Files.Pirveli.Ge » გვერდი 8
 
Информация к новости
  • Просмотров: 5749
  • Автор: L0RD
  • Дата: 17 თებერვალი 2021
17 თებერვალი 2021

Easy Video Downloader

Категория: პროგრამები/soft

Easy Video Downloader

ამ პროგრამის საშვალებით Youtube _დან და სხვა ვიდეო პორტალებიდან გადმოქაჩავთ თქვენთვის სასურველ ვიდეოს ძალიან მარტივად , თანაც ინსტალაცია არ ჭირდება
Информация к новости
  • Просмотров: 6185
  • Автор: okrolomi
  • Дата: 16 თებერვალი 2021
16 თებერვალი 2021

მსოფლიოს 100 საუკეთესო გიტარისტი

Категория: News

მსოფლიოს 100 საუკეთესო გიტარისტი

მსოფლიოს 100 საუკეთესო გიტარისტი



1. Tony Iommi (BLACK SABBATH)
2. Kirk Hammett & James Hetfield (METALLICA)
3. Angus & Malcolm Young (AC/DC)
4. Randy Rhoads (OZZY OSBOURNE)
5. Eddie Van Halen (VAN HALEN)
6. Jimmy Page (LED ZEPPELIN)
7. Dimebag Darrell (PANTERA, DAMAGEPLAN)
8. Zakk Wylde (OZZY OSBOURNE, BLACK LABEL SOCIETY)
9. Adam Jones (TOOL)
10. Kerry King & Jeff Hanneman (SLAYER)
11. Dave Murray & Adrian Smith (IRON MAIDEN)
12. Jimi Hendrix
13. Glen Tipton & K.K. Downing (JUDAS PRIEST)
14. Ace Frehley & Paul Stanley (KISS)
15. Slash (GUNS N` ROSES)

* * * * * * * * * * * * * * * * * * * * *
Информация к новости
  • Просмотров: 4125
  • Автор: admin
  • Дата: 14 თებერვალი 2021
14 თებერვალი 2021

ამბავი რომელიც რეალურქად მოხდა

Категория: სასაცილო/humor

ამბავი რომელიც რეალურქად მოხდა


ორი ვებ-პრისტუპნიკი ზის ზონაში... მეტ სახელად Html - ი და Mysql Fatal Error - ი ზონას უყურებს PHP, ხოდა ეს Html ეკითხება Mysql Fatal Error -ს:
- რაზე დაგიჭირე ჩემი ძმა?? (Html)
- რავი მაგის დედაშევეცი იფრამე ჩავაგდე და ტიმმა გამტყნა... შენ რაზე ზიხარ ძმა ??
- რავი აბა adjara.gel.ge - ზე ვჩალიჩობდი და დამიჭირეს... (Html)
- Html შენ რა საიტი გაქ? (Mysql Fatal Error)
- chaikuzedaiseibazre.ge მერე რო გახვალ შედი მაგარი საიტია გასწავლიან ჩაკუზულ ბაზარს რა ვიდეო გაკვეთილებიცა (Html)
- ვა რამაგარია აუცილებლად შევალ შენ გაიხარე კაკრას მასეთ საიტს ვეძებდი... (Mysql Fatal Error)
ბაზარში ერევა ზონის მაყურებელი PHP...
- ეეეე ბიჭო ჩემიდედაშევეცი აქ საიტის რეკლამა არ ვნახო მეორედ !!!
Html და Mysql Fatal Error ერთხმად ხო კაი იზვინი რა გჭირს შჩ...
- Mysql Fatal Error შენ რა საიტი გაქ ?? (Html)
- რავი მე ვარეზი გავაკეთე ეხლა მაქ smile.gif (Mysql Fatal Error)
- აუ კიდე ვარეზი ბოზიშვილივიყო ამოვიდა ყლეში ამდენი ვარეზი... გაივსო Geo Web ამ ვარეზებით და პორნო ვარეზებთ.. სხვა საქმე არ გაქვთ ტო... (Html)
- შენი რა საქმე ეე ვებ-ძველო ბიჭო მე მინდა ვარეზს გავაკეთებ, მინდა პორნო ვარეზს გავაკეთEბ, მინდა თამაშების ვარეზს გავაკეთებ და თუ ნერევები მომეშალა ფლეშთამაშების ვარეზს გავაკეთებ.. დავერც ვერავინ დამიშლის (Mysql Fatal Error)
- რას ძაბავ ბიჭო თავი სად გგონია?! ინტერნეტში კი არ ხარ?! გნახავ მე შენ ვებში და დაგელაპრაკებ შენი ICQ - იდი მითხარი ბიჭო !! და აქ ბაზარი აღარ გავიგო !! (Html)
- კაი ძმაო ბაზარი არა !! ჩემი ICQ -ნომერია 89919874512 გელოდები ჩემი.. შენ თუ ეს შეგარჩინო რა !!! (Mysql Fatal Error)
Internet_Contraband Say: აქ რა გარჩევები მიდის აჰა დაიწირეთ ვორნი ორივეს მეორედ აქ გარჩევას ვნახავ და ბანს დაგადებთ ორივეს !!!
Информация к новости
  • Просмотров: 16701
  • Автор: admin
  • Дата: 13 თებერვალი 2021
13 თებერვალი 2021

Join.Ge Design For UcoZ

Категория: პროგრამები/soft / ვებმასტერისთვის/for

Join.Ge Design For UcoZ


ეს არის Join.Ge ს დიზაინი UcoZ საიტებისთვისსსს . გადმოწერეთ მაგარიაა
Информация к новости
  • Просмотров: 4823
  • Автор: admin
  • Дата: 11 თებერვალი 2021
11 თებერვალი 2021

