სიახლეები მარტი 2021 წელი » Files.Pirveli.Ge
 
Информация к новости
  • Просмотров: 3255
  • Автор: admin
  • Дата: 31 მარტი 2021
31 მარტი 2021

მსოფლიოს ათი ყველაზე დიდი ქალაქი

Категория: სტატიები

მსოფლიოს ათი ყველაზე დიდი ქალაქი


ამ პოსტში წარმოგიდგენთ მსოფლიოს ათ ყველაზე დიდ ქალაქს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.
Информация к новости
  • Просмотров: 1657441
  • Автор: admin
  • Дата: 30 მარტი 2021
30 მარტი 2021

GTA San Andreas -ის კოდები

Категория: თამაშები/games

GTA San Andreas -ის კოდები


GTA San Andreas -ის ყველა საჭირო კოდი წერია მეტის წაკითხვა -ში

სულ: 87 კოდი
Информация к новости
  • Просмотров: 2191
  • Автор: admin
  • Дата: 28 მარტი 2021
28 მარტი 2021

სამი იბერია

Категория: სტატიები

სამი იბერია


სამი იბერია – კავკასია, პირენეი, ბრიტანეთი…

ის ფაქტი, რომ მსოფლიოში არსებობდა სამი იბერია მრავლის მეტყველია. თუმცა, დღეს როცა ამ თემაზე საუბრობენ ხოლმე, წინა პლანზე მხოლოდ ორ იბერიას აყენებენ – ეს არის კავკასიისა და პირინეის იბერიები. არადა ნისლიან ალბიონის პირველ სახელმწიფოებრივი ტიპის გაერთიანებასაც იბერია ერქვა. ეს მანამ, სანამ კელტები (იგივე გალები. განმარტებისთვის – გალებს მათ უწოდებდნენ ლათინები, ხოლო კელტებს – ბერძნები) შეესეოდნენ ნისლიანი ალბიონის კუნძულებს. ამგვარად, ჰიბერნია იგივე ალბიონია და ისინი სიტყვა იბერიიდან ტრანსფორმირდნენ. იბერია- ჰიბერნია – ალბიონი. აკაკი გელოვანიც აღნიშნავდა, რომ ალბიონი კუნძულს დაარქვეს იქ მიგრირებულმა ხალიბებმა. ხალიბიონი-ხალბიონი-ალბიონი. როგორც ცნობილია, ხალიბები ქართველური ტომები იყვნენ.

მკვლევარები კელტების წინარე ხალხად პიქტებს მიიჩნევენ, რომელთაც უდიდესი კულტურა და ცივილიზაცია ქონდათ, ამაზე სტოუნჰენჯის მეგალითური კომპლექსის მედიდურობა და დანიშნულებაც მეტყველებს. მკვლევარები პიქტებს იბერიული წარმოშობის ტომად მიიჩნევენ, რომელიც მთიან შოტლანდიაში ცხოვრობდა კელტების (სკოტების, გელების) მოსვლამდე და VI-VII საუკენეებში მათ ალბას ანუ ალბანის სამეფო შექმნეს. კელტების შესევის შემდეგ პიქტებმა განიცადეს შევიწროვება და მათი დომინანტი როლი ამ რეგიონზე მთლიანად მოისპო… დროთა განმავლობაში მათ ასიმილაცია განიცადეს, სკოტებს შეერივნენ და გელური ენა შეითვისეს. მოხდა არა მხოლოდ მოდგმის, არამედ რასის ჩანაცვლებაც, რომლის დროსაც ინდოე-ვროპული წარმოშობის ტომებმა – კელტებმა – გაანადგურეს პიქტების ცივილიზაცია და ბარბაროსს დამპყრობლებად იქცნენ.

