ბონიფაცი მონფერატი ჩაუდგა სათავეში. 1202 წელს ჯვაროსნული ლაშქრობის გეგმა შეიცვალა – ეგვიპტის ნაცვლად ჯვაროსნებს ზადარსა და თრაკიაში უნდა ელაშქრათ.
იმავდროულად, რომის პაპმა ინოკენტი III-მ გერმანიის მიერ შელახური რომის სტატუსი გაეძლიერებინა გადაწყვიტა და ჯვაროსნებს დასუსტებული კონსტანტინოპოლის აღება უბრძანა. 1203 წლის ივნისში ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქს ჯვაროსნების ხომალდები მიუახლოვდნენ. 1204 წლის იანვარში ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლს ალყა შემოარტყეს. იმავე წელს შეთქმულებმა ისააკ II ანგელოსი საიმპერატორო ტახტიდან ჩამოაგდეს და დააბრმავეს.
ბიზანტიის იმპერიის დასუსტებით ისარგებლა საქართველოს სამეფო კარმა, საბაბად თარგი:რის ერთი გარემოება იქნა გამოყენებული. ბასილი ეზოსმოძღვარის ცნობით,“ მოიწინეს ოდესმე ჩუეულებისაებრ ქველის-მოქმედებათათჳს ამისთა მონაზონნი შავისა მთისა, ანტიოქიით და კჳპრის ჭალაკით, ეგრეთვე მთაწმიდით და მრავალთა ადგილთათ ”, მეფე თამარს დიდი პატივით მიუღია ისინი. უკან გაბრუნებულ მონაზვნებს, როდესაც მათ კონსტანტინოპოლს მიაღწიეს, ბიზანტიის იმპერატორის, ალექსის კაცები დაუხვდნენ და გაძარცვეს. შეიტყო თუ არა მეფე თამარმა ალექსის საქციელის შესახებ, ბერძენთა მეფის ანგარებითა და მტაცებლობით განრისხებულმა, კეისრის სამაგალითო დასჯა გადასწყვიტა და ფაქტობრივად ომი გამოუცხადა ბიზანტიის იმპერიას. საომარი ოპერაციები შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო. 1204 წელს ქართველთა ლაშქრის აქტიური საბრძოლო ქმედების შედეგად ქართველებმა ბერძენბს „წარუღეს ლაზი[კ]ა, ტრაპიზონი, ლიმანი, სამისონი, სინოპი, კერ[ა]სუნდი, კოტიორა, ამასტია, ერაკლია და ყოველნი ადგილნი ფებლაღონიისა და პონტოსანი“. თამარმა ამ ტერიტორიებისგან შექმნა სამეფო, რომელსაც სათავეში ბაგრატიონთა ნათესავი ალექსი I კომნენოსი ჩაუყენა: «და მისცა ნათესავსა თჳსსა ალექსის კომნიანოსსა ანდრონიკეს შჳლსა, რომელი იყო მაშინ თჳთ წინაშე თამარისსა შემოხვეწილი.»
ქართველი მემატიანის ზემომოყვანილ ცნობას ბიზანტიელი მემატიანე მიხეილ პანარეტიც ადასტურებს
ისტორიიდან ცნობილია, რომ ალექსი და მისი ძმა დავითი საქართველოს სამეფო კარზე იზრდებოდნენ. 1185 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს ანდრონიკე კომნენოსი, რომლის მემკვიდრის მანუელ კომნენოსის მეუღლე გიორგი III-ისა და ბურდუხანის ასული რუსუდანი იყო. სავარაუდოდ, იმავე წელს დაიღუპა მანუელიც. რუსუდანი საქართველოში თავის ორ ვაჟთან ერთად დაბრუნდა.

ჩრდილოეთ კავკასია
XII საუკუნეში საქართველოს შემადგენლობაში მოექცა ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიებიც. საქართველოს მეფეები მჭიდრო კავშირს ამყარებდნენ, ჩრდილოეთით მოსახლე ხალხთან. თამარის მეფობის ბოლო წლებში იმიერკავკასიელი მთიელები, საქართველოს მეფის ყმადნაფიცები იყვნენ და საქართველოს კულტურულ გავლენას განიცდიდნენ. ამას მეტყველებს ჩრდილოეთ კავკასიაში აღმოჩენილი მრავალი ქართული წარწერა.
მთიელი (ფხოველები და დიდოელები) 1212 წელს თმარს განუდგნენ. ამ მასშტაბური აჯანყების შესახებ ცნობებს იძლევა „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“: «ამ ამბების აღწერისას მემატიანე ხაზს უსვამს განდგომილ მთიულთა სარწმუნოებასაც და გვაძლევს მათ მოკლე დახასიათებას: „ხოლო ფხოველნი ჯუარის მსახურნი არიან და ქრისტიანობასა იჩემებენ. ამათ იწყეს რბევად და ჴოცად და ტყუეობად ცხადად და ღამით.»
საქართველოს ხელისუფლებამ მთელი სერიოზულობით შეაფასა მთიელთა გამოსვლა. მეფე თამარმა დამსჯელ ექსპედიციას სათავეში ივანე ათაბაგი ჩაუყენა. სამეფო ხელისუფლებამ აჯანყებულ მთიელთა წინააღმდეგ მეფის მხარეს მყოფი მთიელები გამოიყენა, სამეფო ხელისუფლების ლაშქარს, აჯანყების ჩახშობისშთვის სამი თვე დასჭირდა: «მოუწოდა მეფემან ათაბაგსა და ყოველთა მთეულთა ... მისცა ათაბაგსა და წარავლინა მათ ზედა. ხოლო ივანე გონიერად ყო: აღვიდა მთასა ჴადისასა და წარვლო წუერი მთისა, წარდგა მთასა ფხოველთასა და დიდოთასა, რომელი არავის ექმნა, არცა პირველ, არცა შემდგომად, რამეთუ ერთ–კერძო დაურჩა დურძუკეთი და ერთ–კერძო დიდოეთი და ფხოეთი. ცნეს რა მისვლა ათაბაგისა, მოვიდეს ძღუნითა მეფენი დურძუკთანი, მოსცეს ლაშქარი და დაუდგეს გუერდსა. და იწყეს ზეიდაღმან ბრძოლად, და რბევად, და კლვად, და ტყუეობად და დაწუად; მოსწყჳდეს ურიცხჳ კაცი დიდოი და ფხოვი, და დაყვნეს სამნი თუენი: ივნის, ივლისი და აგჳსტოსი. მაშინ შეიწრებულთა ათაბაგისათა მოსცეს მძევლები და აღუთქუეს მსახურებად ხარაჯა, და პირი სიმტკიცისა აღუთქუეს. წარმოასხეს მძევლები, ქმნეს ზავნი და ესრეთ გამარჯუებითა მოვიდა ივანე მეფეს წინაშე და რქუა: „ძლიერო მეფეო! იქმნა ბრძანება შენი, მოვაოჴრენ ურჩნი შენნი დოდოეთი და ფხოეთი.»
როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, სწორედ აღნიშნული დროიდან, XIII საუკუნიდან უნდა მომხდარიყო ფხოვის, ფშავისა და ხევსურეთის რეგიონებად განცალკევება

