ლიტერატურა » Files.Pirveli.Ge
 
Информация к новости
  • Просмотров: 48115
  • Автор: admin
  • Дата: 8 ივნისი 2021
8 ივნისი 2021

გაბრიელ გარსია მარკესი-ბოლო სიტყვა

Категория: ლიტერატურა

გაბრიელ გარსია მარკესი-ბოლო სიტყვა



”ბოლო სიტყვა”

თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა, რომ მე ვარ ნაკუწებისაგან შეკერილი პატარა თოჯინა და
მე მაჩუქებდა სიცოცხლის ერთ ციცქნა ნაგლეჯს, ალბათ არ ვიტყოდი იმას რასაც ვფიქრობ, მაგრამ უეჭველად გავიფიქრებდი იმას რასაც ვამბობ..დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების, არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას..ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს, მესმის რომ თითოეულს სურს როდესაც თვალებს ვხუჭავთ, ვკარგავთ სინათლის სამოც წამს, ვივლიდი მაშინ, როდესაც ყველა გაჩერებული იქნებოდა, გავიღვიძებდი მაშინ როდესაც ყველას ეძინებოდა, მოვუსმენდი როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს!!
თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს, ჩავიცვამდი შიშვლად გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავაშიშვლებდი არა მარტო ჩემს სხეულს არამედ ჩემს სულსაც..
ღმერთო, თუ გული მექნებოდა მთელ ჩემს სიძულვილს სიტყვებით გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდი მზის ამოსვლას, ვან გოგის ოცნებებით ვარსკვლავებს დავახატავდი ბენედეტის ლექსს
და სერატის სიმღერას სერენადად მივუძღვნიდი მთვარეს..ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლების სისხლიანი კოცნა..
ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა...არ გავიყვანდი არცერთ დღეს ისე რომ ხალხისთვის არ მეთქვა რომ მე ის მიყვარს, დავარწმუნებდი ყოველ ქალსა თუ კაცს რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული..
ადამიანებს დავუმტკიცებდი თუ რაოდენ სცდებიან ფიქრობენ რა რომ შეყვარება აღარ ძალუძს როცა ბერდებია.მათ არ იციან, რომ სწორედ მაშინ ბერდებიან როცა კარგავენ შეყვარების უნარს..პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს, მაგრამ მას მხოლოდ ფრენის ფრენის სწავლის ფრთებს მივცემდი. მოხუცებს დავანახებდი რომ სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის. რამდენი რამ ვისწავლე თგვენგან ხალხოო.....დავინახე ის, რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არ იციან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე. ვისწავლე ისიც,
რომ როდესაც ახალშობილი თავისი პაწაწინა თითებით სულ პირველად ეჭიდება მამის ხელს, ეს სამუდამოა
და აღარასდროს გაუშვებს მას.
ვიწვალე რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება. რამდენი რამის სწავლება შეიძლება თქვენგან, მაგრამ სინამდვილეში ბევრი აღარ გამომადგება, რადგან როდესაც მე ამ კიდობანში მომათავსებენ, სამწუხაროდ მე უკვე მომაკვდავი ვიქნები..
რომ ვიცოდე, რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინერეს, მაგრად ჩაგიკრავდი გულში და
შევევედრებოდი უფალს რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად გხედავ როგორ გადიხარ სახლდან, მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა, ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა. რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია, გეტყოდი "მიყვარხარ" თითქოს არ ვიყო დარწმუნებული, რომ შენ ეს უკვე იცი...
ყოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება ახალ-ახალ საშუალებებს გვაძლევს რომ ლამაზად ვაკეთოთ
ჩვენი საქმე, მაგრამ თუ ეხლა მე ვცდები და დღეს მეტი არაფერი დაგრჩენია, მინდა გითხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ და არასდროს დაგივიწყებ...

ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული - ახალგაზრდას თუ მოხუცს, შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ, ვინც გიყვარს, ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი

დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა, და მერე ნამდვილად დაგწყდება გული რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, მოფერებისთვის, კოცნისთვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ

შეასრულე შენი საყვარელი ადამიანის უკანასკნელი სურვილი. გვერდიდან არ მოიშორო ისინი ვინც გიყვარს, ჩუმათ ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი, გიყვარდეს და ფაქისად მოეპყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ, რომ უთხრა ""ვწუხვარ"" , ""მაპატიე"" , ""გეთაყვა"" , ""გმადლობთ"" , და
ყველა ის სასიყვარულო სიტყვა რაც იცით..

შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო, შესთხოვე უფალს რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე
მათ გამოსათხოვებლად. უჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის.
Информация к новости
  • Просмотров: 6737
  • Автор: admin
  • Дата: 27 მარტი 2021
27 მარტი 2021

I MISS YOU (მენატრები)

Категория: ლიტერატურა / ჩანახატები

I MISS YOU (მენატრები)


მენატრება შენი სახე,

ამ დილითაც სიზმრად გნახე.

ისევ მათბობს შენი ფერი,

არ მამშვიდებს არაფერი.

აღარ მშველის ლექსის წერა,

ზურგით მიდგას ბედისწერა.

დამავიწყდა უკვე ლოცვა,

მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა.

თავში დამსდევს ერთი აზრი,

ვერ გავუგე შინაარსი.