არცერთი ისტორიული დოკუმენტი არ მოწმობს, რომ პიქტების ტომი მთლიანად ამოწყვეტილიყოს. შოტლანდიელები დღესაც არჩევენ თავის ერში იბერიული ტომის შენარევს და დაბალი ტანის შავგრემან ადამიანებს (ასეთები ყოფილან პიქტები რომაელთა აღწერით), განსხვავებით მაღალ, ქერათმიან და ცისფერთვალა კელტებისაგან, ახლაც იბერიელებს უწოდებენ…

კელტების მიერ პიქტების დაპყრობა ისეთივე მოვლენას წარმოადგენდა, რაც შუამდინარეთში სემიტების შეჭრა, ან რომში ვანდალებისა და გუთების ლაშქრობა. მაგრამ, როგორც მოვლენებმა აჩვენა, ასეთ დროს ბარბაროსი ტომები ხელუხლებელს ტოვებდნენ “ქურუმთა ცოდნას” – ის არ ნადგურდებოდა! ამიტომ შუმერის დაცემის შემდეგაც, ბაბილონის ქურუმებს ისევ შუმერული წარმოშობის ქურუმები წარმოადგენდნენ… არც რომის სულიერი ცოდნა გაუნადგურებიათ ბარბაროსებს, პირიქით, მალე ისინი გაქრისტიანდნენ კიდევაც.

კელტების მიერ ბრიტანეთის დაპყრობის შემდეგ შეიქმნა ცალკე კასტა სასულიერო პირებისა, იგივე ქურუმებისა, რომელსაც სხვანაირად – დრუიდები ერქვათ. დრუიდები ფაქტიურად სრულიად განსხვავებულ ხალხს და ეთნოსს წარმოადგენდნენ. კელტები დრუიდებს – ქურუმებს, “სასულიერო პირებს” და პოეტებს უწოდებდნენ. გალებში დრუიდები გმირული თქმულებებისა და მითოლოგიური პოემების შემნახველნი იყვნენ, რომელთაც ახალგაზრდობას ზეპირად გადასცემდნენ. დრუიდთა სკოლები კუნძულელ კელტებშიც არსებობდა. მიუხედავად ამისა, ირლანდიელებსა და ბრიტებში დრუიდებმა მგოსნების ფუნქცია მალევე დაკარგეს, IV-V საუკუნეებში კი, ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, ისინი სოფლის ექიმბაშებად იქცნენ.

დრუიდების მემკვიდრეებად ითვლებოდნენ “ბარდები” ძვ. ირლანდიაში, საიდანაც იწყება კიდეც ირლანდიური პოეზია და ეპოსი… ამაზე მეტყველებს “ბარდების” პოეზია, ტომას სტენს ელიოტის, ჯეიმს ჯოისისა და სამუელ ბეკეტის კომენტარები.

შუმერ ქურუმებისა და დრუიდების მსგავსი მდგომარეობა იყო მთელს იტალიაში განთქმულ ტარქკვინიის ეტრუსკ აუგურთა აკადემიაში, სადაც თვითონ რომაელებიც კი აგზავნიდნენ ნიჭიერ ახალგაზრდებს განსასწავლელად.

ირლანდიელი მეცნიერის, ბონვიკის თქმით, კელტებს დრუიდების სიბრძნე პიქტებისაგან უნდა გადაეღოთ, ან მიეღოთ მემკვიდრეობით, ან შეიძლება თავად ისინი იყვნენ პიქტები. არანაკლებ საინტერესოა ის გარემოება, რომ მეცნიერი პიქტებს “დიდი ბრიტანეთის იაფედიტურ მოსახლეობას” უწოდებს, რითაც კიდევ ერთხელ უკავშირებს მათ ქართველურ მოდგმას და მსოფლიოს სამ იბერიას ერთი მოდგმის შექმნილ სახელმწიფოებად მიიჩნევს…
ზოგი მკვლევარი “კელტ-იბერიულ” ტერმინს ხელოვნულად შექმნილად მიიჩნევს. მათი აზრით, არ შეიძლება რომაულ-ვანდალური, ან ურარტო-კიმერიულ კულტურებზე საუბარი. არსებობს ურარტული და კიმირიული კულტურები, არსებობს რომაული კულტურა და ვანდალების კულტურა, მაგრამ არამც და არამც ერთიანი. აქედან გამომდინარე, შეცდომადაა მიჩნეული შუმერულ-აქადური და პელაზგურ-ბერძნული განსაზღვრებანიც, რადგან ეს მოდგმები და მათი კულტურა რადიკალურად განსხვავებული ეტაპებია კაცობრიობის სულიერი ევოლუციის სტეპებზე.

