სიახლეები აგვისტო 2020 წელი » Files.Pirveli.Ge
 
Информация к новости
  • Просмотров: 3940
  • Автор: admin
  • Дата: 31 აგვისტო 2020
31 აგვისტო 2020

Misha / მიშა

Категория: სურათები/photo

Misha / მიშა


ეს არის ძაან მაგარი სურათი ჩვენი მიშიკოსი. აბათ ჰე თქვენ იცით დააკომენტარეთ.
Информация к новости
  • Просмотров: 9848
  • Автор: admin
  • Дата: 31 აგვისტო 2020
31 აგვისტო 2020

ანჯელინა ჯოლი

Категория: სურათები/photo

ანჯელინა ჯოლი


ეს არის ანჯელინა ჯოლის ძაან მაგარი სურათების კრებული. უფრო ზუსტად 10 სურათია მოცემული. მართლაც მაგარი ქალია. ამას ვერ ვუარყობ. აუცილებლად დატოვეთ კომენტარები,იმაზე,თუ თქვენ რას ფიქრობთ ამ ქალზე.
Информация к новости
  • Просмотров: 6364
  • Автор: admin
  • Дата: 30 აგვისტო 2020
30 აგვისტო 2020

სასიყვარულო სტატუსები...

Категория: სტატიები


სასიყვარულო სტატუსები


ასეთი ლამაზი მე დედამ გამაჩინა, ხოლო ასეთი სწერვა გამხადე შენ და ამ ცხოვრებამ...

რა ხშირად ხდება ასე. გინდა თქვა " მე შენ მიყვარხარ", მაგრამ ამბობ " რა კარგი წყვილი ხართ"...

შემოგიშვი გულში, შენ კიდე მანდ არივ-დარიე ყველაფერი... ეხლა ვინ გაასუფთავებს იქაურობას?...

ჩვენს შორის ერთი განსხვავებაა - მე ვიტირებ და დავივიწყებ, შენ გაერთობი და მერე გაიხსენებ...

თავიდან ყველა ერთნაირია. გაწონებენ თავს, ყვავილები, კინო, პირველი კოცნა, შეგაყვარებენ თავს და მერე გაივლის ქერა ლამაზი გოგო გრძელი ფეხებით და ცხოვრება იცვლება. ახალ სამყაროში - ცრემლი, სველი ბალიში...

სანამ იტყვი სიტყვა "ДА"-ს, ჯერ დაფიქრდი და მერე წაიკითხე ეს სიტყვა პირიქით...

ამბობ რო ჩემნაირები არ ტირიან.. ცდები! ტირიან როცა მათ არავინ ხედავს...

მე უკვე ყველას დავაჯერე რო არ მიყვარხარ. ეხლა დარჩა ამაში საკუთარი თავი დავარწმუნო...

შენ რა ფიქრობ მე შენთან დავბრუნდები? არა... მე უბრალოდ ვითვლი წამებს იმ მომენტიდან როცა დავშორდით. გესმის? მიყვარს მათემატიკა :D

იცი, მე ოდესმე დავღვრი ცრემლებს შენს წინაშე, არ მოგაჩვენებ თავს ძლიერად და ვიტირებ ძალიან, ძალიან ბევრს და ნახავ თუ რა უქენი ოდესღაც მხიარულ გოგონას...

ხოო, შენს ახალ გოგოს რო დავუკვირდეთ... მე წავედი ისე რომ წაგართვი ყველაფერი, გემოვნებაც კი....

მინდა გავახილო თვალები და მოვხვდე ზღაპრულ ბავშვობაში. გატეხილი მუხლი ჯობია გატეხილ გულს და სულს...

გთხოვ გაათბე ჩემი გული, მოაშუშე ყველა ჭრილობა, გადააგდე ყველა სისულელე რაც შენთან აკავშირებს და დამიბრუნე ისეთი როგორიც თავიდან გადმოგეცი...

დიდი ხანია დგახარ და მელოდები? - არაააააა, მე უფრო დიდი ხანი ველოდებოდი შენს ზარს...

მე მაქვს ყავა, რომელსაც არ ვსვამ... სიგარეტი, რომელსაც არ ვეწევი და ადამიანები, რომლებიც (ალბათ) არ მიყვარს...