Orange Chrystal Designe For Ucoz

Категория: პროგრამები/soft / ვებმასტერისთვის/for

Orange Chrystal Designe For Ucoz


მაგარი დიზაინია თქვენი უცოზისთვის სხვაგან არცერთ ქართულ საიტზე არ დევს,გადაწერეთ და დააყენეთ თქვენ საიტებზე
Информация к новости
  • Просмотров: 6076
  • Автор: admin
  • Дата: 10 თებერვალი 2021
10 თებერვალი 2021

ზოგადად მითოლოგია

Категория: სტატიები

ზოგადად მითოლოგია


მითოლოგია არის მითების და ლეგენდების ერთობლიობა. მითოსური აზროვნება ადამიანის ცნობიერების თავდაპირველი ფორმაა. თანდათანობით ხდებოდა მათი მოწესრიგება და სისტემატიზაცია. ამ მხრივ სანიმუშოა ძველ ბერძნული მითოლოგია. ღომელიც ევროპულ მითოლოგიას დაედო საფუძვლად.
ღმერთებს ახასიათებთ ადამიანური თვისებები: ჭამენ, სვამენ, ჰყავთ მეუღლე და შვილები, არიან ზოგჯერ შურიანებიც, მტრულებიც, ხარბებიც. მათ ადამიანებისაგან მხოლოდ ორი თვისება განასხვავებთ: ყკვდავება და ზებუნებრივი ძალა.
მითოსური აზროვნება აიგივებს რეალურს და გამოგონილს. ისინი ისევე რეაულრად არსებობენ როგორც ადამიანები. ადამიანები და ღმერთები ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ...
Информация к новости
  • Просмотров: 4179
  • Автор: admin
  • Дата: 9 თებერვალი 2021
9 თებერვალი 2021

Xion-Audio-Player-1.0.90

Категория: პროგრამები/soft

Xion-Audio-Player-1.0.90


ეს არის აუდიო ფლეიერი საკმაოდ კარგი ინტერფეისით
Информация к новости
  • Просмотров: 3813
  • Автор: admin
  • Дата: 7 თებერვალი 2021
7 თებერვალი 2021

anomalia / ანომალიური რიცხვები

Категория: News

anomalia / ანომალიური რიცხვები


1 x 8 + 1 = 9
12 x 8 + 2 = 98
123 x 8 + 3 = 987
1234 x 8 + 4 = 9876
12345 x 8 + 5 = 98765
123456 x 8 + 6 = 987654
1234567 x 8 + 7 = 9876543
12345678 x 8 + 8 = 98765432
123456789 x 8 + 9 = 987654321


არსებობს კიდევ ესეთი გასაოცარი რიცხვი გთხოვთ ყურადღებით დააკვირდეთ თუ როგორ ცვლიან ადგილებს ციფრები და იგივეები მეორდებიან სხვა არ ემატება:
142 857 * 1 = 142 857
142 857 * 2 = 285 714
142 857*3 = 428 571
142 857*4 = 571 428
142 857*5 = 714 285
142 857*6 = 857 142
და მხოლოდ შვიდზე გამრავლებული გამოდის სხვა მაგრამ ისიც ნახეთ:999 999

კიდევ: 142+857=999
14+28+57=99

და: 142 857 კვადრატში აღებული არის 20408122449
ანუ: 20408+122449=142857

111111111*111111111=12345678987654321

* ეს სიმბოლო აღნიშნავს გამრავლებას
Информация к новости
  • Просмотров: 4872
  • Автор: admin
  • Дата: 6 თებერვალი 2021
6 თებერვალი 2021

”იყო ქართველი…” by Gode

Категория: სტატიები

იყო ქართველი… by GODE

”იყო ქართველი…” by Gode



იყო ქართველი ნიშნავს:
1. იყო ჭეშმარიტი ქრისტიანი (ამ ცნების მაქსიმალურად გასპეკულერებული ვარიანტით)
2. დედის გინებისთვის კაცს კლავდე და შენთვითონ არ აკლებდე (საკუთარი შვილისგან დედას გინება ლოცვად მისდისო გამიგია)
3. გიყვარდეს ცოლი სუფრასთან როცა მისი სადღეგრძელო მოუწევს და შვილები ძმაკაცებთან რომ თქვა, მამას გვანან ამათ ვენაცვალეო!
4. ახალგაზრდობაში დადიოდე ბოზებში ოჯახს რომ შექმნი მერე გაიჩინო საყვარელი, მარა თუ რამეა მერეც მოსულა ბოზებში სიარული, მთავარია ცოლს არ აკადრო არაფერი ზედმეტი.
5. არ გენანებოდეს ძმაკაცებში ახლადაღებული ხელფასის ხარჯვა და სახლში რომ მიხვალ განგრეული მთვრალი შვილისთვის იმის თქმა მაინც მოახერხო, მამი, ხო იცი როგორ მიყვარხარ, ველოსიპედს აუცილებლად გიყიდი შემდეგ თვეშიო!
6. იცოდე და პატივს სცემდე ისტორიას და ტრადიციებს. თითონ ისტორიის ცოდნა არაა მთავარი, მთავარია გულზე მჯიღის დარტყმა გამოგდიოდეს კარგად (შეიძლება სარკესთან ვარჯიშიც) და ისეთ სადღეგრძელოს ამბობდე სუფრასთან სამშობლოზე, როგორიც გეკადრება. ...

სრულად ნახვა
Информация к новости
  • Просмотров: 6359
  • Автор: admin
  • Дата: 5 თებერვალი 2021
5 თებერვალი 2021

ცოცხალია თუ არა თუფაქი

Категория: სტატიები

ცოცხალია თუ არა თუფაქი



არსებობს ბევრი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ თუფაქი ცოცხალია. თქვენ თუ კარგად გაეცნობით ყოველ დეტალს, რაც მის სიკვდილამდე ხდებოდა და რასაც თვითონ სიმღერებში ამბობდა თქვენც შეიძლება დაეჭვდეთ...