იმ მესამე იბერიას, დღეს რომ ირლანდია ჰქვია, თავის დროზე არა იბერია, არამედ ჰიბერნია ერქვა და ლათინების მიერ შერქმეული სახელია. უბრალოდ, ხმოვანებით ძალიან გვანან ერთმანეთს. ლათინურზე ზამთრის მხარეს ნიშნავდა. შოტლანდიას კი კალედონია შეარქვეს და რომანიზირებული სახელია ერთ-ერთი პიქტური ტომისა “დუნ ჩაილეანი”-ს “Dun chaillean”. პიქტები მე-X საუკუნემდე არსებობდნენ და წარმოადგენდნენ კონფედერაციას. ისინი, თავს სწორედ ამ ტომის შთამომავლებად მიიჩნევდნენ). თუმცა, ის, რომ იაფეტიდური მოგდმის ხალხებით იყო დასახლებული ალბიონიც და ირლანდიაც, ხოლო კელტების ინდოევროპული ტომების შემოსევათა შემდეგ უფრო ჩრდილოეთით, შოტლანდიასა და ირლანდიაში გამაგრდნენ, ეს ფაქტია. გენეტიკური კვლევების საფუძველზე ბრიტანელი მეცნიერი, სტეფენ ოპენჰაიმერი თავის წიგნში “ბრიტანელთა წარმომავლობა” თვლის, რომ თანამედროვე ბრიტანეთის მოსახლეობა იბერიის ნახევარკუნძულიდან უნდა იყოს და რომ თვით კელტებისა და ანგლო-საქსურმა ტომებმაც კი ვერ გააქრეს ამის კვალი ბრიტანეთში.

რაც შეეხება, კელტ-იბერებს, ეს ჯერ კიდევ ევროპაში აღმოსავლეთიდან შემოსული ინდოევროპელი კელტების შემდეგ ჩნდება ადგილობრივ მოსახლეობასთან გენეტიკურად და კულტურულად შერწყმის შედეგად. პუნიკური ომების დროს პრერომანული იბერიის ნახევარკუნძულზე ყველაზე მთავარ ეთნოსსაც წარმოადგენდნენ და ვესტ-გუთების სამეფოს დაარსებამდე გააჩნდათ თავიანთი პოლიტიკური ერთეული. ესპანეთის ჩრდილოეთის ერთ-ერთ ოლქს დღესაც ჰქვია კელტურობის აღმნიშვნელი სახელი “სელტა” (Celta) და კულტურაში უხვია კელტ-იბერული მოტივები.

წყარო: burusi.wordpress.com
Информация к новости
  • Просмотров: 6737
  • Автор: admin
  • Дата: 27 მარტი 2021
27 მარტი 2021

I MISS YOU (მენატრები)

Категория: ლიტერატურა / ჩანახატები

I MISS YOU (მენატრები)


მენატრება შენი სახე,

ამ დილითაც სიზმრად გნახე.

ისევ მათბობს შენი ფერი,

არ მამშვიდებს არაფერი.

აღარ მშველის ლექსის წერა,

ზურგით მიდგას ბედისწერა.

დამავიწყდა უკვე ლოცვა,

მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა.

თავში დამსდევს ერთი აზრი,

ვერ გავუგე შინაარსი.

ვერ დავხატე გრძნობის ფერი,

ყალბი გახდა ყველაფერი.

ვერ ვუყურებ მწვანე ჭადრებს,

ვეღარ ვხედავ რა შენს თვალებს.

