სიახლეები იანვარი 2021 წელი » Files.Pirveli.Ge
 
Информация к новости
  • Просмотров: 2835
  • Автор: admin
  • Дата: 31 იანვარი 2021
31 იანვარი 2021

მირაჟი?!...

Категория: ლიტერატურა / ჩანახატები

მირაჟი?!...


ბევრი იღვაწეს და იწრიალეს ადამიანებმა, სწორად ცხოვრების, სულისა და გონის, ზნეობრივი პრინციპებისა და რეალობის, სიკეთისა და მორალის თანხმიერების ძიებაში ცხოვრების მრავალგვარი წესი და სოციალური წყობა მოიგონეს, განავითარეს და აითვისეს, თუმცა ყოველთვის როდესაც თვლიდნენ რომ ოპტიმალურს მიაგნეს, ხვდებოდნენ, რომ რაღაც გამორჩენოდათ, ეს რაღაც ხან მატერიალური კეთილდღეობა, ხან ზნეობა და სულიერება, ხან კიდევ რაციონალური და გონისმიერი ცხოვრება იყო.

სწორ გზას ვერაფრით მიაკვლიეს და გაიყვნენ სხვადასხვა სოციალურ, პოლიტიკურ, რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფად. განსხვავებული გზებით იწყეს ჭეშმარიტების ძიება და საბოლოოდ აირივნენ. ბევრი იარეს, იმოძრავეს, იხეტიალეს, იომეს, იყაყანეს - პირიქით დადუმდნენ, იკვლიეს, ამტკიცეს და მაინც, გამოსავალი ვერსად იპოვეს.

ერთხელ გადაწყვიტეს ყველანი ერთად შეკრებილიყვნენ, გამოცდილება, მონაპოვარი და იდეები შეეჯერებინათ, ერთმანეთისათვის მოესმინათ, რათა საერთო აზრამდე მისულიყვნენ და ცხოვრების სწორი მოდელი აღმოეჩინათ...

დიდხანს საუბრობდნენ, კამათობდნენ, ამტკიცებდნენ და აერთიანებდნენ შეკრებილი ადამიანები მოსაზრებებს, დებდნენ მზა რეცეპტებს და იგონებდნენ ახლებს, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ...

სისტემები და წყობილებები იქმნებოდნენ, ვითარდებოდნენ და ინგრეოდნენ, უამრავ ცოცხალ არსებას იწირავდნენ, მაგრამ შედეგი არ მოჰქონდათ.

ვერც ფილოსოფიური და რელიგიური მიმდინარეობები ახერხებდნენ ადამიანთათვის საბოლოო შვების მოგვრას...

ევროპული მონარქიისა და კაპიტალიზმის მქადაგებლები ვერაფრით პოულობდნენ ღარიბი ხალხის სიცოცხლის დაცვისა და სოციალური თანასწორობის გზებს, ანტიკური ბერძნები დემოკრატიასა და ანარქიას შორის ზღვარის გავლებას, კომუნისტებსა და ფაშისტებს კი თავისი წყობიდან დიქტატურა და ტირანია ვერაფრით განედევნათ. ბუდისტებისათვის უნიჭო ადამიანებზე პასუხის გაცემა გამხდარიყო პრობლემა, ქრისტიანებს კი პირიქით, ნიჭიერებისათვის ვერ მოეფიქრებინათ ლოგიკური ახსნა კითხვებზე, ისლამი ძედმეტად მკაცრი იყო, პირველყოფილი თემურ-გვაროვნული წყობილება კი მოძველებული და აშკარად გამოუსადეგარი...

შეკრებილთ გაურკვევლობა და უიმედობა ეუფლებოდათ, კამათი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა აურზაურსა და ქაოსში გადაიზარდა, საერთო ენა ვერაფრით გამონახეს და როდესაც სასოწარკვეთილებმა აღარ იცოდნენ რა გზას დასდგომოდნენ, ერთ ბოგანო მოხუცი წამოდგა და სიტყვა ითხოვა...

სხვა დროს არავინ მოუსმენდა, მაგრამ კამათისაგან დაღლილმა და თავმობეზრებულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს გასართობად მაინც მოესმინათ მოხუცისათვის.