იცი, თუ გინდა დამაბიჯე გულზე, თუ გინდა ჭრილობაზე მარილიც დამაყარე... იმიტომ რომ სადაც მაზოლებია იქ უკვე აღარ გტკივა...

ეს სამყარო დაუნდობელია, შენ ვერ იცოცხლებ... მეუბნებოდა ერთი ბიჭი. . . ნეტა იცოდეს მის გამო რა გადავიტანე, მოკეტავდა!

მიდით რა უკვე თქვენი შემოდგომა, ამ ზაფხულის უკვე ყველაფერი გასაგებია :D


ზაფხულის დილა. მარწყვის კოქტეილი. შენი ხმა. ჩემი ღიმილი. შენი ტუჩები და ... "მაღვიძარა" - ეს ისევ სიზმარია... :(((

არა, რას ამბობთ... არ ველოდები არანაირ ზარს... უბრალოდ მიყვარს ტელეფონით ხელ

ყველას ჩვენ როგორ გვიყვარს არასასურველი ადამიანების შეყვარება :))))

გრძნობის გადაუხდელობის გამო თვალებში გამორთეს სინათლე...

- მოდი მეგობრებად დავრჩეთ? - მადლობა, მე დაქალები მყოფნის... ;)

მინდა რამოდენიმე წელიწადში შევხვდეთ, შენ დაიძახებდი ჩემს სახელს , მე გამოვბრუნდებოდი და აღმოჩნდებოდა რომ შენ ეძახი შენს გოგოს...

შენი ტკბილი ტყუილებისგან უკვე დიაბეტი დამემრთა....

მე არ დამაბრალოთ სწერვა რო ვარ... დააბრალეთ იმას ვინც ასეთი გამხადა!

- რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში? - ყველაფერი რიგზეა, ყველა მოვკალი... :D

სიყვარული - ეს წიგნია, წიგნი - რომანი, რომანი - ზღაპარი, ხოლო ზღაპარი - ტყუილი!

სიყვარული... - გაკეთებულია იაპონიაში :|

გიყვარდეს მაშინ როდესაც არავის არ უყვარხარ ეს იგივეა უპასუხო მაშინ როცა არავინ არ გეკითხება...

მან მითხრა რომ ვიცხოვრებდი მის გულში სამუდამოდ, მე ხო არ ვიცოდი რო მას მანდ საერთო საცხოვრებელი ჰქონდა.... :D
Информация к новости
  • Просмотров: 3970
  • Автор: admin
  • Дата: 29 აგვისტო 2020
29 აგვისტო 2020

სააღდგომო პასკა

Категория: სტატიები / tutorials

სააღდგომო პასკა


პოსტში ისწავლით როგორ გააკეთოთ პასკა

მასალა:
2კგ ფქვილი, 400 გ შაქარი, 4 კვერცხი, 7ც ილი, 1ც ჯავზის კაკალი, 200 გ კარაქი, 0,5ლ რძე, 2ს/კ საფუარი, 1ს/კ ზეთი, ვანილი, ცოტა მარილი, ქიშმიში, ნახევარი ს/კ სპირტზე დაყენებული ზაფრანა.

მომზადების წესი:
საფუარი გავხნათ 250 მლ თბილ რძეში, დავუმატოთ 2ს/კ შაქარი, ნახევარი კილოგრამი ფქვილი, კარგად შევფუთოთ და დავდოთ გასაფუებლად თბილ ადგილზე (მასამ 2-ჯერ უნდა მოიმატოს).
ცალკე მოვამზადოთ 4 კვერცხისა და დარჩენილი შქარის გოგლი-მოგლი, დავამატოთ დარჩენილ რძეში გახსნილი კარაქი, სანელებლები, ზეთი, ქიშმიში და ამოსული საფუვრის მასა. ნელ-ნელა შევაზილოთ დარჩენილი ფქვილი და დიდხანს ვზილოთ, დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში (ცომი ხელს არ უნდა ეკრობოდეს).