თამარ მეფე


მეფე თამარის სახელით მოჭრილი მონეტა.

ოქროს ხანა
ეკონომიკა
თამარის პოლიტიკურ წარმატებასთან ერთად, მის დროს საქართველო ეკონომიკურად მნიშვნელოვნად განვითარდა. დადასტურებულია, რომ იმ პერიოდში სასოფლო-სამეურნეო საქმეში აქტიურად გამოიყენებოდა წყლის წისქვილი.[46] დაწინაურებული იყო სოფლის მეურნეობა, რასაც იმდროინდელ საქართველოში არსებული მრავალი სარწყავი არხი ადასტურებს. თამარის დროინდელ საქართველოში, დიდი სარწყავი არხები იყო გაყვანილი ტირიფონის ველზე (იხ. ტირიფონის არხი), რუის-ურბნისის მიდამოებში, მუხრანში (იხ. მუხრანის არხი), სამგორში, კახეთსა და საქართველოს სხვა ადგილებში. ეს ყველაფერი კარგ პირობებს ქმნიდა მარცვლეული კულტურის, მევენახეობის და მეხილეობა-მებაღეობის განვითარებისთვის. ამავე პერიოდში აგებდნენ, აგრეთვე საქალაქო წყალსადენებსაც.
მაღალგანვითარებულ სოფლის მეურნეობასთან ერთად დაწინაურებული იყო ხელოსნობაც, რაც, თავის მხრივ, ვაჭრობის განვითარების საფუძველს ქმნიდა. განვითარებული იყო საშინაო და საგარეო ვაჭრობა. ხელოსნური წარმოებისა და ვაჭრობის დაწინაურებამ საქალაქო ცხოვრების აღმავლობა განაპირობა. ამ პერიოდის საქალაქო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ცენტრები იყო თბილისი და ქუთაისი. ამ პერიოდის საქართველოში, განსაკუთრებით, განვითრებული იყო თიხის ჭურჭელის წარმოება. თამარის დროს, უბრალო თიხის ჭურჭელთან ერთად დიდი რაოდენობით მზადდებოდა მოჭიქული ჭურჭლები. საქართველოში აგრეთვე ფართოდ იყო გავრცელებული სპილენძისა და ოქრო-ვერცხლის ჭურჭლის წარმოება.
თამარ მეფის დროინდელ საქართველოს, მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა მეზობლებთან – არაბეთთან, ბიზანტიასთან და სხვა სახელმწიფოებთან. საქართველოში მუსლიმანური ქვეყნებიდან იმპორტის სახით შემოჰქონდათ, სხვადასხვა სახის ქსოვილები
თამარის ეპოქის ეკონომიკურ ცხოვრებაში ფული აქტიურ როლს ასრულებდა. თბილისში საუკუნეთა მანძილზე არსებობდა ზარაფხანა. ზარაფხანა იყო აგრეთვე ქუთაისშიც. სხვადასხვა პერიოდში, საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, თამარ მეფის დროს მოჭრილი არაერთ მონეტა აღმოუჩენიათ. 1961 წლის შემოდგომაზე სოფელ ნიჩბისში (მცხეთის მუნიციპალიტეტი) აღმოაჩინეს სპილენძის მონეტების განძი (1460 ცალი), რომელიც, ძირითადად, XII საუკუნისა და XIII საუკუნის დასაწყისის ქართული მონეტებისაგან შედგებოდა. განძში უხვად იყო თამარის დროს მოჭრილი მონეტები. ნიჩბისში აღმოჩენილი მონეტების მცირე ნაწილი ყალბი იყო

სოციალური თვალსაზრისით, XII საუკუნეში გაქრა არსებითი განსხვავება „გლეხსა“ და „ყმას“ შორის. გლეხი უკვე ფეოდალის მიწაზე მუშაობდა და მის სასარგებლოდ ბეგარას იხდიდა და სხვა სამსახურ-ვალდებულებებს ასრულებდა. გლეხობის ფართო და მრავალფეროვანი სოციალური ფენა რიცხობრივად იზრდებოდა. ერთიანი საქართველოს სიძლიერე შესაბამის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა.