მოხუცმა ბევრი ისაუბრა ჰარმონიაზე, რწმენასა და სიკეთეზე, ბევრი დასცინეს, შეურაცხჰყვეს, მაგრამ არ შეიმჩნია და გამოაცხადა, რომ არსებობს ჰვეყნად ერი, რომელსაც შეუძლია ჰარმონიულად ცხოვრება და ყველაზე ახლოსაა სრულყოფილებასთან, დასტურად კი თანამემამულეებს მოუხმო...

ყველას გაეცინა, გიჟად ჩათვალეს, მაგრამ მოხდა საოცრება, ბოგანო მოხუცი წელში გაიმართა, ღირსეულ, თეთრწვერა კაცად იქცა, თვალებში ძალა და გამარჯვებული გამომეტყველება ჩაუდგა, ჰორიზონტს გახედა, თავის მშობლიურ ენაზე რაღაც ხმამაღლა შესძახა...

მის გარშემო შეკრებილმა ბრბომ მოხუცის მზერას თვალი გააყოლა და ყველა ადგილზე გაშეშდა - იქიდან საითაც იხედებოდნენ მხედრები გამოჩდნენ:

მაღლებს, ჯანმრთელებსა და ტანშემართულებს, სიმართლის ლაღი ღიმილი ეწერათ სახეზე, დინჯად, საკუთარი ღირსების სრული შეგრძნებით მოაჭენებდნენ ბედაურებს...
თმაშევერცხლილ, ძლიერ ვაჟკაცებს ყოველ ჟესტში, მოძრაობასა და მოქმედებაში ჰქონდათ გამჯდარი მზის, ძღვისა და მიწის მადლი, ჯანმრთელი ჰაერი და მადლიანი ბუნება, რომელშიც ცხოვრობდნენ, მათ იცოდნენ როგორ მოქცეოდნენ ღვთისაგან ბოძებულს, უყვარდათ და უფრთხილდებოდნენ მშობელ დედას, მიწას, ტყეს, მთასა და უფლის სიტყვას, პატივს სცემდნენ ერთმანეთს, საკუთარ თავსა და ყოველივეს რაც მათ სწორად, სიმართლით ცხოვრებაში, საკუთარი თავისა და ღვთის რწმენის ქონაში, გულისა და გონის, სულისა და ზნეობის ჰარმონიის მოპოვებაში ეხმარებოდათ...

მოდიოდნენ სიმღერით, თავაწეულები, თავდაჭერილი ღიმილით, გულგახსნილები და შუბლგახსნილები, მათ ყოველ მოძრაობაში იკითხებოდა ცეკვა, ცეკვა კოსმიური და მართალი...

უყურებდნენ ადამიანები მხედრებს და ხედავდნენ ახდენილ ოცნებას, ხვდებოდნენ რომ ვერცერთი ომი, ვერცერთი სოციალური წყობის განვითარება, ფილოსოფიური თუ რელიგიური მინდინარეობა, ვერცერთი მეცნიერება თუ ტექნიკური საშუალება ვერ შექმნიდა ამ ოცნებას, უნაკლო ადამიანს, რომელსაც შეეძლო დანახვისთანავე მოეხიბლა მნახველი, მიეღო და გაესტუმრებინა ისე რომ აუცილებლად თავი შეეყვარებინა, ღვთისთვის ზომიერად, უნაკლოდ მიეგო საკადრისი და ადამიანისთვის უზომოდ გული....

ადამიანები ხვდებოდნენ რომ მათ დაინახეს შედეგი იმისა რისკენაც მიისწრაფვოდნენ, და მიუხედავად პოლიტიკური, რელიგიური, სოციალური, მსოფლმხედველობრივი და ეთნიკური კუთვნილებისა, ყველას უხაროდა, ყველას უჩნდებოდა რწმენა, იმედი და განცდა იმისა, რომ იდეალი არსებობს, მხედრების სილაღე მათაც ედებოდათ და ამავდროულად გული სწყდებოდათ, აქამდე რომ არ ჰყავდათ ნანახი ეს იდეალური ადამიანები...