მოზელილი ცომი გადავიტანოთ დიდ ჭურჭელში, რადგან გაფუების შემდეგ მისი მოცულობა საგრძნობლად მატულობს. 3-4 ჩაზელის შემდეგ ცომი წინასწარ მომზადებულ ფორმებში გადავიტანოთ, რომელსაც ზეთი უნდა წავუსვათ და მანანის ბურღული მოვაყაროთ (რომ არ მიიკრას). ფორმები ცომით მათი მოცულობის 1/4 –ზე შევავსოთ, ცოტა ხანს კიდევ გავაჩეროთ, თავზე რძეში გახსნილი კვერცხის გულის ნაზავი წავუსვათ და გახურებულ ჰაერღუმელში დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში შევდგათ (დიდი ზომის პასკას გამოსაცხობად 1 საათამდე სჭირდება :yes: ). გაზქურის სიმხურვალე საშუალო უნდა იყოს, ღუმელი კი ცხობის დასრულებამდე არ გამოაღოთ, რათა პასკა არ ჩავარდეს. მზა პასკა ფორმებიდან ფრთხილად ამოვაწყოთ და დასარბილებლად ტილოს ნაჭერი გადავაფაროთ. გაგრილების შემდეგ თავზე მოაყარეთ პუდრი ან რამე ეგეთი (თქვენი გემოვნებით ;) )
და ბოლოს გემრიელად მიირთვით…
Информация к новости
  • Просмотров: 4493
  • Автор: admin
  • Дата: 28 აგვისტო 2020
28 აგვისტო 2020

მიძინება - მარიამობა

Категория: News

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)


დღეს მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავს დიდ საეკლესიო დღესასწაულს - მარიამობას ანუ ყოვლადწმიდა ღვმთისმშობლის მიძინებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა უფლის ზეცას ამაღლების შემდეგ მეჩვიდმეტე წელიწადს, იერუსალიმში, სიონში, წმ. იოანე ღვთისმეტყველი სახლში, სადაც უწმიდესი დედა მიძინებამდე ცხოვრობდა. ეს დღე ყოველი ქრისტეს მიმდევარისათვის მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ დღეს ხდება ზეცისა და ქვეყნის დედოფალთან ჩვენი შეხვედრა, რათა მოციქულების მსგავსად დავილოცოთ მისგან, შემდეგ კი სიყვარულითა და ცრემლით გამოვეთხოვოთ მას, და გავაცილოთ იგი ზეცას, რომ დამკვიდრდეს სიახლოვეში მისგან შობილ იესო მაცხოვართან, ჩვენთვის მეოხად და შუამდგომელად. დღეს ჩვენ ყველას, რომელთაც კი გვაქვს ჩვენი უფლისა და მხსნელის - იესო ქრისტეს რწმენა და სასოება, წმიდა მოციქულების მსგავსად, ღმერთი უხილავად გვკრებს იერუსალიმში, რათა მოწმენი გაგვხადოს დიდი საკვირველებისა, თუ როგორ მიიბარებს ქალწულ მარიამის წმიდა სულს უფალი ჩვენი იესო ქრისტე და როგორი დიდებით აამაღლებს მას ზეცას. დღეს ჩვენც, ისე როგორც თავის დროს ქრისტეს მოწაფეებს, ჯერ გვეუფლება წუხილი და სევდა უწმიდეს დედოფალთან გამშორებისა, მაგრამ შემდეგ, როცა უფალი გაგვიცხადებს ყოვლად წმიდა ქალწულის მიძინების საიდუმლოს, და დაგვანახებს დიდებას, რომელიც უწმიდესი დედოფლისთვის აქვს განმზადებული უფალს, ჩვენი სევდაცა და წუხილიც, უსაზღვრო სიხარულით იცვლება და ჩვენ საკვირველი მადლიერება გვეუფლება ღვთისა. ქალწულის ზეცას ამაღლებით, რაც მისი მიძინების შემდგომ მოხდა, ჩვენ, ქრისტეს მიმდევრებმა შევიძინეთ დიდი შემწე და მეოხი უფალთან, რამაც ზეცა ჩვენთვის კიდევ უფრო ახლობელი და სასურველი გახადა. ამიტომაა, რომ დღევანდელ დღეს, ჩვენ მხოლოდ ერთი სურვილი გვიჩნდება: რათა ღირსეულად ვაქოთ და ვადიდოთ ყოვლად წმიდა ქალწულის საკვირველი მიძინება და ზეცას დამკვიდრება, როგორც გზა ზეცას ჩვენი ამაღლებისა და გაბრწყინვებისა. ჭეშმარიტად, რომ არა მეოხება და დიდი შეწევნა წმიდა დედოფლისა, ვერავინ მიიღებდა უფლისაგან გამართლებას და ვერც საუკუნო სიხარულს დაიმკვიდრებდა ზეცას. საოცარია, რომ თავისი დიდი სიწმიდისა და სიკეთისათვის, ამ ქვეყნიდან გასვლის წინ უწმიდეს ქალწულს მისგან შობილმა მოსთხოვა რათა ეთხოვა მისთვის ნებისმიერი რამ, რათა მას როგორც ღმერთსა და მის მხოლოდშობილ ძეს იგი გაეხარებინა. და რა საკვირველია, რომ ქალწულმა მას მარტო საკუთარი სულის ბოროტისაგან დაცვა კი არ შეავედრა, არამედ ქრისტეს ყოველი მიმდევარის მფარველობა და გადარჩენა სთხოვა თავის ძესა და მაცხოვარს. და უფალმაც ისმინა მისი ვედრება, დღესაც ისმენს მისას. ასე რომ, ღვისმშობელი ჩვენთვის შექმნა კიბედ, რომელმაც ზეცას უნდა აგვიყვანოს ჩვენ მკვიდრნი ქვეყანისა და დაგვამკვიდროს უფალთან.