განათლება და კულტურა
XII-XIII სს. ერთიანი და ეკონომიკურად ძლიერი ფეოდალური საქართველოს განათლებამ და კულტურამ მაღალ დონეს მიაღწია. ქართულმა კულტურამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების საქმეში.
ქვეყნის მაღალ განვითარებას განსაზღვრავდა სწავლა-აღზრდის საქმე. თამარის დროს სკოლები ძირითადად ეკლესია-მონასტრებთან არსებობდა
Информация к новости
  • Просмотров: 3545
  • Автор: admin
  • Дата: 20 აპრილი 2021
20 აპრილი 2021

LimeWirePRO.4.18.3

Категория: პროგრამები/soft

LimeWirePRO.4.18.3


LimeWire - ეს არის P2P ტიპის პროგრამა, საუკეთესოა თავის საქმეში, მუშაობს გნუტელას ქსელში (იგივე ქსელს იყენებს, სოულსიკი, კაზა და თავის დროზე - ნაფსტერი), რაც ყველაზე კარგია შეუძლია ქსელთან კავშირი იქონიოს პორტების გადამისამართების გარეშეც, მაგრამ თუ დროს გამონახავთ და პორტს დაამისამართებთ სიჩქარე ერთი-ორად იზრდება...

Files.Ge - 5MB
Информация к новости
  • Просмотров: 3918
  • Автор: admin
  • Дата: 18 აპრილი 2021
18 აპრილი 2021

დინამო თბ. Vs კარლ ცაისი 81 წლის ფინალი

Категория: სპორტი/sport

დინამო თბ. Vs კარლ ცაისი 81 წლის ფინალი


ეს არის დინამო თბილისისა და კარლ ცაისის მატჩის ვიდეო ჩანაწერი, აბა გავიხსენოთ და ვნახოთ როგორ ბრწყინვალედ თამაშობდნენ ქართველი ფეხბურთელები
Информация к новости
  • Просмотров: 2222
  • Автор: admin
  • Дата: 17 აპრილი 2021
17 აპრილი 2021

5 ქვეყანა, სადაც 'კაპიკებად' შეგიძლიათ დასვენება

Категория: სტატიები

5 ქვეყანა, სადაც 'კაპიკებად' შეგიძლიათ დასვენება


1- ტაილანდი
ამ მშვენიერ ქვეყანაში ყველა ტურისტი თავს ბედნიერად გრძნობს, მით უფრო, რომ ტაილანდში პატარა ოთახის დაქირავება თვეში სულ რაღაც 30-დან 50 დოლარამდე შეგიძლიათ.
ტურისტებისთვის მომხიბვლელია ისიც, რომ იაფი ღირს პროდუქტებიც. შესაძლოა, მთელი თვის განმავლობაში კვებაში მხოლოდ 50 ლარამდე დახარჯოთ, თუმცა, ცხადია, არ იგულისხმება რესტორანში ჭამა.

2 - კამბოჯა
შემდეგი ჩვენს სიაში კამბოჯაა. იქ კარგი საცხოვრებელი დაახლოებით, 200 დოლარი დაგიჯდებათ. აქაც, ისევე, როგორც ტაილანდში, საკვები მნიშვნელოვნად დაბალფასიანია.
რაც შეეხება თავად კურორტს, არსებული დაბალი ფასები განპირობებულია იმით, რომ იქ ჩასვლა ბევრს ეშინია, თუმცა დღეისათვის, როდესაც სამოქალაქო ომი წარსულს ჩაბარდა, შიში უსაფუძვლოა. დაბალ ფასებთან ერთად, ტურისტებს კამბოჯელების სტუმართმოყვარეობაც მოხიბლულს დატოვებს.

3 - ფილიპინები
კამბოჯაზე მეტად ფასობს საცხოვრებელი ფართის დაქირავება ფილიპინებში, თუმცა, გააჩნია ზონებსა და ადგილის პრესტიჟულობას. საბოლოო ჯამში, ცენტრალურ ადილზე 350, ტუსისტულ ზონაში 200 დოლარი, ხოლო ყველაზე წყნარ და ტურისტული ზონისგან მოშორებულ ტერიტორიაზე 50 დოლარი ღირს.
საკვები გემრიელი და იაფია, თუმცა, თუ სიგარეტი და დალევაც გხიბლავთ, ამ მხრივ, აქ ძალიან გაგიმართლებთ, ვინაიდან სასმელი და თამბაქო საკმაოდ იაფი ღირს.

4 - კოსტა-რიკა
ძალიან ლამაზი ქვეყანა ძალიან კარგი პირობებით. საოცარი კულტურის მქონე კურორტულ ზონაში დასვენება კვებითა და საცხოვრებელი ადგილის ჩათვლით, ერთი თვის განმავლობაში, 700-დან 800 დოლარამდე შეგიძლიათ.

5 - ბელიზი
ეს არის სახელმწიფო, რომლის შესახებ ბევრ ჩვენგანს ძალიან ცოტა რამ თუ სმენია. ის მექსიკისა და გვატემალას შორის მდებარეობს. ბელიზის აღმოსავლეთით კი კარიბის ზღვა და კარიბის კუნძულები მდებარეობს.
გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს დასვენების მსურველთათვის ნამდვილად საოცნებო მხარეა და განსაკუთრებით მათთვის, ვინც დაივინგითაა გატაცებული. აქ მშვენიერი ბუნებისა და კარგი კლიმატური პირობების ფონზე თვეში საშუალოდ, 500 დოლარი დაგიჯდებათ საცხოვრებელი ადგილის ნახვა.

წყარო - პრესა.ჯი
Информация к новости
  • Просмотров: 4551
  • Автор: admin
  • Дата: 16 აპრილი 2021
16 აპრილი 2021

Mercedes ML vs BMW X5

Категория: ვიდეო/videos

Mercedes ML vs BMW X5


Mercedes ML vs BMW X5 შედარება
Информация к новости
  • Просмотров: 2564
  • Автор: admin
  • Дата: 15 აპრილი 2021
15 აპრილი 2021

როგორ დავადოთ ფოლდერს პაროლი (პროგრამების გარეშე)?

Категория: სტატიები / tutorials

როგორ დავადოთ ფოლდერს პაროლი (პროგრამების გარეშე)?