მხედრები კი მოდიოდნენ და მოჰქონდათ მათთვის პასუხი ყველა კითხვაზე, მართალი სიტყვა, ლაღი სიმღერა და კოსმიური ცეკვა, რომლებითაც მართლა შეეძლოთ კაცობრიობის გადარჩენა, უნიკალური ერის შვილები:

ქართველები მოდიოდნენ!...


ტატო
2003წელი 20დეკემბერი

წყარო: http://www.tatsson.blogspot.com/
Информация к новости
  • Просмотров: 4085
  • Автор: admin
  • Дата: 30 იანვარი 2021
30 იანვარი 2021

piva & ludi

Категория: სასაცილო/humor

piva & ludi


ტესტი თუ რამდენ ჩიქაში დათვრებით
ჩაიტარეთ ტესტი და დაწერეთ კომენტარებში თქვენი მონაცემები სმაში
Информация к новости
  • Просмотров: 3997
  • Автор: admin
  • Дата: 28 იანვარი 2021
28 იანვარი 2021

Folder Marker Professional 2.1.0.0

Категория: პროგრამები/soft

Folder Marker Professional 2.1.0.0


Folder Marker - ეს პროგრამა განკუთვნილია იმისთვის, რომ თქვენ საჭირო პაპკა მონიშნოთ შესაბამისი ფერით და შემდგომში გაარჩიოთ სხვებისაგან. გააჩნია მარტივი ინტერფეისი და მრავალი ფუნქცია პაპკებთან სამუშაოდ
Информация к новости
  • Просмотров: 3404
  • Автор: admin
  • Дата: 27 იანვარი 2021
27 იანვარი 2021

cartoonist

Категория: პროგრამები/soft

cartoonist


ამ პროგრამით თქვენ დაამახინჯებთ სურათებს როგორც სურათზეა
Информация к новости
  • Просмотров: 16869
  • Автор: gio_ghetto
  • Дата: 26 იანვარი 2021
26 იანვარი 2021

CS 1.6 Patch

Категория: თამაშები/games

CS 1.6 Patch

ქაუთერის პაჩია მოკლედ და კონკრეტულად :D
Информация к новости
  • Просмотров: 7786
  • Автор: admin
  • Дата: 25 იანვარი 2021
25 იანვარი 2021

გალაკტიონ ტაბიძე / ათი ქალწული

Категория: ლიტერატურა

გალაკტიონ ტაბიძე / ათი ქალწული


გალაკტიონ ტაბიძე


ათი ქალწული



სასუფეველით მსგავსება მათით
ოცნებამ იცის,
ათი ქალწული სანთელით ათით
ელოდენ სიძეს.

მათგანი ხუთი იყო გონიერ,
ხუთი - სულელი;
სულელთ ვერ ჰპოვეს ჭურჭელთა მიერ
ზეთი სურნელი.

და ღამით, ოდეს სძინავდა ყველას,
ზარით, ებანით
ხმა ისმა: აჰა, ესერა მოვალს,
მიეგებენით.

აღდგა წამშივე ქალწული ათი -
ჰპოვა სანთელი,
ხუთს ჩაჰქრობოდა სრულიად მნათი
იმ წუხანდელი.

წარვიდენ სყიდვათ. მას ჟამსა შინა
გზად იდგა ქარი,
მოვიდა სიძე, განაღო ბინა
და დახშა კარი.

ოდეს დაბრუნდა წყებანი სხვანი
მშვენიერ ქალთა,
დააგვიანდათ. ისინი დგანან
დახურულ კართან.

მათ ხელში ობლად კანკალებს ზეთი
მწუხარე ლანდათ.
გარეთ ქარი ჰქრის, არ არის ბედი,
დააგვიანდათ.