ვერ დავხატე გრძნობის ფერი,

ყალბი გახდა ყველაფერი.

ვერ ვუყურებ მწვანე ჭადრებს,

ვეღარ ვხედავ რა შენს თვალებს.

არ მიპყრობდა ფერი ვარდის,

მაშინ, როცა გვერდით მყავდი.

დამეკარგა გრძნობა, სმენა,

აღარც ჩიტის მესმის სტვენა.

დამრჩა მხოლოდ დარდი, წყენა,

ერთადერთი ჩუმი რწმენა
Информация к новости
  • Просмотров: 2588
  • Автор: admin
  • Дата: 16 მარტი 2021
16 მარტი 2021

რევაზ ინანიშვილი – ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები

Категория: ლიტერატურა

რევაზ ინანიშვილი – ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები


კრწანისის ომში დამარცხებულმა ერეკლე მეფემ, რამდენიმე თანმხლებთან ერთად, არაგვის ხეობას შეაფარა თავი. დღესაც არავინ იცის, სად იმყოფებოდა სამ დღეს, მეოთხე დღეს კი ანანურის ციხეში გამოჩნდა. ეს გამოჩენაც იდუმალებით იყო მოცული. მხოლოდ ციხის ბურჯებზე უმატეს გუშაგებს, მალიმალ მიმოქროდნენ თავდაღუნული მდუმარე მხედრები. სოფლებში ჩურჩულითა და ვიშვიშით გადადიოდა ხან ერთი ამბავი, ხან მეორე, დედაკაცები მუხლებში იცემდნენ ხელებს, მხრებაცახცახებულნი თვალებზე იფარებდნენ მოსახვევის ბოლოებს.
ნაშუადღევს ჩოჩქოლო ატყდა ციხის ეზოში. მეციხოვნეებს ვიღაც ცამეტ-თოთხმეტი წლის ბიჭი შეეპყროთ, კარისკენ ეწეოდნენ, მაგრამ ბიჭი არ ნებდებოდა, წიხლებს ისროდა, იკბინებოდა და ყვიროდა:
– მეფესთან მიმიშვით, დიდი საქმე მაქვს, მეფესთან მიმიშვით!
მეციხოვნეები პირზე ხელს აფარებდნენ, წააქციეს, ზოგი ფეხებში ჩაეჭიდა, ზოგი ხელებში, ასწიეს, ასე წაიღეს. ბიჭი მაინც იბრძოდა და ყვიროდა:
– დიდო მეფეო! დიდო მეფეო!
ამ ჩოჩქოლსა და აურზაურში კოჭლობით, მაგრამ ჩქარი ნაბიჯით შემოვიდა ციხისთავი. მარცხენა ხელი კისერზე ჰქონდა დაკიდებული ქალის მანდილით. მეციხოვნეებმა რომ დაინახეს, გაჩერდნენ, ბიჭი ძირს დასწიეს, ხელი მაინც არ გაუშვიათ.
– რა ამბავია, რა მოხდა? – იკითხა ციხისთავმა.
– მეფესთან მიმიშვითო, დილას აქეთია, აფთარივით უვლის ციხეს. გავაგდეთ, ვცემეთ, მაინც გადმობობღდა გალავანზე, – მიუგო ერთმა მეციხოვნემ.
მიწაზე გულაღმა გაკავებულმა ბიჭმა ამოიბრძოლა, თავი ვერ გაითავისუფლა და დაბლიდან ამოიმუდარა:
– მიმიშვით, თქვენი ჭირიმე, დიდი საქმე მაქვს, ქვეყნისთვის საჭირო საქმე.
ციხისთავმა ვერაფერი თქვა. თვალი კოშკისკენ გაექცა. იქიდან თითქოს ვიღაცამ რაღაც ნიშანი მისცა, ციხისთავმა თავი დაუქნია და მეციხოვნეებს უბრძნა:
– გაუშვით ხელი!
მეციხოვნეებმა ბიჭს ხელი გაუშვეს. ბიჭი წამოდგა, შარვალი მიიწ-მოიწია, მტვერი ჩამოიბერტყა. ერთმა მეციხოვნემ დაძენძილი ნაბდის ქუდი მიაწოდა.
– სადაური ხარ? – ჰკითხა ციხისთავმა.
– აქაური.
– რომლისა.
– მზევარისა.
– რა გინდა მეფესთან?
– პირადად უნდა მოვახსენო.
– გაჩხრიკეთ.
მეციხოვნეები ეცნენ და ჩხრეკა დაუწყეს. ბიჭი ხელებაწეული იდგა და მოთმინებით იცდიდა.
მარტო ხელისგულისოდენა ქერის ხმიადის ნატეხი და ნივრის ორი კბილი ამოუღეს ჯიბიდან. ისიც მაშინვე დაუბრუნეს.
– წამომყევი.
ბიჭმა ერთხელაც გაისწორა დაძენძილი შარვალი და ციხისთავს გაჰყვა. დაბალი იყო, განიერი, როგორღაც განზე მიჰქონდა მძიმე, დაშაშრული შიშველი ფეხები. გაიარეს გრილი კედლებით შემოზღუდული ლაბირინთი, ავიდნენ კიბეებზე და ერთ კარს მიადგნენ. იმ კარს აქეთ-იქიდან თოფიანი მცველები ედგნენ. ციხისთავმა ბიჭი აქ დატოვა და თვითონ შიგნით შევიდა. გაღებულ კარში ბიჭმა დიდებული იერის მოხუცი დაინახა. გუმანმა უთხრა, მეფე ეს უნდა ყოფილიყო. გაიწია, მაგრამ მცველებმა არ გაუშვეს, თოფები გადაუღობეს.
– გამოატარეთ! – მოისმა ციხისთავის ხმა.
ბიჭი კარში შევიდა. ციხისთავმა მხარზე ხელი მოსდო, ცოტაზე ასე წაჰყვა და მერე გვერდზე გადგა.
რაღაცისათვის ტახტისკენ დახრილი მოხუცი მეფე ბიჭისკენ შემობრუნდა, ნელ-ნელა აიწია, გასწორდა, ბიჭმა სახეში შეხედა, ფეხი აერია, ჩაიჩოქა და ასე, მუხლებზე დაჩოქილი, აცრემლებული წავიდა მეფისკენ. მეფე შეწუხდა, თვითონ წამოვიდა ბიჭისკენ, მხრებში ხელები მოჰკიდა, წამოაყენა. ბიჭი ცდილობდა, მაგრამ ტირილი ვერ შეეკავებინა. მეფემაც რამდენჯერმე უმწეოდ დაახამხამა თვალები, მაგრამ ეს თვალები მიჩვეულნი იყვნენ მსგავს სანახაობებს და სწრაფადვე დაუბრუნეს სიმტკიცე.
