Files.Pirveli.Ge » გვერდი 5
 
Информация к новости
  • Просмотров: 2236
  • Автор: admin
  • Дата: 11 აპრილი 2021
11 აპრილი 2021

ბრძნული გამონათქვამები

Категория: სტატიები

ბრძნული გამონათქვამები


“ადამიანები ვერასოდეს მიხვდებიან იმას, თუ რა დიდი სერიოზულობაა სჭირო იმისთვის, რომ იყო მხიარული..”


“ადამიანები ვერასოდეს მიხვდებიან იმას, თუ რა დიდი სერიოზულობაა სჭირო იმისთვის, რომ იყო მხიარული..”

“ადამიანი ადამიანობის ადამიანობით ადამიანობს…” – გოეთე

“ყოველ ადამიანში მზეა-ოღონდ აცალეთ, რომ ანათოს” – სოკრატე

“ძალზე დამღლელია იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ყოველთვის მართალია” – აგატა კრისტი

“მე მიყვარხარ, არა იმისთვის თუ ვინ ხარ შენ, არამედ იმისთვის, ვინ ვარ მე, როდესაც შენთან ვარ” – გაბრიელ გარსია მარკესი.

“ხშირად ადამიანი მარტოობისას გაცილებით ნაკლებად მარტოსულია” – ბაირონი

“ყველაფრის შეცნობა შეიძლება, თუმცა ყველაზე ძნელი საკუთარი თავის შეცნობაა” – სტენდალი

ნუ ტირი! იმიტომ რომ ეს დამთავრდა, გაიღიმე, იმიტომ რომ ეს იყო…

“ის უნდა შეიყვარო ვისაც უყვარხარ, სხვა შემთხვევაში დაიტანჯები”

“საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, მოკლე ჭკუის ნიშანია…”

“ცხოვრებაში რაც არ უნდა დიდი გახდე გახსოვდეს რომ შენ პატარა დაიბადე…”

“ფრთხილად აირჩიე ოცნება ის შეიძლება მართლა ახდეს…”

“სიცოცხლე იმით კი არ იზომება, რამდენჯერ ჩაისუნთქავ, არამედ იმით რამდენჯერ შეგეკვრება სუნთქვა…”

“ადამიანები იმიტომ კი არ ცოცხლობენ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ასულდგმულებთ, არამედ იმ სიყვარულის გამო, რომელიც მის მიმართ სხვა ადამიანებს აქვთ” – ტოლსტოი

“მეგობარი არასდროს გეტყვის “ხომ გეუბნებოდი” მაშინაც კი, თუ მართლა გეუბნებოდა…” – უენდი ჯინ სმიტი

“სიცოცხლე არაფერია მეგობრების გარეშე” – ციცერონი

“ყველა სიკეთიდან რომელთაც სიბრძნე სრული ბედნიერების მისაღწევად გვთავაზობს, ყველაზე დიდი მონაპოვარი მეგობრობაა” – ეპიკურე

მეგობრობა უსარგებლოა მსგავსად ფილოსოფიის, მსგავსად ხელოვნების…

“მეგობრობა ვერ გადაგარჩენს, იგი უფრო ერთ-ერთია იმ სიკეთეთაგან რომელიც გადარჩენას აზრს ანიჭებს” – კ.ს. ლიუისი

“მეგობრობა სრულქმნის ბედნიერებას და აქარწყლებს უბედურებას, რადგან სიხარულს გვიორმაგებს და უბედურებას გვინახევრებს” – ჯოზეფ ედისონი

“ღმერთმა მოგვცა ნათესავები… მადლობა ღმერთს რომ მეგობრებს ჩვენ თავად ვირჩევთ…” – ეთელ უორტს მამფორდი

“იმდენად მეგობრები არ გვშველიან რამდენადაც იმის რწმენა რომ ისინი გვიშველიან” – ეპიკურე

“თუ მეგობარს სათხოვარი აქვს, სიტყვა “ხვალ” უადგილოა” – ჯორჯ ჰერბერტი

“ნამდვილი მეგობარი ისა ვინც კარში მაშინ შემოდის როცა დანარჩენი სამყარო გადის” – უოლტერ უინჩელი

“როგორც ჩანს ბედნიერება იმისთვისაა შექმნილი რომ მეგობრებს გაუნაწილო” – ჟან რასინი

“თუ არ გსურს უარი მოისმინო, ნურაფერს ითხოვ…” – ჯონ დრაიდენი

“ადამიანი შეიძლება გაანადგურო, მაგრამ ვერ აჯობო” – ერნესტ ჰემინგუეი

“მიიღე ცხოვრება ისეთი როგორიც არის. ”

“კარგი გრძნობაა,გრცხვენოდეს ადამიანების,მაგრამ უმჯობესია საკუთარი თავის გრცხვენოდეს” – ტოლსტოი

“კეთილ ადამიანს ზოგჯერ ძაღლისაც კი რცხვენია” – ჩეხოვი

“ერიდე ყველაფერს, რაც შენს სინდისს არ მოსწონს….” – როლანი

“საკუთარ შეცოდებათა დავიწყება უსირცხვილობას ბადებს….” – დემოკრიტე

“სიმამაცე ბოლომდე შეგნებული პასუხისმგებლობაა” – სოლონი

“ნამდვილი შეცდომებია, რომლებიც არ სწორდება” – კონფუცი

“ის, ვინც სწორად მიმითითებს ჩემს შეცდომებზე ჩემი მასწავლებელია; ის, ვინც სწორად აღნიშნავს ჩემს უტყუარ საქციელს ჩემი მეგობარია; ის, ვინც პირში მეფერება ჩემი მტერია…” – პეტრე პერველი

“ადამიანს,რომელიც წესად მიიჩნევს,აკეთოს მხოლოდ ის,რაც მას სურს,დიდხანს არ გაჰყვება სურვილი,აკეთოს,ის, რასაც აკეთებს” – ვოლტერი

“შური ბედნიერთა მტერია” – ეპიკტეტი

“ლოთობა უგუნურობაში ვარჯიშია” – პითაგორა

“ვინც მარტო რჩება, ის ამქვეყნად არაფერია” – შექსპირი

“გაზიარებული სიხარული ერთიორად მეტი სიხარულია, გაზიარებული მწუხარება ერთიორად ნაკლები მწუხარება…” – ტობენი

“ყველაზე ძნელი და უწყალო მარტოობა გულის მარტოობაა” – ბუასტი

“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

“ეჭვიანობა ქმარს სასაცილოს ხდის, ასულელებს და ცოლის სიყვარულსა და პატივისცემას უმცირებს; ცოლს კი ეჭვიანობა უფრო თავაზიანს ხდის, გონებამახვილობასა და მგრძნობიარობას უმატებს” – ბერნე