არ მიპყრობდა ფერი ვარდის,

მაშინ, როცა გვერდით მყავდი.

დამეკარგა გრძნობა, სმენა,

აღარც ჩიტის მესმის სტვენა.

დამრჩა მხოლოდ დარდი, წყენა,

ერთადერთი ჩუმი რწმენა
Информация к новости
  • Просмотров: 3903
  • Автор: admin
  • Дата: 26 მარტი 2021
26 მარტი 2021

სწორი კვება

Категория: სტატიები


ამბობენ, ჩვენ ის ვართ, რასაც ვჭამთ. თუ ამ მოსაზრებას არაფილოსოფიური თვალით შევხედავთ და სერიოზულად დავფიქრდებით, როგორ ვკვებავთ ორგანიზმს ყოველდღიურად, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ამაზე არასდროს გვიფიქრია.

"კვება”… როცა ეს სიტყვა გვესმის, შეიძლება წინადადების გაგრძელება აღარც მოვისმინოთ. ჩვენი კვება უმეტესად იმდენად ინსტინქტურია, რომ არ ვაქცევთ ყურადღებას რას, როდის და რა რაოდენობით ვჭამთ. თუმცა, კვება უმნიშვნელოვანესია. ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე ლაპარაკი ალბათ ზედმეტი იქნება და ამიტომ ჯობია პირდაპირ ვთქვათ, რომ მის შესანარჩუნებლად ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ კვებაა. ვერანაირი ვარჯიში, სუფთა ჰაერი და მშვიდი ცხოვრება ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ვერ მოახდენს, თუ ამ ყველაფერს არ ერთვის სწორი კვება. ეს ორი სიტყვა მარტივი დასამახსოვრებელი და გამოსათქმელია, მაგრამ შესასრულებლად რთულია. იმისთვის, რომ ადამიანმა სწორად იკვებოს, ყურადღება, ნებისყოფა და გარკვეული ცოდნაც სჭირდება. აქ მნიშვნელოვანია არა მარტო ის, თუ რას ვჭამთ, არამედ ისიც, თუ რა დროს ვჭამთ, რა რაოდენობით ვჭამთ, რა თანმიმდევრობით ვღებულობთ საკვებს, ხილს, სასმელს. მნიშვნელოვანია იმის გათავისება, რომ რაც უნდა ჯანსაღი საკვები მივიღოთ, თუ ამას სათანადო დროს და სათანადო წესით არ გავაკეთებთ, არანაირი შედეგი არ გვექნება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი ორგანიზმის თვისებები, თავისებურებები და ამის შესაბამისად მივიღოთ ის (შეძლებისდაგვარად), რაც ყველაზე მეტად გვარგებს, რა თქმა უნდა, ზომიერი რაოდენობით.

Информация к новости
  • Просмотров: 4009
  • Автор: admin
  • Дата: 25 მარტი 2021
25 მარტი 2021

ძაღლის ქართული სახელები

Категория: ---

ძაღლის ქართული სახელები


ძაღლის ქართული სახელები


აია; ალმასა; ალი; ალია; აფთარა


ბასა; ბათა; ბათო; ბათურა; ბატა; ბროლა; ბროლია; ბუქა; ბუთუ; ბუკა; ბუტია; ბომბორა; ბობრა; ბოთა; ბოღრა; ბოღრია


გორო; გორია; გოშია; გორდა; გიშერა; გვარისა; გეჯა; მარდია


დაირა; დელფინა; დოლია; დევრა; დევნა; დათვია


ელვა; ეგერა


ზარა; ზარბაზანა; ზორბა; ზურნა


თარეშა; თამაშა; თოყე; თორა; თოლია; თუნთია


კარგო; კუდურა; კვალია; კვალისა; კვესია; კვირია; კაკანა; კუსა; კუსია; კუსურა; კუდა; კოკი