გამოკვლევები გვიჩვენებს რომ, თუფაქის ფანების 83% თვლის რომ ის ცოცხალია !!!ამ სურათსაც კარგად დააკვირდით 1998 წლის 31 დეკემბერს არის გადაღებული, და გაზეთში შემთხვევით ამოიცნეს თუფაქის სახე.

ასევე არანაირი მტკიცებულება მის სიკვდილზე და არანაირი ამსახველი ფოტო არ არსებობს მისი... არცერთი ფოტო საავადმყოფოდან...

და Orlando Anderson-ი 2Pac-ს არ მოკლავდა, რადგან Bloods-ების სათავეში Suge Night იყო, და Crips-ები თუ მოკლავდნენ ისევ და ისევ Suge-ს

მოისმინეთ სიმღერა "God Bless The Dead" ალბომიდან "Greatest Hits" რომელიც გამოვიდა (1999) წელს თუფაქი აქ აღწერს Notorious BIG-ის სიკვდილს რომელიც მისი სიკვდილიდან 6 თვის შემდეგ მოკლეს. დასაწყისში ამბობს თუფაქი : "Rest in peace to my mothafucker Biggie Smalls..."


დანარჩენი თავად წაიკითხეთ საიტზე რომლიც გადმოსაწერ ლიკნთანაა დართული
Информация к новости
  • Просмотров: 3000
  • Автор: admin
  • Дата: 4 თებერვალი 2021
4 თებერვალი 2021

ქართველები რომ 50 მილიონი ვიყოთ

Категория: სასაცილო/humor

ქართველები რომ 50 მილიონი ვიყოთ


ესაა forum.ge-ს ერთ–ერთი წევრის, Manowarrior-ის, დაწერილი ძალიან მაგარი რაღაც… სულ სხვა სტატიას ვამზადებდი დასაწერად, მარა ეს რო ვნახე…. მოკლედ, წაიკითხეთ და შეაფასეთ:

ჩილეში ლამაზი დილა გათენდა. ყველამ იცის რომ მსოფლიოში მშვიდობის დამყარება ქართველების დამსახურებაა რომელთა შიშითაც ცაზე ჩიტს ვერ გადაუფრენია და მიწაზე ხვლიკს ვერ გაურბენია. პატარა უმბერტო ელ მოლინეროს როგორც იქნა მსოფლიოს საბავშვო წიგნების ბესტსელერი, „ქართული არმია: ფეხებს ვერ მოგვჭამს ვერავინ“, მოუტანა დედიკომ. უმბიკოც დიდის გულმოდგინებით ათვალიერებს სამხედრო ფორმაში გამოწყობილ ახოვან ვაჟკაცებს და თვითონაც ქართულ არმიაში მსახურობაზე ოცნებობს. აი თავი ქართველების მიერ რუსეთში ლაშქრობის შესახებ, პირველი გვერდი ასტრახანის აღებას ეთმობა, მეორე გვერდზე წითელი მოედანი ცეცხლში გახვეულა, მესამეზე კი ის ადგილია ნაჩვენები სადაც ოდესღაც დიადი პეტერბურგი იყო ახლა კი….. აღარაფერი აღარაა. მხოლოდ გამომწვარი მიწა და შიგადაშიგ ტალახი, ისიც იმ შემთხვევაში თუ ატომურ-ტოქსიკური წვიმა კვლავ გაახარებს პეტერბურგელი მუტანტების გულებს.


ათვალიერებს ამ სურათებს და ფიქრობს ქვეყანაზე, რომელიც ძალიან შორს მაგრამ ამავდროულად ძალიან ახლოსაა. თითქმის ყველა ჩილურ ოჯახშია ქართული წარმოების საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მაცივრები, მტვერსასრუტები, ჭურჭლისა და თეთრეულის სარეცხი მანქანები. სულ ადვილია მათი გარჩევა გერმანული წარმოების პროდუქციისგან. ქართული ტექნიკა მხოლოდ ქალის ხელს აღიარებს….მხოლოდ მანდილოსნის ხელის შეხების შემდეგ იწყებს მუშაობას. რა თქმა უნდა ! სახლის დალაგება და მოწესრიგება ხომ მხოლოდ ქალის საქმეა ! ეს კარგად იცის ყველა ქართველმა. ქართული მაღალგანვითარებული ტექნიკაც, რომლის ხელოვნური ინტელექტიც საშუალო სტატისტიკური რუსის ინტელექტის დონეს აღწევს და შიგადაშიგ უსწრებს კიდეც, მწარმოებელს ბაძავს და გენდერულ ბალანსს არ არღვევს. ხშირად გაიგონებთ მაცივრის მიერ მამაკაცური მჭახე ხმით წარმოთქმულ სიტყვებს: „ დალპა ქალო ძეხვი იყიდე რამე ახალი“, ან სარეცხი მანქანის ბრძანებას „ქალო „ნასკი“ გარეცხე !“ აი ახლაც დედიკომ ყური უგდო მტვერსასრუტის მოკრძალებულ თხოვნას, სანამ სახლი ინდიანა ჯონსის საყვარელ ჯუნგლებს დაემსგავსებოდა რამე ეღონა და საქმეს შეუდგა. უმბერტო გახარებული ათვალიერებს ფერად წიგნს, ცალი თვალით კი ქართული ფირმის, „“პიზდეც“ ტელევიზორი“ – ს მიერ გამოშვებულ LCD ტელევიზორში უყურებს მუსიკალურ შემეცნებით გადაცემას „რუსებს რააააააა ?!“ . უყურებს თუ როგორ უმღერიან ულამაზესი ქართველი ბავშვები Lady gaga – ს სიმღერას „შენ მოუკვტი შენს პატრონს“. წამყვანი აცხადებს რომ რიგშია სპეციალურად ალა პუგაჩოვასათვის შექმნილი ნაწარმოები „დაივარცხნე ქალო თმები !“, რომელსაც თავის მხრივ აწ განსვენებული მედვედევისა და პუტინისადმი მიძღვნილი სიმღერა „ორად ორი მეგობარი ორი ჯუჯა ვართ“ მოჰყვება.