– დამშვიდდი, ნურაფრისა გეშინია, შვილო, – თქვა მეფემ წყნარი, ბზარგარეული ხმით.
– მე არაფრისა მეშინია, მეფევ.
– აბა, რა გიჭირს, რამ შეგაწუხა, შვილო?
– თათრები არ უნდა მოგვრეოდნენ, დიდო მეფევ, თათრები ჩვენი მომრევები არ არიან!
მოხუცმა მეფემ შუბლზე ხელის ზურგი აისვა, თითქოს ჩამოწეწილი თმა აიწია მაღლა.
– მდიდრები გღალატობენ, მეფევ! – ბიჭმა ღონივრად შეკუმშული მჯიღი ნიკაპთან მიიტანა, – მდიდრებს რატომ ენდობი, დიდო მეფევ! მდიდარი ლამაზია, მდიდარს შინ ქონება რჩება, ძვირფასი რამეები რჩება. გაჭირვებაში მტერსაც მისცემს და თვითონაც ეყოფა. მდიდარი ბრძოლაში თავს რად დასდებს! ომში ჩვენ უნდა წაგვიყვანო, ობლები, უქონლები, ულამაზოები. გაჭირვებაში გამოჩეჩქვილები. ქვეყნის იმედით ჩვენა ვცხოვრობთ. ჩვენ ვის რას უნდა მოვუფრთხილდეთ! აბა, შემომხედე, სხვებიც ჩემნაირები არიან, ქვიდან გამოტეხილი ქაჯები და ეშმაკები! ჩვენ ჭრილობები ვერ დაგვამახინჯებს. პირიქით, მოგვიხდება კიდეც. გაგვიძეხი, მეფევ, ჩვენ გაგვიძეხი! ასამდე ობოლს, ქვრივ-ოხრის შვილს, კომბლიანებს, მეგამოვიყვან მარტო! გაგვიძეხი, მეფევ, და შენი თვალით ნახავ, ჩვენი მომრევი არავინ არის ქვეყანაზე. შვიდი კომბლიანი აქვე მიცდის ციხის ძირში.
მეფემ კიდევ ერთხელ აისვა შუბზე ხელი და ტახტზე დაჯდა. ბიჭისთვის თვალი არ მოუშორებია, ხელი ახლა მუხლზე ედო, მოიჭერდა მუხლზე და გაშლიდა, მოიჭერდა და გაშლიდა…
– შეგიძლია, ისინიც მოიყვანო?
– კომბლებიანად?
– კომბლებიანად.
– ეხლავე.
ბიჭი მიბრუნდა და ჯიქური ნაბიჯით წავიდა, მაგრამ უცებ შედგა და აბნეულმა მომოიხედა. თურმე კარს ასცდენოდა. ბედად ციხისთავმა მოუსწრო, – აქეთ, მზევარის ბიჭოო, – და წინ წაუძღვა.
* * *
არ გასულა ნახევარი საათი და ციხისთავი და მზევარის ბიჭი კუშტად გამომზირალ, აჯაგრულ, აფხორილ კომბლებიან ბიჭებს შემოუძღვნენ დარბაზში. ახლა მზევარის ბიჭსაც გატუსული, ბევრი ხმარებისაგან გაპრიალებული, ვეებათავიანი შვინდის კომბალი ეჭირა. ციხისთავმა ამჯერადაც გვერდზე გაიწია და ბიჭებს ანიშნა, აქ გაჩერდითო. ბიჭები შეჯგუფდნენ, ერთმანეთისკენ მიიწივნენ, ერთმანეთის ზურგებს ამოეფარნენ და კომბლები მორიდებით ჩაიყუდეს შიშველ, გაუხეშებულ ფეხებს შორის.
მეფე წამოვიდა, ნელი ნაბიჯით მოახლოვდა და მზევარის ბიჭს ღიმილით ჰკითხა:
– ესენი არიან შენი ულამაზოები?
– ესენი, დიდო მეფევ, ამ კომბლებით, ვისაც გინდათ, იმას გაუმკლავდებიან.
ბიჭები უარესად დაკოხნენ, შეტოკდნენ და ქვეშ-ქვეში გამოიხედეს მეფისკენ. მეფემ ყველა ბიჭს ხელი ჩამოართვა, ცოტა უკან დაიწია, უყურა, უყურა და გულში გამდნარ ტყვიასავით ჩაეღვენთა: „საცოდავი ქვეყნის საცოდავი შვილები…“ ხმამაღლა კი ეს თქვა მშვიდად, დაყვავებით:
– სულ მალე დაგიძახებთ, ბიჭებო, მაჰმადხანს ერთიანად უნდა ვაზღვევინოთ ჩვენი სისხლი. ახლა მდივანი ჩაგწერთ და თქვენ-თქვენს სახლებში წადით. როცა საჭირო იქნება, დაგიძახებთ, როცა დრო დადგება, მაშინვე დაგიძახებთ.
– ოღონდ მდიდრების გვერდით არ დავდგებით! – წამოძახა მზევარის ბიჭმა.
– არა, თვენი რაზმი ცალკე იდგება! – მეფემ ხელი მაღლა ასწია.
ციხისთავი წინ წამოვიდა და ბიჭებს ანიშნა, წასვლის დროაო. მზევარის ბიჭმა მისი მკლავის ზემოდან ერთხელ კიდევ დაუძახა მეფეს:
– ჩვენ-ჩვენი კომბლებით უნდა წამოვიდეთ.
– თქვენ-თქვენი კომბლებით, რა თქმა უნდა, – მიუგო მეფემ.
* * *
გაიარეს გადახრილი მზით განათებული ციხის ეზო, გვერდზე გაიყოლეს გრძელ-გრძელი ჩრდილები და მერე ნელ-ნელა ჩავიდნენ ბნელ ლაბირინთში, თითქოს სამუდამოდ ჩაეფარნენ მიწას.
ოთხმოცი წლის შემდეგ კი ანანურზე გამავალი სამხედრო გზის პირას ხშირად იდგა ხოლმე უსინათლო მოხუცი, რომელიც ყოველ ზემოთამვლელს ეკითხებოდა, დამძახებელი ხომ არა ხარ ქალაქიდანო. ვინც მოხუცს არ იცნობდა, ვერ ხვდებოდა, ვინ დამძახებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვინც იცნობდა, ეტყოდა, – არა, დამძახებელი არა ვარ, მზევარის ბიჭოო, – და თავჩაღუნული, სევდამოწოლილი განაგრძობდა გზას.
მოხუცს ქინთა-ქინთად ქცეული ახალუხის ჯიბის პირზე სამი რუსული ძველი მედალი ეკიდა – გამურულ ქვაზე დაღვენთილი წმინდა სანთლის ფერისა.