ამიტომ გვინდა სიყვარულით ვუგალობოთ ჩვენს დედასა და ზეციურ პატრონს, რათა სიყვარული ჩვენი საუკუნო ცხოვრებაში საგზლად გაყვეს მას და ამ სიყვარულით და სითბოთი გვიცნას მომავალში მან, როცა ჩვენც მოგვიწევს გასვლა საწუთროდან და მარადიულ ცხოვრებაში გადასვლა. გვინდა შევამკოთ უწმიდესი ქალწული ღირსეულად, მაგრამ ვგრძნობთ, რომ ეს გაგვიძნელდება, ამიტომ ისევ წმიდათა მსგავსად გავბედავთ მის მოკრძალებულ ქებას და სიყვარულით შევღაღადებთ მას: „შობასა ქალწულებაჲ დაიმარხე, და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე, ღუთისმშობელო, მიხვედ ცხოვრებად დედა ეგე ცხოვრებისა, და აწ მეოხებითა შენითა იხსნის სიკუდილისაგან სულთა ჩვენთა“.

ყოვლად წმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს შევთხოვთ უფალს, რომ არ მოაკლოს ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს ხალხს უწმიდესი ქალწულის ლოცვა და მფარველობა. ყოვლად წმიდა დედოფალმა მარიამმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ბოროტისაგან და ჭეშმარიტი შვება და სიხარული შესძინოს მას.

ღმერთმა მრავალ მარიამობას დაგვასწროს ყველა.

1998 წ. ანანური
Информация к новости
  • Просмотров: 4020
  • Автор: admin
  • Дата: 28 აგვისტო 2020
28 აგვისტო 2020

გილოცავთ მარიამობას!

Категория: News

გილოცავთ მარიამობას!


ყველას გილოცავთ მარიამობას ღმერთმა მშვიდობაში შეგვახვედროს შემდეგ დღესასწაულზე.

გფარავედეთ წმინდა მარიამის კალთა.
Информация к новости
  • Просмотров: 7428
  • Автор: admin
  • Дата: 28 აგვისტო 2020
28 აგვისტო 2020

Themes for Nokia Series 40

Категория: მობილურისთვის

Themes for Nokia Series 40


6 themes for Nokia Series 40 (240x320)
Информация к новости
  • Просмотров: 4988
  • Автор: admin
  • Дата: 27 აგვისტო 2020
27 აგვისტო 2020

სააღდგომო პასკის რეცეპტი

Категория: სტატიები / tutorials

სააღდგომო პასკის რეცეპტი


სააღდგომო პასკის რეცეპტი

მასალა:
2კგ ფქვილი, 400 გ შაქარი, 4 კვერცხი, 7ც ილი, 1ც ჯავზის კაკალი, 200 გ კარაქი, 0,5ლ რძე, 2ს/კ საფუარი, 1ს/კ ზეთი, ვანილი, ცოტა მარილი, ქიშმიში, ნახევარი ს/კ სპირტზე დაყენებული ზაფრანა.