ტელევიზია „კუკურუკუ TV“ ბოლო წლების განმავლობაში მონოპოლისტური ხასიათის მქონე მედიაგიგანტად იქცა და მთელს მსოფლიოს გულმოდგინედ უტარებს გამოკუკუების სეანსებს. ზემოთ ნახსენები გადაცემის გარდა მის ეთერში გადის ისეთი რეიტინგული პროგრამები როგორებიცაა „ტიტანთა ბრძოლა: ქართველი პიდარასტები მმკ-ს წინააღმდეგ“, „ჯამლეტ ხუხაშვილის საავტორო გადაცემა „მადლობა შერმადინს“, „ჩარლზ დარვინის კვალდაკვალ ანუ ჩარლი ეხლა უკვე ატრაკებ“ და ყველა დროის საუკეთესო ინტერაქტიულ შოუდ აღიარებული, ქართველი ოპრა უინფრის ტელეპროექტი „პროფილში დიდი ცხვირი ხომ არ მიჩანს?“, რომელზეც უკვე არათუ ქართველი, არამედ ჩილელი ერიც კი ცრემლებს აღვარღვარებს. მაგრამ უმბერტოს ყველაზე მეტად უყვარს ქურდული სამყაროსადმი მიძღვნილი შოუ „რა ტოოოო? საააააად ტოოოო ? როდის ტოოოოო?“. ისეთი სამხედრო პროგრამები კი როგორებიცაა „აი ეხლა ვიღაცას დაენძრა !„ და მილიტარისტული, ფეშენ არტ-შოუ „მოდა და ქართული ატომური ბომბები“, უმბერტოში,პატარა პინოჩეტს აღვიძებენ და გენოციდის მოწყობის სურვილს უღვივებენ……

აი ახლაც მოუთმენლად ელოდება საინფორმაციო გამოშვება „მომისმინე შეჩემას“ დაწყებას რომელიც ერთადერთ ჭეშმარიტად სამართლიან და ობიექტურ ჭრილში….ქართულ ჭრილში, აშუქებს მთელი მსოფლიოს კულტურულ,პოლიტიკურ და სპორტულ ამბებს….უმბერტომ წიგნი დახურა და თაროზე ნობელის ლაურეატ ერეკლე დეისაძის რომან „ პრემია დაიდოს ბიჭო !!!! “ – ს გვერდით მიუჩინა ადგილი. ტახტზე მოკალათდა და „მომისმინე შეჩემას“ საუნდტრეკის ტკბილ ჰანგებს მიუგდო ყური….

წამყვანები საინფორმაცო გამოშვებას პოლიტიკური მიმოხილვით იწყებენ:

დღეს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში კვლავ დაარბიეს საპროტესტო აქცია, რომელიც მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული, ხელისუფლებამ დარბევა იმ ფაქტით ახსნა, რომ მტერი მოსკოვის დატოვების მიუხედავად, სულ რაღაც 40 კილომეტრშია და ის არ დაუშვებს არეულობას.

აშშ – ს პრეზიდენტ ბარაქ ობამას რეიტინგმა 8 პროცენტით მოიმატა მას შემდეგ, რაც იგი ავლაბარში პირადად შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც განაცხადა რომ საქართველო მხარს უჭერს აშშ – ს სუვერენტიტესა და ტერიტორიულ მთლიანობას: „შარცენეგერის კალიფორნიისა და პეილინის ალიასკის დამოუკიდებლობას არასოდეს ვაღიარებთ“ – ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.

საქართველოს დაჟინებული მოთხოვნის შედეგად მოლდოვა ოფიციალურად შეუერთდა რუმინეთს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამის საფუძველი ის იყო, რომ ამ ქვეყნის არსებობა მინისტრს უბრალოდ ნერვებს უშლიდა.

შვეიცარიაში არეულობაა: თურქი – მესხების ჩასახლებით უკმაყოფილო მოსახლეობამ ჟენევის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა.

საქართველოს მეცხრე ფლოტმა ბოსფორი და დარდანელი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა. როგორც ირკვევა, მიზეზი ფლოტის სარდლის მიერ მარმარილოს ზღვაში შეუფერხებლად თევზაობის სურვილია.

სევანის ტბის ამოშრობა წარმატებით მიმდინარეობს როგორც გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს : „გვაცალეთ ცოტა ხანი და კიდევ დავაშრობთ რაღაცეებს. დაშრობა ლაპარაკის ნაცვლად ! „

ეკონომიკა:

მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ბრენდების ათეულს კვლავაც ხინკალი ლიდერობს, რომელიც საგრძნობლად უსწრებს მეორე და მესამე ადგილზე გასულ ოპელ ვექტრასა და ჟურნალ „თბილისელებს“

ისლანდია და ნორვეგია სურვილს გამოთქვამენ საქართველოსთან ერთიანი სავალუტო სივრცის შექმნის შესახებ, მათ მოთხოვნას პარლამენტი ექსპერტთა ჯგუფის მიერ წარდგენილი დასკვნის შემდეგ განიხილავს. როგორც ვარაუდობენ საქართველოს „მურთხ არიელთა კავშირი“,რომელსაც საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა ყავს პარლამენტში ქერა ცისფერ-თვალება სამხრეთელებთან (ჩრდილოეთმა და სამხრეთმა მას შემდეგ გაცვალეს ერთმანეთში ადგილები რაც საქართველოს პრეზიდენტმა შეცდომით პინგვინების საცხოვრებელ არეალად ჩრდილოეთ პოლუსი მოიხსენია. მორალი : საქართველოს პრეზიდენტი არასდროს ცდება !) მსგავსი ხელშეკრულების დადების წინააღმდეგია.