Метки к статье: ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები

Информация к новости
  • Просмотров: 3985
  • Автор: admin
  • Дата: 10 მარტი 2021
10 მარტი 2021

ტიციან ტაბიძე

Категория: ლიტერატურა

ტიციან ტაბიძე



ტიციან ტაბიძე

რია-რია
მივალ, მივდივარ და მივიმღერი,
თან საქართველოს მიმაქვს ოცნება,
ვარ გაუთლელი ლერწამის ღერი,
ტუჩ მიუდებლად რომ იკოცნება.

ათასი გული ერთად რო მქონდეს,
ათას გულს ერთად ამოვიჭრიდი,
ოღონდ, ლამაზო, არ დამიღონდე,
მახსენე კაცად, როცა დაგჭირდე.

ათას სალამურს გააქვს გუგუნი,
ერთად ამღერდნენ გურიის მთები,
თუ ამ სიმღერით სიკვდილს მარგუნებ,
არც სიკვდილისთვის დაგემდურები.

ერთ საწყალ პოეტს ამაზე მეტი
სინდისით აღარ მოეთხოვება,
დამადეთ გულზე ტყვია ცამეტი,
მაგ თქვენი მამის სულის ცხონებას.
Информация к новости
  • Просмотров: 2835
  • Автор: admin
  • Дата: 31 იანვარი 2021
31 იანვარი 2021

მირაჟი?!...

Категория: ლიტერატურა / ჩანახატები

მირაჟი?!...


ბევრი იღვაწეს და იწრიალეს ადამიანებმა, სწორად ცხოვრების, სულისა და გონის, ზნეობრივი პრინციპებისა და რეალობის, სიკეთისა და მორალის თანხმიერების ძიებაში ცხოვრების მრავალგვარი წესი და სოციალური წყობა მოიგონეს, განავითარეს და აითვისეს, თუმცა ყოველთვის როდესაც თვლიდნენ რომ ოპტიმალურს მიაგნეს, ხვდებოდნენ, რომ რაღაც გამორჩენოდათ, ეს რაღაც ხან მატერიალური კეთილდღეობა, ხან ზნეობა და სულიერება, ხან კიდევ რაციონალური და გონისმიერი ცხოვრება იყო.

სწორ გზას ვერაფრით მიაკვლიეს და გაიყვნენ სხვადასხვა სოციალურ, პოლიტიკურ, რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფად. განსხვავებული გზებით იწყეს ჭეშმარიტების ძიება და საბოლოოდ აირივნენ. ბევრი იარეს, იმოძრავეს, იხეტიალეს, იომეს, იყაყანეს - პირიქით დადუმდნენ, იკვლიეს, ამტკიცეს და მაინც, გამოსავალი ვერსად იპოვეს.