მომზადების წესი:

საფუარი გავხნათ 250 მლ თბილ რძეში, დავუმატოთ 2ს/კ შაქარი, ნახევარი კილოგრამი ფქვილი, კარგად შევფუთოთ და დავდოთ გასაფუებლად თბილ ადგილზე (მასამ 2-ჯერ უნდა მოიმატოს).
ცალკე მოვამზადოთ 4 კვერცხისა და დარჩენილი შქარის გოგლი-მოგლი, დავამატოთ დარჩენილ რძეში გახსნილი კარაქი, სანელებლები, ზეთი, ქიშმიში და ამოსული საფუვრის მასა. ნელ-ნელა შევაზილოთ დარჩენილი ფქვილი და დიდხანს ვზილოთ, დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში (ცომი ხელს არ უნდა ეკრობოდეს).
მოზელილი ცომი გადავიტანოთ დიდ ჭურჭელში, რადგან გაფუების შემდეგ მისი მოცულობა საგრძნობლად მატულობს. 3-4 ჩაზელის შემდეგ ცომი წინასწარ მომზადებულ ფორმებში გადავიტანოთ, რომელსაც ზეთი უნდა წავუსვათ და მანანის ბურღული მოვაყაროთ (რომ არ მიიკრას). ფორმები ცომით მათი მოცულობის 1/4 –ზე შევავსოთ, ცოტა ხანს კიდევ გავაჩეროთ, თავზე რძეში გახსნილი კვერცხის გულის ნაზავი წავუსვათ და გახურებულ ჰაერღუმელში დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში შევდგათ (დიდი ზომის პასკას გამოსაცხობად 1 საათამდე სჭირდება). გაზქურის სიმხურვალე საშუალო უნდა იყოს, ღუმელი კი ცხობის დასრულებამდე არ გამოაღოთ, რათა პასკა არ ჩავარდეს. მზა პასკა ფორმებიდან ფრთხილად ამოვაწყოთ და დასარბილებლად ტილოს ნაჭერი გადავაფაროთ. გაგრილების შემდეგ თავზე შაქრის პუდრი მოვაყაროთ.
Информация к новости
  • Просмотров: 4291
  • Автор: admin
  • Дата: 26 აგვისტო 2020
26 აგვისტო 2020

Funny Picture "Putin"

Категория: სურათები/photo

Funny Picture "Putin"


ჰა აბათ როგორ მოგწონთ ჩვენი პუტინი? დატოვეთ კომენტარები.
Информация к новости
  • Просмотров: 3996
  • Автор: xovle
  • Дата: 25 აგვისტო 2020
25 აგვისტო 2020

Skype For Sony ericsson

Категория: მობილურისთვის

Skype For Sony ericsson

ინფორმაცია ფაილზე :
დასახელება : SKYPE for Mobile
წელი : 2010
გაფართოვება : 240x320
ფორმატი : Java
მოცულობა : 400KB

დამატებითი ინფორმაცია :
ეს არის სკაიპი სონი ერიქსონებისთვის.....
C510, C702, C901, C902, C903, C905,G905,
G705, K630, K660, K850, K858, T700, TM506,
V640, W595, W705, W715, W760, W890, W902,
W908, W910, W980, Z750, Z770, Z780
Информация к новости
  • Просмотров: 88391
  • Автор: admin
  • Дата: 24 აგვისტო 2020
24 აგვისტო 2020

GTA San Andreas - Hot Coffee [+18]

Категория: თამაშები/games

GTA San Andreas - Hot Coffee [+18]


ინფორმაცია თამაშზე:
დასახელება:GTA San Andreas -Hot Coffee [+18]
გამოშვების თარიღი:2006
ჟანრი: 3D person; მოქმედებითი...
შემქმნელი:RockstaR GaMes
გამომშვებელი:Grand Theft Auto
ენა: ინგლისური, რუსული
პლატფორმა: PC