“ისტორია რომანია რომელსაც უჯერებენ ხოლმე რომანი კი ისტორიაა,რომელსაც არ უჯერებენ” – ბალზაკი

“როდესაც მეტოქესთან პაექრობის დროს მიხვდები, რომ უფრო სუსტი ხარ,შეწყვიტე კამათი,რადგან თუ ლაპარაკს განაგრძობ,უფრო და უფრო მეტ სისულელეს იტყვი” – გოეთე

“ყველაზე ძნელია საკუთარი თავის შეცნობა,ყველაზე ადვილი სხვებისთვის რჩევის მიცემა” – თალესი

“სინანული არის დიდი წუხილი, იმის გამო, რომ ვართ ისეთები, როგორებიც ვართ” – ებნერ-ეშენბახი

“მამაცობაზე უფრო ხშირად ლაპარაკობენ ლაჩრები, ხოლო კეთილშობილებაზე გაიძვერები” – ტოლსტოი

“ბიზნესზე დამყარებული მეგობრობა უკეთესია, ვიდრე მეგობრობაზე დამყარებული ბიზნესი” – როკფელერი

“ადამიანის გული მუსიკალური ინსტრუმენტია, იგი შეიცავს უდიდეს მუსიკას, მას სძინავს, მაგრამ იგი აქ არის, ელოდება შესაფერის მომენტს, რათა აენთოს, იქნას გამოხატული, იქნას ნამღერი, იქნას ნაცეკვი. ეს წამი წარმოიშობა სიყვარულიდან. უსიყვარულოდ ადამიანი ვერასოდეს გაიგებს, თუ როგორ მუსიკას ატარებდა თავის გულში. მხოლოდ სიყვარულიდან ხდება ეს მუსიკა ცოცხალი, გაღვიძებული… გააგრძელეთ სიყვარულში უფრო ღრმად და ღრმად სვლა და ერთხელაც წააწყდებით თქვენს შინაგან მუსიკას, ამის შემდეგ ცხოვრება არარასოდეს იქნება იგივე… ფაქტიურად ცხოვრება იწყება ამის მერე…” – ოშო

“ადამიანების ცხოვრება სხვადასხვა გზით მიდის, ძნელია დიდი ხნით შეაჩერო ვინმე შენს სიახლოვეს…”

“სამს შეუძლია საიდუმლოს შენახვა, თუ 2 მათგანი მკვდარია” – ფრანკლინი

“უბედური გაჭყლეტილი მწერიც ისე იტანჯება, როგორც მომაკვდავი გიგანტი” – შექსპირი

“წახვალ… და როდესაც ჩემზე გკითხავენ, რას ეტყვი ნეტავ? მჯერა რომ გაგახსენდები… და მერე ჩურჩულით იტყვი “მიყვარდა” მაშინ გკითხავენ “რატომ დაშორდთ?” გაგეღიმება, სიიგარეტის ბოლს გამოუშვებ და იტყვი “ჩემი იყო და ვერ ვხვდებოდი”
Информация к новости
  • Просмотров: 454140
  • Автор: admin
  • Дата: 10 აპრილი 2021
10 აპრილი 2021

ქართულ-ინგლისური ლექსიკონი (qartul inglisuri leqsikoni)

Категория: პროგრამები/soft

ქართულ-ინგლისური ლექსიკონი (qartul inglisuri leqsikoni)


ეს არი ინგლსურ კართული ლექსკონი
70 000 ინგლისური სიტყვა
50 000 კართული სიტყვა

წელი :2003

Allshares.Ge - 23 MB
Информация к новости
  • Просмотров: 3818
  • Автор: admin
  • Дата: 9 აპრილი 2021
9 აპრილი 2021

Internet Download Manager 6.23 Build 10 Final RePack (& Portable) by D!akov [Multi/Ru]

Категория: პროგრამები/soft

Internet Download Manager 6.23 Build 10 Final RePack (& Portable) by D!akov [Multi/Ru]


Internet Download Manager
ვერსია: 6.23 Build 10
პლათფორმა: Windows XP, Vista, 7, 8, 8.1 or 10 (32 or 64 bit)
ინტერფეისი: მრავალენოვანი
წამალი: არ ჭირდება
აღწერა:
Internet Download Manager - არის პროგრამა,რომელიც ზრდის გადმოწერის სიჩქარეს დაახლოებით 5 ჯერ.ასევე პროგრამას შეუძლია განაახლოს დაუმთავრებელი ფაილის გადმოწერა,რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ინტერნეტის დროებოთ გათიშვისას.Internet Download Manager მხარდაჭერა აქვს HTTP, HTTPS, FTP და MMS პროტოკოლის. აგრეთვე შეწყობილი გადმოწერის ამაჩქარებელი MP3 audio, FLV და MPEG video ფაილებთან.ეს პროგრამა ინტეგრირებულია Opera, Mozilla, Internet Explorer, Firefox, MSN, AOL, Google Chrome თნ და ყველა იმ პროგრამასთან რომეიც იყენებს FTP, ან HTTP პროტოკოლს.. Internet Download Manager-ს სრული მხარდაჭერა აქვს Windows Vista და Internet Explorer 8 თან
Информация к новости
  • Просмотров: 2228
  • Автор: admin
  • Дата: 9 აპრილი 2021
9 აპრილი 2021

როგორ დავარეგისტრიროთ ბავშვი სკოლაში

Категория: სტატიები / tutorials

როგორ დავარეგისტრიროთ ბავშვი სკოლაში


2012 წლის 2 აპრილიდან პირველკლასელთა ონლაინრეგისტრაცია დაიწყო. წელს პირველად, რეგისტრაცია მხოლოდ ინტერნეტით განხორციელდება. 2 აპრილიდან 17 აპრილამდე პირველკლასელების ინტერნეტრეგისტრაცია იმ სკოლებში იქნება შესაძლებელი, სადაც მათი დედმამიშვილები სწავლობენ, ან მშობლები მუშაობენ. დანარჩენების რეგისტრაცია კი, 17 აპრილიდან - 17 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. თუმცა ოცდამეერთე საუკუნეში ბავშვის სკოლაში დარეგისტრირება ინტერნეტის საშუალებით აღარ არის გასაკვირი, მაგრამ ბევრმა არ იცის თუ როგორ ხდება ეს. ამ სტატიაში დეტალურად აგიხსნით, როგორ დავარეგისტრიროთ ბავშვი სკოლაში ინტერნეტის საშუალებით.