საქართველოსა და ბულგარეთს შორის ხიდის მშენებლობა დამთავრებულია, ამიერიდან ბათუმელებს პირდაპირ შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს ბულგარულ პროვინციებს. შეგახსენებთ, ეს პროვინციები საქართველოს მაშინ გადაეცა, როდესაც პრეზიდენტის შვილმა სურვილი გამოთქვა შავი ზღვა საქართველოს ყველაზე დიდი ტბა ყოფილიყო.

რელიგია:

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის 50 წლის აღსანიშნავად, საქართველოს საპატრიარქოს კონსტანტინოპოლში გადაბარგების პროცესი დასრულდა. აია – სოფიაში ჩატარებულ წირვას საქართველოს პრეზიდენტი და სხვა მაღალჩინოსანი პირები დაესწრნენ.

ვატიკანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სულიწმიდა ძისგან აღარ გამოდის და ბოდიშს იხდიან ასწლეულების მანძილზე ხალხის შეცდომაში შეყვანისთვის.

პაკისტანის მთავრობამ ოფიციალური თხოვნით მიმართა საქართველოს საპატრიარქოს, რომ ყოველი ახალი აშენებული ეკლესიის წინ სავალდებულო „ნებაყოფლობითი შესაწირავისთვის“ განკუთვნილი ყუთები აღარ დადგან,რადგან ქართველთა რისხვით შეშინებული პაკისტანელები გადაჭარბებით ასრულებენ ამ თხოვნას და მთელს ხელფასთან ერთად, ყუთებში თხების ჩატენვასაც ცდილობენ რამაც ქვეყანაში თხების პოპულაციის შემცირება გამოიწვია.

დალაი – ლამა მამა დავით ისაკაძესთან გავლილი კონსულტაციების შემდეგ წუღრუღაშენის მონასტერში ბერად აღიკვეცა და ბუდისტური ტანსაცმელი საჯაროდ დაწვა.

სამხედრო სფერო:

საქართველოს პრეზიდენტმა მარსთან ომის ვეტერანებს ფულადი ჯილდოები გადასცა. ვეტერანების რეიტინგში ჯონი ღობეგლეჯიაშვილი ლიდერობს რომელმაც ბონუსები,მარსიანელების „Headshot” -ებით ხოცვით, დააგროვა. როგორც საამაყო ქართველმა განაცხადა ბავშვობაში “counter strike: zero” – ს თამაშისას იგი ყოველთვის „მენტებს“ ირჩევდა.

მორიგი ატომური ბომბის გამოცდამ ერევანში წარმატებით ჩაიარა

ქართველი კოსმონავტები უარს აცხადებენ მთვარიდან და მარსიდან წარწერა “Fuck Russia” – წაშლაზე. მათი თქმით, მსგავსი წარწერების გაკეთება იუპიტერზე და სატურნზეც იგეგმება.

ქართველი და ებრაელი მესაზღვრეების ერთობლივმა ჯგუფმა საქართველო – ისრაელის საზღვარზე მდინარე ევფრატთან ახალი უნივერსალური მფრინავი და მცურავი ტანკი სახელწოდებით „26 საუკუნე“ დატესტა.

საქართველოს ინდოეთის ოკეანის ფლოტის სახაზო გემის „ზაქარია მხარგრძელის“ ეკიპაჟს უმაღლესი სამხედრო ჯილდოები მიენიჭათ სომალელი პირატების დამარცხებისთვის. შეგახსენებთ ქართველმა მეზღვაურებმა სომალის ნახევარკუნძული მთლიანად მოხერხეს და ანტარქტიდამდე ჩააცურეს. პირატები კი ქართველ სამხედროებთან შეხვედრის შემდეგ კვლავაც რეაბილიტაციის კურსს გადიან, ისინი ცდილობენ გადაეჩვიონ თეთრი ადამიანის დანახვისას მუხლებზე დაცემის მავნე ჩვევას, როგორც მათი წარმომადგენელი აცხადებს „ლომკა“ აქვთ და რა ქნან.

ამ ნიუსის გავრცელების შემდეგ იტალიაში სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. რადგან წინასწარი ინფორმაციით ქართველმა დიზაინერებმა ოდესღაც დუბაიში შექმნილი ხელოვნური კუნძულებისთვის კონკურენციის გაწევა განიზრახეს. მათ მიერ შექმნილ კუნძულოვან ფიგურას კი სწორედ ჩექმა აკლია. ხერხვის მოყვარული ქართველებისგან კი ყველაფერია მოსალოდნელი.

კულტურა:

მსოფლიოს ყველაზე პოპულარულმა გამოცემა „თბილისელებმა“ მსოფლიოს ყველაზე სექსუალური მამაკაცების 87-ეული დაასახელა სადაც როგორც მოსალოდნელი იყო მხოლოდ ქართველები მოხვდნენ. რეიტინგს სათავეში მოექცა მამუკა ონაშვილი რომელმაც იან ფლემინგის ცნობილი პერსონაჟი ჯეიმს ბონდი განასახიერა. შეგახსენებთ რომ ფილმის სიუჟეტის მიხედვით ჯეიმსი საქართველოში საიდუმლო დავალებით ჩამოდის რომლის შესრულების პროცესშიც აღმოაჩენს რომ ის მეგრელია და მისი სახელი არა ჯეიმს ბონდი არამედ ბონდო ჯოტოს ძე ქარდავაა.