ერთხელ გადაწყვიტეს ყველანი ერთად შეკრებილიყვნენ, გამოცდილება, მონაპოვარი და იდეები შეეჯერებინათ, ერთმანეთისათვის მოესმინათ, რათა საერთო აზრამდე მისულიყვნენ და ცხოვრების სწორი მოდელი აღმოეჩინათ...

დიდხანს საუბრობდნენ, კამათობდნენ, ამტკიცებდნენ და აერთიანებდნენ შეკრებილი ადამიანები მოსაზრებებს, დებდნენ მზა რეცეპტებს და იგონებდნენ ახლებს, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ...

სისტემები და წყობილებები იქმნებოდნენ, ვითარდებოდნენ და ინგრეოდნენ, უამრავ ცოცხალ არსებას იწირავდნენ, მაგრამ შედეგი არ მოჰქონდათ.

ვერც ფილოსოფიური და რელიგიური მიმდინარეობები ახერხებდნენ ადამიანთათვის საბოლოო შვების მოგვრას...

ევროპული მონარქიისა და კაპიტალიზმის მქადაგებლები ვერაფრით პოულობდნენ ღარიბი ხალხის სიცოცხლის დაცვისა და სოციალური თანასწორობის გზებს, ანტიკური ბერძნები დემოკრატიასა და ანარქიას შორის ზღვარის გავლებას, კომუნისტებსა და ფაშისტებს კი თავისი წყობიდან დიქტატურა და ტირანია ვერაფრით განედევნათ. ბუდისტებისათვის უნიჭო ადამიანებზე პასუხის გაცემა გამხდარიყო პრობლემა, ქრისტიანებს კი პირიქით, ნიჭიერებისათვის ვერ მოეფიქრებინათ ლოგიკური ახსნა კითხვებზე, ისლამი ძედმეტად მკაცრი იყო, პირველყოფილი თემურ-გვაროვნული წყობილება კი მოძველებული და აშკარად გამოუსადეგარი...

შეკრებილთ გაურკვევლობა და უიმედობა ეუფლებოდათ, კამათი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა აურზაურსა და ქაოსში გადაიზარდა, საერთო ენა ვერაფრით გამონახეს და როდესაც სასოწარკვეთილებმა აღარ იცოდნენ რა გზას დასდგომოდნენ, ერთ ბოგანო მოხუცი წამოდგა და სიტყვა ითხოვა...

სხვა დროს არავინ მოუსმენდა, მაგრამ კამათისაგან დაღლილმა და თავმობეზრებულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს გასართობად მაინც მოესმინათ მოხუცისათვის.

მოხუცმა ბევრი ისაუბრა ჰარმონიაზე, რწმენასა და სიკეთეზე, ბევრი დასცინეს, შეურაცხჰყვეს, მაგრამ არ შეიმჩნია და გამოაცხადა, რომ არსებობს ჰვეყნად ერი, რომელსაც შეუძლია ჰარმონიულად ცხოვრება და ყველაზე ახლოსაა სრულყოფილებასთან, დასტურად კი თანამემამულეებს მოუხმო...

ყველას გაეცინა, გიჟად ჩათვალეს, მაგრამ მოხდა საოცრება, ბოგანო მოხუცი წელში გაიმართა, ღირსეულ, თეთრწვერა კაცად იქცა, თვალებში ძალა და გამარჯვებული გამომეტყველება ჩაუდგა, ჰორიზონტს გახედა, თავის მშობლიურ ენაზე რაღაც ხმამაღლა შესძახა...

მის გარშემო შეკრებილმა ბრბომ მოხუცის მზერას თვალი გააყოლა და ყველა ადგილზე გაშეშდა - იქიდან საითაც იხედებოდნენ მხედრები გამოჩდნენ:

მაღლებს, ჯანმრთელებსა და ტანშემართულებს, სიმართლის ლაღი ღიმილი ეწერათ სახეზე, დინჯად, საკუთარი ღირსების სრული შეგრძნებით მოაჭენებდნენ ბედაურებს...
თმაშევერცხლილ, ძლიერ ვაჟკაცებს ყოველ ჟესტში, მოძრაობასა და მოქმედებაში ჰქონდათ გამჯდარი მზის, ძღვისა და მიწის მადლი, ჯანმრთელი ჰაერი და მადლიანი ბუნება, რომელშიც ცხოვრობდნენ, მათ იცოდნენ როგორ მოქცეოდნენ ღვთისაგან ბოძებულს, უყვარდათ და უფრთხილდებოდნენ მშობელ დედას, მიწას, ტყეს, მთასა და უფლის სიტყვას, პატივს სცემდნენ ერთმანეთს, საკუთარ თავსა და ყოველივეს რაც მათ სწორად, სიმართლით ცხოვრებაში, საკუთარი თავისა და ღვთის რწმენის ქონაში, გულისა და გონის, სულისა და ზნეობის ჰარმონიის მოპოვებაში ეხმარებოდათ...

მოდიოდნენ სიმღერით, თავაწეულები, თავდაჭერილი ღიმილით, გულგახსნილები და შუბლგახსნილები, მათ ყოველ მოძრაობაში იკითხებოდა ცეკვა, ცეკვა კოსმიური და მართალი...