თამაშის შესახებ:
ეს არის ჩვეულებრივი სან ანდრეასი თავისი მანქანებით და მისიებით!!. ყველაფერი არის ისე, როგორც ჩვეულებრივში, მაგრამ Hot Coffee ნიშნავს რომ ამ "ვერსიაში" თქვენ შეგიძლია გქონდეთ სექსი თქვენს მეგობარ ქალთან. ადრე არ აჩვენებდნენ როგორ ხდებოდა, მხოლოდ კამერა მოძრაობდა. ახლა კი სულ სხვაგვარდაა!!. თქვენ უბარლოდ მიდიხართ თქვენს შეყვარებულთან, მიგყავთ ბარში და ა.შ. ბოლოს კი როცა უკვე სახლში შევა გკითხავთ გინდათ თუ არა მასთან სექსი. თქვენ თუ დააჭერთ Y - ს ანუ დადებით პასუხს და დანარჩენი თქვენ თვითონ ნახეთ...
დატესტილია და 100 % მუშაა!!.!!.

მინიმალური სისტემური მოთხოვნილებები:
პროცესორი: Pentium III 1 GHZ ან AMD Athlon
ოპერატიული მეხსეიერება: 256 მბ.
ვიდეოკარტა: 64 Mb, DirectX 9-ის მხარდაჭერით
ხმის კარტა: Stereo Sound Card, DirectX 9-ის მხარდაჭერით
თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე: 1.5 Gb

ფაილი ატვირთულია: Allshares.Ge-ზე
ფაილის ზომა: 585.74 MB
Информация к новости
  • Просмотров: 7686
  • Автор: admin
  • Дата: 24 აგვისტო 2020
24 აგვისტო 2020

ნარკომანია (niniko.log.ge)

Категория: სტატიები

ნარკომანია (niniko.log.ge)


ასე თუ ისე,ნარკომანია საზოგადოებაში ერთ-ერთი რთულად გადასაჭრელი პრობლემაა..რთულად რა,შეიძლება ითქვას გადაუჭრელია.

ბევრი რამის თქმა შეიძლება ამ სენზე,თუ რა უბედურების მოტანა შეუძლია..თვითონ ნარკომანისთვის,და რა თქმა უნდა თავისი გარემოცვისთვის.ნარკომანია..ეს ის შემთხვევაა,როდესაც შეიძლება მეგობარი მეგობარს არ დაეხმაროს,ის შემთხვევაა როდესაც რაღაც გრამების სანაცვლოდ ადამიანს,ახლობელს უღალატო..

საიდან გაჩნდა ეს სენი? პირველად სად აიდგა ფეხი? მართლა მაინტერსებს :)

და რამე ეშველება? :( კონკრეტული შემთხვევებიდან რაც ვიცი,არც ერთი არ დასრულებულა კარგი შედეგით.

რა თქმა უნდა ყველას თავისი ცხოვრება აქვს და როგორც უნდა ისე იცხოვროს,მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მარტო ერთი ადამინის უბედურება არაა,ეს არის მთლიანად საზოგადოების უბედურება.

გამოსავალი?

ჰო.. გამოსავალზე კი ვფიქრობთ და არც კი ვიცით არსებობს თუ არა ის საერთოდ..

და რა არის საფუძველი ამ ჭაობში შეტოპვის?? მიზეზი რა არის რის გამოც ადამიანი ასეთ მდგომარეობაში ვარდება?

ავადმყოფობა რომ განიკურნოს,მისი გამომწვევი მიზეზი უნდა ვიცოდეთ..

და კიდევ ერთი და ვფიქრობ არც ისეთი კარგი რამ,ნარკომანები საზოგადოებისგან უკუგდებულები ხდებიან,მათ საზოგადოება უარყოფს,როგორც სრულყოფილ ადამიანს არ აღიქვამს..მართალი გითხრათ ხალხს ვერ გაამტყუნებ,მაგრამ იქნებ ჯობია უარყოფის მაგივრად როგორმე დავეხმროთ?

...................................................................