იაპონელები კუნძულ ხოკაიდოს ქართული ოკუპაციიის წინააღმდეგ გამოდიან და აცხადებენ : „ის რომ იაპონელმა მულტიპლიკატორებმა „გრენდაიზერის“ ახალი სერიების შექმნაზე უარი განაცხადეს ქართველებს სულაც არ აძლევთ უფლებას ქვეყნის მიწა წაგვართვან ისედაც ცოტა გვაქვს მაგის დედაც ჯეკ“ . ამაზე გაეროში საქართველოს წარმომადგენელმა ლელა კაკულიამ განაცხადა: „ ჩვენ სავსებით ნათელი მესიჯი გავუგზავნეთ მათ როცა ვუთხარით: ან გადაიღებთ ან დედას მ…….თ. მათ ეტყობა თავიანთი დედები არ უყვართ“

საღოლაშენში გამართულ მოდების კვირეულზე გამოსული ჟიზელ ბიუნდჰენმა განაცხადა რომ მისი ოცნება ახდა როგორც იქნა ის ყველაზე პრესტიჟულ დეფილეზე მოხვდა. მანვე გაგვაცნო მისი ახალი ქართველი საქმრო ვინმე გოჩა რომელმაც ბიკინიში გამოწყობილ ჟიზელს უკანალზე ისეთი უჩქმიტა შემდეგ კი პანღური უთავაზა რომ ჟიზელმა ჩვენებაში მონაწილეობის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. სანდო წყაროებმა ჟიზელის სიტყვები გაავრცელეს : „კაცია და უნდა მოუვუთმინო. მირტყამს ესეიგი ვუყვარვარ“

ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ მტკიცებით, პრინცი ვილიამი კორონაციაზე ჩოხით მივა და ბლანჟესაც გაიპარსავს. რა ქალი ხო არაა ბლიად ?

ამერიკულმა კინოაკადემიამ 9 ოსკარი მიანიჭა ფილმ „კუჩხი ბედინერს“ და ბოდიში მოიხადა დაგვიანებისთვის.

გრანდიოზული აქცია იმართება პარიზში ვანო მერაბიშვილის ძეგლთან. დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამენ პარიზის მერად ქართველი კანონიერი ქურდის „ეიფელას“ არჩევის გამო, რომელიც სკოლებში ქართული კრიმინალური სლენგის სწავლების დანერგვას აპირებს.

სპორტი:

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად, ქართველი თედო ზიბზიბაძე დაინიშნა მიუხედავად ამ ორი ქვეყნის სარაგბო წრეების ასე დაახლოებისა ქართველები ე.წ. „ერთი ერის“ – ტურნირში სხვა ქვეყნების მიღებაზე უარს აცხადებენ და მხოლოდ საკუთარ თავთან თამაშს აგრძელებენ.

დღეს ზაზა ფაჩულიას სურათი პომპეზურად შეიტანეს „დიდების დარბაზში“. ცერემონიას თავად ამერიკის პრეზიდენტი ესწრებოდა რომელსაც მოახლებულ არჩევნებში საოცრად ჭირდება ზაზას მხარდამჭერთა ხმები….

ის იყო უბერებელი უდუმაშვილისა და რივკინის კლონის დუეტი პირდაპირი ეთერის დასრულებას აპირებდა რომ ელექტროენერგია გაითიშა….შეშინებული უმბერტო ფანჯარას მივარდა….სახლში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა…..რა ხდება ?….ვარსკვლავებით გადაჭედილ ცაზე რაღაც მოძრაობს…. მფრინავი თეფში !!!!! აი მეორეც, მესამეც, მეოთხეც…..პატარა უმბერტოს ტვინი ოთხბირთვიანი პროცესორივით ამუშავდა და მიმდინარე მოვლენებისადმი ლოგიკური ახსნის მოძებნას ცდილობდა….მარსი გვიტევს ? ისევ ? არა, არა. კარგად ახსოვდა რომ ქართველებმა დოქტრინა : „დავიბრუნოთ ისტორიული მიწები : შემდეგი გაჩერება მარსი“ სისრულეში მოიყვანეს და მარსის ბოლო მოქალაქეს სულ რაღაც 4 წლის წინ საჯაროდ გამოუყვანეს წირვა…..მაშინ რა ხდება ??? უცებ უმბერტოს მეხსიერებაში წამოტივტივდა მამამისის კაბინეტში ჩუმად ნანახი საიდუმლო დოკუმენტები…. ადელმო ელ მოლინერო ჩილეს უშიშროების სააგენტოში მუშაობს სერიოზულ თანამდებობაზე და როგორც მას მისი ერთ ერთი რეზიდენტი ატყობინებდა : „ ქართველებმა მარსიანელებთან მოგებული ომიდან დიადი განძი და ნაალაფარი წამოიღეს….კერძოდ კი მფრინავი თეფშები (რომელთა გამოყენებაც საწყალმა უცხოპლანეტელბმა ვერ მოასწრეს რადგან ქართველი გენეტიკოსების მიერ შექმნილი გიორგი სააკაძის კლონის ხელმძღვანელობით ქართული არმია მოულოდნელად დაესხათ თავს და აოტნა ისინი შემდეგ ვენერამდე სდია და ცოცხალი არავინ დატოვა) იყო ვარაუდები რომ ქართველები ამ იარაღს მსოფლიოზე ბატონობის განსამტკიცებლად გამოიყენებდბენ…. და აი ახლა ახდა ჩილელი ჯაშუშის შიში….. ქართული მფრინავი თეფშები დამოუკიდებელი ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოს თავს დასტრიალებენ და…. არავინც იცის როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი…. დამთავრდება კი ოდესმე ??? ქართველთა მადას ხომ საზღვარი არ აქვს განსაკუთრებით მაშინ თუ ისინი 50 მილიონი არიან. უმბერტო შეცბუნებული უყურებს ჩაბნელებულ ქალაქს. თავში კი სრულიად გიჟური ფიქრები უტრიალებს….რა მოხდებოდა ქართველები მხოლოდ 5 მილიონი რომ ყოფილიყვნენ ?????.
Информация к новости
  • Просмотров: 7937
  • Автор: admin
  • Дата: 2 თებერვალი 2021
2 თებერვალი 2021

mail ru agenti

Категория: პროგრამები/soft

mail ru agenti
Информация к новости
  • Просмотров: 88979
  • Автор: admin
  • Дата: 1 თებერვალი 2021
1 თებერვალი 2021