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

ნოტარიულად დამოწმებული დაბ. მოწმობა (აუცილებლად პირადი ნომრით)
განცხადება (სკოლაში მოგცემენ)
ჯანმრთელობის ცნობა
2 ფ/სურათი.
მშობლების ქორწინების მოწმობა

1.
პირველ რიგში შვედივართ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საიტზე mes.gov.ge მშობლებს სკოლის არჩევაში დაეხმარებათ catalog.edu.ge სადაც ყველა საჯარო სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაცია არის მოცემული.
2.
საიტზე შესვლისას ჩვენ დავინახავთ სპეციალურ აპლიკაციას \"პირველკლასელთა რეგისტრაცია\" შევდივართ და ვიწყებთ რეგისტრაციას.
3.
ბავშვის ონლაინ რეგისტრაციისათვის მშობელს მოუწევს შემდეგი ფორმის შევსება: ბავშვის სახელი და გვარი, პირადი ნომერი. მშობელი ირჩევს მხოლოდ ერთ სკოლას და როდესაც სისტემა დაუდასტურებს მას რეგისტრაციას, მას ოფიციალურად საბუთების წარდგენა უკვე სკოლაში მოუწევს. \"- მასალები/ხელსაწყოები\" აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თუ რა საჭირო საბუთების წარდგენა არის საჭირო.
4.
მშობელი რეგისტრაციის წარმატებით დასრულებისთანავე მიიღებს პასუხს შვილის სასურველ სკოლაში ჩარიცხვის შესახებ და ასევე, სმს-ის საშუალებით. (ხანდახან სმს-ის კოდის მოსვლა გარკვეული დრო ჭირდება 15-20 წუთი).
5.
მშობლებს, რომლებსაც ინტერნეტთან ხელი არ მიუწვდებათ, შეუძლიათ დასარეგისტრირებლად თავიანთი რაიონის რესურსცენტრს მიმართონ.
6.
მშობელს შეუძლია დაარეგისტრიროს შვილი მისთვის სასურველ სკოლაში, საცხოვრებელ ადგილს მნიშვნელობა არ ენიჭება.
Информация к новости
  • Просмотров: 2945
  • Автор: admin
  • Дата: 7 აპრილი 2021
7 აპრილი 2021

ქართული ენის საიდუმლოებები

Категория: სტატიები

ქართული ენის საიდუმლოებები


ქართული ენა მსოფლიო ენების დედაა და მას შემთხვევით არ ეწოდება “დედა ენა”. საქართველოდან დაშორებულ ყველაზე უშორეს დედამიწის წერტილშიც მცხოვრებ აბორიგენებშიც კი მოიძებნება ნაშთები ძირძველი ქართული სიტყვებისა ზოგში ერთნი ზოგში მეორენი მაგ: მე, შინ, მამა, რა… ზოგჯერ ისეთ სიტყვებსაც შეხვდებით რომ გაგიკვირდებათ. სამწუხაროდ დღევანდლი ქართული საკმაოდ დაბინძურებულია ბარბარიზმებით და რაც დრო გადის უფრო და უფრო იშლება კვალი ძირძველი “დედა ენისა”. ასევე რთულია დაადგინო ესა თუ ის სიტყვა შემოსულია თუ გასულია საქართველოდან.
სამწუხაროდ არ არსებობს კვლევა და ვერ მოვიძიე ვერცერთი მეცნიერული ნაშრომი ერთგვარი თანხვედრი სიტყვებისა ქართულსა და მსოფლიო ენებს შორის.
თუმცა ამ ძებნაში ერთი წესი დადგინდა ქართული სიტყვის ბარბარიზმიდან გასარჩევად. თუ სიტყვა ქართულია ასიდან ასი პროცენტით შესაძლებელია მისი განშლა ანუ მასში აუცილებლად ჩადებულია, ჩამარხულია ჩაკოდირებულია იმფორმაცია (გაგება).
როდესაც არქეოლოგები ამა თუ იმ ტერიტორიაზე გათხრებს ატარებენ, ხსნიან სარკოფაგებს, ხოლო მიღბული არტეფაქტებით მსჯელობენ იმ ადგილის ისტორიაზე, სოციალურ თუ კულტურულ მდგომარეობაზე.
ასევეა ქართული ენა ” დამარხული ენა” და მას წერაქვით და ნიჩაბით ვერ გახსნი მისი გახსნა (ახსნა)მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ანბანს შეუძლია.
მოგეხსენებათ ქართული ენა სამი ანბანის მფლობელია ესენია: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული.
ასომთავრული და ნუსხური უძველესია და მისი ფესვები ოქროს საწმისთან და კიდევ უფრო შორს ბაბილონის ეპოქას შორდება, ხოლო რაც შეეხება მხედრულს ერთი შეხედვით ქრისტიანობის გავრცელების შემდგომ პერიოდს უნდა ემთხვევოდეს. მეცნიერები ამას ერთგვარ ქრისტიანული ზეგავლენის ასოთა რეფორმად შერაცხავდნენ, მასში ქრისტიანული ელემენტების ფართოდ არსებობის გამო, მაგრამ არც ასე იოლადაა საქმე.
სამივე ანბანში ერთი ხელწერა შეინიშნება. თვითოეული დამწერლობა განსხვავდება და განსხვავებულობით ერთმანეთს ავსებს და აძლიერებს.
Информация к новости
  • Просмотров: 2461
  • Автор: admin
  • Дата: 5 აპრილი 2021
5 აპრილი 2021

როგორ დავკარგოთ ქალიშვილობა?

Категория: სტატიები

როგორ დავკარგოთ ქალიშვილობა?


ქალიშვილობის დაკარგვის გაგონებაზე ერთგავრი ასოციაცია ჩნდება თავისებური შიშის და ტკივილის, პირველ რიგში რაც უნდა დაიმახსოვროთ ნუ დაიჯერებთ მითებს რომელიც გავრცელებულია ქალიშვილობის დაკარგვაზე, რადგან ისინი არაფრის მომცემია ხშირ შემთხვევაში. ამ სტატიის მეშვეობით თქვენ გაიგებთ, როგორ მოემზადოთ ამ პროცესისათვის, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად.
ინსტრუქცია პირველ სექსამდე

ეცადეთ თავი კომფორტულად იგრძნოთ, მოდუნდეთ და სიამოვნება მიიღოთ საკუთარი სხეულით. ადამიანთა უმრავლესობას ეშინია, რადგან არ იციან რა ელოდებათ წინ (ეს უფრო სექსოლოგიის მხრივ განათლების ნაკლებობის ბრალია), რაც ლოგიკურია, მაგრამ არა მართებული.