1915
Информация к новости
  • Просмотров: 54656
  • Автор: admin
  • Дата: 24 იანვარი 2021
24 იანვარი 2021

ტატუები გოგონებისთვის

Категория: სტატიები

ტატუები გოგონებისთვის

ტატუ - 2010 შემოდგომიდან... უსასრულობამდე

აქსესუარის იმიტაცია, სიმბოლოები, ხელმოწერა თუ მასიური ნახატები -
კონტურისებრი (შავთეთრი) თუ ფერადი

ტატუების არჩევანი ძალიან დიდია, თუმცა კატალოგში და სხვაზე ნანახი ტატუ გახდება თქვენი? საკუთრივ თქვენი?
უმეტესობა ტატუს არჩევისას რაღაც აზრს დებს მასში, გამოხატულებაა რაღაც გადატანილის თუ ახლის დასაწყისის.
ხანდახან კი ის უბრალოდ ნახატია, რომელიც ისტორიას თავად მოიტანს

Информация к новости
  • Просмотров: 4272
  • Автор: admin
  • Дата: 23 იანვარი 2021
23 იანვარი 2021

Sony Ericsson ThemesCreator v3.00

Категория: მობილურისთვის

Sony Ericsson ThemesCreator v3.00


სონი–ერიქსონების თემების გასაკეთებელი პროგრამის ახალი ვერსიაა
Информация к новости
  • Просмотров: 5339
  • Автор: LostBoy
  • Дата: 22 იანვარი 2021
22 იანვარი 2021

My Windows Doctor Professional Registry Doctor v6.2.5.4

Категория: პროგრამები/soft

My Windows Doctor Professional Registry Doctor v6.2.5.4


ეს პროგრამა იპოვის თქვენ კომპში შეცდომებს და გამოასწორებს კიდეც :)))[/center]
Информация к новости
  • Просмотров: 4460
  • Автор: admin
  • Дата: 22 იანვარი 2021
22 იანვარი 2021

გალაკტიონ ტაბიძე / აი ფანჯარა...

Категория: ლიტერატურა

გალაკტიონ ტაბიძე / აი ფანჯარა...


გალაკტიონ ტაბიძე


* * *



აი, ფანჯარა იმისი სახლის,
დაუვიწყარი ფანჯარა,
რომელთა დღეთა სიახლის
ჩემს გულში არა დარჩა რა.

სამუდმოდ ამიერიდან
დახურულია ის კარი,
საიდან მფენდა ნათელსა
ამომავალი ცისკარი.

გზებს მარტოობა ჰფენია,
ზღვას ხმა გოდებით დაღლია,
წინათ სასახლე მეგონა,
ახლა უბრალო სახლია.
Информация к новости
  • Просмотров: 22932
  • Автор: n1ka7
  • Дата: 22 იანვარი 2021
22 იანვარი 2021

google

Категория: პროგრამები/soft / ვებმასტერისთვის/for

google


ეს არის www.google.ge-სთვის ძაან მაგარი რაღაც. სიტყვას რომ მიუთითებთ არ შეძლება აქ არ იყოს და იპოვის თქვენ sites ასე რომ კარგი რეკლამა გამოგივა. ნახეთ სრულად ნახვაში
Информация к новости
  • Просмотров: 4204
  • Автор: okrolomi
  • Дата: 21 იანვარი 2021
21 იანვარი 2021

Tara Reid

Категория: სურათები/photo

Tara Reid


Tara Reid
(15)
Информация к новости
  • Просмотров: 3501
  • Автор: admin
  • Дата: 20 იანვარი 2021
20 იანვარი 2021