ლაბაშა; ლომა; ლომია; ლეგა


მურგვა; მერცხალა; მურა; მურია; მურადა


ნადირა; ნაბი; ნამრექი


პაჭი; პუსკა; პასკურა


რიონა; რეკია


სეირა


ტასია; ტორი; ტორია; ტურია; ტუჩა; ტირია


ფარეხა; ფაცურა; ფათურა


ქორია; ქედანა; ქუქა; ქვაცარა


ყურშა; ყაფლანა


შამათა; შილდა


ჩანა


ცარო; ცეცხლა; ცუგრია; ცუგა; ცქვიტა; ციბრუტა; ცისკარა


წარბა; წუნა


ჭრელა; ჭოფია


ხალია; ხალისა; ხატურა; ხავერდა


ჯაყო; ჯაგა; ჯუკა; ჯუნა; ჯილდა

თუ თქვენთვის ცნობილი რომელიმე სახელი ამ სიაში არაა,დაწერეთ კომენტარებში და დავამატებთ.
Информация к новости
  • Просмотров: 5745
  • Автор: gio_ghetto
  • Дата: 23 მარტი 2021
23 მარტი 2021

Mobile Wallpapers

Категория: მობილურისთვის

Mobile Wallpapers

აქ არის 300 შპალერი მობილურისთვის.
Информация к новости
  • Просмотров: 3647
  • Автор: okrolomi
  • Дата: 22 მარტი 2021
22 მარტი 2021

იუმორი

Категория: სურათები/photo

იუმორი
Информация к новости
  • Просмотров: 186212
  • Автор: admin
  • Дата: 21 მარტი 2021
21 მარტი 2021

თამაშების გადმოწერა | tamashebis gadmowera

Категория: თამაშები/games

Информация к новости
  • Просмотров: 97779
  • Автор: admin
  • Дата: 19 მარტი 2021
19 მარტი 2021

ჯოკერის თამაში ინტერნეტში | jokeris tamashi internetshi

Категория: თამაშები/games

 

jokerbros.com/-ონლაინ თამაშები: ჯოკერი, ბურა, ნარდი, დომინო, სეკა... 

mygame.ge/-ონლაინ თამაშები: ჯოკერი, ნარდი, დომინო... 

ka.lichess.org/-ჭადრაკის თამაში ონლაინში

jok.ge/-ონლაინ თამაშები: ჩაძირობანა, ბილიარდი და სხვა... 

gamezer.com/-ბილიარდი, შაჰმატი, შაში და სხვა ონლაინ თამაშები(ინგლისურენოვანი) 

erepublik.com/-ონლაინ თამაში(ვირტუალური სამყარო) 

trophymanager.com/ge/-ონლაინ საფეხბურთო მენეჯერი 

nardionline.net/ge/-ნარდის თამაში, გრძელი და მოკლე ნარდი 

goglimogli.com/-ონლაინ თამაშები 

tamashebi.com.ge/-ონლაინ თამაშები 

tamashi.ge/-ონლაინ თამაშები 

game.gogaggg.com/-ონლაინ თამაშები 

fgames.ge/-ონლაინ თამაშები

games.ge/-ონლაინ თამაშები 

zuma.ge/-ონლაინ თამაშები

fog.ge/-ონლაინ თამაშები

xaxvi.com/-ონლაინ თამაშები

tom.ge/-ონლაინ თამაშები 

a10.com/-ონლაინ თამაშები 

miniclip.com/-ონლაინ თამაშები 

friv.com/-ონლაინ თამაშები

 
Информация к новости
  • Просмотров: 7576
  • Автор: admin
  • Дата: 19 მარტი 2021
19 მარტი 2021

ინგლისურ–ქართული ქართულ–ინგლისური ონლაინ ლექსიკონი ლექსიკონები ტრანსლატორი ენციკლოპედია

Категория: ელექტრონული წიგნე

Информация к новости
  • Просмотров: 3589
  • Автор: admin
  • Дата: 19 მარტი 2021
19 მარტი 2021

როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია სუბიექტზე

Категория: სტატიები

 
 
მსოფლიოს მასშტაბით ინფორმაცია ბეჭდურიდან ნელ-ნელა გადადის ელექტრონულ ვერსიაზე, რაც თავის მხრივ ამარტივებს მასზე ხელმისაწვდომობას, რაც იმაში გამოიხატება, რომ არ გიწევს სახლიდან გასვლა იმ ინფორმაციის მისაღებად რაც საჯაროა, მაგრამ კვლავაც და კვლავაც ინფორმაციის არ ქონის გამო ბევრმა არც იცის მათ შესახებ ან თუ იცის არ იცის როგორ მოიხმაროს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია.

ამ სტატიაში როგორც მიხვდით ვისაუბრებთ ადამიანის შესახებ ინფორმაციის მიღების ელექტრონულ მეთოდებზე, რაც მთავარია ეს მეთოდები არის ლეგალური და მათი გამოყენება არანაირ საფრთხეს შეიცავს არც მომხმარებლისთვის და არც იმ პიროვნებისათვის ვის შესახებაც ინფორმაციის მოპოვება გსურთ.

პიროვნებაზე ინფორმაციის მოპოვებისას პირველი, რაც უნდა გავხსნათ ეს არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. საჯარო რეესტრის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ დაადგინოთ ფიქსირდება თუ არა უძრავი ქონება იმ ადამიანზე ვის შესახებაც ინფორმაციის შეგროვება გსურთ, ასევე არის თუ არა რეგისტრირებული ინდ. მეწარმედ, ადევს თუ არა საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, ან იმყოფება თუ არა მოვალეთა რეესტრში.

Информация к новости
  • Просмотров: 2607
  • Автор: admin
  • Дата: 17 მარტი 2021
17 მარტი 2021

ინგლისურის სწავლა დამოუკიდებლად

Категория: სტატიები

ინგლისურის სწავლა დამოუკიდებლად
დღესდღეობით უცხო ენის შესწავლა აუცილებლობას წარმოადგენს: სამსახურის დაწყებისას ყოველთვის ისმის კითხვა, თუ რამდენ უცხო ენას ფლობთ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ რუსული ენა იმდენად აღარ არის ხმარებაში და შესაბამისად უფრო დიდი მოთხოვნა ინგლისურ ენაზეა.

არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანს ენის დაუფლება სურს, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ამას ვერ ახერხებს. მაგალითად შეიძლება მას ამისათვის თავისუფალი დრო არ ჰქონდეს, ან ყველაზე მთავარი მიზეზი შეიძლება შესაბამისი ფინანსების არქონა იყოს.

ამ პოსტში მოგაწვდით ინფორმაცის რამდენიმე საიტის შეხახებ, რომელთა დახმარებითაც უფასოდ არის შესაძლებელი ინგლისური ენის შესწავლა. ასევე მიგითითებთ რამდენიმე ლექსიკონს, რომელიც დაგჭირდებათ უცხო სიტყვების გასაგებად. მაშ ასე დავიწყოთ:

1. learnenglishზე შესაძლებელია არა მხოლოდ სალაპარაკო ინგლისურის შესწავლა, არამედ შესაძლებელია გრამატიკული ნაწილის სწავლაც. ნორმალურად დაუფლების შემთხვევაში მოცემულია ტესტებიც, რომელთა დახმარებითაც აიმაღლებთ გამოცდილებას ინგლისურ ენაში. საიტის მთავარი დადებითი მხარე გამოთქმის სწავლაცაა, ანუ არის მოცემული გაკვეთილები, რომლებიც გეხმარებათ ინგლისური აქცენტის დახვეწაში. შედით საიტზე და ნახეთ სრული მენიუ, თუ რას გვთავაზობენ მასწავლებლები.