როდესაც თქვენ ნერვიულობთ და დაძაბული ხართ ეს იწვევს ვაგინის კუნთების დაჭიმვას, რის შემდეგაც ტკივილის შეგრძნება კიდევ უფრო მძაფრდება. შესაბამისად ნაცვლად ნერვიულობისა, უმჯობესია პირველ რიგში წაიკითხოთ და გაერკვეთ სექსოლოგიაში თუნდაც მცირედით, რაც დაგეხმარებათ შემდგომ მოდუნებაში და დარწმუნებული იყოთ საკუთარ თავში.
მართალია რთულია მოდუნება, როდესაც პირველი სექსი გაქვთ, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არ არის. მოგცემთ რამოდენიმე რჩევას რომელიც ამ დროს მოდუნებაში დაგეხმარებათ.
იკითხეთ! პირველ რიგში უკვე ნახსენები განათლებაა საჭირო, რათა იცოდეთ რა არის ამ პროცესში ნორმალური და რა შეიძლება მოხდეს. ქართულად არც ისე ბევრი რამ არის სექსზე კვალიფიციურად დაწერილი ამიტომ შეგიძლიათ კითხვა დაიწყოთ Planned Pearenthood-იდან და შემდეგ განაგრძოთ Scarleteen-ით. მითითებული ბმულები საკმარისია თავდაპირველი ინფორმაციის მისაღებად, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ გუგლი და მოძებნოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია, კონკრეტულ საკითხებზე.

შეისწავლეთ საკუთარი სხეული. საკუთარი სხეულის შესწავლა დაგეხმარებათ იყოთ უფრო დარწმუნებული საკუთარ თავში, განსაკუთრებით კი მაშინ თუ თქვენს პარტნიორსაც არ აქვს დიდი სექსუალური გამოცდილება. მნიშვნელოვანია იმის გამორკვევა თუ რა განიჭებთ სიამოვნებას. ამაში თქვენ მასტრუბაცია დაგეხმარებათ, მაგრამ თუ არ გსურთ მასტრუბირება მაშინ თქვენს პარტნიორს ეკონტაქტეთ და უთხარით მას, რომ დააკვირდეს რა რეაქცია გექნებათ მის სხვადასხვა ტიპის შეხებაზე. ზოგადად კომუნიკაცია და ღია საუბარი სექსის დროს ორივე პარტნიორს საკმაოდ დიდ გამოცდილებას სძენს.
განეწყვეთ პოზიტიურად. როდის დაკარგავთ ქალიშვილობას ეს თქვენი გადასაწყვეტია პირადად. თუ ამის გამო თქვენ თავს დამნაშავედ გრძნობთ და გარკვეულწილად სტერულს მგომარეობამდე ხართ მისული კარგად დაფიქრდით იქნებ ჯობს დაიცადოთ. თუ თქვენ უკვე ზუსტად გაქვთ გადაწყვეტილი და იცით, რომ ეს ნამდვილად ის არის რაც გსურთ, მაშინ განეწყვეთ, რომ ეს პროცესი ნათელ გამოცდილებად აქციოთ. ფოკუსირება მოახდინეთ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო დაგაახლოვებთ თქვენს პარტნიორთან და შესაძლებლობას მოგცემთ, რომ პიროვნულად გაიზარდოთ.

შეიარეთ სექსშოპში აფთიაქში. შეიძინეთ რამოდენიმე ნივთი, რომელიც დაგეხმარებათ ქალიშვილობის შედარებით უმტკივნეულოდ დაკარგვაში.

პრეზერვატივი – ის დაგეხმარებათ თავი აარიდოთ დაუგეგმავ ორსულობას და ასევე დაგიცავთ სექსუალური გზით გადამდები დაავადებებისაგან. მიუხედავატ იმისა იღებთ თუ არა ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს და ენდობით თუ არა თქვენ პარტნიორს უმჯობესია გამოიყენოთ პრეზერვატივი, რათა თავიდან აიცილოთ ნებისმისერი სახის დამატებითი ნერვიულობა. თავდაპირველად ნუ დაიწყებთ სხვადასხვა ტიპის პრეზერვატივების შერჩევას, აირჩიეთ სტანდარტული პრეზერვატივი და გამოიყენეთ ის.
ლუბრიკანტი – პრეზერვატივის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება გამოიყენოთ პირველი სექსისას. ის შეამსუბუქებს ტკივილს და ასევე ვაგინას დაიცავს დაზიანებისაგან. თუ თქვენ იყენებთ ლატექსოვან (კაუჩუკის) პრეზერვატივს (და უმეტესობა სწორედ ლატექსოვანია), არ გამოიყენოთ ზეთოზე დამზადებული ლუბრიკანტი, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს პრეზერვატივის გახევა. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ სილიკონზე ან წყალზე დამზადებული ლუბრიკანტი

განიხილეთ სექსთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი თქვენ პარტნიორს. ესაუბრეთ თქვენს პარტნიორს ნებისმიერ საკითხზე, ეს ხომ ის ასადამიანი ვისაც ბოლომდე ენდობით და მასთან ყოფნის დროს არაფერზე ნერვიულობთ. თქვენი პარტნიორი უნდა ზრუნავდეს თქვენზე და უნდა იყოს მოტივირებული რომ ეს პროცესი რაც შეიძლება უმტკივნეულოდ დასრულდეს თქვენთვის. თუ თქვენი პარტნიორი არ ზრუნავს თქვენზე და ის იქცევა ისე, რომ მხოლოდ თავისი სექსუალური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს და არ აინტერესებს თუ რას გრძნობთ თქვენ ამ დროს, იქნებ დაფიქრდეთ ღირს თუ არა პირველი სექსი ნამდვილად ამ ადამიანთან? იქნებ ახალი პარტნიორი მოგეძებნათ?


შეისწავლეთ საკუთარი საქალწულე აპკი. აპკი ეს არის თხელი გარსი, რომელიც აკრავს ვაგინას და იგი ყველა გოგოს დაბადებისთანავე აქვს ბუნებრივად. აპკი მდებარეობს საშოს შესასვლელიდან 2-3 მმ-ის სიღმეზე. რჩევები რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ქალიშვილობის დაკარგავსთან დაკავშირებით:

თქვენი საქალწულე აპკი იქნება არასრული. თუ თქვენ მოზარდი ხართ და უკვე დაგეწყოთ მენსტრუალი ციკლი ეს კიდევ ერთი ორად ზრდის იმის შანსს, რომ თქვენი საქალწულე აპკის “ნახევარი” უკვე დაკარგული იყოს. თუ თქვენ უფრო დეტალურად გსურთ თქვენი აპკის გამოკვლევა ამისათვის დაგჭირდებათ ფანარი, ხელის სარკე და რა თქმა უნდა საშო.
აპკის გახევის დროს თუ წარმოიშვა სისხლდენა, ეს არ იქნება ისეთივე ბევრი, როგორც ეს არის მენსტრუალური ციკლის დროს. ზოგიერთ გოგოს ქალიშვილობის დაკარგვისას საერთოდ არ აქვს სისხლდენა.