GTA კოდები

Категория: თამაშები/games

GTA კოდები



GTA san andersis ყველა კოდია რაც კი არსებობს


KJKSZPJ = iaraRi Professional Tools
UZUMYMW = iaraRi, Nutter Tools
OUIQDMW = manqanidan srola
HESOYAM = fuli da sicocxle
OSRBLHH = policies akideba
LJSPQK = yvela policies akideba
CIKGCGX = scurao kostumi
FVTMNBZ = muSis tansacmeli
PRIEBJ = riJikis tansacmeli
BEKKNQV = maskaSi xar
AEDUWNV = arasdros mogSivdeba
OGXSDAG = maqsimaluri Respect
EHIBXQS = maqsimaluri Sex Appeal
BTCDBCB = simsuqne
KVGYZQK = gaxdoma
JYSDSOD = muskulebi
SZCMAWO = Tavis mokvla
LFGMHAL = maRali axtoma
AIYPWZQP = paraSuti
ROCKETMAN = gazis baloni
MUNASEF = neli kadrebi
YECGAA = mfrinavi gazis baloni
ASNAEB = policies moSoreba
AFZLLQLL = mziani amindi
ICIKPYH = Zalian mziani amindi
ALNSFMZO = moRrubluli amindi
XJVSNAJ = yovelTvis Ramea
CWJXUOC = nisli da qari
MGHXYRM = setyva
OFVIAC = yovelTvis 21.00 saaTia
AUIFRVQS = wvimiani amindi
CFVFGMJ = nisliani amindi
YSOHNUL = swrafi dro
PPGWJHT = swrafi TamaSi
LIYOAAY = neli TamaSi
AFPHULTL = iaponuri banda
AJLOJYQY = pedebs iaraRebi aqvT da xocaven gangebs
IOJUFZN = qalaqSi qurdobaa
BGLUAWML = pedebi dagdeven mosaklavad
BAGOWPG = gangebs iaraRi aqvT da xocaven pedebs
IAVENJQ = qalebi xocaven kacebs
BIFBUZZ = gangebi akontroleben ubans
MROEMZH = gangebi arian yvelgan .....
Информация к новости
  • Просмотров: 2835
  • Автор: admin
  • Дата: 31 იანვარი 2021
31 იანვარი 2021

მირაჟი?!...

Категория: ლიტერატურა / ჩანახატები

მირაჟი?!...


ბევრი იღვაწეს და იწრიალეს ადამიანებმა, სწორად ცხოვრების, სულისა და გონის, ზნეობრივი პრინციპებისა და რეალობის, სიკეთისა და მორალის თანხმიერების ძიებაში ცხოვრების მრავალგვარი წესი და სოციალური წყობა მოიგონეს, განავითარეს და აითვისეს, თუმცა ყოველთვის როდესაც თვლიდნენ რომ ოპტიმალურს მიაგნეს, ხვდებოდნენ, რომ რაღაც გამორჩენოდათ, ეს რაღაც ხან მატერიალური კეთილდღეობა, ხან ზნეობა და სულიერება, ხან კიდევ რაციონალური და გონისმიერი ცხოვრება იყო.

სწორ გზას ვერაფრით მიაკვლიეს და გაიყვნენ სხვადასხვა სოციალურ, პოლიტიკურ, რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფად. განსხვავებული გზებით იწყეს ჭეშმარიტების ძიება და საბოლოოდ აირივნენ. ბევრი იარეს, იმოძრავეს, იხეტიალეს, იომეს, იყაყანეს - პირიქით დადუმდნენ, იკვლიეს, ამტკიცეს და მაინც, გამოსავალი ვერსად იპოვეს.

ერთხელ გადაწყვიტეს ყველანი ერთად შეკრებილიყვნენ, გამოცდილება, მონაპოვარი და იდეები შეეჯერებინათ, ერთმანეთისათვის მოესმინათ, რათა საერთო აზრამდე მისულიყვნენ და ცხოვრების სწორი მოდელი აღმოეჩინათ...

დიდხანს საუბრობდნენ, კამათობდნენ, ამტკიცებდნენ და აერთიანებდნენ შეკრებილი ადამიანები მოსაზრებებს, დებდნენ მზა რეცეპტებს და იგონებდნენ ახლებს, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ...

სისტემები და წყობილებები იქმნებოდნენ, ვითარდებოდნენ და ინგრეოდნენ, უამრავ ცოცხალ არსებას იწირავდნენ, მაგრამ შედეგი არ მოჰქონდათ.

ვერც ფილოსოფიური და რელიგიური მიმდინარეობები ახერხებდნენ ადამიანთათვის საბოლოო შვების მოგვრას...

ევროპული მონარქიისა და კაპიტალიზმის მქადაგებლები ვერაფრით პოულობდნენ ღარიბი ხალხის სიცოცხლის დაცვისა და სოციალური თანასწორობის გზებს, ანტიკური ბერძნები დემოკრატიასა და ანარქიას შორის ზღვარის გავლებას, კომუნისტებსა და ფაშისტებს კი თავისი წყობიდან დიქტატურა და ტირანია ვერაფრით განედევნათ. ბუდისტებისათვის უნიჭო ადამიანებზე პასუხის გაცემა გამხდარიყო პრობლემა, ქრისტიანებს კი პირიქით, ნიჭიერებისათვის ვერ მოეფიქრებინათ ლოგიკური ახსნა კითხვებზე, ისლამი ძედმეტად მკაცრი იყო, პირველყოფილი თემურ-გვაროვნული წყობილება კი მოძველებული და აშკარად გამოუსადეგარი...