მე არ მძულს ნარკომნი..მე მეცოდება და თანავუგრძნობ მას :(

ავტორი: niniko (niniko.log.ge)
Информация к новости
  • Просмотров: 3953
  • Автор: admin
  • Дата: 23 აგვისტო 2020
23 აგვისტო 2020

ქართული პარადოქსი

Категория: სტატიები

ქართული პარადოქსი


დღეს მეგობარს ველაპარაკე ამ თემაზე.
მან დაარქვა ამ მოვლენას ”ქართული პარადოქსი”.

ძნელია აღწერა, არც კი ვიცი, თუ გამომივა...

აი, დრო ხო ნელა გადის ჩვენთან? ხო პატარა ქალაქში ვცხოვრობთ?

არა, ცუდად დავიწყე.

აი, წარმოიდგინეთ, დილით სამსახურამდე მაქსიმუმ 30 წუთი გჭირდებათ, და საღამოს - სახლისკენაც ამდენივე.

და თითქოს ყველაფრის დრო გვაქვს, თითქოს დიდი არაფერია, აქვეა კინოც, თეატრიც, ბასეინიც და სავარჯიშო დარბაზიც გაძეძგილია ტრენაჟორებით და გელოდება, აქვე ცხოვრობენ ბებიაც და ბაბუაც - აი, იმ უბანში, სადაც დღეში მინიმუმ ორჯერ გაივლი ხოლმე, ხო? და ხალხი, ის ხალხი, რომელიც მეხუთე კლასიდან შენს გვერდითაა, ან ბაღიდან - ისინიც აქვე არიან, სულ, ისევ იმ ქუჩაზე ცხოვრობენ, ისევ იმ ბინაში...

და მაინც, რატომ ვერ ნახულობ ახლო მეგობრებს? რატომ ვერ დადიხარ იქ, სადაც გინდა? რატომ ვერ იცლი საკუთარი თავისათვის? რატომ ვერ გამოგინახავს ერთი ან ორი საათი, რომ მიხვიდე - იცურაო, ივარჯიშო, ახალი სპექტაკლი ნახო (ხომ ხარ მაგარი ”სვეცკი ლომი” და აზზე ხარ კულტურის და დაჟე მულტურის და რამე...), ან რატომ ვერ მოგინახულებია ბაბუაშენი, რასაც ყოველდღე აპირებ?

რატომ უადვილდებათ ეს ყველაფერი სხვა ქალაქებში მაცხოვრებლებს (და შენც მათ შორის, როცა ჩადიხარ იმ სხვა ქალაქში), მიუხედავად მათი ცხოვრების გიჟური რიტმისა, მიუხედავად იმისა, რომ დღეში 4-5 საათს (!) მხოლოდ გზაში (!) ატარებენ - გზაში სახლი/სამსახური, რაზეც შენ სულ რაღაც ერთი საათი გჭირდება (ალია-ბალია, თავისი ნელა ტასაობებით და რამე).

რატომ შემიძლია მე - ლონდონში, პარიზში, ბერლინში, მოსკოვში - გავიღვიძო დილის 6:30 და მაინც დროზე მოვასწრო დუში, გაპარსვა, საუზმე და მეტროთი მიჩაქჩაქება და ზუსტად 8:00 ადგილზე ყოფნას როგორ ვახერხებ?
და როგორ ვახერხებ აქ, თბილისში, 8:30 გაღვიძებულმა, 10:05 (10:15) მაინც დავაგვიანო სამსახურში?

რატომ ღირს იქ დრო უფრო ძვირი, და რატომ ხდება ყველაფერი უფრო ჩქარა?
რატომ არის ჩვენთან ყველაფერი ასეთი ნელი, ზანტი, და მაინც ვერაფრის მოსწრებას რატომ ვერ ვახერხებთ?

აი დაახლოებით ეს არის ქართული პარადოქსი - ბევრი დრო გაქვს, და არაფრის დრო არ გრჩება...


ავტორი: dv0rsky (dv0rsky.blogspot.com)
Информация к новости
  • Просмотров: 3385
  • Автор: kosta1
  • Дата: 22 აგვისტო 2020
22 აგვისტო 2020

yvavas_sopiko

Категория: ვიდეო/videos

Информация к новости
  • Просмотров: 203
  • Автор: zuriko
  • Дата: 22 აგვისტო 2020
22 აგვისტო 2020

ლუკა და ფიქრია

Категория: ვიდეო/videos / კლიპები/klips

Назад Вперед
^