აპკის გახევა არ უნდა იყოს უაღრესად მტკივნეული. თუ თქვენ იგრძობთ გაუსაძლისს ტკივილს რეალურად ეს გამოწვეული იქნება არა იმით რომ, ხდება ასე ვთქვათ შეღწევადობა და თქვენს საქალწულე აპკს გააჩნია ნერვული დაბოლოებები, არამედ იმიტომ რომ დაძაბულობისაგან თქვენ მოჭიმავთ საშოს კუნთებს. კარგი სიახლე ის არის, რომ თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი აპკის გარღვევისას გამოწვეული ტკივილი და ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად მოდუნდებით, რაც უფრო მოდუნდებით და მიენდობით პარტნიორს (რომელიც არაცხოველური გამოხტომებით უნდა გამოირჩეოდეს), მით უფრო ნაკლებ ტკივილს იგრძნობთ.

შეარჩიეთ სწორი კუთხე. თუ თქვენ შეარჩევთ სწორ კუთხესა და მოძრაობას ამან შეიძლება თავიდან აგაცილოთ სხვადასხვა პოტენციური ტკივილის შეგრძნებები. ყველა გოგო არ არის სტანდარტული და ასოზე ზემოთ-ქვემოთ მოძრაობაზე უფრო შეიძლება მათ სიამოვნებდეს ხერხემლის გასწვრივ წინ და უკან მოძრაობა ან დახრილი მუცლის მიმართ და ისე მოძრაობა წინ და უკან, ყველა ტიპის მოძრაობა ნორმალური და მისაღებია.

თუ თქვენ რეგულარულად ხმარობთ ტამპონებს, თქვენ უკვე ერთი ნაბიჯით წინ ხართ და შეგიძლიათ განსაზღვროთ სწორი კუთხე, იმის მიხედვით თუ როგორ იდებთ ტამპონს (იგივე მიმართულებით უნდა მიმართოთ ასოც).

თუ თქვენ არ იყენებთ ტამპონს მაშინ შემდეგი ციკლის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ის ან სცადოთ სასურველი კუთხის გარკვევა თითის დახმარებით.

ინსტრუქცია პირველი სექსისთვის

შეარჩიეთ შესაფერისი ადგილი. თუ თქვენ სექსის დროს თან ნერვიულობთ იმაზე, რომ ვინმე არ დაგადგეთ თავზე, ეს არ არის სწორი არჩევანი პირველი სექსისთვის. პირველი სექსისათვის უმჯობესია შეარჩიოთ ისეთი ადგილი სადაც გეცოდინებათ, რომ არავინ შეგაწუხებთ და იქნებით თავისუფლად.

დაწოლისათვის შეარჩიეთ კომფორტული ზედაპირი და დროის მხრივ ისეთი დრო, როდესაც არ იქნებით შუა აქტის დროს სადმე აუცილებლად გასაქცევი.

გათიშეთ ტელეფონი და შეინახეთ ყველა ის ნივთი, რომელმაც შეიძლება ყურადღება გადაგატანინოთ სხვა რამეზე თქვენი პარტნიორიდან. მოწესრიგდით, მიაკითხეთ სილამაზის სალონს, სტომატოლოგს და დერმატოლოგსაც კი თუ ამის საჭიროება არსებობს.

ზომიერი განათება, მშვიდი მუსიკა, თბილი ოთახი, მოკლედ შექმენით გარემო სადაც თავს იგრძნობთ უსაფრთხოდ და კომფორტულად. გააკეთეთ ყველაფერი, რომ გამოიყურებოდეთ ლამაზათ და აიმაღლოთ თვითშეფასების კოეფიციენტი.

გამოიყენეთ დრო და ისიამოვნეთ. იფიქრეთ სექსზე როგორც მარათონზე და არა ხანმოკლე სპირნტზე, შესაბამისად ისიამოვნეთ აუჩქარებლად და ხანგრძლივად. ნუ შეშფოთდებით და ნუ დაიწყებთ იმაზე ფიქრს სწორად აკეთებთ თუ არა ამას, უმჯობესია დააკვირდეთ პარტნიორს და გამოარკვიოთ რა განიჭებთ განსაკუთრებულ სიამოვნებას ორივეს.

პრელუდია და შესაბამისი აღგზნება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც თქვენ აღეგზნებით თქვენი ვაგინა ასე რომ ვთქვათ სველდება, რაც შემდგომ ბუნებრიბი ლუბრიკანტის ფუნქციას ასრულებს და ასოს უმტკივნეულოდ შეღწევაში ეხმარება.

ესაუბრეთ თქვენს პარტნიორს. ნუ შეგეშინდებათ შეკითხვის ან თხოვნის, რაც იმ დროს გინდათ. ის რომ თქვენ დაგეხმარებათ და გასიამოვნებთ თავს იგრძნობს ბედნიერად.

სექსის შემდეგ თავის მოვლა. თუ თქვენ ძალიან გაწუხებთ ტკივილი ან სისხლდენა, შესაძლებელია მიხედოთ მას სანამ ძალიან გართულდება. ტკივილის შემთხვევაში შეგიძლიათ მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი (ნუ მიიღებთ ასპირინს თუ ხართ 19 წელზე ნაკლების), ხოლო სისხლდენის შემთხვევაში გასუფთავდით სისხლიგან და ატარეთ სუფთა საფენი უახლოესი რამოდენიმე საათის განმავლობაში.