უყურებდნენ ადამიანები მხედრებს და ხედავდნენ ახდენილ ოცნებას, ხვდებოდნენ რომ ვერცერთი ომი, ვერცერთი სოციალური წყობის განვითარება, ფილოსოფიური თუ რელიგიური მინდინარეობა, ვერცერთი მეცნიერება თუ ტექნიკური საშუალება ვერ შექმნიდა ამ ოცნებას, უნაკლო ადამიანს, რომელსაც შეეძლო დანახვისთანავე მოეხიბლა მნახველი, მიეღო და გაესტუმრებინა ისე რომ აუცილებლად თავი შეეყვარებინა, ღვთისთვის ზომიერად, უნაკლოდ მიეგო საკადრისი და ადამიანისთვის უზომოდ გული....

ადამიანები ხვდებოდნენ რომ მათ დაინახეს შედეგი იმისა რისკენაც მიისწრაფვოდნენ, და მიუხედავად პოლიტიკური, რელიგიური, სოციალური, მსოფლმხედველობრივი და ეთნიკური კუთვნილებისა, ყველას უხაროდა, ყველას უჩნდებოდა რწმენა, იმედი და განცდა იმისა, რომ იდეალი არსებობს, მხედრების სილაღე მათაც ედებოდათ და ამავდროულად გული სწყდებოდათ, აქამდე რომ არ ჰყავდათ ნანახი ეს იდეალური ადამიანები...

მხედრები კი მოდიოდნენ და მოჰქონდათ მათთვის პასუხი ყველა კითხვაზე, მართალი სიტყვა, ლაღი სიმღერა და კოსმიური ცეკვა, რომლებითაც მართლა შეეძლოთ კაცობრიობის გადარჩენა, უნიკალური ერის შვილები:

ქართველები მოდიოდნენ!...


ტატო
2003წელი 20დეკემბერი

წყარო: http://www.tatsson.blogspot.com/
Информация к новости
  • Просмотров: 7786
  • Автор: admin
  • Дата: 25 იანვარი 2021
25 იანვარი 2021

გალაკტიონ ტაბიძე / ათი ქალწული

Категория: ლიტერატურა

გალაკტიონ ტაბიძე / ათი ქალწული


გალაკტიონ ტაბიძე


ათი ქალწული



სასუფეველით მსგავსება მათით
ოცნებამ იცის,
ათი ქალწული სანთელით ათით
ელოდენ სიძეს.

მათგანი ხუთი იყო გონიერ,
ხუთი - სულელი;
სულელთ ვერ ჰპოვეს ჭურჭელთა მიერ
ზეთი სურნელი.

და ღამით, ოდეს სძინავდა ყველას,
ზარით, ებანით
ხმა ისმა: აჰა, ესერა მოვალს,
მიეგებენით.

აღდგა წამშივე ქალწული ათი -
ჰპოვა სანთელი,
ხუთს ჩაჰქრობოდა სრულიად მნათი
იმ წუხანდელი.

წარვიდენ სყიდვათ. მას ჟამსა შინა
გზად იდგა ქარი,
მოვიდა სიძე, განაღო ბინა
და დახშა კარი.

ოდეს დაბრუნდა წყებანი სხვანი
მშვენიერ ქალთა,
დააგვიანდათ. ისინი დგანან
დახურულ კართან.

მათ ხელში ობლად კანკალებს ზეთი
მწუხარე ლანდათ.
გარეთ ქარი ჰქრის, არ არის ბედი,
დააგვიანდათ.

1915
Информация к новости
  • Просмотров: 4460
  • Автор: admin
  • Дата: 22 იანვარი 2021
22 იანვარი 2021

გალაკტიონ ტაბიძე / აი ფანჯარა...

Категория: ლიტერატურა

გალაკტიონ ტაბიძე / აი ფანჯარა...


გალაკტიონ ტაბიძე


* * *



აი, ფანჯარა იმისი სახლის,
დაუვიწყარი ფანჯარა,
რომელთა დღეთა სიახლის
ჩემს გულში არა დარჩა რა.

სამუდმოდ ამიერიდან
დახურულია ის კარი,
საიდან მფენდა ნათელსა
ამომავალი ცისკარი.

გზებს მარტოობა ჰფენია,
ზღვას ხმა გოდებით დაღლია,
წინათ სასახლე მეგონა,
ახლა უბრალო სახლია.
Информация к новости
  • Просмотров: 4359
  • Автор: admin
  • Дата: 14 იანვარი 2021
14 იანვარი 2021

ვახტანგ ჯავახაძე / არაფერი დაგვიკარგავს

Категория: ლიტერატურა

ვახტანგ ჯავახაძე / არაფერი დაგვიკარგავს


ვახტანგ ჯავახაძე


* * *

არაფერი დაგვიკარგავს:
არც რწმენა და
არც ენა,
ერთადერთი შოთა გვყავს და
ორად ორი არსენა.

ურწმუნოებს ვედავები
და ვარწმუნებ უვიცებს,
გვყვანან:
ოთხი ლესელიძეც
და ცხრა ხერხეულიძეც.

ზოგჯერ უკან მივიხედავ
და თითებზე დავითვლი:
ოთხი ვახტანგ მეფე მოდის
და თორმეტი დავითი....
Информация к новости
  • Просмотров: 3131
  • Автор: admin
  • Дата: 13 იანვარი 2021
13 იანვარი 2021

რომელი საათია?

Категория: ლიტერატურა

რომელი საათია?


ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.