მოქმედების ტაქტიკა სტიქიური უბედურებებისა და მასობრივი კატასტროფების დროს

Категория: სტატიები

მოქმედების ტაქტიკა სტიქიური უბედურებებისა და მასობრივი კატასტროფების დროს


მოქმედების ტაქტიკა მიწისძვრის დროს:
თუ მიწისძვრა დაიწყო, არ ჩააგდოთ პანიკაში სხვები და, პირველ რიგში, საკუთარი თავი;
თუ მიწისძვრა სუსტია, არ შეშინდეთ, დარჩით იქ, სადაც ხართ;
თუ მიწისძვრა უფრო ძლიერია (5 ბალი და მეტი) და თქვენ იმყოფებით შენობაში მეორე სართულზე ან უფრო ზემოთ, ნუ შეეცდებით შენობის დატოვებას;
არ ისარგებლოთ ლიფტით;
დადექით უსაფრთხო ადგილას, ფანჯრებისა და მძიმე ავეჯისაგან მოშორებით, მაგალითად, კარის ჭრილში, საყრდენ სვეტთან;
შეძვერით საწოლის ან მაგიდის ქვეშ, ისინი დაგიცავენ ნამტვრევებისაგან;
თუ თქვენ ქუჩაში ხართ, გადით ღია ადგილზე, შორს შენობებისა და ელექტროგადამცემი ხაზებისაგან. არ მიუახლოვდეთ გაწყვეტილ ელექტროსადენებს;
ნუ შეხვალთ შენობაში;
თუ ავტომობილში იმყოფებით, დარჩით ღია ადგილას, ნუ დატოვებთ ავტომობილს სანამ ბიძგები არ შეწყდება;
ნუ შეხვალთ და ნუ მიუახლოვდებით აშკარად დაზიანებულ შენობას;
იყავით მზად განმეორებითი ბიძგებისათვის. ყველაზე საშიშ პერიოდად ითვლება მიწისძვრიდან პირველი 2-3 საათი. თუმცა, მოსალოდნელია ბიძგები განმეორდეს რამდენიმე დღის, კვირის ან თვის შემდეგაც.


მოქმედების ტაქტიკა მეწყერისა და ღვარცოფის დროს:
თავი აარიდეთ ღვარცოფსაშიშ ადგილებში ავტოტრანსპორტით მგზავრობას;
თვალყური ადევნეთ ინფორმაციას ღვარცოფის საშიშროების შესახებ და საჭიროებისას სასწრაფოდ განახორციელეთ ევაკუაცია თავშესაფარში წინასწარ შერჩეული მარშრუტით. თან წაიღეთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები;
მარშრუტი არ უნდა გადიოდეს ღვარცოფული მდინარეების კალაპოტზე;
ღვარცოფის საშიშროების ნიშნების გაჩენისას სასწრაფოდ ადით ფერდობზე, რაც შეიძლება შორს ღვარცოფსაშიში მდინარის კალაპოტიდან;
დაუშვებელია ღვარცოფსაშიში მდინარის კალაპოტში ჩასვლა ღვარცოფის პირველი ტალღის ჩავლის შემდეგ. მას შეიძლება მოჰყვეს მეორე ტალღაც;
გადაადგილდით ისე, რომ არ გადაკვეთოთ ღვარცოფის კალაპოტი;
საშიშია დარჩენა შენობაში, თუ იგი მდებარეობს ჩამოქცეული ნაპირისახლოს, ან მის ქვეშ გრუნტი ნაწილობრივ წარეცხილია;
თუკი შეამჩნევთმეწყერის რეალურ საშიშროებას, დაუკავშირდით ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს.