რჩევები:



სიამოვნების მისაღებად გარკვეული სირთულეების გავლა გვიწევს, ამიტომ პირველ ჯერზე დატოვეთ თქვენი მოლოდინები ოთახს გარეთ, ასევე გახსოვდეთ, რომ თავდაპირველად სრულყოფილი არავინაა და შესაბამისად არც თქვენგან მოელიან სასწაულებს ამიტომ მოიხსენით კომპლექსები და მოდუნდით.
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჯერ მზად არ ხართ და ეს ღამე არ არის სწორედ “ის ღამე”, რომელსაც მოელოდით, მაშინ ნუ იჩქარებთ და გადადეთ პირველი სექსი შემდეგისთვის. მზრუნველი პარტნიორი მარტივად შევა თქვენს მდგომარეობაში და გაგიგებთ, ხოლო სექსზე ორიენტირებული პარტნიორი დაიწყებს “ცოლად, რომ მოგიყვან მერე ხომ მომცემ” და ა.შ ფრაზებს.
თუ თქვენს პარტნიორს თქვენამდე ჰქონდა სექსი სხვასთან თქვენამდე გამოიყენეთ პრეზერვატივი, მიუხედავად იმისა იყენებთ თუ არა ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, რადგან სექსუალური გზით გადამდებ დაავადებებს აიკიდებთ აუცილებლად, პლიუს ამას თუ თქვენ არ იღებთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს დიდი შანსია, რომ დაფეხმძიმდეთ.
თუ თქვენი სხეულის გამო ან ნებისმიერი მიზეზით თავს კომფორტულად ვერ გრძნობთ განათებულ ოთახში შეგიძლიათ გამოიყენოთ სანთლები ან საერთოდაც ჩააბნელოთ ოთახი.
სექსის დროს შეიძლება მოგინდეთ ტუალეტში გასვლა, რაც სავსებით ნორმალურია (როდესაც სტაბილური სექსუალური ცხოვრება გექნებათ ეს მოთოვნილებაც გაივლის).
თუ გაუსაძლისი ტკივილები და სისხლის პერიოდული გამონადენი გაგრძელდა ერთ დღეზე მეტ ხანს აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს.
ზოგადად კარგი იქნება თუ სექსუალური აქტის შემდეგ დაგეგმავთ ვიზიტს გინეკოლოგთან.
Информация к новости
  • Просмотров: 10175
  • Автор: admin
  • Дата: 3 აპრილი 2021
3 აპრილი 2021

იესო ქრისტეს სახე

Категория: სურათები/photo

იესო ქრისტეს სახე


YVELAFERI ISE GAAKETE ROGORC SURATZE TERIA DA DAINAXAV IESO KRISTES SAXES. ME UKVE DAVINAXE DAMIJERET NAMDVILIA EXLA TQVEN NAXET.
Информация к новости
  • Просмотров: 4525
  • Автор: admin
  • Дата: 2 აპრილი 2021
2 აპრილი 2021

როგორ დავთესოთ და მოვუაროთ კიტრს

Категория: სტატიები

როგორ დავთესოთ და მოვუაროთ კიტრს


კიტრი (Cucumis sativus). ერთწლოვანი, ორლებნიანი მცენარეა, გოგრისებრთა ოჯახიდან, მხვიარა ღეროთი. კიტრის დამტვერვას ახდენენ მწერები (ფუტკრები), საკვებად გამოიყენება მოუმწიფებელი ნაყოფები. მცენარის განვითარებისათვის აუცილებელია თბილი კლიმატური პირობები, არანაკლებ 12-15 C0 კიტირი ყველაზე უკეთ იზრდება 25-30 C0 ჰაერის და ნიადაგის 20-25 C0 ტემპერატურისას, 1 გრამი კიტრის თესლი 30-35 მარცვალს შეიცავს.
Информация к новости
  • Просмотров: 3255
  • Автор: admin
  • Дата: 31 მარტი 2021
31 მარტი 2021

მსოფლიოს ათი ყველაზე დიდი ქალაქი

Категория: სტატიები

მსოფლიოს ათი ყველაზე დიდი ქალაქი


ამ პოსტში წარმოგიდგენთ მსოფლიოს ათ ყველაზე დიდ ქალაქს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.
Информация к новости
  • Просмотров: 1657441
  • Автор: admin
  • Дата: 30 მარტი 2021
30 მარტი 2021

GTA San Andreas -ის კოდები

Категория: თამაშები/games

GTA San Andreas -ის კოდები


GTA San Andreas -ის ყველა საჭირო კოდი წერია მეტის წაკითხვა -ში

სულ: 87 კოდი
Информация к новости
  • Просмотров: 2191
  • Автор: admin
  • Дата: 28 მარტი 2021
28 მარტი 2021

სამი იბერია

Категория: სტატიები

სამი იბერია


სამი იბერია – კავკასია, პირენეი, ბრიტანეთი…

ის ფაქტი, რომ მსოფლიოში არსებობდა სამი იბერია მრავლის მეტყველია. თუმცა, დღეს როცა ამ თემაზე საუბრობენ ხოლმე, წინა პლანზე მხოლოდ ორ იბერიას აყენებენ – ეს არის კავკასიისა და პირინეის იბერიები. არადა ნისლიან ალბიონის პირველ სახელმწიფოებრივი ტიპის გაერთიანებასაც იბერია ერქვა. ეს მანამ, სანამ კელტები (იგივე გალები. განმარტებისთვის – გალებს მათ უწოდებდნენ ლათინები, ხოლო კელტებს – ბერძნები) შეესეოდნენ ნისლიანი ალბიონის კუნძულებს. ამგვარად, ჰიბერნია იგივე ალბიონია და ისინი სიტყვა იბერიიდან ტრანსფორმირდნენ. იბერია- ჰიბერნია – ალბიონი. აკაკი გელოვანიც აღნიშნავდა, რომ ალბიონი კუნძულს დაარქვეს იქ მიგრირებულმა ხალიბებმა. ხალიბიონი-ხალბიონი-ალბიონი. როგორც ცნობილია, ხალიბები ქართველური ტომები იყვნენ.

მკვლევარები კელტების წინარე ხალხად პიქტებს მიიჩნევენ, რომელთაც უდიდესი კულტურა და ცივილიზაცია ქონდათ, ამაზე სტოუნჰენჯის მეგალითური კომპლექსის მედიდურობა და დანიშნულებაც მეტყველებს. მკვლევარები პიქტებს იბერიული წარმოშობის ტომად მიიჩნევენ, რომელიც მთიან შოტლანდიაში ცხოვრობდა კელტების (სკოტების, გელების) მოსვლამდე და VI-VII საუკენეებში მათ ალბას ანუ ალბანის სამეფო შექმნეს. კელტების შესევის შემდეგ პიქტებმა განიცადეს შევიწროვება და მათი დომინანტი როლი ამ რეგიონზე მთლიანად მოისპო… დროთა განმავლობაში მათ ასიმილაცია განიცადეს, სკოტებს შეერივნენ და გელური ენა შეითვისეს. მოხდა არა მხოლოდ მოდგმის, არამედ რასის ჩანაცვლებაც, რომლის დროსაც ინდოე-ვროპული წარმოშობის ტომებმა – კელტებმა – გაანადგურეს პიქტების ცივილიზაცია და ბარბაროსს დამპყრობლებად იქცნენ.