შეკრებილთ გაურკვევლობა და უიმედობა ეუფლებოდათ, კამათი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა აურზაურსა და ქაოსში გადაიზარდა, საერთო ენა ვერაფრით გამონახეს და როდესაც სასოწარკვეთილებმა აღარ იცოდნენ რა გზას დასდგომოდნენ, ერთ ბოგანო მოხუცი წამოდგა და სიტყვა ითხოვა...

სხვა დროს არავინ მოუსმენდა, მაგრამ კამათისაგან დაღლილმა და თავმობეზრებულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს გასართობად მაინც მოესმინათ მოხუცისათვის.

მოხუცმა ბევრი ისაუბრა ჰარმონიაზე, რწმენასა და სიკეთეზე, ბევრი დასცინეს, შეურაცხჰყვეს, მაგრამ არ შეიმჩნია და გამოაცხადა, რომ არსებობს ჰვეყნად ერი, რომელსაც შეუძლია ჰარმონიულად ცხოვრება და ყველაზე ახლოსაა სრულყოფილებასთან, დასტურად კი თანამემამულეებს მოუხმო...

ყველას გაეცინა, გიჟად ჩათვალეს, მაგრამ მოხდა საოცრება, ბოგანო მოხუცი წელში გაიმართა, ღირსეულ, თეთრწვერა კაცად იქცა, თვალებში ძალა და გამარჯვებული გამომეტყველება ჩაუდგა, ჰორიზონტს გახედა, თავის მშობლიურ ენაზე რაღაც ხმამაღლა შესძახა...

მის გარშემო შეკრებილმა ბრბომ მოხუცის მზერას თვალი გააყოლა და ყველა ადგილზე გაშეშდა - იქიდან საითაც იხედებოდნენ მხედრები გამოჩდნენ:

მაღლებს, ჯანმრთელებსა და ტანშემართულებს, სიმართლის ლაღი ღიმილი ეწერათ სახეზე, დინჯად, საკუთარი ღირსების სრული შეგრძნებით მოაჭენებდნენ ბედაურებს...
თმაშევერცხლილ, ძლიერ ვაჟკაცებს ყოველ ჟესტში, მოძრაობასა და მოქმედებაში ჰქონდათ გამჯდარი მზის, ძღვისა და მიწის მადლი, ჯანმრთელი ჰაერი და მადლიანი ბუნება, რომელშიც ცხოვრობდნენ, მათ იცოდნენ როგორ მოქცეოდნენ ღვთისაგან ბოძებულს, უყვარდათ და უფრთხილდებოდნენ მშობელ დედას, მიწას, ტყეს, მთასა და უფლის სიტყვას, პატივს სცემდნენ ერთმანეთს, საკუთარ თავსა და ყოველივეს რაც მათ სწორად, სიმართლით ცხოვრებაში, საკუთარი თავისა და ღვთის რწმენის ქონაში, გულისა და გონის, სულისა და ზნეობის ჰარმონიის მოპოვებაში ეხმარებოდათ...

მოდიოდნენ სიმღერით, თავაწეულები, თავდაჭერილი ღიმილით, გულგახსნილები და შუბლგახსნილები, მათ ყოველ მოძრაობაში იკითხებოდა ცეკვა, ცეკვა კოსმიური და მართალი...

უყურებდნენ ადამიანები მხედრებს და ხედავდნენ ახდენილ ოცნებას, ხვდებოდნენ რომ ვერცერთი ომი, ვერცერთი სოციალური წყობის განვითარება, ფილოსოფიური თუ რელიგიური მინდინარეობა, ვერცერთი მეცნიერება თუ ტექნიკური საშუალება ვერ შექმნიდა ამ ოცნებას, უნაკლო ადამიანს, რომელსაც შეეძლო დანახვისთანავე მოეხიბლა მნახველი, მიეღო და გაესტუმრებინა ისე რომ აუცილებლად თავი შეეყვარებინა, ღვთისთვის ზომიერად, უნაკლოდ მიეგო საკადრისი და ადამიანისთვის უზომოდ გული....

ადამიანები ხვდებოდნენ რომ მათ დაინახეს შედეგი იმისა რისკენაც მიისწრაფვოდნენ, და მიუხედავად პოლიტიკური, რელიგიური, სოციალური, მსოფლმხედველობრივი და ეთნიკური კუთვნილებისა, ყველას უხაროდა, ყველას უჩნდებოდა რწმენა, იმედი და განცდა იმისა, რომ იდეალი არსებობს, მხედრების სილაღე მათაც ედებოდათ და ამავდროულად გული სწყდებოდათ, აქამდე რომ არ ჰყავდათ ნანახი ეს იდეალური ადამიანები...

მხედრები კი მოდიოდნენ და მოჰქონდათ მათთვის პასუხი ყველა კითხვაზე, მართალი სიტყვა, ლაღი სიმღერა და კოსმიური ცეკვა, რომლებითაც მართლა შეეძლოთ კაცობრიობის გადარჩენა, უნიკალური ერის შვილები:

ქართველები მოდიოდნენ!...


ტატო
2003წელი 20დეკემბერი

წყარო: http://www.tatsson.blogspot.com/
Информация к новости
  • Просмотров: 4085
  • Автор: admin
  • Дата: 30 იანვარი 2021
30 იანვარი 2021

piva & ludi

Категория: სასაცილო/humor

piva & ludi


ტესტი თუ რამდენ ჩიქაში დათვრებით
ჩაიტარეთ ტესტი და დაწერეთ კომენტარებში თქვენი მონაცემები სმაში
^