გულში მწუხარებამ ღამე გაათია…

მაინც არ მასვენებს მწარე სინანული,

რომელი საათია? რომელი საათია?

ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება,

მთელი შემოდგომა თავზე დამათია.

ახლა მხოლოდ სამი იყოს, შეიძლება.

რომელი საათია? რომელი საათია?

სამის, შეიძლება, არის მესამედი,

მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია,

კივის სადგურიდან ზარი მეცამეტე -

რომელი საათია? რომელი საათია?

ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,

ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.

ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი,

რომელი საათია? რომელი საათია?

ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხასი

თითქო შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,

აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!

რომელი საათია? რომელი საათია?

იყო შარლ ბოდლერი: “მწარე და ძვირფასი

თრობის საათია, ღვინის საათია!” -

ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე:

რომელი საათია?
Информация к новости
  • Просмотров: 12436
  • Автор: admin
  • Дата: 9 იანვარი 2021
9 იანვარი 2021

აკაკი წერეთელი / ციცინათელა

Категория: ლიტერატურა

აკაკი წერეთელი / ციცინათელა

აკაკი წერეთელი


ციცინათელა



ჩემო ციცინათელა!
რად მიჰფრენ ნელა-ნელა?
შენმა შორით ნათებამ
დამწვა და დამანელა!

ანათებ და კარგი ხარ,
მე თუმც არას მარგიხარ!..
ჩემი იყო, ის მინდა,
შენ კი სხვისი ბარგი ხარ!..

აბრეშუმის პეპელა,
ფუტკარი და წურბელა,
შენზედ სარგებლიანი
შენ გენაცვალოს ყველა!..
...
Информация к новости
  • Просмотров: 21650
  • Автор: admin
  • Дата: 7 იანვარი 2021
7 იანვარი 2021

ჭაბუა ამირეჯიბი / დათა თუთაშხია (ამონარიდები)

Категория: ლიტერატურა

ჭაბუა ამირეჯიბი / დათა თუთაშხია  (ამონარიდები)


ჭაბუა ამირეჯიბი


დათა თუთაშხია


(ამონარიდები)



ბოროტ კაცს შეეშინდეს, იქნება, კანონის და სამაგიეროსი და იმ განზრახულ ბოროტებას აღარ ჩაიდენს მაშინ, მართალია ეს, მაგრამ ბოროტი იმის ბოროტია, რომ კანონიერ გზას მონახავს და ისე იზამს თავისას. კანონს ის შეუძლია მარტო, რომ თვალსაჩინო ბოროტების მაგიერ, ძნელად შესამჩნევს ჩაადენინებს ჩამდენს.

არყით აღგზნებული კაცის გონებაში ბინდი ისადგურებს, მისი ენა სიმახინჯისა და დაუნდობლობის ენაა. ღვინით აღგზნებული კაცის გუნებაში ნათელი დგება, მისი ენა სილამაზისა და სიყვარულის ენაა. არაყი - მსჯავრია, ღვინო - მიტევება. განგებამ ღვინის სიყვარული გვიბოძა, რომ ჩვენი აზრისათვის მშვენიერება და სიკეთე მიენიჭებინა. ფიქრისა და საუბრის სარბიელად სუფრა მოგვიჩინა, სუფრავე დაგვითქვა ადგილად, სადაც ერთმანეთისათვის მხოლოდ კეთილი სურვილი ითქმის და საგნისათვის მხოლოდ პირუთვნელი შეხედულება. ქართული სუფრა ქართულ სიმღერას ჰგავს: სხვადასხვა ხმაზე ვმღერით და კონტრაპუნქტში ვერთიანდებით. არ არსებობს თანხმობა იმ თანხმობაზე დიდი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობით მიიღწევა.....[spoiler][/spoiler]
Информация к новости
  • Просмотров: 3830
  • Автор: admin
  • Дата: 2 იანვარი 2021
2 იანვარი 2021

თვალებში ტკივილად ჩაიშალე

Категория: ლიტერატურა

თვალებში ტკივილად ჩაიშალე


თვალებში ტკივილად ჩაიშალე...
ავდექი და ჩუმად წამოვედი
ისე, როგორც არასდროს...
გულისპირზე ღილი შეგიბნიე
და წარბებს შორის გაჩენილ ნაოჭს ტუჩი შევახე
მინდოდა გამეშალა...
ხელები მორჩილად დაეშვა ძირს
და მხრებმა იტვირთა სიმძიმე...
ვიგრძენი როგორ დაპატარავდი.
უკანმოუხედავად დავკეცე გზები
რომელსაც არ ვიცი საით მივყავარ.
გზის ყველა გადასახედში შენი აჩრდილია,
უკან მომყვება და ცდილობს მზეს გაასწროს...
უდაბნოს ცხელი ჰაერი მიწვავს ყელს
და ოაზისს ვეძებ...
გზა არ დაიალია
არც ჩემი სევდა...
იქნებ იმიტომ, რომ თვალებში ტკივილად ჩაიშალე
მე კი ავდექი და ჩუმად წამოვედი.
ნუ უპასუხებ ჩემს ზარს
თვალები დახუჭე
ყურმილს იქითა მხარეს ხომ მაინც დუმილია
Информация к новости
  • Просмотров: 4440
  • Автор: admin
  • Дата: 29 ნოემბერი 2020
29 ნოემბერი 2020

თავისუფალი

Категория: ლიტერატურა / ჩანახატები

თავისუფალი

85 წლის ქალი. ქმარი მკვდარი ყავს. სარკე უჭირავს და იპრანჭება.