მოქმედების ტაქტიკა ხანძრის დროს:
ხანძრისას აუცილებელია იმოქმედოთ სწრაფად. საკუთარი თავის საფრთხეში ჩაუგდებლად დაეხმარეთ ყველას დატოვონ შენობა და დახურეთ კარები თქვენს უკან. მიაქციეთ ყურადღება სახანძრო გასასვლელების აღმნიშვნელ სიმბოლოებს;
ნუ ეცდებით ხანძართან ბრძოლას, სანამ გამოიძახებდეთ სახანძრო სამსახურს;
დახურულ სივრცეში ხანძრის არსებობისას ჰაერში ჟანგბადის რაოდენობა შემცირებულია და შესაძლოა არსებობდეს მომწამლავი აირები. არასოდეს არ შეხვიდეთ გაკვამლულ შენობაში. თუ თქვენ გიწევთ კვამლიანი ოთახის გადაკვეთა, დაიხარეთ, რადგან ჰაერი ყველაზე სუფთა იატაკთანაა;
თუ გიწევთ დაზარალებულის გამოყვანა კვამლით სავსე შენობიდან სადაც ხანძარი არაა (მაგ. გარაჟიდან), პირველ რიგში ფართოდ გააღეთ კარები გასანიავებლად;
თუ ცეცხლი ტანსაცმელს მოეკიდა, უნდა ურჩიოთ დაზარალებულს, არ ირბინოს, რადგან ყოველგვარი მოძრაობა და დაბერვა აძლიერებს ცეცხლს. ასეთ შემთხვევაში დაზარალებული უნდა დააწვინოთ ძირს და გადააფაროთ მძიმე არააალებადი ქსოვილი, მაგ. საბანი. არ აგორაოთ დაზარალებული მიწაზე. ეს გამოიწვევს დამწვრობის გავრცელებას სხეულის დაუზიანებელ ნაწილებზე. თუ ცეცხლი თქვენს ტანსაცმელს მოეკიდა და მშველელი არავინაა, შემოიხვიეთ ტანზე შესაფერისი ქსოვილი და დაწექით ძირს;
ელექტროტრავმის დროს არ მიუახლოვდეთ დაზარალებულს მანამ, სანამ ოფიციალურად არ მიიღებთ შეტყობინებას, რომ დენი გამორთულია დენის წყაროდან. არ მიუახლოვდეთ დაზარალებულს 18 მეტრზე ახლოს, თუ ელექტროტრავმა გამოწვეულია მაღალი ძაბვის დდენით. სასწრაფოდ გამოიძახეთ გადაუდებელი დახმარების სამსახური;
შენობაში დენით დაზიანებისას გამორთეთ დამცველები. არ შეეხოთ დაზარალებულის სხეულს. თუ გამომრთველი თქვენთვის მიუწვდომელია, ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები, დადექით მშრალ მაიზოლირებელ საგანზე, მაგ. ხის ფიცარზე და ეცადეთ ხის ან პლასტმასის საგნით განაცალკევოთ დაზარალებულის სხეული დენის წყაროსაგან. გააგრილეთ დამწვარი უბნები დიდი რაოდენობით ცივი წყლით. გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური.



პირველი დახმარების თავისებურებები სტიქიური უბედურებებისა და მასობრივი კატასტროფების დროს

ნებისმიერი კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციის დროს დაზარალებულთა რიცხვი შესაძლებელია დიდი იყოს. ამ დროს მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, თუ ვის უნდა გაუწიოთ დახმარება პირველ რიგში, იმ დაზარალებულს, რომელიც ყველაზე ახლოს არის თქვენთან, იმას, ვინც ყველაზე პატარაა, თუ იმას, ვინც ყველაზე მეტად ითხოვს დახმარებას?

რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა დავეხმაროთ იმ დაზარალებულს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება, ვისი მდგომარეობაც შეიძლება დამძიმდეს დროულად გაწეული დახმარების გარეშე. ამიტომ, კატასტროფის დროს ბევრი დაზარალებულის არსებობის შემთხვევაში გამოიყენება დაზარალებულთა დახარისხება (ანუ ტრიაჟი). მაშველის ან გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის თანამშრომლების მიერ კატასტროფის ადგილზე ხორციელდება დაზარალებულთა მარკირება ფერების მიხედვით, რისთვისაც იყენებენ ოთხი ფერის მარკერს: შავს, წითელს, ყვითელს და მწვანეს. მათი ცოდნა აუცილებელია, რათა მაშველებმა და აგრეთვე შემთხვევის ადგილზე არსებულმა სხვა დამხმარე ძალამ სწრაფად გაარკვიოს, ვის ესაჭირობა დახმარება პირველ რიგში.

წითელი – აღნიშნავს სიცოცხლისათვის საშიშ დაზიანებას (პირველი დახმარება უნდა გაეწიოს დაუყოვნებლივ).

ყვითელი – დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მოსალოდნელია ზოგადი მდგომარეობის გაუარესება რამოდენიმე საათში. (ესაჭიროება პირველი დახმარება და მეთვალყურეობა).

მწვანე – დაზარალებულის მდგომარეობა სტაბილურია (ესაჭიროება უმნიშვნელო პირველი დახმარება, მაგ. მცირე ზომის ჭრილობის შეხვევა).

შავი – დაზარალებულს მძიმე, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება აქვს, ამიტომ ითვლება, რომ მათ დახმარება

აღარ ესაჭიროებათ.