ალბათ ხშირად შეგქმნიათ დისკომფორტი, როდესაც თქვენი ოჯახის წევრებს ან სულაც მეგობრებს უსარგებლიათ თქვენი კომპიუტერით და შესულან ფოლდერში, სადაც ინახავდით პირადულ ფაილებს და შეგქმნიათ უხერხული მდგომარეობა. გასწავლით როგორ დაიცვათ კომპიუტერი ყოველგვარი პროგრამებისა და თავის მტვრევის გარეშე.

შევქმნათ ფოლდერი და პირობითად დავარქვათ OnlyMe. შევიდეთ ამ ფოლდერში და შევქმნათ ახალი ტექსტ დოკუმენტი. თუ არ იცით როგორ შექმნათ ახალი ტექსტ დოკუმენტი მიყევით ინსტრუქციას:

როგორ დავადოთ ფოლდერს პაროლი (პროგრამების გარეშე)?


დააჭირეთ მარჯვენა ღილაკს ნებისმიერ ადგილას (ფოლდერში) >> აირჩიეთ New >> ჩამონათვალში იპოვეთ Text Document

როგორ დავადოთ ფოლდერს პაროლი (პროგრამების გარეშე)?


ამის შემდეგ გახსენით უკვე შექმნილი დოკუმენტი და შიგნით ჩააკოპირეთ შემდეგი ტექსტი:

cls
@ECHO OFF
title Folder Private
if EXIST "HTG Locker" goto UNLOCK
if NOT EXIST Private goto MDLOCKER
:CONFIRM
echo Are you sure you want to lock the folder(Y/N)
set/p "cho=>"
if %cho%==Y goto LOCK
if %cho%==y goto LOCK
if %cho%==n goto END
if %cho%==N goto END
echo Invalid choice.
goto CONFIRM
:LOCK
ren Private "HTG Locker"
attrib +h +s "HTG Locker"
echo Folder locked
goto End
:UNLOCK
echo Enter password to unlock folder
set/p "pass=>"
if NOT %pass%== SheniParoli goto FAIL
attrib -h -s "HTG Locker"
ren "HTG Locker" Private
echo Folder Unlocked successfully
goto End
:FAIL
echo Invalid password
goto end
:MDLOCKER
md Private
echo Private created successfully
goto End
:End

შემდეგ ამ დაკოპირებულ ტექსტში იპოვეთ სიტყვა SheniParoli, რომელიც სპეციალურად მუქად გამოვყავი რათა უკეთ დაგენახათ, წაშალეთ და დაწერეთ თქვენთვის სასურველი პაროლი (!!!გაფრთხილება !!! ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი პაროლი, რომელიც არ დაგავიწყდებათ და რომელიც არ იქნება მარტივად ხელმისაწვდომი თქვენი მეგობრებისთვის ან ოჯახის წევრებისთვის).

მაშ ასე, საქმის 90 % უკვე შესრულებულია. ახლა მოვახდინოთ ამ ტექსტ დოკუმენტის დასეივება შემდეგნაირად:

სულ ზემოთ მარცხნივ იპოვეთ File >> შემდეგ Save As… >> File Name-ში მიუთითეთ locker.bat ხოლო Save as type-ში All Files.

როგორ დავადოთ ფოლდერს პაროლი (პროგრამების გარეშე)?


არ დაგავიწყდეთ ამ უნაკასნკელი მოქმედების შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება ფაილის ჩვენთვის სასურველ ფორმატში დასეივება !!!

როგორც ხედავთ, შეიქმნა ახალი ფაილი locker სხვაგვარი ხატულა (icon)-ით. შეგიძლიათ New Text Document წაშალოთ და სავალდებულოცაა რომ წაშალოთ, რადგან შიგნით შეიძლება ცნობისმოყვარე ადამიანმა თვქენი პაროლი აღმოაჩინოს.

დააწკაპეთ ორჯერ locker-ს. ინგლისურად გეკითხებათ: “გინდათ, რომ ფოლდერს პაროლი დავადო?”

როგორ დავადოთ ფოლდერს პაროლი (პროგრამების გარეშე)?


ჩაწერეთ Y და დააჭირეთ კლავიატურაზე Enter-ს. თქვენი ფოლდერი უკვე დაცულია. ახლა ისღა დაგრჩენიათ ისევ დააჭიროთ locker-ს და ჩაწეროთ თქვენი პაროლი, რომელიც მიუთითეთ და აღმოაჩენთ, რომ გამოჩნდება ფოლდერი სახელით Private. ეს ის ფოლდერია სადაც თქვენ ამიერიდან შეგიძლიათ შეინახოთ ის პირადი ფაილები, რომელსაც ვერავინ მიაგნებს თქვენს გარდა.

P.S. დაიმახსოვრეთ აუცილებლად, ამ ფოლდერში მუშაობის და ფაილების შენახვა/წაშლის თუ მსგავსი ოპერაციების შემდეგ, კვლავ დააჭიროთ locker ფაილს > ჩაწერეთ Y და დააჭიროთ Enter-ს რათა კვლავ მოხდეს ფოლდერის დალუქვა. ეს თუ დაგავიწყდათ, იგივეა რაც თქვენს ოფისში სეიფი გააღოთ, ფული შეინახოთ და დახურვა დაგავიწყდეთ.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის და გისურვებთ უსაფრთხო ცხოვრებას.
Информация к новости
  • Просмотров: 2646
  • Автор: admin
  • Дата: 14 აპრილი 2021
14 აპრილი 2021

მუსიკის გადმოწერა Youtube-დან

Категория: სტატიები / tutorials

ყველამ კარგად ვიცით თუ რას წარმოადგენს Youtube და რა ადგილი უჭირავს მას ზოგადად ინტერნეტ სივრცეში. Youtube-ზე მოგზაურობისას აუცილებლად გაგიჩდებოდათ სურვილი თქვენს მიერ მოწონებული სიმღერის (მხოლოდ სიმღერის ან ხმის და არა ვიდეოს) გადმოწერისა.

