სიახლეები 09.04.2021 » Files.Pirveli.Ge
 
Информация к новости
  • Просмотров: 3850
  • Автор: admin
  • Дата: 9 აპრილი 2021
9 აპრილი 2021

Internet Download Manager 6.23 Build 10 Final RePack (& Portable) by D!akov [Multi/Ru]

Категория: პროგრამები/soft

Internet Download Manager 6.23 Build 10 Final RePack (& Portable) by D!akov [Multi/Ru]


Internet Download Manager
ვერსია: 6.23 Build 10
პლათფორმა: Windows XP, Vista, 7, 8, 8.1 or 10 (32 or 64 bit)
ინტერფეისი: მრავალენოვანი
წამალი: არ ჭირდება
აღწერა:
Internet Download Manager - არის პროგრამა,რომელიც ზრდის გადმოწერის სიჩქარეს დაახლოებით 5 ჯერ.ასევე პროგრამას შეუძლია განაახლოს დაუმთავრებელი ფაილის გადმოწერა,რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ინტერნეტის დროებოთ გათიშვისას.Internet Download Manager მხარდაჭერა აქვს HTTP, HTTPS, FTP და MMS პროტოკოლის. აგრეთვე შეწყობილი გადმოწერის ამაჩქარებელი MP3 audio, FLV და MPEG video ფაილებთან.ეს პროგრამა ინტეგრირებულია Opera, Mozilla, Internet Explorer, Firefox, MSN, AOL, Google Chrome თნ და ყველა იმ პროგრამასთან რომეიც იყენებს FTP, ან HTTP პროტოკოლს.. Internet Download Manager-ს სრული მხარდაჭერა აქვს Windows Vista და Internet Explorer 8 თან
Информация к новости
  • Просмотров: 2261
  • Автор: admin
  • Дата: 9 აპრილი 2021
9 აპრილი 2021

როგორ დავარეგისტრიროთ ბავშვი სკოლაში

Категория: სტატიები / tutorials

როგორ დავარეგისტრიროთ ბავშვი სკოლაში


2012 წლის 2 აპრილიდან პირველკლასელთა ონლაინრეგისტრაცია დაიწყო. წელს პირველად, რეგისტრაცია მხოლოდ ინტერნეტით განხორციელდება. 2 აპრილიდან 17 აპრილამდე პირველკლასელების ინტერნეტრეგისტრაცია იმ სკოლებში იქნება შესაძლებელი, სადაც მათი დედმამიშვილები სწავლობენ, ან მშობლები მუშაობენ. დანარჩენების რეგისტრაცია კი, 17 აპრილიდან - 17 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. თუმცა ოცდამეერთე საუკუნეში ბავშვის სკოლაში დარეგისტრირება ინტერნეტის საშუალებით აღარ არის გასაკვირი, მაგრამ ბევრმა არ იცის თუ როგორ ხდება ეს. ამ სტატიაში დეტალურად აგიხსნით, როგორ დავარეგისტრიროთ ბავშვი სკოლაში ინტერნეტის საშუალებით.

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

ნოტარიულად დამოწმებული დაბ. მოწმობა (აუცილებლად პირადი ნომრით)
განცხადება (სკოლაში მოგცემენ)
ჯანმრთელობის ცნობა
2 ფ/სურათი.
მშობლების ქორწინების მოწმობა

1.
პირველ რიგში შვედივართ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საიტზე mes.gov.ge მშობლებს სკოლის არჩევაში დაეხმარებათ catalog.edu.ge სადაც ყველა საჯარო სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაცია არის მოცემული.
2.
საიტზე შესვლისას ჩვენ დავინახავთ სპეციალურ აპლიკაციას \"პირველკლასელთა რეგისტრაცია\" შევდივართ და ვიწყებთ რეგისტრაციას.
3.
ბავშვის ონლაინ რეგისტრაციისათვის მშობელს მოუწევს შემდეგი ფორმის შევსება: ბავშვის სახელი და გვარი, პირადი ნომერი. მშობელი ირჩევს მხოლოდ ერთ სკოლას და როდესაც სისტემა დაუდასტურებს მას რეგისტრაციას, მას ოფიციალურად საბუთების წარდგენა უკვე სკოლაში მოუწევს. \"- მასალები/ხელსაწყოები\" აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თუ რა საჭირო საბუთების წარდგენა არის საჭირო.
4.
მშობელი რეგისტრაციის წარმატებით დასრულებისთანავე მიიღებს პასუხს შვილის სასურველ სკოლაში ჩარიცხვის შესახებ და ასევე, სმს-ის საშუალებით. (ხანდახან სმს-ის კოდის მოსვლა გარკვეული დრო ჭირდება 15-20 წუთი).
5.
მშობლებს, რომლებსაც ინტერნეტთან ხელი არ მიუწვდებათ, შეუძლიათ დასარეგისტრირებლად თავიანთი რაიონის რესურსცენტრს მიმართონ.
6.
მშობელს შეუძლია დაარეგისტრიროს შვილი მისთვის სასურველ სკოლაში, საცხოვრებელ ადგილს მნიშვნელობა არ ენიჭება.
^