ამპუტაციის დროს პირველი დახმარება შემდეგში მდგომარეობს:

1. დროულად გააჩერეთ სისხლდენა პირდაპირი ზეწოლით (ზეწოლა ხელით, დამწოლი ნახვევის დადება), დაზიანებული ნაწილის აწევითა და ზეწოლის წერტილებში არაპირაპირი ზეწოლით;

2. დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და აუწიეთ ფეხები გულის დონიდან ზევით;

3. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური, მიაწოდეთ დისპეტჩერს

ინფორმაცია, რომ საქმე გაქვთ ამპუტაციასთან;

4. შეახვიეთ ამპუტირებული ნაწილი სტერილურ საფენებში და მოათავსეთ სუფთა ცელოფანის პარკში. ეს პარკი მოათავსეთ მეორე პარკში, რომელიც გავსებულია ყინულით. დააწერეთ პარკზე დაზიანების განვითარების დრო და დაზარალებულის გვარი და სახელი. არ მობანოთ ამპუტირებული ნაწილი. ეცადეთ ამპუტირებული ნაწილის კანი არ ეხებოდეს ყინულს.

გახსოვდეთ!

· სტიქიური უბედურებებისა და მასობრივი კატასტროფების დროს დროულად მოუხმეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის პერსონალს და სხვა მაშველებს, რათა უსწრაფესად მოხდეს დაზარალებულთა დახარისხება მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით და ამის შესაბამისად, ორგანიზებულად და სწორი თანმიმდევრობით გაეწიოთ მათ პირველი დახმარება;

· პირველ რიგში უნდა დავეხმაროთ იმ დაზარალებულს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ეს და ვისი მდგომარეობაც შეიძლება დამძიმდეს დროულად გაწეული დახმარების გარეშე;
· დაზარალებულთა დახარისხება უნდა ტარდებოდეს რამდენჯერმე, რადგან დაზარალებულის მდგომარეობა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. განმეორებითი ტრიაჟის დროს უნდა მოხდეს ყველა არსებული დაზიანების სრული გამოვლენა.
Информация к новости
  • Просмотров: 7389
  • Автор: okrolomi
  • Дата: 19 იანვარი 2021
19 იანვარი 2021

პაპარაცი

Категория: სურათები/photo

პაპარაცი

პაპარაცების მიერ დაფიქსირებული ფოტოები! ცნობილი ადამიანები უხერხულ სიტუაციებში(16 ფოტო)
Информация к новости
  • Просмотров: 4231
  • Автор: admin
  • Дата: 19 იანვარი 2021
19 იანვარი 2021

დედამიწის მოსახლეობის ნახევარი მობილური კავშირით სარგებლობს

Категория: სტატიები

დედამიწის მოსახლეობის ნახევარი მობილური კავშირით სარგებლობს


59 ქვეყანაში მობილური კავშირის შეღწევადობა 100%–ს აჭარბებს, ბევრ ადამიანს კი ერთდროულად რამდენიმე მობილური ტელეფონი აქვს.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მობილური კავშირის ინდუსტრია სამომხმარებლო ელექტრონიკის სხვა სეგმენტებთან შედარებით გაცილებით სწრაფად იზრდება, ხოლო ახალი მომხმარებლების რაოდენობა ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზებსაც კი ყოველთვის აჭარბებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბაზარი ყველაზე სწრაფი ტემპებით ინდოეთში, ჩინეთა და სხვა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში იზრდება. პირველ რიგში კი ამას ხელს ოპერატორების მომსახურებებზე საფასურის მუდმივი კლება უწყობს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ იმასაც, რომ აზიაში მობილური კავშირის მზარდმა განვითრებამ კორეულ კომპანიებს Samsun–სა და LG Electronic–ს მობილური ტელეფონების მწარმოებელი წამყვანი კომპანიების ექვსეულში მოხვედრის საშუალება მისცა.

სხვათაშორის, ბოლო მონაცემებით, 2 571 563 279 აბონენტი მობილური კავშირის ყველაზე პოპულარული სტანდარტით GSM–ით სარგებლობს, ხოლო სტანდარტის CDMA–421,4 მილიონ მომხმარებელს ითვლის.
Назад Вперед
^