რა შეიძლება გავაკეთოთ ამ შემთხვევაში? ეს პროცედურა ძალიან მარტივია და მხოლოდ რამოდენიმე ეტაპს მოიცავს. ამის გასაკეთებლად არ დაგჭირდებათ არანაირი პროგრამა, რომლის გადმოწერა და დაყენება დიდ დროს მოითხოვს. მუსიკის (და ზოგადად ვიდეოზე თანდართული საუბრის) გადმოწერა Youtube–დან სხვადასხვა ვებ–გვერდების დახმარებითაა შესაძლებელი და სულ რამოდენიმე წუთს მოითხოვს.

ინსტრუქცია მუსიკის გადმოსაწერად:

შეარჩიეთ სასურველი ვიდეო Youtube-ზე;
დააკოპირეთ (Copy) არჩეული ვიდეოს ბმული.

მუსიკის გადმოწერა Youtube-დან


სურათზე ნაჩვენებია ბმულის დაკოპირების პროცედურა

შედით ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ საიტზე: video2mp3.net; vidtomp3.com; youtube-mp3.org; listentoyoutube.com;
დაკოპირებული ლინკი ჩასვით არჩეულ საიტზე ბმულისათვის გამოყოფილ გრაფაში;
მუსიკის გადმოწერა Youtube-დან


სურათზე ნაჩვენებია ვიდეოს კონვერტაცია MP3 ფორმატში

დააჭირეთ ღილაკს კონვერტაციას (რომელიც სურათზე შავი ისრით არის მითითებული);
დაელოდეთ ჩატვირთვას და გადმოწერეთ სასურველი ფაილი (გადმოსაწერი ლინკის მოსაპოვებლად საიტზე არსებული რამოდენიმე რეკლამისაგან მოგიწევთ თავის დაღწევა).
გაითვალისწინეთ, რომ ვიდეოს მუსიკალურ ფორმატში გადაყვანისას შესაძლებლობა გეძლევათ აირჩიოთ მუსიკალური ხარისხი. ჩამოთვლილი ვებ-გვერდების გამოყენება შესაძლებელია ასევე ისეთ პოპულარულ რესურსებზე, როგორიცაა Clipfish, Sevenload, Dailymotion, და MySpace.
Информация к новости
  • Просмотров: 12086
  • Автор: admin
  • Дата: 14 აპრილი 2021
14 აპრილი 2021

PRO EVOLUTION SOCCER 2013 PC FULL VERSION

Категория: თამაშები/games

PRO EVOLUTION SOCCER 2013 PC FULL VERSION


ინფორმაცია თამაშზე:
დასახელება: Pro Evolution Soccer 2013
გამოშვების წელი: 2012
ჟანრი: სპორტული
შემქმნელი: Konami
გამომშვები: Konami Computer Entertainment Tokyo
პლატფორმა: PC
გამომცემლობის ტიპი: RePack
ინტერფეისის ენა: რუსული
გახმოვანების ენა: ინგლისური
წამალი: მოყვება (RELOADED)

აღწერა:
ფეხბურთის მოყვარულებს ელოდებათ ახალი ინტელექტურ - ხელოვნური ძრავა, რომელის წყალობით გაუმჯობესდა ბრძანების ელემენტები, თამაში, და ახლა თანაგუნდელ უკეთ ირეაგირებენ თქვენს მოქმედებებზე. ასევე გაუმჯობესდა ფეხბურთელებზე გადართვის სისტემა, რითაც ადვილათ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი თანაგუნდელი, რომელიც თქვენს ახლოსფეხბურთის მოყვარულებს ელოდებათ ახალი ინტელექტურ - ხელოვნური ძრავა, რომელის წყალობით გაუმჯობესდა ბრძანების ელემენტები, თამაში, და ახლა თანაგუნდელ უკეთ ირეაგირებენ თქვენს მოქმედებებზე. ასევე გაუმჯობესდა ფეხბურთელებზე გადართვის სისტემა, რითაც ადვილათ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი თანაგუნდელი, რომელიც თქვენს ახლოს იქნება. ძირითადი მიზანი Pro Evolution Soccer 2012 ცვლილებების არის ის რომ, მაქსიმალურად რეალური გახდეს თამაშის პროცესი. იქნება. ძირითადი მიზანი Pro Evolution Soccer 2012 ცვლილებების არის ის რომ, მაქსიმალურად რეალური გახდეს თამაშის პროცესი.
Информация к новости
  • Просмотров: 2156
  • Автор: admin
  • Дата: 13 აპრილი 2021
13 აპრილი 2021

საქართველოს მეფეთა სია

Категория: სტატიები

საქართველოს მეფეთა სია


საქართველოს მეფეთა სია

ქართლის წარმართი მეფეები
1. ფარნავაზი _ ძვ. წ. IV _ III სს.
2. საურმაგი _ ძვ.წ. IIIს
3. ფარსმანი _ ძვ.წ. II ს-ის 50-იანი წლები
4. არტაგი _ ძვ. წ. I ს-ის 60-იანი წლები
5. ფარნავაზ II _ ძვ. წ. I ს-ის 30-იანი წლები
6. მითრიდატე I _ ძვ. წ. I ს-ის 30-იანი წლები
7. ფარსმან I _ ახ. წ. I ს-ის 40-50 –იან წლები
8. მითრიდატე II _ I ს-ის 70-იან წლები
9. ფარსმან II (ქველი) _ II ს-ის 30-50-იან წლები
10. ხსეფარნუგი _ II ს-ის 60-იან წლები
11. რევი I (მართალი) _ III ს-ის II ნახევარი
12. ასფარუგი _ III ს-ის დასასრული ან IV საუკუნის დასაწყისში

ქართლის მეფეები

1. მირიანი _ IV ს-ის I ნახევარი
2. ბაქარ მირიანის ძე _ IV ს-ის 50-60-იანი წლები
3. ვარაზ-ბაქარი მირდატის ძე _ IV ს-ის 70-80-იანი წლები
4. თრდატ რევის ძე _ IV ს-ის80-90-იანი წლები
5. ფარსმან ვარაზ-ბაქარის ძე _ IV - V ს-ის მიჯნა
6. მირდატ ვარაზ-ბაქარის ძე _ V ს-ის 10-იანი წლები
7. არჩილ მირდატის ძე _ V ს-ის 20-30-იანი წლები
8. მირდატ არჩილის ძე _ V ს-ის 30-50-იანი წლები
9. ვახტანგ გორგასალი _ V ს-ის II ნახ. _ 502 (503) წ.
10. დაჩი _ V _VI სს-ის მიჯნა
11. გურგენი _ VI ს-ის I ნახ _ 523 წ.