არსებობს ემოცია ინსტინქტის გარეშე და რა იცით ამ ინსტინქტების შესახებ?

ინსტინქტი – პროგრამა, რომელითაც უნდა შევასრულოთ ჩვენი ფუნქცია და დანიშნულება.

ადამიანს დი-ვი-დი დის დისკს არ შევადარებ... თუ ადამიანი - არც გაყოფილია, არც ღვთიური, არც დაპროგრამირებული?

სიყვარულს შეგრძნება აქვს და არა დასაბუთება!

რატომ არის საპირისპირო სქესი მიმზიდველი?

როცა გონებას პასუხი არ აქვს, ის პასუხს იგონებს.

თანასწორობა არ არსებობს!

არც სიყვარული?!

ყველა ინსტინქტი იერარქიულობაზეა აგებული.

ინსტინქტები ძირითადად ჯოგური პროგრამებია.

ინსტინქტი - ინსტრუქცია.

გამრავლების ინსტრუქცუია.

გადარჩენის ინსტრუქცია.

პირველობის ინსტრუქცია.

...
სოკრატეს სწამდა, რომ ბრძენი ადამიანი ინსტიქტურად ეწეოდა ბრძნულ ცხოვრებას.

ბრძენად ყოფნის - ინსტრუქცია.

მე კი ინსტინქტური ეჭვი მაქვს, რომ ინსტრუქციებით ცხოვრება დაუნურობის ხვედრია. და ვინაიდან, ჩემი დომინირების ინსტინქტი მაძალებს არ ვიყო დაუნი, და ჩემში საკმარის ამპარტავნობა ბადებს - რათა მეშინოდეს ვიყო იდიოტი!

და მხოლოდ ამიტომ მძაგს ინსტრუქციებით ცხოვრება?!

“მხოლოდ ამიტომ” – გულისხმობდა – რომ ვერ ვკმაყოფილდები, მეტი მინდა. ნამდვილად მეტი კი მხოლოდ ერთია – თავისუფლება!

ყოფნა უინსტრუქციოდ. როცა არ დაგყვება თან და არ მოგყვება შენივე ხმარების თუ მოხმარებიოს ინსტრუქცია.

უინსტრუქციო ადამიანები მიყვარს. მათთან ძნელია, მაგრამ, მათთან ჩემიანებთან ვგძნობ თავს.

და თუ ჩემიენბთან ყოფნა ეს თავდაცვისა და კარგად ყოფნის ინსტიქტიდან მოდის... ?



და როგორც ლეცმა თქვა – “თვითგადარჩენის ინსტინქტი, ხშირად იმპულსია თვითმკვლელობისკენ”.

თვითმკვლელის გადაწყვეტილების უპატივცემუილობას უნდა გადავეჩვით პირველ ოთხ კლასში, რადგან მერე უკვეზოოლოგია ისწავლება...


ეტოლოგია კი ჩემით ვისწავლე, რომელიც სიყვარულის უფრო მეტად გააზრების საშულებას გაძლევს, ვიდრე ფსიქოლოგია და შედეგად - “საყოფაცხოვრებო” სიყვარულიდან პოეტური გემოვანებით შეკაზმულ სიყვარულში გადადიხარ... ოღონდ ნუ დამემსგავსებით მე და ნუ იკითხავთ რისთვის?!

.... მაგრამ, ერთხელ ეს კითხვა - რისთვის? - მან მისით დამისვა (ან უფრო მე მივიყვანე მაგ კითხვამდე)... – პასუხად მოვეხვიე და ვაკოცე და ვდუმდით... ყოველთვის მიყვარდა ჩვენი დუმილი!

და მე ვიყო ველური მხეცი თუ ყველაფერს თავისი დანიშნულება აქ ქონდეს.

მათ შორის კითხვასაც - რისთვის?
Информация к новости
  • Просмотров: 5024
  • Автор: admin
  • Дата: 24 ნოემბერი 2020
24 ნოემბერი 2020

იყო და არა იყო რა...

Категория: ლიტერატურა

იყო და არა იყო რა...


იყო და არა იყო რა...
ჩვენი ამბავიც იყო, რა...
სადღაც მიმაფრენს წიქარა,
სადღაც მიწას ხნავს ნიკორა...
იყო და არა იყო რა,
ალბათ ის გრძნობაც იყო – რა,
გულცივო კაცო, დამღალე,
მივდივარ – არა მკითხო – რა,
ასე მთავრდება ზღაპრები –
იყო და არა იყო რა...
Информация к новости
  • Просмотров: 5128
  • Автор: admin
  • Дата: 24 ნოემბერი 2020
24 ნოემბერი 2020

ფიქრი – იმღვრევა

Категория: ლიტერატურა

ფიქრი – იმღვრევა,
ნისლი – იმქვრევა,
ცხოვრება – ირევა წამში,
დავდივართ,
დავეძებთ,
ვპოულობთ და ვკარგავთ
ცხოვრების თნამგზავრს ხალხში,
გეძებდი...
გიპოვე...
და ისევ დაგკარგე,
თითქოს – არ იყავი ის კაცი...
და ისევ...
ფიქრები – აიმღვრა,
ნისლები გაქრა და...
ცხოვრებაც აირია წამში.
Назад Вперед
^