არცერთი ისტორიული დოკუმენტი არ მოწმობს, რომ პიქტების ტომი მთლიანად ამოწყვეტილიყოს. შოტლანდიელები დღესაც არჩევენ თავის ერში იბერიული ტომის შენარევს და დაბალი ტანის შავგრემან ადამიანებს (ასეთები ყოფილან პიქტები რომაელთა აღწერით), განსხვავებით მაღალ, ქერათმიან და ცისფერთვალა კელტებისაგან, ახლაც იბერიელებს უწოდებენ…

კელტების მიერ პიქტების დაპყრობა ისეთივე მოვლენას წარმოადგენდა, რაც შუამდინარეთში სემიტების შეჭრა, ან რომში ვანდალებისა და გუთების ლაშქრობა. მაგრამ, როგორც მოვლენებმა აჩვენა, ასეთ დროს ბარბაროსი ტომები ხელუხლებელს ტოვებდნენ “ქურუმთა ცოდნას” – ის არ ნადგურდებოდა! ამიტომ შუმერის დაცემის შემდეგაც, ბაბილონის ქურუმებს ისევ შუმერული წარმოშობის ქურუმები წარმოადგენდნენ… არც რომის სულიერი ცოდნა გაუნადგურებიათ ბარბაროსებს, პირიქით, მალე ისინი გაქრისტიანდნენ კიდევაც.

კელტების მიერ ბრიტანეთის დაპყრობის შემდეგ შეიქმნა ცალკე კასტა სასულიერო პირებისა, იგივე ქურუმებისა, რომელსაც სხვანაირად – დრუიდები ერქვათ. დრუიდები ფაქტიურად სრულიად განსხვავებულ ხალხს და ეთნოსს წარმოადგენდნენ. კელტები დრუიდებს – ქურუმებს, “სასულიერო პირებს” და პოეტებს უწოდებდნენ. გალებში დრუიდები გმირული თქმულებებისა და მითოლოგიური პოემების შემნახველნი იყვნენ, რომელთაც ახალგაზრდობას ზეპირად გადასცემდნენ. დრუიდთა სკოლები კუნძულელ კელტებშიც არსებობდა. მიუხედავად ამისა, ირლანდიელებსა და ბრიტებში დრუიდებმა მგოსნების ფუნქცია მალევე დაკარგეს, IV-V საუკუნეებში კი, ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, ისინი სოფლის ექიმბაშებად იქცნენ.

დრუიდების მემკვიდრეებად ითვლებოდნენ “ბარდები” ძვ. ირლანდიაში, საიდანაც იწყება კიდეც ირლანდიური პოეზია და ეპოსი… ამაზე მეტყველებს “ბარდების” პოეზია, ტომას სტენს ელიოტის, ჯეიმს ჯოისისა და სამუელ ბეკეტის კომენტარები.

შუმერ ქურუმებისა და დრუიდების მსგავსი მდგომარეობა იყო მთელს იტალიაში განთქმულ ტარქკვინიის ეტრუსკ აუგურთა აკადემიაში, სადაც თვითონ რომაელებიც კი აგზავნიდნენ ნიჭიერ ახალგაზრდებს განსასწავლელად.

ირლანდიელი მეცნიერის, ბონვიკის თქმით, კელტებს დრუიდების სიბრძნე პიქტებისაგან უნდა გადაეღოთ, ან მიეღოთ მემკვიდრეობით, ან შეიძლება თავად ისინი იყვნენ პიქტები. არანაკლებ საინტერესოა ის გარემოება, რომ მეცნიერი პიქტებს “დიდი ბრიტანეთის იაფედიტურ მოსახლეობას” უწოდებს, რითაც კიდევ ერთხელ უკავშირებს მათ ქართველურ მოდგმას და მსოფლიოს სამ იბერიას ერთი მოდგმის შექმნილ სახელმწიფოებად მიიჩნევს…
ზოგი მკვლევარი “კელტ-იბერიულ” ტერმინს ხელოვნულად შექმნილად მიიჩნევს. მათი აზრით, არ შეიძლება რომაულ-ვანდალური, ან ურარტო-კიმერიულ კულტურებზე საუბარი. არსებობს ურარტული და კიმირიული კულტურები, არსებობს რომაული კულტურა და ვანდალების კულტურა, მაგრამ არამც და არამც ერთიანი. აქედან გამომდინარე, შეცდომადაა მიჩნეული შუმერულ-აქადური და პელაზგურ-ბერძნული განსაზღვრებანიც, რადგან ეს მოდგმები და მათი კულტურა რადიკალურად განსხვავებული ეტაპებია კაცობრიობის სულიერი ევოლუციის სტეპებზე.

იმ მესამე იბერიას, დღეს რომ ირლანდია ჰქვია, თავის დროზე არა იბერია, არამედ ჰიბერნია ერქვა და ლათინების მიერ შერქმეული სახელია. უბრალოდ, ხმოვანებით ძალიან გვანან ერთმანეთს. ლათინურზე ზამთრის მხარეს ნიშნავდა. შოტლანდიას კი კალედონია შეარქვეს და რომანიზირებული სახელია ერთ-ერთი პიქტური ტომისა “დუნ ჩაილეანი”-ს “Dun chaillean”. პიქტები მე-X საუკუნემდე არსებობდნენ და წარმოადგენდნენ კონფედერაციას. ისინი, თავს სწორედ ამ ტომის შთამომავლებად მიიჩნევდნენ). თუმცა, ის, რომ იაფეტიდური მოგდმის ხალხებით იყო დასახლებული ალბიონიც და ირლანდიაც, ხოლო კელტების ინდოევროპული ტომების შემოსევათა შემდეგ უფრო ჩრდილოეთით, შოტლანდიასა და ირლანდიაში გამაგრდნენ, ეს ფაქტია. გენეტიკური კვლევების საფუძველზე ბრიტანელი მეცნიერი, სტეფენ ოპენჰაიმერი თავის წიგნში “ბრიტანელთა წარმომავლობა” თვლის, რომ თანამედროვე ბრიტანეთის მოსახლეობა იბერიის ნახევარკუნძულიდან უნდა იყოს და რომ თვით კელტებისა და ანგლო-საქსურმა ტომებმაც კი ვერ გააქრეს ამის კვალი ბრიტანეთში.