2. ასევე ანალოგიური უფასო საიტი english-at-home, რომელიც გთავაზობთ გრამატიკის და სალაპარაკო ინგლისურის შესწავლას. როგორც პირველ საიტს, ამ საიტსაც ანალოგიური დატვირთვა გააჩნია, თუმცა მე უფრო მეორე მომწონს.

3. ინგლისურის შესწავლის დროს აუცილებელია ლექსიკონის გამოყენება. დამეთანხმებით, რომ დიდი ლექსიკონის მაგიდაზე დადება და მისი ფურცვლა ძალიან დამღლელია. ამისათვის არსებობს ელექტრონული ლექსიკონები. ისეთები როგორებიცაა:

წინადადებების გადასათარგმნად კი გამოიყენეთ Google Translate.

 

Метки к статье: ინგლისურის სწავლა დამოუკიდებლად

Информация к новости
  • Просмотров: 2739
  • Автор: admin
  • Дата: 17 მარტი 2021
17 მარტი 2021

როგორ დავწეროთ CV

Категория: სტატიები

[/b]
 
[b]CV (Curriculum Vitae) – არის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას პიროვნების გამოცდილებისა და სხვა კვალიფიკაციების შესახებ. CV -ს ძირითადად იყენებენ სამუშაოს მაძიებელნი. CV ძალიან გავრცელებული და დამკვიდრებული ტერმინია საქართველოში, მაგრამ იშვიათად მის ნაცვლად იყენებენ რეზიუმესაც.

კარგი CV -ის დაწერა არ არის 2 წუთის საქმე, მითუმეტეს საქართველოში, როდესაც შეიძლება ერთ დღეს ბუღალტრის თანამდებობაზე გზავნიდე CV -ს, ხოლო მეორე დღეს კვალიფიკაციური PR მენეჯერისაზე (არცერთ პროფესიას არ ვაკნინებ და მითუმეტეს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დღეს დღეობით მსგავსი სიტუაციაა ).

Метки к статье: როგორ დავწეროთ CV

Информация к новости
  • Просмотров: 7056
  • Автор: admin
  • Дата: 17 მარტი 2021
17 მარტი 2021

დავალიანებების ნახვა ინტერნეტით

Категория: სტატიები

ინტერნეტის განვითარებამ მრავალი წარმოუდგენელი იდეა რეალობად აქცია – თუ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ წამოუდგენელი იყო ჩვენი ნებისმიერი სახის დავალიანებისა თუ ინტერნეტის მეშვეობით დეტალური ინფორმაციის გაგება, დღეისათვის ეს ძალიან მარტივია და ნებისმიერი ადამიანისთვისაა შესაძლებელი (თუნდაც მათთვის, ვინც დამწყების დონეზე მაინც ერკვევა კომპიუტერში ).

კომუნალური გადასახადებისა და სხვა დავალიანებების ნახვა და ამ დავალიანებების დაფარვა (ან დაფარვის ვადების დადგენა) შესაძლებელია ინტერნეტ ბანკის მეშვეობით, მაგრამ თუ თქვენ არ სარგებლობთ ამ საბანკო პროდუქტით არც ეს წარმოადგენს პრობლემას, არსებობს ისეთი საიტებიც, რომლებიც რეგისტრაციის და სხვა გართულებების გარეშე გიჩვენებენ თქვენს დავალიანებას (და ასევე საშუალებას გვაძლევენ გავიგოთ როგორც დაფარვის ვადები, ასევე დავფაროთ ისინი სახლიდან გაუსვლელად).

ასეთ საიტებს მიეკუთვნება: "საქართველოს ბანკის” – ipay.ge, "ლიბერთი ბანკის” – smartivi.ge, "ნოვა ტექნოლოჯის” – PayBox.ge  და "მომენტალური გადახდების გაერთიანებული სისტემა” – osmp.ge ან gadaixade.ge. თითოეულ მათგანზე თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ (და სურვილისამებრ გადაიხადოთ):

Метки к статье: დავალიანებების ნახვა ინტერნეტით

Назад Вперед
^