ერთიანი საქართველოს მეფეები

1. ბაგრატ III _ 975 _ 1014 წწ.
2. გიორგი I _ 1014 _ 1027 წწ.
3. ბაგრატ IV _ 1027 _ 1072 წწ.
4. გიორგი II _ 1072 _ 1089 წწ.
5. დავით IV აღმაშენებელი _ 1089 _ 1125 წწ.
6. დემეტრე I _ 1125 _ 1155/56 წწ.
7. დავით V _ 1155 _ 1156 წწ.
8. გიორგი III _ 1156 _ 1184 წწ.
9. თამარი _ 1184 – 1213 წწ.
10. გიორგი IV ლაშა _ 1213 _ 1223 წწ.
11. რუსუდანი _ 1223 _ 1245 წწ.
12. დავით VII ულუ _ 1246 _ 1270 წწ.
13. დავით VI ნარინი _ 1246 _ 1259 წწ.
14. დემეტრე II თავდადებული _ 1270 _ 1289 წწ.
15. ვახტანგ II _ 1289 _ 1292 წწ.
16. დავით VIII _ 1293 _ 1311 წწ.
17. ვახტანგ III _ 1298, 1302 _ 1308 წწ.
18. გიორგი V _ 1318 _ 1346 წწ.
19. დავით IX _ 1346 _ 1360 წწ.
20. ბაგრატ V _ 1360 _ 1393 წწ.
21. გიორგი VII _ 1393 _ 1407 წწ.
22. კონსტანტინე I _ 1407 _ 1412 წწ.
23. ალექსანდრე I დიდი _ 1412 _ 1442 წწ.
24. ვახტანგ IV _ 1442 _ 1446 წწ.
25. გიორგი VIII _ 1446 _ 1466 წწ.


ქართლის მეფეები

1. კონსტანტინე II _ 1466 _ 1478 წწ.
2. დავით X _ 1505 _ 1525 წწ.
3. გიორგი IX _ 1525 _ 1527 წწ.
4. ლუარსაბ I _ 1527 _ 1556 წწ.
5. სვიმონ I _ 1556 _ 1569 წწ; 1578 _ 1599 წწ.
6. დავით XI _ 1569 _ 1578 წწ.
7. გიორგი X _ 1600 _ 1606 წწ.
8. ლუარსაბ II _ 1606 _ 1615 წწ.
9. ბაგრატ VII _ 1615 _ 1619 წწ.
10. სვიმონ II _ 1619 _ 1631 წწ.
11. თეიმურაზ I _ 1625 1632 წწ.
12. როსტომი _ 1632 _ 1658 წწ.
13. ვახტანგ V _ 1658 _ 1675 წწ.
14. გიორგი XI _ 1676 _ 1688; 1703 _ 1709 წწ.
15. ერეკლე I _ 1688 _ 1703 წწ.
16. ქაიხოსრო _ 1709 _ 1711 წწ.
17. ვახტანგ VI _ 1703 _ 1714 წწ.
18. იესე _ 1714 _ 1727 წწ.
19. ბაქარი _ 1717 _ 1719 წწ.
20. თეიმურაზ _ 1744 _ 1762 წწ.



კახეთის მეფეები

1. გიორგი I _ 1466 _ 1476 წწ.
2. ალექსანდრე I _ 1476 _ 1511 წწ.
3. გიორგი II _ 1511 _ 1513 წწ.
4. ლევანი _ 1518 _ 1574 წწ.
5. ალექსანდრე II _ 1574 _ 1605 წწ.
6. დავით I _ 1601 _ 1602 წწ.
7. კონსტანტინე I _ 1605 წ
8. თეიმურაზ I _ 1606 _ 1648 წწ.
9. არჩილ II _ 1664 _ 1675 წწ.
10. დავით II (იმამ-ყული ხანი) _ 1709 _ 1722 წწ.
11. კონსტანტინე II (მაჰმად-ყული ხანი) _ 1722 _ 1732 წწ.
12. ერეკლე II _ 1744 _ 1762 წწ.
13. გიორგი XII _ 1798 _ 1800 წწ.



იმერეთის მეფეები

1. ბაგრატ II _ 1463 _ 1466 წწ.
2. ალექსანდრე II _ 1484 _ 1510 წწ.
3. ბაგრატ III _ 1510 _ 1565 წწ.
4. გიორგი II _ 1565 _ 1583 წწ.
5. ლევანი _ 1583 _ 1590 წწ.
6. როსტომი _ 1590 _ 1604 წწ.
7. გიორგი III _ 1604 _ 1639 წწ.
8. ალექსანდრე III _ 1639 _ 1660 წწ.
9. ბაგრატ IV _ 1660 _ 1681 წწ. (მონაცვლეობით)
10. არჩილ II _ 1661 _ 1698 წწ. (მონაცვლეობით)
11. ალექსანდრე IV _ 1683 _ 1695 წწ.
12. სიმონი _ 1698 _ 1701 წწ.
13. გიორგი VI _ 1703 _ 1720 წწ. (მონაცვლეობით)
14. ალექსანდრე V _ 1720 _ 1752 წწ.
15. სოლომონ I _ 1752 _ 1784 წწ.
16. დავით II _ 1784 _ 1789 წწ.
17. სოლომონ II _ 1789 _ 1810 წწ.