რაც შეეხება, კელტ-იბერებს, ეს ჯერ კიდევ ევროპაში აღმოსავლეთიდან შემოსული ინდოევროპელი კელტების შემდეგ ჩნდება ადგილობრივ მოსახლეობასთან გენეტიკურად და კულტურულად შერწყმის შედეგად. პუნიკური ომების დროს პრერომანული იბერიის ნახევარკუნძულზე ყველაზე მთავარ ეთნოსსაც წარმოადგენდნენ და ვესტ-გუთების სამეფოს დაარსებამდე გააჩნდათ თავიანთი პოლიტიკური ერთეული. ესპანეთის ჩრდილოეთის ერთ-ერთ ოლქს დღესაც ჰქვია კელტურობის აღმნიშვნელი სახელი “სელტა” (Celta) და კულტურაში უხვია კელტ-იბერული მოტივები.

წყარო: burusi.wordpress.com
Информация к новости
  • Просмотров: 6737
  • Автор: admin
  • Дата: 27 მარტი 2021
27 მარტი 2021

I MISS YOU (მენატრები)

Категория: ლიტერატურა / ჩანახატები

I MISS YOU (მენატრები)


მენატრება შენი სახე,

ამ დილითაც სიზმრად გნახე.

ისევ მათბობს შენი ფერი,

არ მამშვიდებს არაფერი.

აღარ მშველის ლექსის წერა,

ზურგით მიდგას ბედისწერა.

დამავიწყდა უკვე ლოცვა,

მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა.

თავში დამსდევს ერთი აზრი,

ვერ გავუგე შინაარსი.

ვერ დავხატე გრძნობის ფერი,

ყალბი გახდა ყველაფერი.

ვერ ვუყურებ მწვანე ჭადრებს,

ვეღარ ვხედავ რა შენს თვალებს.

არ მიპყრობდა ფერი ვარდის,

მაშინ, როცა გვერდით მყავდი.

დამეკარგა გრძნობა, სმენა,

აღარც ჩიტის მესმის სტვენა.

დამრჩა მხოლოდ დარდი, წყენა,

ერთადერთი ჩუმი რწმენა
Информация к новости
  • Просмотров: 3903
  • Автор: admin
  • Дата: 26 მარტი 2021
26 მარტი 2021

სწორი კვება

Категория: სტატიები


ამბობენ, ჩვენ ის ვართ, რასაც ვჭამთ. თუ ამ მოსაზრებას არაფილოსოფიური თვალით შევხედავთ და სერიოზულად დავფიქრდებით, როგორ ვკვებავთ ორგანიზმს ყოველდღიურად, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ამაზე არასდროს გვიფიქრია.

"კვება”… როცა ეს სიტყვა გვესმის, შეიძლება წინადადების გაგრძელება აღარც მოვისმინოთ. ჩვენი კვება უმეტესად იმდენად ინსტინქტურია, რომ არ ვაქცევთ ყურადღებას რას, როდის და რა რაოდენობით ვჭამთ. თუმცა, კვება უმნიშვნელოვანესია. ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე ლაპარაკი ალბათ ზედმეტი იქნება და ამიტომ ჯობია პირდაპირ ვთქვათ, რომ მის შესანარჩუნებლად ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ კვებაა. ვერანაირი ვარჯიში, სუფთა ჰაერი და მშვიდი ცხოვრება ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ვერ მოახდენს, თუ ამ ყველაფერს არ ერთვის სწორი კვება. ეს ორი სიტყვა მარტივი დასამახსოვრებელი და გამოსათქმელია, მაგრამ შესასრულებლად რთულია. იმისთვის, რომ ადამიანმა სწორად იკვებოს, ყურადღება, ნებისყოფა და გარკვეული ცოდნაც სჭირდება. აქ მნიშვნელოვანია არა მარტო ის, თუ რას ვჭამთ, არამედ ისიც, თუ რა დროს ვჭამთ, რა რაოდენობით ვჭამთ, რა თანმიმდევრობით ვღებულობთ საკვებს, ხილს, სასმელს. მნიშვნელოვანია იმის გათავისება, რომ რაც უნდა ჯანსაღი საკვები მივიღოთ, თუ ამას სათანადო დროს და სათანადო წესით არ გავაკეთებთ, არანაირი შედეგი არ გვექნება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი ორგანიზმის თვისებები, თავისებურებები და ამის შესაბამისად მივიღოთ ის (შეძლებისდაგვარად), რაც ყველაზე მეტად გვარგებს, რა თქმა უნდა, ზომიერი რაოდენობით.

Информация к новости
  • Просмотров: 4009
  • Автор: admin
  • Дата: 25 მარტი 2021
25 მარტი 2021

ძაღლის ქართული სახელები

Категория: ---

ძაღლის ქართული სახელები


ძაღლის ქართული სახელები


აია; ალმასა; ალი; ალია; აფთარა


ბასა; ბათა; ბათო; ბათურა; ბატა; ბროლა; ბროლია; ბუქა; ბუთუ; ბუკა; ბუტია; ბომბორა; ბობრა; ბოთა; ბოღრა; ბოღრია


გორო; გორია; გოშია; გორდა; გიშერა; გვარისა; გეჯა; მარდია


დაირა; დელფინა; დოლია; დევრა; დევნა; დათვია


ელვა; ეგერა


ზარა; ზარბაზანა; ზორბა; ზურნა


თარეშა; თამაშა; თოყე; თორა; თოლია; თუნთია


კარგო; კუდურა; კვალია; კვალისა; კვესია; კვირია; კაკანა; კუსა; კუსია; კუსურა; კუდა; კოკი


ლაბაშა; ლომა; ლომია; ლეგა


მურგვა; მერცხალა; მურა; მურია; მურადა


ნადირა; ნაბი; ნამრექი


პაჭი; პუსკა; პასკურა


რიონა; რეკია


სეირა


ტასია; ტორი; ტორია; ტურია; ტუჩა; ტირია


ფარეხა; ფაცურა; ფათურა


ქორია; ქედანა; ქუქა; ქვაცარა


ყურშა; ყაფლანა


შამათა; შილდა


ჩანა


ცარო; ცეცხლა; ცუგრია; ცუგა; ცქვიტა; ციბრუტა; ცისკარა


წარბა; წუნა


ჭრელა; ჭოფია


ხალია; ხალისა; ხატურა; ხავერდა


ჯაყო; ჯაგა; ჯუკა; ჯუნა; ჯილდა

თუ თქვენთვის ცნობილი რომელიმე სახელი ამ სიაში არაა,დაწერეთ კომენტარებში და დავამატებთ.
Информация к новости
  • Просмотров: 5745
  • Автор: gio_ghetto
  • Дата: 23 მარტი 2021
23 მარტი 2021

Mobile Wallpapers

Категория: მობილურისთვის

Mobile Wallpapers

აქ არის 300 შპალერი მობილურისთვის.
^