ავტორი - დავით ჩოჩიშვილი;

ნებისმიერ სასარგებლო რჩევასა და შენიშვნას დიდი მადლიერებით მიიღებს: ch.daviti67@Rambler.ru
Информация к новости
  • Просмотров: 2499
  • Автор: admin
  • Дата: 12 აპრილი 2021
12 აპრილი 2021

lomisas salocavi (IX-X ss)

Категория: სტატიები

lomisas salocavi
(IX-X ss)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია, სამრეკლო და აკლდამები.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ლომისა წინარექრისტიანული ღვთაება იყო მთიულეთში. სახელწოდებას ხალხურ გადმოცემათა ტრადიცია ლომა ხარს უკავშირებს. მოგვიანებით, ეს კულტი მთვარის ღვთაებას დაუკავშირდა. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ხარის საკულტო გამოსახულებებს (რქებს) ხშირად ახალი მთვარის მოყვანილობა აქვს. ლეგენდებისა და რიტუალების თანახმად, ლომისა მონადირე, მხედარი ღვთაება იყო.

3. adgilmdebareoba

ლომისას სალოცავი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მთიულეთში, დაბა ფასანაურიდან ჩრდილო–დასავლეთის მიმართულებით 18 კმ–ში (პირდაპირი მანძილი) მდებარე სოფელ ქვემო მლეთის სამხრეთით, 6–7 კმ–ში, ქედზე.

4. ruka
lomisas salocavi (IX-X ss)


5. istoriuli mimoxilva

ლომისა წინარექრისტიანული ღვთაება იყო მთიულეთში. მას სინკრეტიზაციის გრძელი გზა აქვს გავლილი. სახელწოდებას ხალხურ გადმოცემათა ტრადიცია ლომა ხარს უკავშირებს. საქართველოში, როგორც მიწათმოქმედების ქვეყანაში, ხარის კულტი უძველესი დროიდან იყო ცნობილი. იგი მიწათმოქმედების ფუძემდებლად მიიჩნეოდა. მოგვიანებით, ეს კულტი მთვარის ღვთაებას დაუკავშირდა. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ხარის საკულტო გამოსახულებებს (რქებს) ხშირად ახალი მთვარის მოყვანილობა აქვს. ლეგენდებისა და რიტუალების თანახმად, ლომისა მონადირე, მხედარი ღვთაება იყო.
მთის გაქრისტიანების შემდეგ მთვარის ტაძრის ადგილზე ქრისტიანული ეკლესია აუგიათ. წარმართული კულტის ნიშნები კი წმ. გიორგის დაუკავშირდა. იგი მეომარია, ქრისტეს მხედარი. ამავე დროს, ხარი, როგორც ცნობილია, მისი ერთ-ერთი სახე-სიმბოლოა.
ლომისის დღესასწაული აღდგომის მე-7 კვირის ოთხშაბათს იმართებოდა (ამჟამადაც იმართება). ამ დღეს მლეთაში მლოცველები მთელი აღმოსავლეთ საქართველოდან იკრიბებოდნენ. დეკანოზები გამოასვენებდნენ დროშას და "ფერხისას" სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც იმართებოდა დღეობა შესაწირავით. ლომისას სახით თაყვანს სცემდნენ საწინამძღვრო ჯვარს, რომელიც ტარზე იყო დამაგრებული და ოთხსავე ბოლოზე სოლარული სიმბოლოები — ბურთები ჰქონდა მიმაგრებული.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

ლომისის წმ. გიორგის ხატის შესახებ არის ერთი ლამაზი ლეგენდა. XIII საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ხვარაზმელების ლაშქარი, რომელსაც ჯალალ-ედ-დინი სარდლობდა, ორგზის შემოესია ქვეყანას. მტერმა მაშინ არაგვის ხეობაც დაარბია და 7000 არაგველი ტყვედ წაასხა. ტყვეებს თან მთიულეთის მთავარი სიწმინდე - გზოვანის წმინდა გიორგის ხატი წაუღიათ. გადმოცემით, ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე „შეუკრავს“: დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი გაბერწებულა... ერთი სიტყვით, ქვეყანა დაღუპვის პირას მისულა.
თავზარდაცემულ სულთანს მისნები მოუხმია. მათ მოუხსენებიათ, უბედურების მიზეზი გურჯისტანის ხატიაო. სულთანს მისი დაწვა უბრძანებია. ხატი საკირეში ჩაუგდიათ, მაგრამ იქიდან უვნებლად ამოფრენილა და იქვე მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია. მაინც დაკლებიათ ერთი კოჭლი დედაკაცი, რომელიც ვიღაც ხორასნელს მოახლედ წაუყვანია. ის ქალიც სასწრაფოდ მოუძებნიათ და ხატიანი ხარიც 7000 ქართველის თანხლებით სამშობლოსკენ დაძრულა. გზად, სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგია. ხატი ბოლოს მლეთის მთაზე დამკვიდრებულა, სადაც ახლა სალოცავია. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს და ა.შ.
არავინ იცის, სად არის ამჟამად ლომისის სასწაულთმოქმედი ხატი. აქაურთა თქმით, შიშიანობის დროს დეკანოზებს იგი გადაუმალავთ და სანაცვლოდ მისი მსგავსი ვერცხლის ხატი მოუჭედინებიათ. გადამალული ხატი ვეღარ უპოვიათ. ასლი ახლა მლეთის ეკლესიაშია დაბრძანებული.

მეორე ლეგენდა ლომისის სალოცავის კარს ეხება. ეს კარი მუხის ხისგან არის დამზადებული და რკინა აქვს გადაკრული. მის შესახებ ასეთ ამბავს ყვებიან: ერთხელ მთაზე მეფის ჯარს შეუსვენია. მოშიებულ მოლაშქრეებს კერძის მოსახარშად შეშა ვერ უპოვიათ, მეთაურის ბრძანებით ლომისის კარი ჩამოუხსნიათ, დაუპიათ და ცეცხლი იმით დაუნთიათ. უჭამიათ თუ არა, ყველა დაბრმავებულა. მეთაური ლომისას შევედრებია, თვალის ჩინი დაგვიბრუნე და ტაძარს რკინის კარს შევაბამო. ჯარს თვალი ახელია და სარდალს მადლობის ნიშნად ეს კარი შეუბამს.
ტაძარში ახლაც ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული ან აღთქმის დადება უნდა, ანდა რაიმეს ევედრება წმინდანს, ამ ჯაჭვს კისერზე იდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით. ერთი ხალხური გადმოცემის მიხედვით, ლომისის ჯაჭვი ბარიდან კისრით ამოუტანია დიდად ცოდვილ დადიანის ქალს. სხვა ვარიანტით, წმინდა გიორგის სასწაულებრივად უხსნია ერთი ქართველი ტყვე და მასაც მადლობის ნიშნად ჯაჭვი, რომელიც ტყვეობაში კისერზე ედო, ლომისის მთაზე ამოუტანია

7. arqiteqturuli aRwera
lomisas salocavi (IX-X ss)

lomisas salocavi (IX-X ss)

lomisas salocavi (IX-X ss)

ა) ლომისას წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია, რომელსაც სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან (მთელ სიგრძეზე) თანადროული მინაშენები ეკვრის (14,5X7,8მ). განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. ამჟამად ნახევრად მიწაში და ნანგრევებშია ჩამჯდარი. გადაკეთებულია მრავალჯერ, რის გამოც ინტერიერი მნიშვნელოვნად სახეშეცვლილია, დარბაზის თავდაპირველი გადახურვა შეცვლილია ახალი ცილინდრული კამარით, რომელიც საბჯენ თაღს ეყრდნობა. თაღს გასამაგრებლად შუაში შეყენებული აქვს დიდი სწორკუთხა ბურჯი – გრძივ კედლებზე გადაყვანილი თითო თაღით. დარბაზის დასავლეთ კუთხეებში თაღების პილასტრებია შემორჩენილი. შესასვლელი სამხრეთიდანაა, მინაშენიდან. შესასვლელის პირდაპირ ჩრდილოეთ კედელში მსგავსი კარია, რომელიც დარბაზს ჩრდილოეთ მინაშენთან აკავშირებს. აღმოსავლეთით ექვსი საფეხურით შემაღლებული სწორკუთხა საკურთხეველია, რომელიც დარბაზისგან ფართო პილასტრებითა და მათზე დაყრდნობილი ნახევარ წრიული თაღითაა გამოყოფილი. საკურთხეველი განათებულია აღმოსავლეთი კედლის ღერძზე გაჭრილი თაღოვანი სარკმლით. მსგავსი სარკმელია დასავლეთ კედელშიც. საკურთხევლის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო ყრუ თაღია, რომლებშიც მინაშენებში გამავალი თითო სწორკუთხა კარია მოწყობილი (სამხრეთი კარი ამოშენებულია). ორივე შესასვლელის ზემოთ თითო მცირე ზომის ოთკუთხა ნიშია, მსგავსი თითო ნიშია აღმოსავლეთ კედლის კიდეებთან. საკურთხეველში ორი ტრაპეზის ქვა დგას, ერთი – შუაში, მეორე (შემორჩენილი ნაწილი) – სარკმლის ქვემოთ. შეცვლილია საკურთხევლის გადახურვაც. კუთხეებში, 3 მ სიმაღლეზე, გარდიგარდმო გადებულია ბრტყელი ქვები, რაც კონქის ნახევარწრიულ საფუძველს ქმნის. ეკლესიის ორივე მინაშენი განივი კედლით ორ–ორ ნაწილადაა გაყოფილი. მათგან აღმოსავლეთი ნაწილები მხოლოდ საკურთხეველს უაკვშირდება, დასავლეთისა – დარბაზს. აღმოსავლეთის ორივე სათვსში ორ–ორი თაღოვანი სარკმელია. ერთი სწორკუთხა სარკმელია სამხრეთ მინაშენის დასავლეთ სათავსის დასავლეთ კედელში. სამხრეთ მინაშენის სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილზე მიდგმულია თაღებიანი კარიბჭე, რომლის აღმოსავლეთი და დასავლეთი თაღები ამოშენებულია. ეკლესიას, მინაშენებს და კარიბჭეს ფიქლის სახურავი აქვს.
lomisas salocavi (IX-X ss)

ბ) ეკლესიისსამხრეთით დგას ნატეხი ქვით ნაგები, გვიანდელი შუა საუკუნეების ორსართულიანი სამრეკლო. ამჟამად მისგან მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარია შემორჩენილი (I სართულის ორივე ბურჯი და II სართულის განაპირა ბურჯების ნაწილი). II სართულზე ბურჯები შედარებით ვიწროა, რომელთა შორის თითო მსგავსი ბურჯი იყო მოთავსებული. სამრეკლოს I სართული გადახურული იყო დაბალი კამარით. II სართულის გადახურვის ფორმა არ დგინდება.
გ) ეკლესიის ირგლივ არსებული აკლდამებიდან ყველაზე უკეთ შემონახულია დასავლეთით მდებარე ერთი აკლდამა, რომელსაც კარი და სარკმელი აქვს. იგი გადახურულია კამარით, რომელიც პირდაპირ იატაკიდან იწყება.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ლომისას სალოცავი წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი არის მოქმედი. არ არის რესტავრირებული;

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ2. 2004წ.
2. ფოტოების ავტორი – ზაზა ქარდავა
^